Jump to content
×
×
  • Create New...

ძებნა

'ოპონენტების' ძებნის შედეგები.

  • ტეგების მიხედვით

    Type tags separated by commas.
  • ავტორის მიხედვით

კონტენტის ტიპი


დისკუსიები

  • სადისკუსიო ბადე
    • პოლიტიკა & საზოგადოება
    • განათლება & მეცნიერება
    • ჯანმრთელობა & მედიცინა
    • ხელოვნება & კულტურა
    • გ ვ ი რ ი ლ ა
    • ზოგადი დისკუსიები
  • თავისუფალი ბადე
    • F L A M E
  • ადმინისტრაციული ბადე
    • ბადეს შესახებ

მომიძებნე მხოლოდ

ან მომიძებნე


შექმნის დრო

  • Start

    End


განახლებული

  • Start

    End


Filter by number of...

რეგისტრაციის დრო

  • Start

    End


ჯგუფი


სქესი


ჰობი

Found 1 result

  1. EUobserver-ი: ლუკაშენკას დავალებით კაგებე გეგმავდა ოპონენტების მკვლელობას 3 საათის წინ კობა ლიკლიკაძე ალიაქსანდრ ლუკაშენკა, ბელარუსის ავტოკრატი ლიდერი, ჯერ კიდევ 8 წლის წინ გეგმავდა საზღვარგარეთ მყოფი ოპონენტების, მათ შორის ცნობილი ჟურნალისტის, პაველ შერემეტის, მკვლელობას. ამის შესახებ ინფორმაცია 4 იანვარს გაავრცელა საინტერნეტო გამოცემა EUobserver-მა. გამოცემის ჟურნალისტების მიერ მოპოვებული 24-წუთიანი აუდიოჩანაწერი, რომელშიც სხვადასხვა თავდასხმის მზადებაზეა საუბარი, 2012 წლის აპრილშია გაკეთებული, ხოლო ჩანაწერში, სავარაუდოდ, უნდა ისმოდეს ბელარუსის მაშინდელი უშიშროების კომიტეტის უფროსის, ვადიმ ზაიცევისა, და სპეცდანიშნულების რაზმ „ალფას“ წარმომადგენელთა ხმები. ასევე ნახეთ ბელარუსის უშიშროება, ლუკაშენკას დავალებით, განიხილავდა ჟურნალისტ შერემეტის აფეთქებას ბელარუსი ჟურნალისტი პაველ შერემეტი, რომელიც დიდი ხნის განმავლობაში მუშაობდა რუსეთსა და უკრაინაში, კიევში 2016 წლის ივლისში მოკლეს. გამოძიების ვერსიით, ცნობილი ჟურნალისტის მკვლელობა მიზნად ისახავდა ქვეყანაში საპროტესტო მღელვარების პროვოცირებას. უფრო ადრე შინაგან საქმეთა სამინისტრო აცხადებდა, რომ ჯგუფის მიზანი იყო შერემეტის მოკვლით უკრაინაში „პოლიტიკური და საზოგადოებრივი ვითარების დესტაბილიზაცია“. „პრეზიდენტი ელოდება ამ ოპერაციას“ რადიო თავისუფლების ბელარუსული სამსახურის ცნობით, გამოცემა Euobserver-ს აუდიოჩანაწერი გადასცა ბელარუსის შინაგან საქმეთა სამინისტროს ანტიტერორისტულ რაზმ „ალმაზის“ მეთაურის ყოფილმა მოადგილემ, უფროსმა ლეიტენანტმა იგორ მაკარმა, ხოლო ბელარუსის კაგებეს ყოფილი უფროსი, ზაიცევი, ამჟამად სათავეში უდგას კომპანია Cosmos TV-ს, რომელიც ტელევიზიებსა და ინტერნეტკომპანიებს უწევს მომსახურებას. აუდიოჩანაწერში, რომელიც ფარული მოწყობილობით არის გაკეთებული 2012 წლის აპრილში, ზაიცევი თავის ოფისში, მინსკში, ინსტრუქტაჟს უნდა უტარებდეს ბელარუსის კაგებეს ელიტურ ანტიტერორისტულ ქვედანაყოფ „ალფას“ თანამშრომლებს. ჩანაწერის მიხედვით, განიხილება ასევე ჟურნალისტ პაველ შერემეტის მოკვლის მეთოდი. ბელარუსი მინისტრი იძლევა დავალებას, რომ ააფეთქონ იმხანად რუსეთში მცხოვრები ჟურნალისტი და, თანაც, საზოგადოების თვალწინ, საჯარო ადგილზე. „ჩვენ უნდა ვიმუშაოთ შერემეტზე, ის ნამდვილ თავის ტკივილად იქცა. პრეზიდენტი (ლუკაშენკა) ელოდება ამ ოპერაციას. ჩავუდებთ რაიმეს ისე, რომ ამ ვირთხის...ხელები და ფეხები ვერ აკრიფონ...