Jump to content
×
×
  • Create New...

ძებნა

'პოლიციის' ძებნის შედეგები.

  • ტეგების მიხედვით

    Type tags separated by commas.
  • ავტორის მიხედვით

კონტენტის ტიპი


დისკუსიები

  • სადისკუსიო ბადე
    • პოლიტიკა & საზოგადოება
    • განათლება & მეცნიერება
    • ჯანმრთელობა & მედიცინა
    • ხელოვნება & კულტურა
    • გ ვ ი რ ი ლ ა
    • ზოგადი დისკუსიები
  • თავისუფალი ბადე
    • F L A M E
  • ადმინისტრაციული ბადე
    • ბადეს შესახებ

მომიძებნე მხოლოდ

ან მომიძებნე


შექმნის დრო

  • Start

    End


განახლებული

  • Start

    End


Filter by number of...

რეგისტრაციის დრო

  • Start

    End


ჯგუფი


სქესი


ჰობი

Found 2 results

  1. კახეთში მომხდარი მკვლელობის და ჯანმრთელობის მძიმე დაზიანების ფაქტზე პროკურატურამ შსს-ს თელავის რაიონული სამმართველოს უფროსის მოადგილეს ბრალი წარუდგინა. საქმე ეხება 25 დეკემბერს, კახეთში სოფელ იყალთოში მომხდარ თელავის ცენტრალური საავადმყოფოს დირექტორის, ზურაბ საჩიშვილის მკვლელობას. “ჩატარებული გამოძიებით დადგინდა, რომ 2020 წლის 25 დეკემბერს, ღამის საათებში, თელავის რაიონის სოფელ იყალთოს ცენტრში, შინაგან საქმეთა სამინისტროს თელავის რაიონული სამმართველოს ბალანსზე რიცხულ ავტომანქანაში, შინაგან საქმეთა სამინისტროს კახეთის პოლიციის დეპარტამენტის თელავის რაიონული სამმართველოს უფროსის მოადგილეს – ვ.ზ.-ს და ზ.ს.-ს ურთიერთშელაპარაკება მოუხდათ რა დროსაც ვ.ზ.-მ შურისძიების მოტივით, განზრახ მოკვლის მიზნით, მის სახელზე გაპიროვნებული სამსახურებრივი-საშტატო ცეცხლსასროლი იარაღიდან ზ.ს.-ს ახლო მანძილიდან დამიზნებით რამდენჯერმე ესროლა, რომელიც მიყენებული მძიმე ცეცხლნასროლი ჭრილობების შედეგად შემთხვევის ადგილზე გარდაიცვალა. ასევე ვ.ზ.-ს მიერ განხორციელებული სროლის შედეგად, ერთი ტყვია ხელის არეში მოხვდა ავტომანქანაში ზ.ს.-ს გვერდით მჯდომ ლ.ბ.-ს, რითაც მას ჯანმრთელობის მძიმე დაზიანება მიადგა”, – წერია პროკურატურის მიერ გავრცელებულ განცხადებაში. პროკურატურის ცნობით ბრალდებული გუშინ, 26 დეკემბერს დააკავეს. მას ბრალი განზრახ მკვლელობისა და ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანების ფაქტზე წარედგინა, რაც სასჯელის სახედ და ზომად 7-დან 15 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. ასევე, პრკურატურის ცნობით, უწყებამ ბრალდებულის მიმართ, აღკვეთის ღონისძიების სახით დაპატიმრების გამოყენების შუამდგომლობით თელავის რაიონულ სასამართლოს უკვე მიმართა. საქმეზე გამოძიება გრძელდება.
  2. პროკურატურამ კახეთში, სოფელ იყალთოში მომხდარი მკვლელობის ფაქტზე შსს-ს კახეთის პოლიციის დეპარტამენტის თელავის რაიონული სამმართველოს უფროსის მოადგილე დააკავა. შემთხვევა 26 დეკემბერს, საღამოს საათებში მოხდა. “რეგინფოს” თანახმად, მოკლულია ქალაქის ცენტრალური საავადმყოფოს დირექტორი ზურაბ საჩიშვილი. პროკურატურის ინფორმაციით, გამოძიებით დგინდება, რომ ბრალდებულმა ურთიერთშელაპარაკების ნიადაგზე, შურისძიების მოტივით, ცეცხლსასროლი იარაღის გამოყენებით განზრახ ჩაიდინა მკვლელობა. შემთხვევის ადგილზე, ასევე ურთიერთშელაპარაკებისას, ხელის არეში დაიჭრა კიდევ ერთი პირი. განცხადების თანახმად, სამართალდამცავებმა ბრალდებული შემთხვევის ადგილზე დააკავეს. გამოძიება სსკ-ის 108-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც განზრახ მკვლელობას გულისხმობს.