ძებნა
'პირი' ძებნის შედეგები.
-
Cred-ის პლატფორმამ ფინანსურ დანაშაულში ბრალდებული პირი დირექტორად დანიშნა
ვიზიტორი posted თემა in ზოგადი დისკუსიები
საქმის შემმოწმებელი პირი ამბობს, რომ Cred-ის პლატფორმამ სერიოზული შეცდომა დაუშვა, როცა უნებლიედ მიმალვაში მყოფი პირი დირექტორად დანიშნა. გაკოტრებული კრიპტოვალუტებისათვის სესხის გაცემის პლატფორმა Cred Inc-მა ფინანსურ დანაშაულში ბრალდებული კომპანიის ფინანსურ დირექტორად დანიშნა. საუბარია ჯეიმს ალექსანდერზე, რომელსაც ბრიტანეთის მთავრობამ 2007 წლს 3 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა. აღნიშნული გამომჟღავნდა რობერტ სტარკის მიერ გაკეთებულ დასკვნაში. “დიდი ბრიტანეთის მთავრობის მიერ ბატონი ჯეიმს ალექსანდერი იდენტიფიცირებულია, როგორც ბრალდებული და მიმალვაში მყოფი”,-ნათქვამია განცხადებაში. მოსამართლე ჯონ დორსიმ რობერტ სტარკი დეკემბერში Cred–ის მომხმარებლების ბრალდებების გამოსაძიებლად დანიშნა. აღსანიშნავია, რომ კომპანიამ ორ წელიწადში 66 მილიონი დოლარი დაკარგა თაღლითობისა და არაკომპეტენტურობის გამო. ანგარიშში ნათქვამია, რომ Cred–ის ბუღალტრული აღრიცხვისა და შესაბამისობის პრაქტიკა იყო არასისტემური, ქაოტური და, ზოგიერთ შემთხვევაში, არარსებულიც კი. აღინიშნებოდა სტანდარტიზებული ანგარიშგების და მონიტორინგის პროცესების ნაკლებობა. ”როგორც ჩანს, Cred-მა ბრწყინვალედ განახორციელა თავისი მარკეტინგული მიზნები; მაგრამ მისმა ჩავარდნებმა ბიზნესის ყველაზე მთავარ ფუნქციებში მისი საბოლოო დაღუპვა გამოიწვია”,- განაცხადა რობერტ სტარკმა. The post Cred-ის პლატფორმამ ფინანსურ დანაშაულში ბრალდებული პირი დირექტორად დანიშნა appeared first on ბიტკოინ & ბლოქჩეინ სიახლეები.-
- cred-ის
- პლატფორმამ
-
(and 6 more)
Tagged with:
-
შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, ბოლო 24 საათიში პანდემიასთან ბრძოლისთვის დაწესებული რეგულაციების დარღვევის 497 ფაქტი გამოვლინდა. პოლიციამ იზოლაციისა და კარანტინის წესების დარღვევის გამო 64 ფიზიკური პირი დააჯარიმა. მათ შორის არიან მოქალაქეები, რომლებმაც 21 საათიდან დილის 5 საათამდე დაწესებული გადაადგილების შეზღუდვის წესი დაარღვიეს. აღნიშნული ქმედება ადმინისტრაციული კოდექსით ისჯება და მისთვის 2 000-ლარიანი ჯარიმაა განსაზღვრული. გარდა ამისა, შსს-ს ცნობით, პირბადის ტარების წესის დარღვევის ფაქტზე 433 ფიზიკური პირი დაჯარიმდა. პირბადის ტარების წესის დარღვევა 20-ლარიან ჯარიმას ითვალისწინებს.