“ - ისმის ჩანაწერში ზაიცევის ხმა. ექსპერტებმა ჯერჯერობით საბოოლოდ ვერ დაადგინეს აუდიოჩანაწერის ნამდვილობა. „ტექნიკური თვალსაზრისით, ხმის ხარისხი ძალიან ცუდია იმისათვის, რომ ჩატარდეს ბიომეტრიული ანალიზი მოსაუბრის ამოსაცნობად. გარდა ამისა, ჩანაწერიდან ამოღებულია ციფრული ხელმოწერა, რომელსაც შეეძლო კაგებეს წყაროს იდენტიფიცირება“, - განაცხადა Euobserver-ში გამოქვეყნებული აუდიოჩანაწერის კომენტირებისას კატალინ გრიგორასმა, აშშ-ის კოლორადოს ინსტიტუტში სასამართლო-სამედიცინო ექსპერტიზის დირექტორმა. მმართველი ელიტის სამსახურში... გამოცემა Euobserver-ის თანახმად, საზღვარგარეთ მყოფი ოპონენტების ლიკვიდაციის ოპერაციისათვის ალიაქსანდრ ლუკაშენკამ თითქოს გამოყო 1,5 მილიონი დოლარი. არასასურველ პირთა მოშორების მიზნით განიხილებოდა როგორც აფეთქება, ისე მოწამვლა და ასევე ავარიის მოწყობა. ბელარუსის რეჟიმისათვის ასეთ არასასურველ პირთა შორის იყვნენ მინსკის საგამოძიებო იზოლატორის ყოფილი უფროსი, ოლეგ ალკაევი, მილიციის სპეცდანიშნულების რაზმის ყოფილი მეთაური, ვლადიმირ ბარადაჩი, და ანტიკორუფციული სამმართველოს უფროსის მოვალეობის ყოფილი შემსრულებელი, ვიაჩესლავ დუდკინი. ოლეგ ალკაევი, საგამოძიებო იზოლატორის ყოფილი უფროსი, ავტორია წიგნისა „გასროლა“. მან რადიო თავისუფლებას უთხრა, რომ 2012 წელს ბერლინის პოლიციამ დაცვა შესთავაზა, რადგან მოიპოვა ინფორმაცია მისი ლიკვიდაციის გეგმის თაობაზე. „მე ვიცოდი, რომ არსებობენ ადამიანები, რომლებიც მუშაობენ ამ თემებზე, კერძოდ, იგორ მაკარი. დიდი მადლობა მას, რომ მოჰფინა შუქი ამ საიდუმლოს და დიდი იმედი მაქვს, რომ საზოგადოების მხრიდან რეაქცია იქნება შესაბამისი, რადგან ჩვეთან რესპუბლიკის მეთაური (ლუკაშენკა) ყოველთვის კადრს მიღმა რჩებოდა: მან არ იცოდა, მას არ აწვდიდნენ ინფორმაციას, მას მუდამ ატყუებდნენ. დღეს კი გვაქვს ინფორმაცია, რომელიც შესაძლებლობას გვაძლევს შევიტანოთ ეჭვი მისი სიტყვების გულწრფელობაში, რადგან კაგებე ყოველთვის მმართველი ელიტის, კონკრეტულად კი, ქვეყნის პირველი პირის ინტერესებიდან გამომდინარე მოქმედებს“, - განაცხადა ალკაევმა რადიო თავისუფლების ბელარუსულ სამსახურთან ინტრევიუში. ალკაევი მისი მოშორების განზრახვას იმით ხსნის, რომ იგი მთავარი მოწმეა ცნობილი ბელარუსი ოპოზიციონერების გაუჩინარებისა და მათი სავარაუდო მკვლელობის იდუმალებით მოცულ საქმეში. ალკაევი იმედოვნებს, რომ Euobserver-ის მიერ ზემოხსნებული ფარული აუდიოჩონაწერის გამოქვეყნების შემდეგ საერთაშორისო დონეზე დაიწყება გაუჩინარებულთა საქმეების გამოძიების ახალი ეტაპი. ბელარუსის ხელისუფლებას ქვეყნის კაგებეს ყოფილი უფროსის მონაწილეობით გავრცელებულ სკანდალურ ფარულ ჩანაწერზე კომენტარი არ გაუკეთებია. EUobserver-ში გამოქვეყნებული აუდიოჩანაწერის კომენტირებისას უკრაინის ნაციონალურ პოლიციაში განაცხადეს, რომ საგარეო დაზვერვის დახმარებით მათ გასული წლის დეკემბერში მიიღეს 2012 წლით დათარიღებული დოკუმენტები და აუდიოჩანაწერი, რომელიც გამოძიებას შეიძლება პაველ შერემეტის მკვლელობაში ბრალდებულთა წრის დადგენაში დაეხმაროს. ბელარუსი ჟურნალისტი პაველ შერემეტი, რომელიც დიდი ხნის განმავლობაში მუშაობდა რუსეთსა და უკრაინაში, კიევში 2016 წლის ივლისში მოკლეს. მასზე თავდასხმაში სავარაუდო მონაწილეობისათვის პოლიციამ დააპატიმრა დონბასში საბრძოლო მოქმედებების მოხალისე, ქირურგი იულია კუზმენკო, ასევე ვეტერანი და მუსიკოსი ანდრეი ანტონენკო და სამხედრო მედდა, იანა დუგარი. გამოძიების ვერსიით, ცნობილი ჟურნალისტის მკვლელობა მიზნად ისახავდა ქვეყანაში საპროტესტო მღელვარების პროვოცირებას. უფრო ადრე შინაგან საქმეთა სამინისტრო აცხადებდა, რომ ჯგუფის მიზანი იყო შერემეტის მოკვლით უკრაინაში „პოლიტიკური და საზოგადოებრივი ვითარების დესტაბილიზაცია“. ეჭვმიტანილები წაყენებულ ბრალდებას უარყოფენ. კუზმენკო და ანტონენკო პატიმრობაში იმყოფებიან. დუგარი ამჟამად თავდებით არის გათავისუფლებული. შარშან, 20 მაისს, ყოველწლიური პრესკონფერენციის დროს, უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ განაცხადა, რომ მზად არის „სერიოზული საკადრო დასკვნებისთვის“ იმ შემთხვევაში, თუ შერემეტის მკვლელობაში ეჭვმიტანილები უდანაშაულოები აღმოჩნდებიან