Jump to content
×
×
  • Create New...

ძებნა

'რეგიონებთან' ძებნის შედეგები.

  • ტეგების მიხედვით

    Type tags separated by commas.
  • ავტორის მიხედვით

კონტენტის ტიპი


დისკუსიები

  • სადისკუსიო ბადე
    • პოლიტიკა & საზოგადოება
    • განათლება & მეცნიერება
    • ჯანმრთელობა & მედიცინა
    • ხელოვნება & კულტურა
    • გ ვ ი რ ი ლ ა
    • ზოგადი დისკუსიები
  • თავისუფალი ბადე
    • F L A M E
  • ადმინისტრაციული ბადე
    • ბადეს შესახებ

მომიძებნე მხოლოდ

ან მომიძებნე


შექმნის დრო

  • Start

    End


განახლებული

  • Start

    End


Filter by number of...

რეგისტრაციის დრო

  • Start

    End


ჯგუფი


სქესი


ჰობი

Found 1 result

  1. პარლამენტში დღევანდელ საკომიტეტო მოსმენაზე საუბრისას, შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრმა, თეა ახვლედიანმა კიდევ ერთხელ გამოხატა მზაობა ოკუპირებული აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონის მცხოვრებლებთან „დეპოლიტიზებულ საკითხებზე პირდაპირი დიალოგისთვის“. მისი თქმით, ხელისუფლებას სურს, რომ შერიგებისა და ნდობის აღდგენის პროცესი გახდეს „უფრო ინტენსიური“ და ეფექტიანად იქნას გამოყენებული კომუნიკაციის ყველა არსებული არხი. ამგვარი თანამშრომლობის მაგალითად თეა ახვლედიანმა სამშვიდობო ინიციატივა „ნაბიჯი უკეთესი მომავლისკენ“ დაასახელა, რომელიც „ქმნის სივრცეს ეკონომიკური საკითხების ირგვლივ საზოგადოებრივი დიალოგისა და თანამშრომლობისთვის, რაც არასდროს შეწყვეტილა, პანდემიის პირობებშიც კი“. ახვლედიანის განცხადებით, ამ ინიციატივის ფარგლებში, მთავრობა ოკუპირებული რეგიონებიდან სტუდენტებისთვის ახორციელებს პროგრამას, რის შედეგადაც დანარჩენ საქართველოში არსებულ უნივერსიტეტებში ჩარიცხვების რაოდენობა 2019-2020 წლებში „გასამმაგდა“ და გასულ წელს 400-ს მიაღწია. მინისტრმა ხაზი გაუსვა, რომ ეს პროგრამა განსაკუთრებით მნიშვნელოვანია ახალგორსა და გალში მცხოვრები სტუდენტებისთვის, რადგანაც მათ აქვთ შესაძლებლობა, რომ საერთო ეროვნულ გამოცდებზე გასვლის გარეშე ჩააბარონ საქართველოს უმაღლეს სასწავლებლებში. მისივე თქმით, მშობლიურ ენაზე განათლების მიღებაზე დაწესებული შეზღუდვის გამო ისინი ეროვნულ გამოცდებზე სხვა აბიტურიენტებს სათანადო კონკურენციას ვერ უწევდნენ. შერიგებისკენ გადაგმულ სხვა ნაბიჯებს შორის მინისტრმა ასევე დაასახელა ოკუპირებული რეგიონების მცხოვრებთათვის ჯანდაცვის მომსახურებებზე უფასო წვდომა. „2020 წელს პროგრამის ფარგლებში ჩვენ ვუმკურნალეთ 876 პაციენტს“, – აღნიშნა მან. „წლების განმავლობაში დაგროვდა წარმატებული თანამშრომლობის უნიკალური გამოცდილება სხვადასხვა სფეროში“, – განაცხადა სახელმწიფო მინისტრმა და დასძინა, რომ მთავრობის მიზანი იქნება ოკუპირებული რეგიონების მოსახლეობის უფლებრივი და ჰუმანიტარული მდგომარეობის გაუმჯობესება, მათთვის უკეთესი მომავლის პერსპექტივის შექმნა. „გვჯერა, რომ საერთო ინტერესებზე დაფუძნებული დიალოგი და თანამშრომლობა უაღრესად მნიშვნელოვანია კონფლიქტის მშვიდობიანი მოგვარების პროცესში“, – განაცხადა ახვლედიანმა. ასევე წაიკითხეთ: შერიგების საკითხებში სახელმწიფო მინისტრმა ოკუპირებულ რეგიონებზე ყოველწლიური ანგარიში წარადგინა თეა ახვლედიანი აფხაზებთან და ოსებთან „არაფორმალურ“ დიალოგზე საუბრობს სერგეი შამბა თბილისს: „მზად ვართ საუბრისთვის“