Jump to content
×
×
  • Create New...

ძებნა

'მთვარეზე' ძებნის შედეგები.

  • ტეგების მიხედვით

    Type tags separated by commas.
  • ავტორის მიხედვით

კონტენტის ტიპი


დისკუსიები

  • სადისკუსიო ბადე
    • პოლიტიკა & საზოგადოება
    • განათლება & მეცნიერება
    • ჯანმრთელობა & მედიცინა
    • ხელოვნება & კულტურა
    • გ ვ ი რ ი ლ ა
    • ზოგადი დისკუსიები
  • თავისუფალი ბადე
    • F L A M E
  • ადმინისტრაციული ბადე
    • ბადეს შესახებ

მომიძებნე მხოლოდ

ან მომიძებნე


შექმნის დრო

  • Start

    End


განახლებული

  • Start

    End


Filter by number of...

რეგისტრაციის დრო

  • Start

    End


ჯგუფი


სქესი


ჰობი

Found 1 result

  1. ადამიანი მთვარეზე ბოლოს 1972 წელს გაფრინდა. მას შემდეგ თითქმის 50 წელი გავიდა. ხშირად ამბობენ, რომ ამას არა სამეცნიერო-ტექნოლოგიური, არამედ პოლიტიკური და ფინანსური მიზეზები აქვს. 1969 წლის 20 ივლისს ნილ არმსტრონგი გახდა პირველი ადამიანი, ვინც მთვარეზე გაიარა. ეს იყო ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი მოვლენა კაცობრიობის ისტორიაში. მთლიანობაში, NASA-მ Apollo-ს პროგრამის ფარგლებში სულ 12 ასტრონავტი გაუშვა დედამიწის ერთადერთი ბუნებრივი თანამგზავრის შესასწავლად. თუმცა, მეთერთმეტე პილოტირებული მისია Apollo 17, რომელიც მთვარეზე 1972 წლის დეკემბერში დაეშვა, ჯერჯერობით, უკანასკნელია. NASA-ს ადმინისტრატორის – ჯიმ ბრაიდენსტაინის განცხადებით, რომ არა პოლიტიკური რისკები, ადამიანები ახლა არა მხოლოდ მთვარეზე, არამედ, შესაძლოა, მარსზეც გაფრენილიყვნენ. ოფიციალური ვერსიით, Apollo-ს პროგრამის ბოლო სამი დაგეგმილი მისია – Apollo 18, Apollo 19 და Apollo 20 ფინანსური პრობლემების გამო გაუქმდა. თუმცა, არსებობს მოსაზრება, რომ იმდროინდელმა პრეზიდენტმა რიჩარდ ნიქსონმა დაგეგმილი მისიები სიფრთხილის გამო გააუქმა. ნიქსონმა ბევრი იბრძოლა იმისათვის, რომ მთვარეზე პირველი დაშვება მის სახელთან ყოფილიყო დაკავშირებული. მას ეშინოდა, რომ წარუმატებელი გაფრენა სერიოზულად შეამცირებდა მისი პრეზიდენტად კიდევ ერთხელ არჩევის შანსებს. ამას დაემატა ისიც, რომ ამერიკელი ხალხი კოსმოსური მოგზაურობებისთვის კოლოსალური თანხების ხარჯვას აპროტესტებდა. ამიტომ, 1970 წლის იანვარში Apollo 20 გაუქმდა. სამ თვეში კი Apollo 13-ის სახიფათო მოგზაურობამ ნიქსონი დაარწმუნა, რომ სწორი გადაწყვეტილება მიიღო და Apollo 18-ისა და Apollo 19-ის გაუქმებასაც დაუჭირა მხარი. მთლიანობაში, პროგრამის გაუქმება როგორც ნიქსონის დამოკიდებულებამ, ასევე ფინანსურმა პრობლემებმა განაპირობა. თუ 1965 წელს NASA ფედერალური ბიუჯეტიდან 4%-ს იღებდა, ეს მაჩვენებელი 40 წელზე მეტია 1%-ს ქვემოთაა. SpaceX