Jump to content
×
×
  • Create New...

ძებნა

'მოაწერეს' ძებნის შედეგები.

  • ტეგების მიხედვით

    Type tags separated by commas.
  • ავტორის მიხედვით

კონტენტის ტიპი


დისკუსიები

  • სადისკუსიო ბადე
    • პოლიტიკა & საზოგადოება
    • განათლება & მეცნიერება
    • ჯანმრთელობა & მედიცინა
    • ხელოვნება & კულტურა
    • გ ვ ი რ ი ლ ა
    • ზოგადი დისკუსიები
  • თავისუფალი ბადე
    • F L A M E
  • ადმინისტრაციული ბადე
    • ბადეს შესახებ

მომიძებნე მხოლოდ

ან მომიძებნე


შექმნის დრო

  • Start

    End


განახლებული

  • Start

    End


Filter by number of...

რეგისტრაციის დრო

  • Start

    End


ჯგუფი


სქესი


ჰობი

Found 1 result

  1. საქართველოში არსებული პოლიტიკური კრიზისის გადასალახად ევროპული საბჭოს პრეზიდენტის, შარლ მიშელის მიერ შემოთავაზებულ ახალ დოკუმენტზე საუბრისას, ოპოზიციური პარტიების ლიდერები მიესალმნენ მასში „პოლიტპატიმრების“ – ერთიანი ნაციონალური მოძრაობის თავმჯდომარის, ნიკა მელიასა და „მთავარი არხის“ ერთ-ერთი მეწილის, გიორგი რურუას გათავისუფლების შესახებ ჩადებულ მექანიზმს. რაც შეეხება ახალი არჩევნების დანიშვნის შესახებ შარლ მიშელის მიერ შემოთავაზებულ ვარიანტს, ლიდერებმა განსხვავებული მოსაზრებები გამოთქვეს. დოკუმენტში, პრეზიდენტი მიშელი მხარეებს სთავაზობს, რომ იმ შემთხვევაში, თუკი 2021 წლის ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებზე ქართული ოცნება ხმების 43%-ის მოგროვებას ვერ შეძლებს, იგი 2022 წელს ახალი არჩევნების დანიშვნის ვალდებულებას აიღებს. საქართველოში აშშ-ისა და ევროკავშირის ელჩების ჩართულობით 18 აპრილს გამართული შეხვედრის დასრულების შემდეგ, ოპოზიციის ლიდერებმა ჟურნალისტებთან ახალი დოკუმენტის შესახებ დეტალებზე ისაუბრეს. დღევანდელ შეხვედრააზე მმართველი გუნდის წევრები არ მივიდნენ. შარლ მიშელი პოლიტიკური კრიზისის მოსაგვარებლად ახალ დოკუმენტს წარმოადგენს ერთიანი ნაციონალური მოძრაობის ერთ-ერთმა ლიდერმა, სალომე სამადაშვილი მიესალმა დოკუმენტში „პოლიტპატიმრების“ გათავისუფლების შესახებ „მკაფიო“ მექანიზმის შეტანას, თუმცა თქვა, რომ არის „პრობლემები გაკრევულ საკითხებთან მიმართებაში შემოთავაზებულ დოკუმენტში“. ამით სამადაშვილმა ახალი არჩევნების დანიშვნის შესახებ დოკუმენტში არსებულ ჩანაწერზე მიუთითა და აღნიშნა, რომ ერთიან ნაციონალურ მოძრაობას საბოლოო პოზიციის ჩამოყალიბებამდე შიდაპარტიული კონსულტაციები ექნება. განახლებული დოკუმენტის მიმართ უკმაყოფილება უფრო ღიად გამოხატა პარტიის კიდევ ერთმა წევრმა აკაკი მინაშვილმა და აღნიშნა, რომ ხელახალი არჩევნების დანიშვნის ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებზე მიბმა „არ არის სწორი გზა“. მანვე აღნიშნა, რომ აღნიშნულის გათვალისწინებით, ერთიანი ნაციონალური მოძრაობისთვის დოკუმენტზე ხელმოწერა პრობლემური იქნება. აღნიშნა რა, რომ „პოლიტპატიმრებთან“ მიმართებით ახალ დოკუმენტში „ძალიან კარგი პროგრესია“, ევროპული საქართველოს თავმჯდომარემ, გიგა ბოკერიამ აკაკი მინაშვილის მსგავსად, თქვა, რომ ხელახალი არჩევნების „თვითმმართველობის არჩევნებთან მიბმა არის მიუღებელი“. თუმცა, ბოკერიამ ხაზი გაუსვა, რომ საკითხზე პარტიის წევრებთან იმსჯელებენ. ხაზი გაუსვა რა, რომ „დოკუმენტის შინაარსი მისაღები უნდა იყოს მეტნაკლებად ყველა მხარისთვის“, – სტრატეგია აღმაშენებლის ლიდერმა, გიორგი ვაშაძემ განაცხადა, რომ საკითხს პარტიის პოლიტსაბჭოზე განიხილავენ. „ზოგადად, დოკუმენტი არ მომწონს. არ მჯერა, რომ ეს კრიზისიდან გამოიყვანს ქვეყანას“, – თქვა გირჩი-მეტი თავისუფლების ლიდერმა, ზურაბ ჯაფარიძემ. თუმცა, იგი „პოლიტიპატიმრების“ გათავისუფლების შესახებ დოკუმენტში არსებულ მექანიზმს მიესალმა. პრეზიდენტ მიშელის მიერ შემოთავაზებულ დოკუმენტი „პოზიტიურად“ შეაფასა რესპუბლიკური პარტიის ერთ-ერთმა ლიდერმა, ხათუნა სამნიძემ და პარტიის სახელით მასზე ხელმოწერის მზაობა გამოხატა. „მაგრამ ამისთვის საჭიროა ხელისუფლების მზაობა, რომ შევთანხმდეთ“, – დაამატა მან.