Jump to content
×
×
  • Create New...

ძებნა

'როლი' ძებნის შედეგები.

  • ტეგების მიხედვით

    Type tags separated by commas.
  • ავტორის მიხედვით

კონტენტის ტიპი


დისკუსიები

  • სადისკუსიო ბადე
    • პოლიტიკა & საზოგადოება
    • განათლება & მეცნიერება
    • ჯანმრთელობა & მედიცინა
    • ხელოვნება & კულტურა
    • გ ვ ი რ ი ლ ა
    • ზოგადი დისკუსიები
  • თავისუფალი ბადე
    • F L A M E
  • ადმინისტრაციული ბადე
    • ბადეს შესახებ

მომიძებნე მხოლოდ

ან მომიძებნე


შექმნის დრო

  • Start

    End


განახლებული

  • Start

    End


Filter by number of...

რეგისტრაციის დრო

  • Start

    End


ჯგუფი


სქესი


ჰობი

Found 3 results

  1. მოკლედ, ნელნელა მივდივარ იმ აზრისკენ რომ თურმე არც ისე საპროტესტო იყო ოჯახის მხრიდან შვილის სატრფოს სელექციაში ჩარევის აქტი. ცხადია, უდავო ჭეშმარიტებად ვერ ჩაითვლება სხვა თაობის, გაგების, ხედვის და გემოვნების ადამიანის შეფასება. თუმცა, ხანდახან გვერდიდან უკეთ ჩანს რაღაცები. ასევე, გამოცდილებაც თავის როლს თამაშობს. ასევე, არის რაღაც ძირეული მარკერები, რომელთა დაიგნორებასაც არ მივყავართ კარგ შედეგებამდე. ხშირად, მხოლოდ ძალადობამდე მიდის ეს გზა, როგორც ფიზიკურ, ასევე მორალურ. ადრე არ ვაქცევდი თანმდევ რაღაცებს ყურადღებას, მაგრამ ცარიელი “აუუუ მიყვააარს” აშკარად არ ამართლებს. აშკარად ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს ვის გადაეყრები და მითუმეტეს ვისთან დანათესავდები სისხლით. გინდ კაცი და გინდ ქალიც, მანიპულატორი, მოძალადე რო გხვდება არის საშინელება. ან თუ ოჯახში ჰყავს ლოთი, ლუდომანი და ა.შ ესეც დიდ პრობლემას ჰქმნის. ახლა ვუყურე რაღაც ინტერვიუებს და მაგან დამაინსპირირა ჩემო ფუნთუშელებო და კიდევ უფრო დავაფასე ჩემი უსაყვარლესი თავი. აშკარად გადაშენების პირას მყოფი სახეობა ვართ ადეკვატურები, და რთულია ამ ინფორმაციულ ზედოზირებაში არ გავრეკოთ ჩვენც. ამხელა ტირადა კი მოვყევი და დავარეზიუმირე კიდეც, მაგრამ თქვენ რას ფიქრობთ გოჭებო? *რამდენად მნიშვნელოვანია საერთო ღირებულებათა სისტემა და რამდენად საკმარისია მყარი კოჰაბიტაციისთვის? * რამდენად ადეკვატურია/გასათვალისწინებელია ოჯახის მხრიდან შეფასება და ჩარევა შვილის არჩევანში? *რამდენად დიდი როლი აქვს მეორე ნახევრის ოჯახს. ღირს ცდა თუ ჩანასახშივე უნდა მოსხიპო ურთიერთობის ტოტი თუკი არ მოგწონს მეორე ნახევრის ოჯახი და მათი ქცევა. ცხადია მატერიალურ ნაწილზე არ დამყავს თემა, თუმცა შეზღუდული არ ხართ ინტერპრეტაციაში ბევრი კი დავწერე მარა ხო იციტ მოკლედ არ შემიძლია. ყველაფერს ვედები. ნაკო არ შემოვიდეს და არ წამიკითხავსო არ დაწეროს თორე არ ვიციი
