Jump to content
×
×
  • Create New...

ძებნა

'ნოახ' ძებნის შედეგები.

  • ტეგების მიხედვით

    Type tags separated by commas.
  • ავტორის მიხედვით

კონტენტის ტიპი


დისკუსიები

  • სადისკუსიო ბადე
    • პოლიტიკა & საზოგადოება
    • განათლება & მეცნიერება
    • ჯანმრთელობა & მედიცინა
    • ხელოვნება & კულტურა
    • გ ვ ი რ ი ლ ა
    • ზოგადი დისკუსიები
  • თავისუფალი ბადე
    • F L A M E
  • ადმინისტრაციული ბადე
    • ბადეს შესახებ

მომიძებნე მხოლოდ

ან მომიძებნე


შექმნის დრო

  • Start

    End


განახლებული

  • Start

    End


Filter by number of...

რეგისტრაციის დრო

  • Start

    End


ჯგუფი


სქესი


ჰობი

Found 1 result

  1. ჩვენში ჰარარის წიგნის ქართულენოვან გამოცემას საკმაოდ ბევრი ადამიანი ელოდა. არვიცი რამდენმა წაიკითხა, მაგრამ ვინც გაეცნო ალბათ ნასიამოვნები დარჩა კაცობრიობის მოკლე ისტორიის ჰარარისეული გადმოცემით, ბევრს კითხვები გაუჩნდა, ზოგიც კი ალბათ კრიტიკულად განეწყო. ესეც ბუნებრივია. ასეთი გლობალური თემების შემცველი ტექსტები აზრთა სხვადასხვაობას იწვევს. მე ვფიქრობ, ჰარარის ,,საპიენსი’’ პირველ ყოვლისა იგებს არა შინაარსით, არამედ სტილით. დღეს სხარტი ენის ავტორი, რომელიც ისტორიის თუ ფსიქოლოგიის, ან თუნდაც ასტრონომიის შესახებ სამეცნიერო-პოპულარული ხასიათის წიგნს წერს, უნდა ცდილობდეს რომ იგი ყველასათვის გასაგები იყოს. ამავდროულად, თხრობა ესთეტიკური ელემენტებითა და შედარებებით, ერთგვარი სიმბოლოებით თუ იქნება გაჯერებული, მიზანი მიღწეულია. წიგნს ფართო აუდიტორია აიტაცებს და ერთეულები თუ დაინტერესდებიან ფაქტების გადამოწმებით ან ალტერნატიული თეორიების არსებობით. 2013 წელს თსუ-ში შემომთავაზეს ანთროპოლოგიის კურსის წაკითხვა. ერთსემესტრიანი კურსი, რომელსაც დღესაც ვასწავლი ბაკალავრიატში, სტუდენტებს ზოგადი ანთროპოლგიის საკვანძო საკითებს აცნობს, ორიენტირს კი რელიგიურ ანთროპოლოგიაზე აკეთებს. ანთროპოლოგია ხომ მრავალფეროვანია. ყველა მეცნიერება, რომელიც ანთროპოლოგიური მიმართულებისაა, ადამიანს სწავლობს რაიმე კუთხით. თუკი ბიოლოგიას ადამიანი აინტერესებს, როგორც ცოცხალი ორგანიზმი, ფსიქოლოგია ცდილობს შეიჭრას ცნობიერების შრეებში, ხოლო ანატომია პასუხს გვაძლევს რამდენი ძვალი გვაქვს, ან საიდან გამომუშავდება სისხლი. თუმცა ამ ყველაფრის იქით, არსებობს კულტურული ანთროპოლოგია, პოლიტიკური ანთროპოლოგია, ფილოსოფიური ანთროპოლოგია და აგრეთვე რელიგიური ანთროპოლოგიაც. ამის შემდეგ, ცალ-ცალკე არსებობენ ქრისტიანული, ისლამური, გნოსტიკური, ინდუისტური და ა. შ. ანთროპოლოგიები, რადგან ყველა რელიგიაში ერთმანეთისგან განსხვავებული სწავლებები გვხვდება ადამიანის წარმოშობასა თუ ზოგადად, ადამიანის არსებასა და დანიშნულებაზე. რატომ შევჩერდით ანთროპოლოგიაზე? ჰარარის წიგნიც ერთგვარი ანთროპოლოგიაა, ადამიანის დედამიწაზე თავგადასავალს გვიამბობს და უხვად იყენებს საბუნებისმეტყველო მეცნიერებების მონაცემებს. მისთვის ისტორია უმიზნო პროცესია, არანაირი შემოქმედი არ აპროექტებდა ცოცხალი ორგანიზმების შექმნას (გვ. 505) და კაცობრიობის განვითარებას, და ყველაფერი, კარგიც, ცუდიც ადამიანის მიერაა დადგენილი. საკმაოდ საინტერესოდაა მოთხრობილი ნეანდერტალების გადაშენება და საპიენსის გამარჯვება. ავტორისთვის ჩვეულებრივი ფაქტია, რომ მილიარდობით წლის განმავლობაში თავისით, ბილოგიური სტადიების გავლით დაიბადა ადამიანი იმ სახით, რა სახითაც დღეს არსებობს. მატერიამ რთულად, მაგრამ წარატებით განვლო ეტაპები, ვიდრე ტვინად ჩამოყალიბდებოდა ურთულეს ორგანიზმში და სიყვარულის განცდას გამოიმუშავებდა. მოკლედ, თეისტებისთვის საკმაოდ აუტანელია პირველი თავების კითხვა, მაგრამ მეცნიერება ვერ დაგველაპარაკება რელიგიის ენით. თუ ჰარარი მოგვითხრობდა ადამის შექმნის ისტორიას, ცოდვით დაცემასა და სამოთხიდან გამოდევნის შემდგომ სხეულებრივ თუ სულიერ ტრანსფორმაციას, მაშინ იგი წმინდა წყლის თეოლოგიური ნაშრომის ავტორი იქნებოდა, ნემესიოს ემესელის ან გრიგოლ ნოსელის მსგავსი მოაზროვნე, მაგრამ მისი მიზანი არ ყოფილა რელიგიური სწავლების ილუსტრირება. იგი არც შუა საუკუნეებში გავრცელებული ე. წ. ,,ორმაგი ჭეშამარიტების’’ თეორიას არ ემხრობა, რომლის მიხედვითაც, ჭეშმარიტება გადაშლილი იყო ერთი მხრივ გამოცხადებაზე დაფუძნებული წმინდა წერილის, მეორე მხრივ კი ბუნების სახით. ჰარარი საკმაოდ მყარად დგას პოზიციაზე, რომ ადამიანთა ბევრი სახეობა არსებობდა, ისევე, როგორც დღეს არსებობს ამა თუ იმ ცხოველის ბევრი სახეობა, და ბოლოს საპიენსი გახდა გამარჯვებული, პლანეტის გონიერი პატრონი, რომელმაც შემგროვებლობასა და ნადირობას, ბოლოს მეურნეობის შექმნა ამჯობინა. ამან მართალია გააუმჯობესა ჩვენი წინაპრების სოციალური ყოფა, მაგრამ სხვა ბევრ პრობლემას დაუდო სათავე. ასე წამოვიდა სოციალური უთანასწორობა, ომები, იდეოლოგიური ჩარჩოები და ა. შ. მეთერთმეტე და მეთოთხმეტე საუკუნეში მაცხოვრებელი ადამიანები გარემოპირობებით (იგულისხმება მეცნიერების თუ მედიცინის მიღწევები) ერთმანეთისგან დიდად არ განსხვავდებოდნენ. არცერთი ამ ეპოქის ადამიანს არ ჰქონდა