შემადგენლობა:
1 კგ ისპანახი
200-250 გ ნიგოზი
თითო კონა ქინძი, კამა, ოხრახუში
რამდენიმე ღერი ნიახური
1 ც მწვანე წიწაკა
4-5 კბილი ნიორი
1 თაივ ხახვი
ხნმელი ქინძი. ყვითელი ყვავილი, უცხო სუნელი
მარილი,წიწაკა-გემოვნებით
ბროწეული
მომზადება:
ისპანახის ფოთლები გარეცხეთ და მდუღარე წყალში ჩაყარეთ. როდესაც ფოთლები დარბილედება,ამოიღეთ და გაწურეთ. მოამზადეთ სანელებლები. ხახვი და მწვანილი წვრილად დაჭერით. ხორცსაკეპ მანქანაში გატარებულ ნიგოზს დაუმატეთ დანაყილი ნიორი, წვრილად დაჭრილი მწვანილი, ხახვი და სანელებლები. დაასხით ცოტა ძმარი, წყალი და კარგად აზილეთ. ისპანახი ძალიან წვრილად დაჭერით, მოამზადეთ ნიგვზის მასა შეურიეთ და სურვილისამებრ მორთეთ ბროწეულის მარცვლებით.
X
წაიკითხეთ სხვაც
სალათი ''შუბა''
სრულად ნახვა