  2. 09.12.2020 15:12 „საქართველოს აქვს იმის პოტენციალი, რომ შექმნას სტაბილური დემოკრატია და საბაზრო ეკონომიკა, რომელიც მთელ საზოგადოებას მოუტანს სარგებელს. სწორედ ეს არის მიზეზი, რის გამოც ვერც ერთი სხვა ქვეყანა ისე თანაბარზომიერად ვერ გრძნობს დასავლეთის ყოფნას და მის მხარდაჭერას, როგორც საქართველო“, - აცხადებს საქართველოში გერმანიის ელჩი, Europetime-თან ინტერვიუში. ჰუბერტ ქნირში Europetime-ს გერმანია-საქართველოს ურთიერთობებზე, ევროკავშირში საქართველოს გაწევრიანების პერსპექტივებსა და საქართველოსთვის ევროატლანტიკური ინტეგრაციის გზაზე გერმანიის მოკავშირეობის საკითხზე ესაუბრა. _ბატონო ელჩო,მადლობა ინტერვიუსთვის. პირველ რიგში _როგორ შეაფასებთ საქართველო-გერმანიის ურთიერთობებს, საინტერესოა ასევე თქვენი შეფასება საქართველოსა და ევროკავშირს შორის არსებული ასოცირების შეთანხმების შესახებ, რომელიც მოიცავს თავისუფალი სავაჭრო ურთიერთობების შესაძლებლობასაც, რამდენად შეძლო ქვეყანამ ამ რესურსის ათვისება და გამოყენება? საქართველოს და გერმანიას ბევრი რამ აკავშირებთ - მინდა აღვნიშნო ტრადიცია, რომლის თანახმად, ქართველი სტუდენტები და სტიპენდიანტები გერმანიაში განათლებას იღებენ. ეს პროცესი ამ ეპოქაშიც ძალიან აქტიურად გრძელდება. საქართველოსთან გერმანიის ეკონომიკური ურთიერთობები ძალიან კარგ დონეზე ვითარდება და ამ პოტენციალის ფართოდ გამოყენებაზე ვართ ფოკუსირებული. ამისთვის, ასოცირების შეთანხმება კარგ ჩარჩოს იძლევა, თუმცა ქართველ მეწარმეებსა და მენეჯერებზეა დამოკიდებული, გამოიყენონ შესაძლებლობები, კონკრეტული ბიზნეს პროექტის შესაქმნელად. ჩემი აზრით, საქართველო პროგრესს აღწევს საექსპორტო ბაზრის დივერსიფიცირების თვალსაზრისით. გერმანიასთან თანამშრომლობა საქართველოს პროფესიული განათლების გაუმჯობესებაში ეხმარება, რაც საჭიროა ქვეყანაში ეკონომიკური შესაძლებლობების გაფართოებისთვის. _2024 წლისთვის, საქართველო გეგმავს ევროკავშირის წევრობაზე განაცხადის გაკეთებას, თქვენი აზრით, პანდემიით გამოწვეულმა პრობლემებმა და ეკონომიკურმა კრიზისმა,შესაძლებელია, რომ ევროკავშირის გაფართოების საკითხი შეაფერხოს? კრიზისულ ვითარებაშიც კი მომავლისკენ მზერა მნიშვნელოვანია. ჩემთვის, ახლო მომავალი დატვირთული იქნება ევროკავშირთან საქართველოს დაახლოების სამუშაოთი, კონკრეტული და პრაქტიკული მიმართულებით. მათ შორის ეს გულისხმობს კანონმდებლობის დაახლოებას, ვაჭრობის ზრდას, ეკონომიკური აქტივობის გაუმჯობესებას, ცხოვრების სტანდარტების