არც მობილური ტელეფონი, არც ელექტროგაყვანილობა ან ტელევიზორი. არც ანტიბიოტიკებზე ჰქონდა წარმოდგენა და არც სისხლის გადასხმაზე. მაგრამ მკვეთრი შემობრუნება იწყება რენესანსის შემდგომი პერიოდიდან. მიკვირს, მაგრამ ჰარარმა არსად არ ახსენა არისტოტელე, რომლის ფილოსოფიურმა და საბუნებისმეტყველო სისტემამ ლამის ათასხუთასწლოვანი მონოპოლია აიღო მეცნიერებაში და ადამიანები საუკუნეები ვერ ბედავდნენ მისი ავტორიტეტის ხელყოფას (ზოგი ტელესკოპში არ იყურებოდა იმის შიშით, ისეთი ვარსკვლავი არ აღმოვაჩინო, რომელიც სტაგირელმა არ იცოდაო). ჰარარი გველაპარაკება ნიუტონზე, რომლის ეპქალურმა ნაშრომმა არა მხოლოდ დაბადა ფიზიკა და ახალი თვალით აღაქმევინა კაცს ბუნება, არამედ მეცნიერებას სამუდამოდ მისცა დამოუკიდებელი ასპარეზი. რამდენიმე შენიშვნა, ან სულაც შთაბეჭდილება ,,საპიენსის’’ შესახებ. ე. წ. არაბული რიცხვები, რომელნიც სინამდვილეში ინდურია, მოჰამედ ალ-ხორეზმმა თავის მიერ სანსკრიტიდან არაბულად თარგმნილ მათემატიკურ ტრაქტატში დააფიქსირა და ამ გზით გავრცელდნენ ისინი ევროპაში. ნოვაციური არ არის იდეა, რომ ბევრ აკრძალვას და ტაბუს ადამიანმა დაუდო საფუძველი და მას არანაირი ფესვი ბილოგიურად არ გააჩნია. ამაზე ჯერ კიდევ როდის წერდა ფროიდი ,,კულტურით უკმაყოფილებაში’’. იმპერიის განსაზღვრებისას ჰარარი წინააღმდეგობაში მოდის საკუთარ ხედვებთან. ეგვიპტეს ან ბაბილონს იმპერიის კლასიკური ტიპი ნამდვილად არ შეუქმნია. პირველი კლასიკური ტიპის იმპერია აქემენიანთა სპარსეთის სახემწიფო იყო და ეს დღეს ნაკლებ საკამათოა. შესაძლოა ქართული თარგმანის შეცდომაა, მაგრამ ინდოეთში მალაიზიურად არ საუბრობენ. ამ ენას მალაიალამური ჰქვია და დრავიდული ენების ოჯახს განეკუთვნება, საუბრობენ სამხრეთ ინდოეთში (გვ. 264). ქართული გამოცემის ენობრივი შეცდომაა ასევე ტარსუსელი (ტარსელის ნაცვლად) ან მანიქევლური (უნდა იყოს მანიქეური). უდიდესი ლაფსუსია (გვ. 276), თითქოს ქრისტიანებს კონსტანტინემდე მხოლოდ ოთხჯერ მოუწყეს დევნა. თუ ის აკადემიურ წყაროებს მიმართავდა ნახავდა რომ ყველა სახელმძღვანელო ათი, ზოგიც 12 დევნის შესახებ გვესაუბრება. აგრეთვე არაა სიმართლე, თითქოს პირველი სამი საუკუნე რომში რამდენიმე ათასი ქრისტიანი მოკლეს. მარტო ნიკომედიაში მარტვილთა რიცხვი ოცი ათასს აჭარბებდა. ადამიანი, რომელიც სტატიკასა და ციფრებზე მათემატიკის მასწავლებელივით გვესაუბრება, ეს რიცხვები ნამდვილად არ უნდა შეშლოდა. აბსურდია, თითქოს ვერავინ გაბედა ეთქვა, რომ შემოქმედი ღმერთი შესაძლებელია ყოფილიყო ბოროტი (გვ. 