Jump to content
×
×
  • Create New...

ძებნა

'მწვანილები' ძებნის შედეგები.

  • ტეგების მიხედვით

    Type tags separated by commas.
  • ავტორის მიხედვით

კონტენტის ტიპი


დისკუსიები

  • სადისკუსიო ბადე
    • პოლიტიკა & საზოგადოება
    • განათლება & მეცნიერება
    • ჯანმრთელობა & მედიცინა
    • ხელოვნება & კულტურა
    • გ ვ ი რ ი ლ ა
    • ზოგადი დისკუსიები
  • თავისუფალი ბადე
    • F L A M E
  • ადმინისტრაციული ბადე
    • ბადეს შესახებ

მომიძებნე მხოლოდ

ან მომიძებნე


შექმნის დრო

  • Start

    End


განახლებული

  • Start

    End


Filter by number of...

რეგისტრაციის დრო

  • Start

    End


ჯგუფი


სქესი


ჰობი

Found 1 result

  1. ჩვენი საყვარელი არომატული მწვანილების უმეტესობა ერთმანეთის ახლო ნათესავია. გამოიყოფა ორი ძირითადი ჯგუფი: პიტნის ოჯახი და სტაფილოს ოჯახი. ევროპულ სამზარეულოებში პიტნის ოჯახის მწვანილები უფრო ხშირად გამოიყენება, ქართულ ყოველდღიურობაში - სტაფილოს ოჯახის. პიტნის ოჯახი: Mint - პიტნა. ასობით სახეობის პიტნა არსებობს, მაგრამ ძირითადი სამი სახეობა არის Spearmint (რბილი გემო აქვს, შედარებისთვის წარმოიდგინეთ მწვანე დიროლი/ორბიტი), Peppermint (მომწარო და მენთოლიანი, შედარებისთვის წარმოიდგინეთ ლურჯი და თეთრი დიროლი/ორბიტი) და Watermint (მათი შუალედური სახეობა). პიტნების ქართული შესატყვისები ჯერ ვერ მოვიძიე *ბოსტნეულის, ხორცის, თევზისა და ფრინველის კერძებს უხდება. აუმჯობესებს საჭმლის მომნელებელი სისტემის მუშაობას. მოგიხსნით სტრესს, დაძაბულობას. Basil - რეჰანი. ასევე ბევრი სახეობისაა. ჩვენთან გავრცელებულია იასამნისფერი სახეობა, ევროპაში - მწვანე. ბაზილიკი და რეჰანი რომ სხვადასხვა მცენარეა - მითია. როგორც ჩვენმა მკითხველმა ნინომ დაამატა, ამ მცენარეს გურიაში და იმერეთში შაშკვლავს, სამეგრელოში საშურამს, ხოლო კახეთში რიანდს უწოდებენ. *"მწვანე რეჰანი", ქართული სამზარეულოს ყველაზე არომატული მწვანილი უხდება მსუბუქ კერძებს. რეჰანი - ხორცს, ბოსტნეულს. უამრტივესია მისგან პესტოს მომზადებაც, აბლენდერებ ზეითუნის ზეთთან ერთად, თუ გაქვთ უმატებთ კედრის მარცვალს ან კაკალს, ნიორს, და ასხამთ მოხარშულ მაკარონს, ახეხავთ ყველს და ეგაა ბაზილიკი ებისმიერ სეზონზე შეიძლება გქონდეს ქოთანში! Oregano - თავშავა. პიცის და კარტოფილის საუკეთესო მეგობარი. *იდეალურად ეხამება ფრინველისა და ხორცის კერძებს. დაუმატეთ პიცას, მაკარონს, პაშტეტსა და სოუსებს. Marjoram - მაიორანი. ძალიან გავს ორეგანოს, მაგრამ უფრო მსუბუქი და ყვავილოვანი გემო აქვს. Thyme - ბეგქონდარა. ასევე ახლოსაა გემოთი ორეგანოსთან, უფრო დახვეწილი არომატი აქვს. საქართველოში იზრდება ველურად მთიან რეგიონებში. თუშეთში მისგან ჩაის აყენებენ. *ფრანგული სამზარეულოს ვარსკვლავია. უხდება მჟავეულს, მოხრაკულს. კარგად ეხამება პილპილს, ოხრახუშს, ნიახურს. შეგვიძლია ქოთანში გავახაროთ, უპრეტენზიო ხუნხულაა, საქართველოშიც ხარობს Savory - ქონდარი. ესეც ორეგანოს ახლობელი. ზოგი მიიჩნევს, რომ ქონდარი იყო ორეგანოს წინაპარი. ორეგანოს, მაიორანის, ბეგქონდარას და ქონდრის გარჩევა ერთმანეთისგან საკმაოდ რთულია. საქართველოში გავრცელებული მითია, რომ ორეგანო არის იგივე ქონდარი . Rosemary - როზმარინი. წიწვოვანი, ყვავილოვანი და ევკალიპტის არომატებით. ვიზუალურადაც გავს წიწვოვან ბუჩქს. უხდება ხორცის და თევზის კერძებს. ველურ პირობებში მარტივად იზრდება, ასე რომ, შეიძლება ნებისმიერ ადგილას შეგხვდეთ. Lemon balm (Melissa) - ბარამბო. ხშირად გამოიყენება მცენარეულ დამამშვიდებელ წამლებში. ერთდროულად აქვს ლიმონის და პიტნის არომატი. Sage - სალბი. ბავშვობასთან და ყელის საწუწნ აბებთან (шалфей) მიასოცირდება ეს მცენარე. წარმატებით გამოიყენება იტალიურ (და სხვა ევროპულ) სამზარეულოში. * დაუმატეთ ზეთს, რომელშიც წვავთ თევზს და იდეალურ არომატსა და გემოს მიიღებთ. სალბი უხდება ხორცს. განსაკუთრებით ცხვრის ხორცს. ეზოშიც უხვად მოყვავილე ულამაზესი მცენარეა, ყინვებსაც უძლებს Lavender - ლავანდი. ძირითადად იყენებენ პარფიუმერულ ნაწარმში, მაგრამ კერძებსაც საინტერესო არომატს აძლევს. ფრანგული ცნობილი მწვანილეულის მიქსის - Herbes de Provence - ერთ-ერთი ინგრედიენტია. *უხდება გრილზე შემწვარ ხორცსა და თევზს. გააუმჯობესებს ბოსტნეულის გემოს. აგრეთვე ორცხობილებსა და ნამცხვრებშიც შეგვიძლია გამოვიყენოთ...