Jump to content
×
×
  • Create New...

ძებნა

'მოვემზადოთ' ძებნის შედეგები.

  • ტეგების მიხედვით

    Type tags separated by commas.
  • ავტორის მიხედვით

კონტენტის ტიპი


დისკუსიები

  • სადისკუსიო ბადე
    • პოლიტიკა & საზოგადოება
    • განათლება & მეცნიერება
    • ჯანმრთელობა & მედიცინა
    • ხელოვნება & კულტურა
    • გ ვ ი რ ი ლ ა
    • ზოგადი დისკუსიები
  • თავისუფალი ბადე
    • F L A M E
  • ადმინისტრაციული ბადე
    • ბადეს შესახებ

მომიძებნე მხოლოდ

ან მომიძებნე


შექმნის დრო

  • Start

    End


განახლებული

  • Start

    End


Filter by number of...

რეგისტრაციის დრო

  • Start

    End


ჯგუფი


სქესი


ჰობი

Found 3 results

  1. სულ დატესტილი და მანუალი პროფებისგან! სენიორ@Eric თქვენი იმედი მაქვს! 31 მარტია, 2022 წლის, მზე იცინის და ჩიტი გალობს. მართლა-მართლა გადავწყვიტეთ რომ ომისთვის და აპოკალიფსისთვის სწორედ ასეთ ამინდში უნდა მოემზადოს ადამიანი, დაიწყოს მაინც სამზადისი. ჰო და შენ დაბუნკერებულო არსებავ თუ ახლა ამას კითხულობ, გამაგრდი, გამხნევდი სენიორ ერიკი შენთანაა პირველ რიგში საჭიროა სია და მერე ამ სიის გავლა სათითაოდ. ვიწყებთ
  2. როგორ მოვემზადოთ გასაუბრებისთვის? http://myprofession.gov.ge/sites/default/files/files/1%20job.jpgსამუშაო ინტერვიუ ყველაზე გაწონასწორებულ ადამიანებშიც კი სტრესს იწვევს. მაგრამ მომზადების შედეგად შესაძლებელია მსგავსი პრობლემების მოგვარება. გთავაზობთ ჩამონათვალს, რომელიც დაგეხმარებათ სამუშაო ინტერვიუ წარმატებულად დასრულებაში. 1. ჩაატარეთ კვლევა. დაკვირვებით გადახედეთ სამუშაოს აღწერილობას და ჩამოწერეთ ის უნარები და ძლიერი მხარეები, რომელსაც დამქირავებელი ეძებს. შეამოწმეთ ორგანიზაციის ვებგვერდი, გაიგეთ რას საქმიანობს ის და რა მიზნები აქვს. ეს ინფორმაცია დაგეხმარებათ განსაზღვროთ როგორ უკავშირდება თქვენი პიროვნული მახასიათებლები ორგანიზაციის საჭიროებებს. გაიგეთ მეტი და გაეცანით სტატიას როგორ მოვიძიოთ ინფორმაცია დამსაქმებელზე? http://myprofession.gov.ge/sites/default/files/files/6%20job.jpg2. გადახედეთ თქვენ რეზიუმეს. ინტერვიუ ყოველთვის წნეხის ქვეშ გამყოფებთ, ამიტომ შესაძლებელია ინტერვიუს მსვლელობისას მნიშვნელოვანი საკითხებისთვის ხაზის გასმა დაგავიწყდეთ. გადახედეთ თქვენ რეზიუმეს. თუ ის შეიცავს ისეთ ინფორმაციას, რომელზეც შეიძლება საუბარი წარიმართოს გასაუბრებაზე, უმჯობესი იქნება თუ წინასწარ მოემზადებიით. ყურადღებაა გაამახვილეთ სამუშაო გამოცდილებაზე,მიღწევებსა და კვალიფიკაციაზე, რათა გასაუბრებაზე უკეთ წარმოაჩინოთ საკუთარი თავი. 3. ინტერვიუზე დროზე გამოცხადდით. ჩაიწერეთ მისამართი, იფიქრეთ რა დრო დაგჭირდებათ ინტერვიუზე მისასვლელას. გასაუბრებაზე მიდით დანიშნული დროიდან 15 წუთით ადრე, რითაც გამოხატავთ თქვენ ინტერესს ვაკანსიის და ორგანიზაციის მიმართ. http://myprofession.gov.ge/sites/default/files/files/7%20job.jpg4. შეიმოსეთ შესაბამისად. რა უნდა ჩაიცვათ გასაუბრებაზე, ეს დამოკიდებულია ინდუსტრიაზე, რომელსაც წარმოადგენთ ან რომელშიც მუშაობს თქვენი სამიზნე ორგანიზაცია. თუმცა, ყველა შემთხვევაში, არ დაგავიწყდეთ რომ უნდა გამოიყურებოდეთ სუფთად და ელეგანტურად. ეძებთ შთაგონებას? მაშინ გაეცანით რეკომენდაციებს გასაუბრებისთვის შესაბამისი ჩაცმულობის შესახებ. 