ძებნა
'მოხდა' ძებნის შედეგები.
-
18 თებერვალს ევროპის წამლის სააგენტომ კვლავ „უსაფრთხოდ და ეფექტიანად“ ცნო Oxford/AstraZeneca-ს ვაქცინა, რომლის გამოყენებაც შეჩერებული ჰქონდა ევროპის 13 სახელმწიფოს. უკვე გავრცელდა ინფორმაცია, რომ ვაქცინაციას განაახლებენ გერმანია, საფრანგეთი, იტალია და ესპანეთი. ევროპაში AstraZeneca-ს გამოყენების დროებით შეჩერების საფუძველი თრომბოემბოლიის შემთხვევები გახდა, რომელიც 17 მილიონი აცრილი ადამიანიდან 37 შემთხვევაში დაფიქსირდა. ევროპის წამლის სააგენტოს ცნობით, თრომბოზი ვაქცინასთან არანაირ კავშირში არ არის. გარკვევით უნდა აღინიშნოს, რომ ევროპაში AstraZeneca-ს ვაქცინის გამოყენების შეჩერებას კავშირი არ აქვს ანაფილაქსიურ შოკთან. ანაფილაქსიური შოკი საქართველოშიც დაფიქსირდა და სამწუხაროდ, ლეტალური შედეგით დასრულდა. ეს იშვიათი, მაგრამ მძიმე ალერგიული რეაქციაა და იგი შეიძლება თან ახლდეს ნებისმიერ ვაქცინას, წამალსა თუ საკვებს. ანაფილაქსიური შოკის შემთხვევები დაფიქსირდა დიდ ბრიტანეთში, გერმანიაში, აშშ-სა და სხვა ქვეყნებში როგორც AstraZeneca-თი, ასევე Moderna-თი და Pfizer/BioNtech-ით ვაქცინაციისას. თუმცა, იქ გარდაცვალების არცერთი შემთხვევა არ ყოფილა. Oxford/AstraZeneca-ს ვაქცინით დიდ ბრიტანეთში 5 მილიონი ადამიანი აიცრა, ანაფილაქსიური შოკი კი 41-ს გამოუვლინდა. გერმანიაში 363 000 აცრილში 3 შემთხვევა დაფიქსირდა, ხოლო ავსტრალიაში 9 652-ში – 1. Pfizer/BioNtech-ის მიერ გამოწვეული ანაფილაქსიური შოკი გერმანიაში აცრილი 5 387 000 ადამიანიდან 63-ს განუვითარდა. აშშ-ში 1 მილიონ აცრილზე 2.5 შემთხვევა დაფიქსირდა, ხოლო ავსტრალიაში 13 292-დან – 1. Moderna-ს ვაქცინით ანაფილაქსიური შოკის 1 მილიონში 11.1 შემთხვევა დაფიქსირდა აშშ-ში, ხოლო გერმანიაში 168 189-დან – 1. Oxford/AstraZeneca-ს ვაქცინას სხვებთან შედარებით ერთი ძალიან მნიშვნელოვანი უპირატესობა აქვს. მის შესანახად არ არის საჭირო -70 გრადუსი ტემპერატურა და შესაძლებელია განთავსდეს ჩვეულებრივ მაცივარშიც, რაც მის დისტრიბუციას აიოლებს. წარმოებასთან დაკავშირებული პრობლემების გამო, AstraZeneca-ს ჯერ არ მიუღია ლიცენზია ამერიკის შეერთებულ შტატებში, მიუხედავად იმისა, რომ აშშ-ის უკვე 7 მილიონი დოზა აქვს შეძენილი. აქედან გამომდინარე, ქვეყანა აცხადებს მზაობას, ეს დოზები გადასცეს მათ, ვისაც უფრო სჭირდება – 1.5 მილიონი დოზა – კანადას და 2.5 მილიონი – მექსიკას. ასევე, თუ აქამდე AstraZeneca-ს გამოყენება მხოლოდ 65 წლამდე ასაკის ადამიანებში იყო ნებადართული, გერმანია და საფრანგეთი რეკომენდაციას უწევდნენ მის უფრო