რიპლისა და YouTube–ს შორის გარკვეული შეთანხმება შედგა.
მანამდე კი კრიპტო კომპანიამ საჩივარი YouTube-ის წინააღმდეგ 2020 წლის აპრილში შეიტანა. რიპლი ამტკიცებდა, რომ პლატფორმას თავად ჰქონდა მოგება თაღლითური საქმიანობისგან. პლატფორმამ კი არ გამოიყენა ადმინისტრაციული უფლებამოსილებები ამის შესაჩერებლად.
თაღლითობები ეყრდნობოდა ფიშინგის შეტევებს, რა დროსაც მომხმარებლის ანგარიში და მისი შინაარსი იშლებოდა. შემდეგ კი იქმნებოდა ახალი ანგარიშები ისე, რომ განახლებულ ანგარიშებში ჩნდებოდა კრიპტოვალუტის მფლობელი საზოგადოებისთვის ცნობილი ფიგურა, მაგალითად თავად ბრედ გერლინგჰაუსი.
ამის შემდეგ იწყებოდა ყალბი XRP საჩუქრის გაცემა, რომელიც მომხმარებლებისაგან ითხოვდა 5,000-დან 1 000 000 XRP– მდე თანხებს იმ პირობით, რომ თავდაპირველი თანხა ხუთჯერ გაზრდილი დაუბრუნდებოდათ. რიპლი და გერლინგჰაუსი ამტკიცებდნენ, რომ YouTube–მა შეგნებულად ისარგებლა ამგვარი სქემით.
ამჟამად სასამართლო პროცესი დასრულების ფაზაშია. კომპანიებმა მოლპარაკებების მაგიდასთან გადაინაცვლეს, რათა ცხადი გახადონ სქემა და შეიმუშაონ გზები მომავალში მსგავსი ფაქტების თავიდან ასაცილებლად.
The post რიპლისა და YouTube–ის სასამართლო პროცესი სრულდება appeared first on ბიტკოინ & ბლოქჩეინ სიახლეები.