Jump to content
×
×
  • Create New...

ძებნა

'რელიგიური' ძებნის შედეგები.

  • ტეგების მიხედვით

    Type tags separated by commas.
  • ავტორის მიხედვით

კონტენტის ტიპი


დისკუსიები

  • სადისკუსიო ბადე
    • პოლიტიკა & საზოგადოება
    • განათლება & მეცნიერება
    • ჯანმრთელობა & მედიცინა
    • ხელოვნება & კულტურა
    • გ ვ ი რ ი ლ ა
    • ზოგადი დისკუსიები
  • თავისუფალი ბადე
    • F L A M E
  • ადმინისტრაციული ბადე
    • ბადეს შესახებ

მომიძებნე მხოლოდ

ან მომიძებნე


შექმნის დრო

  • Start

    End


განახლებული

  • Start

    End


Filter by number of...

რეგისტრაციის დრო

  • Start

    End


ჯგუფი


სქესი


ჰობი

Found 1 result

  1. საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი 13 იანვარს გურიაში რელიგიურ ნიადაგზე „მუსლიმ და ქრისტიან თანამემამულეებს შორის მომხდარ დაპირისპირებას“ გამოეხმაურა და თქვა, რომ „არავის აქვს უფლება ჩრდილი მიაყენოს ჩვენს ისტორიულ მონაპოვარს, კითხვის ნიშნის ქვეშ დააყენოს საქართველოში სხვადასხვა აღმსარებლობის მოქალაქეთა ერთობა და ღირსეული თანაცხოვრება, შემწყნარებლობა და ტოლერანტობა“. პრეზიდენტმა მომხდარს „სამწუხარო ფაქტი“ უწოდა და იმედი გამოთქვა, რომ „ვითარება უახლოეს დროში განიმუხტება“. „საქართველო ყოველთვის ამაყობდა თავისი რელიგიური მრავალფეროვნებით. ეს ჩვენი ქვეყნის სიმდიდრეა, მისი სიძლიერის ერთ-ერთი საფუძველი, რომელსაც ყოველთვის ვუფრთხილდებოდით“, – განაცხადა პრეზიდენტმა. „ჩვენს მოქალაქეებს კონსტიტუციით აქვთ გარანტირებული აღმსარებლობის თავისუფლება. რელიგიური მსახურებისა და რიტუალების ჩატარება ჩვენი მოქალაქეების უფლებაა და მათ ვერავინ შეუზღუდავს ამ უფლებას“, – დაამატა მან. ბუკნარის დაპირისპირებას გუშინ თბილისის მერი და ქართული ოცნების აღმასრულებელი მდივანი კახა კალაძეც გამოეხმაურა და ხაზი გაუსვა, რომ „საქართველოს მოქალაქეების რელიგიური თუ ეთნიკური განსხვავებულობა არის სწორედ ჩვენი ქვეყნის უდიდესი სიმდიდრე და სიამაყე“. „საუკუნეების მანძილზე ერთად ვცხოვრობთ და ერთად ვქმნით ჩვენი ქვეყნის მომავალს სხვადასხვა რელიგიისა და ეთნოსის წარმომადგენლები და ეს მშვიდობიანი თანაცხოვრება არასდროს დადგება ეჭვქვეშ“, – თქვა დედაქალაქის მერმა. მისივე შეფასებით, „რელიგიური გრძნობების შეურაცხყოფა“ არა მხოლოდ „კანონისა და კონსტიტუციის უგულვებელყოფა“, არამედ „საკუთარი წინაპრების შეურაცხყოფა და ქვეყნის მომავალზე უარის თქმა“ იქნება. მედიის ინფორმაციით, ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის სოფელ ბუკნარში 12 იანვარს ადგილობრივებს შორის რელიგიურ ნიადაგზე მომხადარი დაპირისპირების დროს 3 მოქალაქე დაშავდა. ბუკნარში მუსლიმ და ქრისტიან თემებს შორის უთანხმოება თითქმის ერთი თვეა გრძელდება. ქრისტიანული თემის წარმომადგენლები სოფელში მეჩეთის მოწყობას ეწინააღმდეგებიან.