284). ღმერთი, როგორც ბოროტი დემიურგი (იალდაბაოთ), იგივე ძველი აღთქმის ღმერთია, – ჯერ კიდევ როდის ქადაგებდნენ გნოსტიკოსები, მოგვიანებით კი მანიქეველები. ჰარარი ცდება, როდესაც მანიქეიზმის ფუძემდებელ მანიზე ამბობს, თითქოს მას არასდროს უცდია მატემატიკური ფორმულის შედგენა (გვ. 328). ცნობილია, რომ მანი თავის თეოლოგიაში იმ ფაქტსაც კი ხსნიდა, რატომაა მთვარე ზოგჯერ რკალისებური, ხანაც სავსე, და თავისი ეპოქის საბუნებისმეტყველო ცოდნის ეზოტერულ გააზრებას ეწეოდა. მოკლედ, გავბედავთ და ვიტყვით, ჰარარმა სუსტად იცის რელიგიების ისტორია, და ეს ნამდვილად ეპატიება. ყველაფერი (უძველესი ნამარხი ჩონჩებიდან ორიონის ნისლეულამდე) შეუძლებელია ისეთ დონეზე ესმოდეს ადამიანს, რომ პატარა ლაფსუსები არ გაეპაროს. საკმაოდ საინტერესოდაა ,,საპიენსში’’ ნაჩვენები თანამედროვე ადამიანის მიერ ბუნებასთან თამამი დამოკიდებულების პრობლემა. არის თუ არა მეცნიერული პროგრესი ყოველთვის სასარგებლო კაცობრიბის. თუნდაც პლანეტის მომავლისთვის? ცნობილია, რომ საპიენსი მართკლაც არაერთი გამოწვევის წინაშე დგას და ადამიანის გადარჩენაზე ზრუნვას მხოლოდ მეცნიერება ვერასდროს მოახერხებს. კიდევ ერთი აზრი, რაც ჰარარის წიგნში გვხვდება, და საკმაოდ სადავოა ბედნიერების გაგებაა. გასაგებია, სამი საუკუნით ადრე მაცხოვრებელი ჩვენი რომელიმე წინაპარი ვერ გადაადგილდებოდა ისე მარტივად როგორც ჩვენ, არც აფთიაქებსა თუ სუპერმარკეტებზე მიუწვდებოდა ხელი, მაგრამ არ უნდა გამოგვრჩეს ის ფაქტი, რომ უწინ ჯიბეში ვერცხლის მონეტა თუ დღეს პლასტიკურ ბარათზე თანხის არსებობა, – ორივე განმსაზღვრელი ფაქტორია მიწიერი ბედნიერებისთვის. გვიახლოვდება ახალი წელი და წარმოიდგინეთ ორ სხვადასხვა (ერთი ლამაზი, კეთილმოწყობილი, მეორე კი ულაზათო, ცივი) სახლში მჯდომი დეპრესიული ქალი. კიბატონო, ერთიც ფიქრობს რა უაზრობაა ცხოვრება და მეორეც, მეტიც, შესაძლოა ორივე ღრმა ექსისტენციალურ ფიქრებს მისცემია სიკვდილზე თუ სიცოცხლეზე, მაგრამ პირველი არ ფიქრობს, როგორ გაახაროს ბავშვები ნაძვის ხით, ტკბილეულით, ნოყიერი ვახშმით ან საჩუქრებით, მეორე კი ფილოსოფიური განსჯების მიღმა ამაზეც ფიქრობს. ამაოებაზე წუწუნს თან სდევს ცარიელი მაცივარი თუ გაფუჭებული ონკანის სახება, რომლის გამოსაცვლელი თუ ხელოსნისთვის მისაცემი თანხა ერთვი თვის შემოსავალია. ასე, რომ ჰარართან კამათი შესალოა, წმინდა ანთროპული პრინციპებით. რაც შეეხება რელიგიურ კამათს, ეს აქ მიზანსეწონილად არ მიმაჩნია. თუ ჰარარი თავის თავს ისეთივე ბიოლოგიურ ქმნილებად მიიჩნევს, როგორიცაა