იმუნოლოგი ნინო მჭედლიშვილი სოციალურ ქსელში სადენზინფექციო ხსნარის მომზადების რეცეპტს გვიზიარებს: 400 მლ – ეთანოლი 95%-იანი ( სამედიცინი სპირტი ) 20 მლ – წყალბადის ზეჟანგი 3% -იანი 80 მლ – გამოხდილი წყალი , სტერილური წყალი !
შეგიძლიათ ჩაასხათ დოზატორში, სასურველია დააყოვნოთ 72 საათი და გამოიყენოთ გარეგანად ! ( არ დალიოთ , არ მოიხვედროთ თვალში, მოარიდეთ ბავშვებს, სითბოს და ცეცხლს ! ) შეგიძლიათ გამოიყენოთ ლიფტის ღილაკების, სახელურების და სხვა საგნების დეზინფექციისთვის, სისტემატური მიმოხილვით გაირკვა რომ SARS-ის და სხვა მსგავსი კორონავირუსების ინაქტივირებისთვის საკმარისია დაახლოებით 60 -75% -იანი ეთანოლის ხსნარი.