Jump to content
×
×
  • Create New...

ძებნა

'პანდემიის' ძებნის შედეგები.

  • ტეგების მიხედვით

    Type tags separated by commas.
  • ავტორის მიხედვით

კონტენტის ტიპი


დისკუსიები

  • სადისკუსიო ბადე
    • პოლიტიკა & საზოგადოება
    • განათლება & მეცნიერება
    • ჯანმრთელობა & მედიცინა
    • ხელოვნება & კულტურა
    • გ ვ ი რ ი ლ ა
    • ზოგადი დისკუსიები
  • თავისუფალი ბადე
    • F L A M E
  • ადმინისტრაციული ბადე
    • ბადეს შესახებ

მომიძებნე მხოლოდ

ან მომიძებნე


შექმნის დრო

  • Start

    End


განახლებული

  • Start

    End


Filter by number of...

რეგისტრაციის დრო

  • Start

    End


ჯგუფი


სქესი


ჰობი

Found 2 results

  1. წელიწადზე მეტია, რაც პანდემიამ ყოველდღიური ცხოვრების სტილის შეცვლა გვაიძულა. სოციალური აქტივობების ნაკლებობამ ადამიანების ნაწილს წიგნის კითხვისთვის მეტი დრო გამოუთავისუფლა, ნაწილს კი გართობის ალტერნატიული საშუალებების ძიებისას ის ხელახლა აღმოაჩენინა. ჩვენ თავი მოვუყარეთ 5 წიგნს, რომლებმაც პანდემიისას მსოფლიო მოსახლეობის განსაკუთრებული ინტერესი გამოიწვია. Amazon.comბარაკ ობამა – აღთქმული მიწა (2020) გამოცემის დღესვე აშშ-ის პირველი შავკანიანი პრეზიდენტის მემუარების 887 ათასი ეგზემპლარი გაიყიდა. მომდევნო თვეს წიგნზე მაღალი მოთხოვნის გამო გამომცემლობამ 3.4 მილიონიანი ტირაჟი 4.3 მილიონამდე გაზარდა. ბარაკ ობამა აღთქმულ მიწაში ადრეულ პოლიტიკურ ცხოვრებასა და მისი პრეზიდენტობის გადამწყვეტ მომენტებზე გვიყვება. Amazon.comმიშელ ობამა – Becoming (2018) აშშ-ის ყოფილი პირველი ლედის მემუარებს აქტუალობა არც 2020 წელს დაუკარგავს. ბოლო მონაცემებით, მსოფლიო მასშტაბით Becoming-ის 14 მილიონი ეგზემპლარია გაყიდული. წიგნში მიშელ ობამა არა მხოლოდ თეთრ სახლში გატარებულ წლებზე ჰყვება, არამედ ბავშვობისა და ახალგაზრდობის პერიოდზეც ღიად საუბრობს. Amazon.comმერი ტრამპი – მეტისმეტი და არასდროს საკმარისი: როგორ შექმნა ჩემმა ოჯახმა მსოფლიოს ყველაზე სახიფათო კაცი (2020) სწორედ დონალდ ტრამპის ძმისშვილია ავტორი წიგნისა, რომელიც აშშ-ის 45-ე პრეზიდენტის მანკიერ მხარეებზე თამამად გვიამბობს. მერი ტრამპი იმ ოჯახურ პრობლემებსაც იხსენებს, რომლებმაც ყოფილი პრეზიდენტის პიროვნების ჩამოყალიბებაში მნიშვნელოვანი როლი ითამაშა. მიუხედავად დონალდ ტრამპის გარემოცვის მცდელობისა, ხელი შეეშალათ წიგნის მედიაში პოპულარიზებისთვის, გამოცემის პირველივე კვირას 1.35 მილიონი ეგზემპლარი გაიყიდა. ტრამპზე დაწერილ წიგნებს შორის კი მან გაყიდვების ყველანაირი რეკორდი მოხსნა. Amazon.comრობინ დიანჯელო – თეთრი სისუსტე: რატომაა ასე რთული თეთრკანიანებისთვის რასიზმზე ლაპარაკი (2018) წიგნის გაყიდვები 2020 წლის მხოლოდ ორ თვეში, მაისსა და ივნისში, Forbes-ის მონაცემებით, 2264%-ით გაიზარდა. მიზეზი 25 მაისს აფროამერიკელი ჯორჯ ფლოიდის დაკავებისას მისი დაღუპვა გახდა. ამ ფაქტს აშშ-ში მრავალრიცხოვანი აქციები მოჰყვა, მონაწილეები პოლიციელს გულგრილობაში ადანაშაულებდნენ და სისტემაში არსებულ რასიზმს აპროტესტებდნენ. Amazon.comბილ გეითსი – როგორ ავიცილოთ თავიდან კლიმატური კატასტროფა (2021) წიგნის გამოცემიდან ჯერ თითქმის ერთი თვეა გასული, თუმცა, მან Amazon-ის ბესტსელერებს შორის ადგილის დაკავება მაინც მოასწრო. ამერიკელი მილიარდერი, რომელიც კაცობრიობის ერთ-ერთ უმთავრეს საფრთხედ კლიმატის ცვლილებას მიიჩნევს, წიგნში გარემოზე ზემოქმედების შემცირების გზებსა და ამ პროცესებში საკუთარ პასუხისმგებლობაზე წერს. The post 2020-2021 ბესტსელერები: რას კითხულობდა მსოფლიო პანდემიის დროს appeared first on BusinessFeed.
  2. ფოტო კრედიტი: People Matters ისტორიას თვალს თუ გადავავლებთ, დავრწმუნდებით, რომ პანდემიები და ეპიდემიები მნიშვნელოვნად ცვლიან მსოფლიოს. მაგალითად, შავმა ჭირმა იმდენად შეცვალა დამქირავებელსა და დაქირავებულს შორის ურთიერთობა, რომ განათლების მიღების მოთხოვნილება გაიზარდა და ეპოქა პროგრესის გზას დაადგა. 1300-იან წლებში მუშა ხელის სიმცირის გამო ინგლისელი მშრომელი ადამიანის ხელფასი დღეში 2 პენსიდან ჯერ 4-მდე და შემდეგ 6-მდე გაიზარდა. მუშა ხელის გაძვირებამ კი ტექნიკური ხრიკების გამოგონების პროვოცირება გამოიწვია, რაც თავის მხრივ ცოდნას მოითხოვდა და შესაბამისად ცოდნის მიღების მიმართაც გაიზარდა მოთხოვნილება. ადრე, მე-19-ე საუკუნის მიწურულს, დასაქმების საკითხში ადამიანის ნაჩვრეტებიანი და ლაქებიანი სახე ერთ-ერთ უპირატეს ფაქტორად მიიჩნეოდა. მსგავსი სახე ნიშნავდა, რომ ამ ადამიანს ისეთი მომაკვდინებელი დაავადება როგორიც ყვავილი იყო, უკვე გადატანილი ჰქონდა და დამსაქმებლისა და კოლეგებისთვის იგი საფრთხეს აღარ წარმოადგენდა. ეს გრძელდებოდა მე-20 საუკუნის 70-იან წლებამდე. რა ცვლილებას დატოვებს COVID-19 ჩვენს რეალობაში, ჯერ-ჯერობით მკაფიო პასუხები არ გვაქვს, თუმცა უკვე ყველანი ვხვდებით, რომ მსოფლიო ისეთი აღარ იქნება, როგორიც პანდემიამდე იყო და ამიერიდან ბევრი რამ შეიცვლება. უახლოეს მომავალში შესაძლოა, დასაქმების ბაზარზე ადამიანები, რომლებსაც კორონავირუსი გადატანილი აქვთ უპირატესობაში აღმოჩდნენ. ხოლო ვრცელ პერსპექტივაში, მიუხედავად იმისა, რომ მსოფლიო ეკონონიკური კრიზისის წინაშეა, ვირუსმა შესაძლოა გაცილებით მაშტაბური გარდატეხები მოახდინოს ცოდნის მიღების და ამ ცოდნის მიზნობრივად გამოყენების საკითხებში, რაც იმედია დადებითად აისახება თანამედროვე მსოფლიოზე.