მოკლედ, გერმანელ ვირტუალურ მეგობარს წიგნებზე ვესაუბრებოდი და წავიწუწუნესავით. ჰოდა, შემომთავაზა გერმანიიდან წიგნების გამოგზავნა.
ჯერ პასუხი არ დამიბრუნებია.
ძალიან მინდა. მაგრამ ასევე ძალიან მერიდება. გერმანელი კია ( ), მაგრამ უეჭველი არ გადამახდევინებს მე და თავისი ხარჯებით გამოგზავნის, თუ დავთანხმდები. რაც ძალიან მიტყდება.
ყველაფერთან ერთად ღარიბი ქვეყნის კომპლექსიც მაქვს. ვიცი, რომ არასწორად არ იფიქრებს ჩემზე, მაგრამ მაინც.
რას მირჩევთ? დავთანხმდე ამ საჩუქარზე თუ უარი ვუთხრა?