Jump to content
×
×
  • Create New...

ძებნა

'პენსია' ძებნის შედეგები.

  • ტეგების მიხედვით

    Type tags separated by commas.
  • ავტორის მიხედვით

კონტენტის ტიპი


დისკუსიები

  • სადისკუსიო ბადე
    • პოლიტიკა & საზოგადოება
    • განათლება & მეცნიერება
    • ჯანმრთელობა & მედიცინა
    • ხელოვნება & კულტურა
    • გ ვ ი რ ი ლ ა
    • ზოგადი დისკუსიები
  • თავისუფალი ბადე
    • F L A M E
  • ადმინისტრაციული ბადე
    • ბადეს შესახებ

მომიძებნე მხოლოდ

ან მომიძებნე


შექმნის დრო

  • Start

    End


განახლებული

  • Start

    End


Filter by number of...

რეგისტრაციის დრო

  • Start

    End


ჯგუფი


სქესი


ჰობი

Found 2 results

  1. საქართველოში საპენსიო ასაკი მამაკაცებისთვის 65 წელი, ქალებისთვის კი 60 წელია. ქვეყანაში 781 934 ათასი პენსიონერი ცხოვრობს. 70 წლამდე ადამიანებისთვის პენსია 240 ლარს შეადგენს, რაც $72.7-ის ექვივალენტია, ხოლო 70 წელს გადაცილებულთათვის – 275 ლარს, ანუ $82.5-ს. მაღალმთიან რეგიონებში პენსია უფრო მაღალია – 70 წლამდე ადამიანები 288 ლარს ($86.5) იღებენ, 70 წელს გადაცილებულები კი 330 – ლარს ($99.1). 2003-04 წლებში საქართველოში 573 642 პენსიონერი იღებდა პენსიას – 14 ლარს, რაც დაახლოებით $7.7-ს უდრიდა. 2005 წელს პენსია გაორმაგდა, ხოლო მომდევნო სამი წლის განმავლობაში 10, 17 და 25 ლარით გაიზარდა. წელი პენსიის ოდენობა ლარში პენსიის ოდენობა დოლარში 2003 14 $6.8 2004 14 $7.7 2005 28 $15.6 2006 38 $22.2 2007 55 $34.6 2008 70 $42 2009 80 $47.5 2010 80 $45.1 2011 100 $59.9 2012 125 $75.5 2013 150 $86.4 2014 150 $80.5 2015 160 $66.8 2016 67.2 $68 2017 180 $69.4 2018 180 $67.2 2019 200 $69.7 2020 220 $67.5 2021 240 $72 2009 წელს პენსიამ 80 ლარს მიაღწია, რაც დაახლოებით $47 იყო. იგივე დარჩა 2010 წელსაც, თუმცა, დოლარის გაუფასურების გამო, $45-მდე შემცირდა. ეს ნიშნავს, რომ მისი მყიდველუნარიანობა, ანუ პენსიის „ღირებულება” შემცირდა. 2011 წელს პენსიამ 100 ლარი, ანუ დაახლოებით $60 შეადგინა. 2012 წელს 125 ლარამდე გაიზარდა და $75.5-ს გაუტოლდა. 2013 წელს 150 ლარი გახდა და იგივე დარჩა 2014-შიც. თუმცა, ინფლაციის გამო, მყიდველუნარიანობა ყველაზე მეტად სწორედ ამ დროს დაკარგა. თუ 2013 წელს ის დაახლოებით $86.5-ის ექვივალენტი იყო, 2014-ში $80.5-მდე შემცირდა. საბაზისო პროდუქტების ფასების ზრდის გამო მცირდებოდა მყიდველუნარიანობის მაჩვენებელი. მაგალითად, თუ ადამიანს 2012 წელს შემოსავალი ჰქონდა 200 ლარი, 2014 წლისთვის ამ თანხის მყიდველუნარიანობა 144 ლარამდე ჩამოვიდა, ანუ დაახლოებით მეოთხედი დაკარგა. 2015 წელს პენსიამ 10 ლარით მოიმატა და 160 ლარი გახდა. თუმცა, ლარი კვლავ გაუფასურდა და დოლარში მისი ოდენობა $66.8-მდე შემცირდა. 2016 წელს პენსია 180 ლარი გახდა და არ გაზრდილა მომდევნო ორი წლის განმავლობაში, ხოლო 2019 და 2020 წლებში 20-20 ლარით მოიმატა და 220 ლარს მიაღწია. The post 2003-2021: როგორ იცვლებოდა საქართველოში პენსია appeared first on BusinessFeed.
  2. საქართველოს დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს ინფორმაციით, 2021 წლის 1 იანვრიდან ასაკობრივი პენსია გაიზარდა. უწყების ცნობით, 70 წლამდე ასაკის პენსიონერთათვის პენსია 20 ლარით – 220 ლარიდან 240 ლარამდე გაიზარდა, 70-დან ზემოთ ასაკის პენსიონერბს კი – 25 ლარი დაემატათათ 250 ლარიდან 275 ლარს მიიღებენ. მაღალმთიანი რეგიონების განვითარების შესახებ საქართველოს კანონის თანახმად, მომატებულ პენსიაზე კიდევ 20%-იან დანამატს მიიღებენ მაღალმთიან დასახლებებში მუდმივად მცხოვრები პენსიონერები. შესაბამისად, 2021 წლიდან, აქ მცხოვრები 70 წლამდე პენსიონერები 288 ლარს, 70-დან ზემოთ ასაკის პენსიონერები კი – 330 ლარს მიიღებენ. ამასთან, ამოქმედდა პენსიის ინდექსაციის მექანიზმიც, რაც იმას ნიშნავს, რომ ეკონომიკური მაჩვენებლების გათვალისწინებით, პენსიები ყოველწლიურად გაიზრდება. 2021 წლის ბიუჯეტის მიხედვით, მოქალაქეების საპენსიო უზრუნველყოფისთვის 2.6 მლრდ ლარია გათვალისწინებული. ასევე წაიკითხეთ: პრემიერ-მინისტრმა ანტიკრიზისული გეგმა წარადგინა პრემიერ-მინისტრმა 2019 წელი შეაჯამა