მაგალითად მაიმუნი, მორწმუნე ადამიანებს სრული უფლება აქვთ თავები ადამისა თუ პურუშას ჩამომავლებად მიიჩნიონ. თუ ჰარარისთვის ადამიანი ბილოგიური მოცემულობაა და სიკვდილის შემდეგ მისგან არაფერი რჩება, მილიონობით ადამიანის რწმენა საყოველთაო აღდგომას ეფუძნება. სხეულებრივი აღდგომა ან სულის ილვდავება მეცნიერულად არ მტკიცდება, ამიტომაც მეცნიერება მასზე ვერ იმსჯელებს, თუმცა ადამიანს აქვს უნარი, თავისუფალი ნება, თავად გადაწყვიტოს რა ღირებულებებით იცხოვრებს. ზოგადად, მე არ მომწონს თავდაჯერებული ტონი მეცნიერებაში. თეოლოგი არ კამათობს მეორე თეოლოგთან, იყო თუ არა პირველი კაცი ადამი. მაგრამ მეცნიერებაში ანთროპოგონია (ადამიანის წარმომავლობა) ბოლომდე ახსნილი საიუდუმლო არაა. ნამდვილი მეცნიერი ფრთხილია ასეთ საკითხებზე. სანიმუშოდ ვიაჩესლავ ივანოვის (ჩვენი ეპოქის უდიდესი ანთროპოლოგი და კულტუროლოგი) სიტყვებს მოვიტან: ,, ადამიანის წარმოშობა იდუმალებით აღსავსე ფაქტია. ამ თვალსაზრისით, ცდებიან ისინი, ვინც ამბობს, რომ მეცნიერება და რელიგია ურთიერთს ეწინააღმდეგება. არსებითად, მეცნიერებას არავითარი ობიექტური მონაცემები არ აქვს ადამიანის წარმოშობის შესახებ. თანამედროვე გენეტიკა არაფერს გვაუწყებს. საკმაოდ დიდი ხანია ვმუშაობ ამ საკითხზე, მაგრამ ვერაფერი გაირკვა. რაც შეეხება საფრთხეს, შესაძლებელია ელემენტარული ზემოქმედებები კოსმოსიდან, თუნდაც მეტეორიტები. შესაძლებელია სხვადასხვაგვარი უსიამოვნო მოვლენები დედამიწაზე, რომელთაგან ატომური ომი ყველაზე მარტივია. სინამდვილეში, რამდენიმე ჩერნობილი იმავე შედეგს გამოიწვევს. და, კიდევ, შიმშილობასთან დაკავშირებული სხვა მოვლენები, რომელიც აფრიკაში იწყება. შესაძლებელია თითოეული ამგვარი პუნქტის ფორმულირება და მასთან ბრძოლის საშუალებათა ძიება.’’ (2015 წლის ინტერვიუდან). ივანოვის და ჰარარის მსჯელობათა შორის სხვაობის დანახვა მკითხველს ნამდვილად არ გაუჭირდება. ,,ყველა უნარს წვრთნა და განვითარება სჭირდება. თუნდაც ადამიანი განსაკუთრებული ნიჭით დაიბადოს, მისი ნიჭი გამოუმჟღავნებელი დარჩება, თუ მის ზრდასა და განვთარებაზე არავინ იზრუნებს. ყველა ადამიანს არ აქვს თავისი უნარების დახვეწისა და სრულყოფის შანსი – ეს მნიშვნელოვნად დამოკიდებულია საზოგადოების წარმოსახვით იერარქიაში მის ადგილზე’’ – ,,საპიენსის’’ ეს სიტყვები კი განსაკუთრებით სევდიანად ჟღერს მათთვის, ვინც შურიანი გარემოცვის წყალობით, საკუთარ არარეალიზებულ წარსულს გადაავლებს თვალს. ყველა შემთხვევაში მადლობა ავტორს, მადლობა ქართულენოვანი გამოცემის მოთავეებს.