ძებნა
'რჩევა' ძებნის შედეგები.
-
მოკლედ, გერმანელ ვირტუალურ მეგობარს წიგნებზე ვესაუბრებოდი და წავიწუწუნესავით. ჰოდა, შემომთავაზა გერმანიიდან წიგნების გამოგზავნა. ჯერ პასუხი არ დამიბრუნებია. ძალიან მინდა. მაგრამ ასევე ძალიან მერიდება. გერმანელი კია ( ), მაგრამ უეჭველი არ გადამახდევინებს მე და თავისი ხარჯებით გამოგზავნის, თუ დავთანხმდები. რაც ძალიან მიტყდება. ყველაფერთან ერთად ღარიბი ქვეყნის კომპლექსიც მაქვს. ვიცი, რომ არასწორად არ იფიქრებს ჩემზე, მაგრამ მაინც. რას მირჩევთ? დავთანხმდე ამ საჩუქარზე თუ უარი ვუთხრა?
-
10 რჩევა ნერვიულობისგან თავის დასაღწევად http://myprofession.gov.ge/sites/default/files/files/29%20job.jpgპირი გიშრებათ, ხელები გიოფლიანდებათ და გული გიცემთ. თქვენ ინტერვიუზე ხართ! თუმცა, ნამდვილად არ არის სასურველი გასაუბრებაზე ნერვიულობა. გაეცანით ჩვენს რეკომენდაციებს და ცადეთ მათი გამოყენება გასაუბრებაზე, რათა დასძლიოთ ნერვიულობა. მოემზადეთ გასაუბრებისთვის ორგანიზაციის შესახებ მოპოვებული ინფორმაცია გეხმარება დაძლიო დაძაბულობა და თავი უფრო თავდაჯერებულად იგრძნო. მოიძიეთ მეტი ინფორმაცია ორგანიზაციის შესახევ. ბევრად სტრესულია როდესაც მიდიხარ სრულიად უცხო ორგანიზაციაში, რომლის შესახებაც არაფერი არ იცით. დაისვენეთ გასაუბრების წინა ღამეს დაისვენეთ და კარგად გამოიძინეთ. უყურეთ თქვენ საყვარელ ფილმს ან მოუსმინეთ სასიამოვნო მუსიკას - გააკეთეთ ის, რაც სიამოვნებას განიჭებთ. თავი აარიდეთ ალკოჰოლს, გახსოვდეთ რომ ის ხელს შეგიძლით გამოძინებასა და დასვენებაში. დაგეგმეთ ორგანიზაციაში მისვლა http://myprofession.gov.ge/sites/default/files/files/11job.jpgდარწმუნდით რომ ნამდვილად იცით სად უნდა მიხვიდეთ გასაუბრებაზე და დაგეგმეთ გრაფიკი. გაითვალისწინეთ ზედმეტი დრო გზაზე წარმოქმნილი მოულდნელი დაბრკოლებებისთვის. ღრმად ჩაისუნთქეთ მოდუნდით და ხელები მუცელზე დაასვენეთ. ცხვირით ღრმად ჩაისუნთქეთ 4-5-ჯერ. ეს დამშვიდებაში დაგეხმარებათ. იფიქრეთ პოზიტიურად წარმოიდგინეთ რომ ხართ გასაუბრებაზე და ყველაფერს აკონტროლებთ, იღიმებით და თავისუფლად პასუხობთ ყველა კითხვას. ეს სულელურად ჟღერს, მაგრამ კარგად მუშაობს. გასაუბრების დღეს გახსოვდეთ რომ ღიმილი ხელს უწყობს ენდორფინების წარმოქმნას, რომელსაც შეცდომაში შეყავს ტვინი და თავს ბედნიერად გვაგრძნობინებს. იცოდეთ საკუთარი ძლიერი მხარეები თუ თქვენ კარგად იცით თქვენი ძლიერი მხარეები და იცით როგორ უნდა გამოიყენოთ ისინი, თქვენ ძალიან კარგად შეძლებთ საკუთარი თავის პრეზენტაციას. გაეცანით სტატიას „ჩემი ძლიერი მხარეები“ და გაიგეთ მეტი. ინტერვიუს შემდგომი უკუკავშირი http://myprofession.gov.ge/sites/default/files/files/31%20job.jpgარ აქვს მნიშვნელობა აგიყვანენ თუ არა სამსახურში, გასაუბრების დასრულების შემდეგ შეგიძლიათ კითხოთ ინტერვიუერს შეიძლება თუ არა მიიღოთ უკუკავშირი გასაუბრებასთან დაკავშირებით. გულწრფელი უკუკავშირის მიღების სურვილი ნიშნავს, რომ თქვენ მზად ხართ გააუმჯობესოთ ინტერვიუს თქვენი სტილი და იმუშაოთ იმ შეცდომების გამოსწორებაზე, რომელიც ამ გასაუბრებაზე დაუშვით. ეს ნიშნავს რომ უკვე დაწყებული გაქვთ მზადება შემდეგი ინტერვიუსთვის და ცდილობთ დაშვებული შეცდომების გამოსწორებას, რაც ინტერვიუერმა კარგად უნდა შეაფასოს. როგორ დავიცვათ ბალანსი გასაუბრებაზე საკუთარ მიღწევებზე საუბარი შეიძლება სულაც არ იყოს კარგი ტონი, თუმცა წარმატებული ინტერვიუსთვის მაინც მნიშვნელოვანია აღნიშნოთ თქვენი უნარები და ძლიერი მხარეები. ინტერვიუერს სჭირდება იმის დამტკიცება, რომ თქვენ ნამდვილად შეძლებთ სამუშაოს შესრულებას. ძნელია დაამტკიცო რომ სამუშაოს შესრულებას შეძლებ საკუთარი უნარებისა და ძლიერი მხარეების აღნიშნვნის გარეშე. სწორად დაიცავით ბალანსი http://myprofession.gov.ge/sites/default/files/files/how-to-deal-with-stress-in-job-interviews.jpgიყავით გულწრფელი.თუ კარგად გამოგდით რაიმეს კეთება, მოიყვანეთ მაგალითები და დაასაბუთეთ როგორ იყენებდით თქვენ უნარებს და ძლიერ მხარეებს სამუშაოს წარმატებით შესასრულებლად. მიყვანეთ მაგალითები სამუშაო გამოცდილებიდა, სტაჟიორად მუშაობის პერიოდიდან და სასწავლო პროცესიდან. თუ თქვენ არ გაქვთ არანაერი გამოცდილება, არ დაუმალოთ ინტერვიუერს, მაგრამ აღნიშნეთ რომ მზად ხათ ისწავლოთ. არ შეგაშინოთ ისეთმა შეკითხვებმა, როგორიცაა „რომელია თქვენი ყველაზე სუსტი მხარე?“. ადამიანთა უმეტესობა თვლის, რომ მსგავს შეკითხვებს მათ ჩასაჭრელად სვამენ. სინამდვილეში ასეთი შეკითხვები უფრო მეტ შანსს გაძლევთ გამოვლინოთ თუ რამდენის სწვალა შეძელით წასრული გამოცდილებით. ყურადღებით უსმინეთ ინტერვიუერს, რაც დაგეხმარებათ კითხვებს უფრო დაფიქრებით და კონკრეტულად უპასუხოთ.
-
- რჩევა
- ნერვიულობისგან
-
(and 2 more)
Tagged with: