Jump to content
×
×
  • Create New...

ძებნა

'ნეტა' ძებნის შედეგები.

  • ტეგების მიხედვით

    Type tags separated by commas.
  • ავტორის მიხედვით

კონტენტის ტიპი


დისკუსიები

  • სადისკუსიო ბადე
    • პოლიტიკა & საზოგადოება
    • განათლება & მეცნიერება
    • ჯანმრთელობა & მედიცინა
    • ხელოვნება & კულტურა
    • გ ვ ი რ ი ლ ა
    • ზოგადი დისკუსიები
  • თავისუფალი ბადე
    • F L A M E
  • ადმინისტრაციული ბადე
    • ბადეს შესახებ

მომიძებნე მხოლოდ

ან მომიძებნე


შექმნის დრო

  • Start

    End


განახლებული

  • Start

    End


Filter by number of...

რეგისტრაციის დრო

  • Start

    End


ჯგუფი


სქესი


ჰობი

Found 1 result

  1. დღეს თბილისში მდგარ რამდენიმე უფუნქციო ნაგებობას წარსულში დიდი კულტურული დატვირთვა ჰქონდა. სტატიაში სამ შენობაზე მოგიყვებით, რომლებიც არქიტექტურითა და ისტორიული მნიშვნელობით ერთნაირად გამოირჩევიან. ყოფილი კინოთეატრი აპოლო დავით აღმაშენებლის გამზირი #135 აპოლო კინოთეატრისთვის აგებული ერთ-ერთი პირველი შენობაა. ის 1909 წელს გაიხსნა და ამ პერიოდში დამკვიდრებული არტნუვოს სტილის ნიმუშია. კინოთეატრი მალევე იქცა კინომოყვარულების შეხვედრების მთავარ ადგილად. ჩვენებების გარდა, ფოიესა და დარბაზებში ფილმებსაც იღებდნენ და ლიტერატურულ საღამოებსაც აწყობდნენ. საბჭოთა პერიოდში კინოთეატრს ოქტომბერი ეწოდა. სახელი მხოლოდ 1990-იან წლებში დაიბრუნა, თუმცა, აქ კინოჩვენებები მალევე შეწყდა და შენობა დღემდე უფუნქციოა. პარლამენტის ბიბლიოთეკასაბაგიროს ყოფილი სადგური რუსთაველის გამზირი #52 ფუნიკულიორის საბაგიროს ქვედა სადგური საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის ახლანდელი შენობის შიდა ეზოში დგას. ის 1958-1960 წლებში აშენდა და საბჭოთა მონუმენტალური არქიტექტურის ნიმუშს წარმოადგენს. ნაგებობა უზარმაზარი შემინული თაღებითა და ოვალური კედლებით გამოირჩევა. შიდა ინტერიერის კედლებს კი სპირალური პანდუსი მიუყვება. 1990 წელს ფუნიკულიორის საბაგიროზე უბედური შემთხვევა მოხდა – საწევი ბაგირი გაწყდა და მასზე მიმავალი ორი კაბინა დაგორდა. ტრაგედიას 19 ადამიანი ემსხვერპლა. მას შემდეგ სადგური დაიკეტა და ქალაქის ცენტრში მდგარი ეს ნაგებობა უკვე ათწლეულებია მიტოვებული და ცარიელია. კონსტანტინე ჩხეიძის არქივიყოფილი სასტუმრო ლონდონი ათონელის ქუჩა #31 (ყოფილი მადათოვის ქუჩა #21) სასტუმრო ლონდონი 1875 წელს ოტო სიმენსენის პროექტით აიგო. ის ქველმოქმედებით ცნობილმა ძმებმა ზუბალაშვილებმა დააფინანსეს და სამართავად ჰანს და კატერინა რიხტერებს გადასცეს. 28-ნომრიანი სასტუმრო ევროპიდან ჩამოტანილი ძვირფასი ავეჯითა და ნივთებით იყო გაწყობილი. აქ ხშირად ჩერდებოდნენ შეძლებული უცხოელი მოგზაურები. სტუმრებს შორის რუსი კომპოზიტორი პეტრე ჩაიკოვსკი, ინგლისელი პოლიტიკოსი ჯორჯ კერზონი და ნორვეგიელი ნობელიანტი მწერალი კნუტ ჰამსუნიც იყვნენ. დღეს სასტუმრო ლონდონის ადგილას საცხოვრებელი სახლია, თუმცა, მისი გამორჩეული არქიტექტურა, სადარბაზო და კიბე ტურისტების ყურადღებას დღემდე იპყრობს. ეროვნული ბიბლიოთეკა, ატორი: დიმიტრი ერმაკოვიThe post ნეტა ეს რა შენობაა? appeared first on BusinessFeed.