საინვესტიციო კომპანია Polyient Games-ი ახალ ონლაინ ტურნირს მეინსტრიმული მოთამაშეების კრიპტო სივრცეში გაცნობის მიზნით იწყებს. Polyient Games–მა განაცხადა, რომ ის პარტნიორობას შეუდგება e-sports ტურნირის პლატფორმა Community Gaming–თან. გაკეთდება 100,000 დოლარიანი საპრიზო სერიები, რომელიც მხარდაჭერილი იქნება NFT ნიშნებით.
როგორც ცნობილია, esports-ის თამაშები ფუნქციონირებს, როგორც მეინსტრიმული მოთამაშეების კრიპტოვალუტისა და Blockchain აქტივების სამყაროში დანერგვის მეთოდი, რაც მოთამაშეებს საშუალებას აძლევს შეიძინონ ციფრული საკოლექციო მასალები და გამოიყენონ NFT.
”კავშირი დეცენტრალიზებულ ტექნოლოგიასა და სათამაშო ინდუსტრიას შორის მომავალი ათწლეულის ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი თემა იქნება. ჩვენი მუშაობა Community Gaming– თან ამ ახალ დეცენტრალიზებულ ტურნირზე წარმოადგენს მნიშვნელოვან ნაბიჯს ინდუსტრიაში თავის დასამკვიდრებლად”,- განაცხადა Polyient Games-ის თანადამფუძნებელმა, კრეიგ რუსომ.
როგორც ცნობილია, e-sports თამაშების გარდა, ტურნირში წარმოდგენილი იქნება Axie Infinity-სა და ეთერიუმზე დაფუძნებული თამაშები.
შეგახსენებთ, რომ რამდენიმე თვის წინ გამოქვეყნებულ მოხსენებაში მკვლევარი, მასონ ნისტრომი ამტკიცებდა, რომ სპორტის სამყარო მნიშვნელოვან ზარალს განიცდის COVID-19– ის გამო. ის ასევე მიიჩნევდა, რომ Blockchain-ზე დაფუძნებული პროგრამები ხელს შეუწყობდა გულშემატკივართა უფრო მეტ ჩართულობას.
The post Polyient Games-ი e-sports-თან პარტნიორობას იწყებს appeared first on ბიტკოინ & ბლოქჩეინ სიახლეები.