გაუმჯობესებას. ყველა ეს საკითხი მნიშვნელოვანია ევროკავშირისკენ გზაზე საქართველოს წინსვლისთვის. _ჩვენს გამოცემასთან ინტერვიუში, ამერიკული სახმელეთო ჯარების ყოფილმა მეთაურმა, გენერალ-ლეიტენანტმა ბენ ჰოჯესმა განაცხადა, რომ აშშ-ის ყველაზე დიდი მეკავშირე უნდა იყოს გერმანია, საქართველოსთვის ევროატლანტიკური ინტეგრაციის გზაზე ასევე მნიშვნელოვანია გერმანიის მხარდაჭერა, რას გვეტყოდით ამასთან დაკავშირებით? მოხარული ვარ, რომ რამდენიმე ხნის წინ გენერალ ჰოჯესს შევხვდი თბილისში. ეს არის ადამიანი, რომელიც თამამად საუბრობს ევროატლანტიკურ პარტნიორობაზე, ეს ადამიანი მეგობარია, როგორც გერმანიის, ისე საქართველოსი. თანამშრომლობა, რომელსაც ის მხარს უჭერს, არის საკმაოდ ძლიერი და NATO-ს წევრი ქვეყნების დიდი ნაწილიც ამისთვის საკმაოდ აქტიურად თანამშრომლობს. ეს კი დიდწილად, NATO-საქართველოს არსებითი პაკეტის ფარგლებში ხდება, რომელშიც გერმანიას მოწინავე როლი აქვს. _თუ გადავხედავთ როგორც რეგიონში მიმდინარე, ასევე შიდაპოლიტიკურ პროცესებსაც, ხომ არ მიიჩნევთ, რომ დასავლეთი უფრო მეტად უნდა იყოს წარმოდგენილი რეგიონში და უფრო მკაფიო პოზიცია უნდა ჰქონდეს რიგ საკითხებთან, თუნდაც რუსეთთან დაკავშირებით? დასავლეთის ქვეყნების საგარეო პოლიტიკური მიზნებისთვის აღმოსავლეთ ევროპაში სტაბილური განვითარება მნიშვნელოვანია. ევროკავშირი და ქვეყნები, რომლებიც უკვე შეუერთდნენ NATO-ს, შესაძლებლობების კარგ მაგალითს ქმნიან. საქართველოს აქვს იმის პოტენციალი, რომ შექმნას სტაბილური დემოკრატია და საბაზრო ეკონომიკა, რომელიც მთელ საზოგადოებას მოუტანს სარგებელს. სწორედ ეს არის მიზეზი, რის გამოც ვერც ერთი სხვა ქვეყანა ისე თანაბარზომიერად ვერ გრძნობს დასავლეთის ყოფნას და მის მხარდაჭერას, როგორც საქართველო“.
  3. რუბრიკა სამი ფილმი ლიტაგორას ვიდეოების სერიაა რომლის ფარგლებშიც ყოველ გადაცემაში კინომცოდნეები, რეჟისორები, მსახიობები და ასევე ზოგადად კინოს მოყვარული სხვა პროფესიის ადამიანები მათთვის საინტერესო ნამუშევრებზე საუბრობენ და მათ სხვადასხვა ჭრილში განიხილავენ. ლევან აბდუშელიშვილი, კინომცოდნე, რუბრიკა 3 ფილმის ფარგლებში კინოში მონტაჟის როლზე ფოკუსირდება. ამ მიმართულებით მაქსიმალურად ფართო სპექტრის აღსაწერად ის სრულიად სხვადასხვა ეპოქის ფილმებს ირჩევს და საუბრობს იმაზე თუ რა ხერხებს მიმართავენ სხვადასხვა ავტორები ამბის მოსათხრობად. ლევანის მიერ გარჩეული ფილმებია ფრიც ლანგის 1927 წლის მეტროპოლისი, მიქელანჯელო ანტონიონის 1966 წლის ფოტოგადიდება და აპიტჩატპონგ ვირასეტაკულის 2006 წლის სინდრომები და საუკუნეა