Jump to content
×
×
  • Create New...

ძებნა

'პოპი' ძებნის შედეგები.

  • ტეგების მიხედვით

    Type tags separated by commas.
  • ავტორის მიხედვით

კონტენტის ტიპი


დისკუსიები

  • სადისკუსიო ბადე
    • პოლიტიკა & საზოგადოება
    • განათლება & მეცნიერება
    • ჯანმრთელობა & მედიცინა
    • ხელოვნება & კულტურა
    • გ ვ ი რ ი ლ ა
    • ზოგადი დისკუსიები
  • თავისუფალი ბადე
    • F L A M E
  • ადმინისტრაციული ბადე
    • ბადეს შესახებ

მომიძებნე მხოლოდ

ან მომიძებნე


შექმნის დრო

  • Start

    End


განახლებული

  • Start

    End


Filter by number of...

რეგისტრაციის დრო

  • Start

    End


ჯგუფი


სქესი


ჰობი

Found 1 result

  1. წყარო: სანდრო ცქიტიშვილი და popmusic.ge მე-20 საუკუნის მეორე ნახევარში ქართული მუსიკა დაახლოებით იმ სცენარით განვითარდა, როგორც დანარჩენი მსოფლიოს დიდ ნაწილში - ეროვნული კოლორიტი იმ დროისთვის მოდურ საერთაშორისო სტილებსა და მიდგომებს შეერწყა და შედეგად მოგვცა ნამუშევრები, რომლებიც, ერთი მხრივ, ქართული ფოლკლორული ელემენტების წყალობით, თვითმყოფადი იყო და, მეორე მხრივ, ახალ მიმდინარეობებსაც, ასე თუ ისე, მხარს უბამდა. ტოტალიტარული საბჭოთა ცენზურა, რომლის ქვეშაც ქართულ მუსიკას მე-20 საუკუნის უმეტესი ნაწილის განმავლობაში მოუწია არსებობა, ამ ახალი, ძირითადად დასავლური მუსიკალური ტენდენციების ინტეგრაციას ოდნავ აფერხებდა. თუმცა, დროთა განმავლობაში ამ გავლენებმა ადგილობრივი არტისტების შემოქმედებაში ფეხი მაინც მოიკიდა. საუკუნის დასაწყისის საქართველოში ფოლკლორი და ოპერა პოპულარული მუსიკის როლსაც ითავსებდა. ორმოცდაათიან წლებამდე ლილვაკებზე და ადრეულ ფონოგრაფებზე გაკეთებული მუსიკალური ჩანაწერების უმეტესი ნაწილი სწორედ ფოლკლორული ნაწარმოებები, ან კლასიკური არიები და რომანსებია. მაგალითად, დიდი ქართველი ტენორის, ვანო სარაჯიშვილის ეს სიმღერა 1914 წლით თარიღდება. ვანო სარაჯიშვილი - შენ ერთს (1914) დასავლურმა პოპულარულმა მუსიკამ, კერძოდ კი ჯაზმა, საბჭოთა კავშირში შემოღწევა ჯერ კიდევ ოციანი წლების შუაგულიდან დაიწყო. თუმცა, ეს გავლენები ძირითადად რუსეთის დიდ ქალაქებში კონცენტრირდებოდა. მართალია, თბილისის ოპერის თეატრის სოლისტმა, ვლადიმერ კანდელაკმა, მოსკოვში გადაბარგების შემდეგ, 1933 წელს ერთ-ერთი პირველი საბჭოთა ჯაზ-ორკესტრი Джаз-Гол დააფუძნა და მას წლების განმავლობაშიც ხელმძღვანელობდა, მაგრამ საქართველოში მსგავსი ფორმაცია ნომინალურად მხოლოდ ოცდაათიანების ბოლოს გაჩნდა. ეს იყო საქართველოს სახელმწიფო ჯაზ-ორკესტრი რევაზ გაბიჩვაძის ხელმძღვანელობით. თუმცა, მასზე ფართოდ არც ინფორმაცია მოიპოვება და არც, სამწუხაროდ, ჩანაწერებია ხელმისაწვდომი. Джаз-гол - Пой мне! (1935) ამბობენ, რომ მეორე მსოფლიო ომის დროს, საქართველოში ჯაზი იშვიათად, მაგრამ მაინც იკვრებოდა - ძირითადად არაოფიციალურად, ზღვისპირა კურორტებზე. ასევე იხსენებენ, რომ 1945-ში, ომის დასრულების დღეს, თბილისში, ჯაზ-ტრიომ ერთსაათიანი კონცერტი გამართა. თუმცა, ქართული ჯაზისთვის მთავარ ათვლის წერტილად უფროსი ჯანო ბაგრატიონის მიერ 1945-46 წლებში ჯაზ-ორკესტრის ჩამოყალიბება ითვლება, რომლის მუსიკალური ხელმძღვანელი რამდენიმე წლის შემდეგ იოსებ (სოსო) ტუღუში გახდა. ეს ორკესტრი ძირითადად მომღერლებს უწევდა აკომპანირებას და დამოუკიდებლად ჩანაწერები არასოდეს გამოუცია, მაგრამ შეგიძლიათ, მოისმინოთ საარქივო მასალა, სადაც უფროსი ჯანო ბაგრატიონი ჯაზ-ორკესტრისთვის დაწერილ "ყვავილების მეუფეს" ასრულებს. ამ სიმღერას სახეცვლილი ტექსტით ვიცნობთ, როგორც "ყვავილების ქვეყანას". ჩანაწერის ზუსტი თარიღი უცნობია, მაგრამ, სავარაუდოდ, ის ორმოცდაათიან ან სამოციან წლებშია გაკეთებული, როდესაც "ყვავილების მეუფე" ჯერ კიდევ არ იყო "ყვავილების ქვეყანა".