ძებნა
'მოქალაქეები' ძებნის შედეგები.
-
საქართველოს ჯანდაცვის სამინისტრო აცხადებს, რომ გერმანულ მხარესთან გაფორმდა შეთანხმება, რომლის მიხედვით, საქართველოს მოქალაქეებს შეეძლებათ ლეგალურად წავიდნენ გერმანიაში და იქ დროებით, სეზონურ სამუშაოებზე დასაქმდნენ. როგორც საქართველოში გერმანიის ელჩი ამბობს, საქართველო არის პირველი ქვეყანა, ვისთანაც გერმანიამ აღნიშნული მიმართულებით მუშაობა დაიწყო. ________________ სეზონური სამუშაოებისთვის კონკრეტულად სოფლის მეურნეობის სექტორია გათვალისწინებული. ანუ საქართველოს მოქალაქეები ძირითადად, სხვადასხვა სეზონური მოსავლის აღებაში მიიღებენ მონაწილეობას. პროგრამის მიხედვით, დასაქმების ხანგრძლივობა და პირობები რეგლამენტირებულია: საქართველოს მოქალაქეები გერმანიაში ერთიდან სამ თვემდე დაჰყოფენ, კვირაში ხუთი ან ექვსი დღე იმუშავებენ. სამუშაო დღის ხანგრძლივობა 8-10 საათი იქნება. მინიმალური ხელფასი კი, საათში 9.50 ევრო (დარიცხული). ამ თანხას გამოაკლდება გადასახადები, კვებისა და საცხოვრებლის ხარჯები. რა უნდა გააკეთოს მოქალაქემ, რომელსაც გერმანიაში მუშაობა უნდა სამუშაოს მაძიებელმა პირველადი რეგისტრაცია უნდა გაიაროს პორტალზე http://workabroad.gov.ge./ როგორც ჯანდაცვის სამინისტრო აღნიშნავს, საქართველოს მოქალაქეების პირველი ნაკადი გერმანიაში უკვე ამა წლის აპრილისთვის ჩავა – სეზონური სამუშაოები გერმანიაში პირველი აპრილიდან დაიწყება. რეგისტრაციის გავლა კი 15 თებერვლიდან იქნება შესაძლებელი და შემდგომ მთელი წლის განმავლობაში გაგრძელდება. დასაქმების მსურველი უნდა აკმაყოფილებდეს შემდეგ მოთხოვნებს: უნდა იყოს საქართველოს მოქალაქე; ასაკი – 18 წლიდან 60 წლამდე; გერმანიაში გამგზავრებამდე 3 თვით ადრე პერიოდში არ უმოგზაურია შენგენის სივრცეში; ფიზიკური ჯანმრთელობა; მოსავლის აღების სამუშაო გამოცდილება და მოტივაცია; ნებისმიერი მიზეზის (დარღვევის) არარსებობა, რაც იწვევს ქვეყანაში ხელახლა შესვლის შეზღუდვას; გერმანული ან ინგლისური ენის ელემენტარულ საკომუნიკაციო დონეზე ცოდნა (ჯგუფურად დასაქმების შემთხვევაში, აუცილებელია, მინიმუმ ერთმა წევრს უნდა შეეძლოს გერმანულ ან ინგლისურ ენაზე კომუნიკაცია). ენის ცოდნის მოთხოვნას განსაზღვრავს დამსაქმებელი. როგორ ხდება შერჩევა რეგისტრაციის შემდეგ, დასაქმების მსურველებს დასაქმების სააგენტოს თანამშრომლები დაუკავშირდებიან. სერვისცენტრში მისვლისას თან უნდა იქონიოთ პირადობის მოწმობა ან პასპორტი. რაც შეეხება კონკრეტულ ვაკანსიებზე კადრების შერჩევას, აქ უკვე გერმანული მხარე ერთვება. გერმანელ დამსაქმებელს მიაწოდებენ კონკრეტულ ვაკანსიაზე დასაქმების მსურველთა მონაცემებს და საბოლოო გადაწყვეტილებას ის იღებს. გერმანელი დამსაქმებლის მხრიდან დადებითი გადაწყვეტილების შემთხვევაში, მუშაობის მსურველს უგზავნიან შრომით ხელშეკრულებას, რომელიც მხარეებს შორის გაფორმდება გერმანიაში გამგზავრებამდე. შეფასებები ჯანდაცვის მინისტრთან შეხვედრის შემდეგ, კომენტარი გააკეთა გერმანიის ელჩმა საქართველოში ჰუბერტ ქნირშმაც. მისი თქმით, ის ფაქტი, რომ საქართველოს მოქალაქეები სოფლის მეურნეობის სექტორში დასაქმდებიან, მნიშვნელოვანი გამოცდილება იქნება ქვეყნისთვისაც: “ჩვენ დარწმუნებული ვართ საქართველოში ძალიან ბევრი ადამიანი კარგად იცნობს ამ დარგს და შეეძლებათ წვლილი შეიტანონ როგორც გერმანიის სოფლის მეურნეობაში, ასევე, ჩამოსვლის შემდეგ თავისი ქვეყნის იგივე სფეროში. გერმანია ამ პროექტს ყველა ქვეყანასთან არ ახორციელებს, ჩვენ ამას ვიწყებთ საქართველოთი. პირველად, დიდი ხნის შემდეგ ვიწვევთ სამუშაო ძალას სხვა ქვეყნიდან“, – განაცხადა ელჩმა. _____________________________________________ ● დედა-შვილობა სკაიპით. ათასობით ემიგრანტი ქალი ვერ ხედავს, როგორ იზრდებიან მათი შვილები ● “სამსახურის დაკარგვაზე დიდი პრობლემებიც არსებობს”. როგორ ებრძვიან ქართველი მიგრანტები პანდემიას ● “დავაბრუნოთ საზოგადოება რეალობაში”. რა თქვა ბიძინა ივანიშვილმა ________________________________________________ ● უცხოეთში საქართველოს მოქალაქეების ლეგალურად დასაქმების შესაძლებლობაზე პირველად ქვეყნის ყოფილმა პრემიერ-მინისტრმა და მმართველი პარტია “ქართული ოცნების” თავმჯდომარემ, ბიძინა ივანიშვილმა ჯერ კიდევ ორი წლის წინ განაცხადა. ბიძინა ივანიშვილი მაშინ ამბობდა, რომ ხელისუფლება რამდენიმე განვითარებულ სახელმწიფოსთან საქართველოს მოქალაქეთა ლეგალური დასაქმების საკითხზე მუშაობს: “თუ ეს პროექტი გამოვიდა და დიდი ალბათობით გამოვა, ემიგრანტების აბსოლუტური უმრავლესობა საქართველოში გადამზადდება და ლეგალურად, ევროპული ხელფასებით დასაქმდებიან. იაფ ფრენებსაც დავამატებთ, რომ თვეში ერთხელ სახლში დაბრუნდნენ”. ● საქართველოში ყოველი მეშვიდე მოქალაქე სოციალური შემწეობის დახმარებას იღებს. ოფიციალური უმუშევრობა 12 პროცენტია, თუმცა თავს უმუშევრად მიიჩნევს 63 პროცენტი. წყარო: ჯემნიუსი
- 20 replies
-
- საქართველოს
- მოქალაქეები
-
(and 6 more)
Tagged with: