საქართველო-ესპანეთის მატჩს მაყურებელთა 30 პროცენტი დაესწრება, – ამის შესახებ საკოორდინაციო საბჭოს სხდომის დასრულების შემდეგ მთავრობის ადმინისტრაციის უფროსმა, ილია დარჩიაშვილმა ბრიფინგზე განაცხადა.
„მოგეხსენებათ, რომ 28 მარტს დაგეგმილია საქართველო-ესპანეთის საფეხბურთო მატჩი. საკოორდინაციო საბჭომ მიიღო გადაწყვეტილება, დაუშვას მატჩზე მაყურებლის დასწრება დისტანციის და ყველა შესაბამისი ეპიდემიოლოგიური უსაფრთხოების სტანდარტის დაცვით. სტადიონზე დაშვებული იქნება მაყურებელთა 30 პროცენტი. ასევე იმართება ძიუდოში გრანდსლემი, რომელზეც დაიშვება მაყურებელთა 30 პროცენტი“, – განაცხადა დარჩიაშვილმა.
საქართველოს ეროვნული ნაკრებისა და ესპანეთის მატჩი „დინამო-არენაზე“ 28 მარტს გაიმართება.
The post საქართველო-ესპანეთის საფეხბურთო მატჩს მაყურებელთა 30 პროცენტი დაესწრება appeared first on 1TV.