5. იყავით პოზიტიური. საკუთარ თავზე საუბრისას, მოყევით სამომავლო გეგმების და წარსული სამუშაო გამოცდილების შესახებ. 6. ჩაეძიეთ დეტალებს. გაიხსენეთ რამდენიმე შემთხვევის დრო, როდესაც რაიმე მნიშვნელოვანი გააკეთეთ. იყავით კონკრეტული. ისაუბრეთ არგუმენტირებულად რა დავალებებს ასრულებდით წარსულში, როგორ ასრულებდით, რა პრობლემების წინაშე აღმოჩენილხართ მათი შესრულებისას და რომელი უნარები და ძლიერი მხარეები გეხმარებოდათ სამუშაოს წარმატებით შესრულებაში. http://myprofession.gov.ge/sites/default/files/files/25%20job.jpg7. ხაზი გაუსვით თქვენ ყველა ძლიერ მხარეს. დარწმუნებული იყავით რომ ვაკანტურ პოზიციაზე განაცხადს გააკეთებდა ბევრი ისეთი ადამიანი, რომლესაც თქვენსავით სამუშაოს შესაბამისი სამუშაო გამოცდილება და კვალიფიკაცია აქვს, წარმოაჩინეთ თქვენი თავი გამორჩეულად, თუმცა ამბიციებს და არაზომიერად მაღარ თვითშეფასებას ნუ გამოავლენთ. ნუ დაკმაყოფილდებით მხოლოდ იმ ძლიერი მხარეების წარმოჩენით, რომლებიც უშუალოდ სამუშაოს შესრულებას და საგანმანათლებლო საქმიანობებთანაა დაკავშირებული. კარგი კომუნიკატორი ხართ? ხართ ჟინიანი და შრომისმოყვარე? აცნობეთ ეს ინტერვიუერს. 8. იყავით გულწრფელი. არასდროს იცრუოთ გასაუბრებაზე. ძალიან ადვილია თქვენ მიერ მიწოდებული ინფორმაციის გადამოწმება. 9. იყავით კარგი მსმენელი. ყურადღებით უსმინეთ ინტერვიუერს და ყოველთვის დაამთავრებინეთ საუბარი. გამოიყენეთ ეს დრო, რათა მოიფიქროთ საუკეთესო პასუხი. 10. დასვით შეკითხვები. შეკითხვების დასმა არა მხოლოდ გაძლევთ შესაძლებლობას მიიღოთ სასურველი ინფორმაცია ან დააზუსტოთ რაიმე, არამედ გამოავლინოთ თქვენი გონიერება და ჭეშმარიტი დაინტერესება სამუშაოს მიმართ
  3. როგორ მოვემზადოთ კომპეტენციებზე ორიენტირებული ინტერვიუსთვის? http://myprofession.gov.ge/sites/default/files/files/4%20job.jpgკომპეტენციებზე ორიენირებული ინტერვიუ გაქვთ და თქვენ ჯერ კიდევ არ გესმით მისი მნიშვნელობა? ნუ შეშინდებით. მისი შინაარსი ძალიან მარტივია და გასაუბრებისთვის მომზადებაც არ არის რთული. მთავარი განსხვავება, რითაც კომპეტენციებზე ორიენტირებული გასაუბრება განსხვავდება სხვა ტიპიური გასაუბრებებისგან, არის ის რომ, ამ ტიპის გასაუბრებისას დასმული შეკითხვები ძირითადად დაკავშირებულია წარსულ სიტუაციებთან. იმის ნაცვლად რომ გკითხონ, რა მოგწონდათ სამუშაოს შესრულებისას, როგორც გუნდის წევრს, კომპეტენციებზე ორიენტირებული გასაუბრებისას აქცენტს გააკეთებენ იმ პერიოდის აღწერაზე, როდესაც გიწევდათ კონკრეტული სამუშაოების შესრულება. ამ ტიპის გასაუბრებების მთავარი იდეა იმაში მდგომარეობს, რომ თქვენი წარსული სამუშაო ქმედებების აღწერით და ყოფილ დამსაქმებელთან ურთიერთობების განსაზღვრით, ივარაუდონ როგორ მოიქცევით შემდგომში, თუ ორგანიზაციაში დაიწყებთ მუშაობას. მოემზადეთ http://myprofession.gov.ge/sites/default/files/files/430xNxFotolia_65081460_XS.jpg.pagespeed.ic.HTO3pFkg_r.jpgრა შეკითვებს დაგისვამენ გასაუბრებაზე დამოკიდებულია სამუშაოს კონტენტსა და ტიპზე. დამსაქმებელმა შეიძლება ისურვოთ მომავალზე და წარმოიდგინოთ რა სამუშაოს როგორ შეასრულებთ. იმისთვის რომ მსგავსი შეკითხვებისთვის მზად იყოთ, გასაუბრებამდე გადახედეთ სამუშაოს აღწერილობას და ყურადღებით გაეცანით იმ უნარებს და ძლიერ მხარეებს, რომლებიც მნიშვნელოვანია თქვენთვის სასურველი სამუშაოს შესასრულებლად. მაგალითად, სამუშაოს მოთხოვნებაში შეიძლება მითითებული იყოს, რომ სასურველ კანდიდატს უნდა ჰქონდეს კარგად განვითარებული კომუნიკაციის უნარები, უნდა იყოს დეტალებზე ორიენტირებული და შეეძლოს ადამიანების მართვა. შექმენით იმ კომპეტენციების ჩამონათვალი, რომლებზეც სამუშაოს აღწერილობიდან გამომდინარე თქვენი აზრით გასაუბრებაზე შეეხებიან და მოიფიქრეთ ორი ან 2 მაგალითი, როდესაც გამიყენეთ ეს უნარები და ძლიერი მხარეები და მიაღწიეთ წარმატებულ შედეგებამდე. http://myprofession.gov.ge/sites/default/files/files/15%20job.jpgმაგალითად, თუ ფიქრობთ რომ გასაუბრებაზე აუცილებლად შეეხებიან კომუნიკაციის უნარებს, გაიხსენეთ თქვენი წარსული სამუშაო გამოცდილებიდან ისეთი შემთხვევები, როდესაც ამ უნარების მიხედვით წარმატებით მოაგვარეთ უთანხმოება, მოაწყეთ პრეზენტაცია ან ასწავლეთ სხვა ადამიანს კონკრეტული სამუშაოს შესრულება. იმისთვის რომ გასაუბრებისისას თქვენი პასუხები სტრუქტურირებული იყოს, გამოიყენეთ STAR ტექნიკები - სიტუაცია, დავალება, მოქმედება/აქტივობა და შედეგები. გამოიყენეთ ქვემოთ მოცემული ინსტრუქციები: იფიქრეთ ისეთ სიტუაციებზე, სადაც შეძელით კომპეტენციის წარმატებით გამოყენება აღწერეთ რა დავალებების/სამუშაოების შეასრულეთ განმარტეთ, კონკრეტულად რომელი აქტივობები/მოქმედებები განახორციელეთ აღნიშნული დავალების/სამუშაოს წარმატებით შესრულებისათვის გამოყავით შედეგები, რომელსაც საბოლოოდ მიაღწიეთ არ გაქვთ საკმარისი სამუშაო გამოცდილება? http://myprofession.gov.ge/sites/default/files/files/job-interview-nerves_0.jpgთუ თქვენ არ გაქვთ საკმარისი სამუშაო გამოცდილება, მაგალითები მოიყვანეთ სასკოლო ცხოვრებიდან, გამოიყენეთ თქვენი გატაცებები ან შემთხვევები ცხოვრებისეული სიტუაციებიდან. გაიხსენეთ წარმატებული შემთხვევები, თუ სტაჟიორად გიმუშავიათ. თუ ამ შემთხვევებშიც მკაციო აქცენტს გააკეთებთ მოთხოვნილ კომპეტენციებზე, ინტერვიუერისთვის სრულიად მისაღები იქნება თქვენი ინფორმაცია, რამეთუ ის აქცენტს იმ უნარებზე, რომლებიც სამუშაოს შესრულებისთვისაა საჭირო, ხოლო უნარების განვითარების დონე ისევე თანაბრად შეიძლება შეფასდეს წარსული სამუშაო გამოცდილების შეფასებით, როგორც ცხოვრებისეული გამოცდილებით. ისაუბრეთ უარყოფით შედეგებზეც ნუ აარიდებთ თავს ისეთ საკითხებზე საუბარს, რომელიც არ დასრულდა წარმატებით. მნიშვნელოვანია ინტერვიუერს დაანახოთ რა ისწავლეთ და რა გამოცდილება მიიღეთ მსგავსი სიტუაციებიდან. აღწერეთ რატომ მიხვედით ცუდ შედეგებამდე და როგორ მოიქცევიტ მომავალში მსგავსი შემთხვევების თავიდან ასაცილებლად.