Jump to content
×
×
  • Create New...

ძებნა

'პანსიონატში' ძებნის შედეგები.

  • ტეგების მიხედვით

    Type tags separated by commas.
  • ავტორის მიხედვით

კონტენტის ტიპი


დისკუსიები

  • სადისკუსიო ბადე
    • პოლიტიკა & საზოგადოება
    • განათლება & მეცნიერება
    • ჯანმრთელობა & მედიცინა
    • ხელოვნება & კულტურა
    • გ ვ ი რ ი ლ ა
    • ზოგადი დისკუსიები
  • თავისუფალი ბადე
    • F L A M E
  • ადმინისტრაციული ბადე
    • ბადეს შესახებ

მომიძებნე მხოლოდ

ან მომიძებნე


შექმნის დრო

  • Start

    End


განახლებული

  • Start

    End


Filter by number of...

რეგისტრაციის დრო

  • Start

    End


ჯგუფი


სქესი


ჰობი

Found 1 result

  1. ბავშვთა სახლის ირგვლივ დატრიალებულ ამბებს ადევნებთ თვალს? რას ფიქრობთ აბა = საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის კურატორობის ქვეშ მყოფი ნინოწმინდის ბავშვთა პანსიონის გარშემო არსებული უთანხმოება კიდევ უფრო გამწვავდა მას შემდეგ, რაც სახალხო დამცველმა პროკურატურიდან და შინაგან საქმეთა სამინისტროდან მიღებულ ინფორმაციაზე დაყრდნობით განაცხადა, რომ 2016-2021 წლებში დაწყებულია ოთხი სისხლის სამართლის საქმის გამოძიება არასრულწლოვნების მიმართ სავარაუდო ძალადობის ფაქტზე. გავრცელებული ინფორმაციით, დაზარალებულებმა სამართალდამცველ ორგანოებს მხოლოდ პანსიონიდან წასვლის შემდეგ მიმართეს. პანსიონს, სადაც დაახლოებით 50 აღსაზრდელია, ეპისკოპოსი სპირიდონი ხელმძღვანელობს, რომელმაც უკვე ორჯერ უთხრა უარი სახალხო დამცველის აპარატის მონიტორინგის წარმომადგენლებს პანსიონში შესვლაზე. „იმ დაწესებულების შეშვება ბავშვთა სახლში, რომელიც ითხოვს ერთნაირ სქესიანთა ქორწინების დაკანონებას საქართველოში, ეს არის უმძიმესი დანაშაული… მე მათ ბავშვებს საჯიჯგნად ვერ მივცემ“, – განაცხადა ეპისკოპოსმა სპირიდონმა 17 აპრილს, პირველი უარიდან ორ დღეში. მოგვიანებით, 14 მაისს გამართული მსახურებისას, მან სახალხო დამცველი ნინო ლომჯარია შეურაცხმყოფელი სიტყვებით მოიხსენია და მას „ბრმა“ და „ყრუ“ უწოდა. „ვინ უნდა შეამოწმო, შენი თავის ვერ გაგიგია კაცი ხარ, თუ ქალი ხარ“, – მიმართა მას ეპისკოპოსმა სპირიდონმა. თავდაპირველი უარის შემდეგ, გაეროს ბავშვთა უფლებების კომიტეტმა საქართველოს ხელისუფლებას მონიტორინგის უზრუნველყოფისკენ მოუწოდა, თუმცა 19 მაისს სახალხო დამცველის აპარატის წარმომადგენლები პანსიონში კვლავ არ შეუშვეს. ხელისუფლებას ჯერჯერობით არ მიუღია რაიმე ზომები სახალხო დამცველის მონიტორინგის წარმომადგენლების პანსიონში შესაშვებად. სახალხო დამცველმა, ნინო ლომჯარიამ 2 ივნისს განაცხადა, რომ ბოლოს ომბუდსმენის აპარატის წარმომადგენლები პანსიონს 2018 წელს სტუმრობდნენ. მაშინაც, როგორც ლომჯარიამ აღნიშნა, პანსიონის პერსონალმა მათ დაწესებულება დაატოვებინა მას შემდეგ, რაც ისინი შეეცადნენ, რომ ბავშვებისთვის ინდივიდუალურად გასაუბრებოდნენ. სახალხო დამცველის ინფორმაციით, 2017 წლიდან დაწესებულება რეგულირების სააგენტომ ორჯერ შეაფასა და აღმოჩენილ დარღვევებს შორის იყო – ბენეფიციარების ინფექციური დაავადებებისგან დაცვის, კვების რაციონის შემუშავების და დასვენების საკითხები, ამასთან ოთახებში ბენეფიციართა განთავსების რაოდენობა აღემატებოდა ზღვრულ რაოდენობას. სახელმწიფო ზრუნვის სააგენტოს დირექტორმა, მერი მაღლაფერიძემ 2 ივნისს განაცხადა, რომ 2020 წლის ივნისიდან 2021 წლის აპრილამდე პერიოდში მის უწყებას პანსიონის შემოწმების უფლება არ მისცეს და ამის მიზეზად კოვიდ-19-თან დაკავშირებული უსაფრთხოების რეგულაციები დაასახელეს. მისივე თქმით, მას შემდეგ მათთვის დაწესებულის კარი ღიაა. მან გაიხსენა, რომ სისხლის სამართლის ოთხი საქმიდან, ორი სააგენტოს მიმართვის საფუძველზე დაიწყო. მანვე განმარტა, რომ საქმე ეხებოდა ძალადობას ორი არასრულწლოვნის მიმართ დაწესებულების სხვა ბენეფიციარების და არა თანამშრომლების მხრიდან. მართლმადიდებელი ეკლესიის პასუხი საქართველოს მართლმადიდებელმა ეკლესიამ დღეს მოკლე განცხადება გამოაქვეყნა და შინაგან საქმეთა სამინისტროს მიმდინარე გამოძიებების დეტალების გასაჯაროებისკენ მოუწოდა, რათა „არავისთვის არაფერი იყოს დაფარული და ადგილი არ ჰქონდეს სხვადასხვა სპეკულაციას“. მანამდე, ახალქალაქის, კუმურდოსა და კარის მიტროპოლიტმა ნიკოლოზ ფაჩუაშვილმა საკითხზე 2 ივნისს ტელეკომპანია „რუსთავი 2“- თან ისაუბრა. მისი თქმით, ეპისკოპოს სპირიდონს, შესაძლოა, საკუთარი არგუმენტები აქვს იმასთან დაკავშირებით, თუ რატომ ეუბნებიან სახალხო დამცველის წარმომადგენლებს პანსიონში შეშვებაზე უარს. მანვე აღნიშნა, რომ სასამართლო გადაწყვეტს ჰქონდა თუ არა ეპისკოპოსს მონიტორინგზე უარის თქმის უფლება. მიტროპოლიტმა ნიკოლოზმა ასევე აღნიშნა, რომ სახალხო დამცველმა სავარაუდო ინციდენტები გამოძიების დასრულებამდე და სასამართლოს გადაწყვეტილებამდე დამტკიცებულ ფაქტებად წარმოაჩინა. მისივე თქმით, იგი შეეცდება ნინო ლომჯარიას დაწესებულებაში შესვლაში დაეხმაროს მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ „დარწმუნებული ვიქნები, რომ მას უკვე არ აქვს დაწერილი ის დარღვევები, რომლებიც ჯერ თვალით არ უნახავს“. პოლიტიკოსების რეაგირება პარლამენტის ვიცე-სპიკერმა არჩილ თალაკვაძემ 3 ივნისს განაცხადა, რომ სახალხო დამცველი უფლებამოსილია, ნებისმიერ იმ დაწესებულებაში შევიდეს, სადაც არასრულწლოვნები არიან განთავსებულნი. მან იმედი გამოთქვა, რომ საკითხი საქართველოს საპატრიარქოსთან კომუნიკაციით გადაწყდება. „დარწმუნებული ვარ, რომ საპატრიარქოს არაფერი აქვს დასამალი“, – დასძინა მან. ნაციონალური მოძრაობის წევრმა, ხატია დეკანოიძემ ხელისუფლება გულგრილობაში დაადანაშაულა და მოუწოდა პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილს, პროკურატურას და შესაბამის ორგანოებს, რომ სათანადო ზომები მიიღონ არასრულწლოვნების წინააღმდეგ შესაძლო ძალადობის აღსაკვეთად. მოძრაობა „დროას“ ლიდერმა, ელენე ხოშტარიამ დღეს საღამოს პროკურატურის წინ აქცია დააანონსა. მისი თქმით, ხალხმა აქციები ყოველდღე უნდა გაიმართოს, სანამ ბავშვებს „ტყვეობიდან“ არ დაიხსნიან. „ნინოწმინდაში რაც ხდება ეგ მხოლოდ აისბერგის წვერია“, – განაცხადა გირჩი – მეტი თავისუფლების ლიდერმა, ზურაბ ჯაფარიძემ. მისი თქმით, „პრობლემა საპატრიარქოშია, რომელიც მისი ამჟამინდელი ხელმძღვანელის ხელში ჩამოყალიბდა სრულად დახურულ, პილიტიკური ძალაუფლების მქონე ინსტიტუტად და წარმოადგენს ქვეყნის განვითარების მთავარ შემაფერხებელ რუსეთის ბასტიონს საქართველოში“.