ხანდაზმულ მოსახლეობაში გამოყენებასაც (მანამდე, სანამ მისი გამოყენება დროებით შეჩერდებოდა თრომბოემბოლიასთან შესაძლო კავშირის დასადგენად). არსებობს მოსაზრება, რომ ევროპული ქვეყნების AstraZeneca-ს წინააღმდეგ წასვლას არა მეცნიერული, არამედ პოლიტიკური მიზეზი აქვს. ადამიანების ნაწილი მიიჩნევს, რომ ეს არის გერმანიისა და საფრანგეთის ერთობლივი ანგარიშსწორება ბრიტანეთის წინააღმდეგ. ბრალდება განსაკუთრებით მძიმეა ახლა, როცა ევროპა მესამე ტალღის საფრთხის ქვეშაა და ბევრი ქვეყანა კვლავ „ლოკდაუნის“ გამოცხადებას გეგმავს. ევროპასა და AstraZeneca-ს შორის ადმინისტრაციული სახის პრობლემები რამდენიმე თვეა არსებობს. გაერთიანებულმა სამეფომ და ამერიკის შეერთებულმა შტატებმა AstraZeneca-სთან კონტრაქტი ჯერ კიდევ გასული წლის მაისში გააფორმეს, ევროკავშირმა კი დოკუმენტს ხელი აგვისტომდე არ მოაწერა. ვაქცინის რაოდენობასთან დაკავშირებულმა პრობლემებმა პირველად ნოემბერში იჩინა თავი. სხვადასხვა მიზეზის გამო კომპანიამ ვერ შეძლო დანაპირები დოზების დროულად წარმოება, რის შესახებაც საბოლოოდ და ოფიციალურად ევროკომისიას იანვრის შუა რიცხვებში აცნობა. გაჩნდა კითხვები კომუნიკაციის შესახებ – აწვდიდა თუ არა ამ პერიოდის განმავლობაში წარმოქმნილი პრობლემების შესახებ ინფორმაციას AstraZeneca ევროკავშირს და სრულყოფილად აანალიზებდა თუ არა ამ ინფორმაციას ევროკავშირი. ერთ-ერთმა ევროპელმა დიპლომატმა კომპანია „კრიზისისადმი არასაკმარისად სენსიტიურობაში“ დაადანაშაულა. ევროკავშირის წარმომადგენლები ასევე გააღიზიანა კომპანიის მიერ ევროპისა და დიდი ბრიტანეთის ცალკეულ “მიწოდების ჯაჭვებად” აღქმამ. ევროკავშირის მოსაზრებით, ბრიტანეთი AstraZeneca-სთან პრივილეგიებით სარგებლობს, რაზეც მეტყველებს ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრის – ბორის ჯონსონისა და ქვეყნის ჯანდაცვის მინისტრის თითქმის ყოველდღიური კომუნიკაცია კომპანიის აღმასრულებელ დირექტორთან, პასკალ სორიოტთან. ბრალდებას არ აღიარებენ ბრიტანელი მინისტრები. მათი განცხადებით, ბრიტანეთმა დიდი ფული ჩადო წარმოებასა და კლინიკურ გამოცდაში. აგრეთვე, ის იყო პირველი, ვინც კომპანიასთან კონტრაქტი გააფორმა, ავტორიზაცია მიანიჭა და გამოყენება დაიწყო. შესაბამისად მათ, ევროკავშირისგან განსხვავებით, „ექსკლუზიური“ კონტრაქტი აქვთ. The post რა მოხდა AstraZeneca-ზე? appeared first on BusinessFeed.
-
ამას თუ ოდესმე მოვესწრებოდი როგორ დამთავრდება, გაქაჩავენ მეორე სამოქალაქოს? კაი კადრები დაყარეთ რა
- 79 replies
-
- ტრამპის
- პრეზიდენტობის
-
(and 8 more)
Tagged with: