2005 წელს რიჩარდ პრინსის ფოტო აუქციონზე მილიონ ორასი ათას დოლარად გაიყიდა. სურათი მისი კოვბოის სერიის ფოტოებიდან ერთ-ერთი იყო. თუმცა, საქმე ისაა რომ აღნიშნული ფოტო ბევრად ადრე სხვა ფოტოგრაფმა, ჯიმ ბრადიმ მარლბოროს სარეკლამო კამპანიის ფარგლებში გადაიღო. პრინსმა კი უკვე არსებულ სურათს ჟურნალიდან ფოტო გადაუღო. მიუხედავად იმისა რომ არაერთი ფოტოგრაფი და ხელოვანი პრინსს პლაგიატში ადანაშაულებს, პრინსი წარმატებული ხელოვანის ცხოვრებით ცხოვრობს ვისი ნამუშევრებიც ძვირად იყიდება