vs Blue Origin Apollo-ს პროგრამის გაუქმებას NASA-ს ხელმძღვანელები დათანხმდნენ და Space Shuttle-ის პროგრამაზე გადაერთნენ. არავინ იცის, ეს გადაწყვეტილება გულწრფელად მიიღეს, თუ უბრალოდ, პრაგმატულობა გამოიჩინეს. თუმცა, ფაქტია, რომ მას შემდეგ NASA სამუდამოდ შეიცვალა – დაკარგა პრივილეგირებული პოზიცია და სახელმწიფო ბიუჯეტიდან დაფინანსებულ ერთ-ერთ რიგით პროგრამად იქცა. მართალია, ამბობენ, რომ ადრე თუ გვიან ეს ყველაფერი მაინც მოხდებოდა, მაგრამ ნიქსონმა პროცესები მნიშვნელოვნად დააჩქარა. NASA-ს მთელი ბიუჯეტი უკვე ხმარდებოდა Space Shuttle-ის პროგრამას (მრავალჯერადი გამოყენების სატრანსპორტო ხომალდს, რომელიც დედამიწაზე ბრუნდება როგორც თვითმფრინავი). სიტუაცია შეიცვალა 2004 წლის იანვარში, როდესაც პრეზიდენტმა ჯორჯ ბუშმა განაცხადა, რომ ადამიანები ჯერ მთვარეზე უნდა დაბრუნებულიყვნენ და შემდეგ მარსზეც ეფიქრათ. თუმცა, ბუშს არაფერი უთქვამს დაფინანსების შესახებ. შედეგად, ახალი პროგრამა Constellation ძალიან ნელა მიიწევდა წინ, სანამ შემდეგმა პრეზიდენტმა ბარაკ ობამამ არ გააუქმა იგი. ობამამ NASA-ს მარსზე კონცენტრაციისკენ მოუწოდა. NASA2017 წელს პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა კვლავ გაააქტიურა მთვარეზე დაბრუნების საკითხი. ვიცე-პრეზიდენტმა მაიკ პენსმა კი განაცხადა, რომ Artemis-ის პროგრამის ფარგლებში ამერიკელი ასტრონავტები მთვარეზე 2024 წლამდე დაბრუნდებოდნენ. მისი თქმით, მათ შორის უნდა იყვნენ პირველი ქალი და პირველი ფერადკანიანი ასტრონავტები. საზოგადოების გასაკვირად, ტრამპის კოსმოსურ გეგმებს მხარი დაუჭირა ახლად არჩეულმა პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა და განაცხადა, რომ Artemis გაგრძელდებოდა. ამ ეტაპზე ვარაუდობენ, რომ მთვარეზე დაბრუნება 2024 წლამდე ვერ მოესწრება და თარიღი გადაიწევს. NASA-ს ხელმძღვანელობა მაინც ბედნიერია, ახალმა პრეზიდენტმა გეგმები რომ აღარ შეცვალა. მიუხედავად ამისა, დაფინანსების საკითხი კონგრესში კვლავ დავის საგანია. მარტივად რომ ვთქვათ, ადამიანები მთვარეზე იმიტომ ვერ დაბრუნდნენ, რომ ხალხის აზრით, კოსმოსური მოგზაურობები ძალიან ძვირია, სახელმწიფოების აზრით კი – ძალიან საშიში. ამერიკელი ხალხის უმრავლესობას ურჩევნია, რომ მათ მიერ გადახდილი გადასახადები სხვა სფეროებს მოხმარდეს. ისინი ფიქრობენ, რომ Apollo-ს ძვირად ღირებულ პროგრამას და მის ფარგლებში ჩატარებულ ექსპერიმენტებს მნიშვნელოვანი შედეგები არ მოჰყოლია. პრეზიდენტებსა და მათ ადმინისტრაციებს კი არც ხალხის პროტესტი სურთ და არც პასუხისმგებლობის აღება ასეთ ძვირად ღირებულ და სახიფათო მისიებზე. თუმცა, დროთა განმავლობაში კოსმოსურ პაექრობაში ჩაერთნენ მილიარდერების მიერ დაფუძნებული კერძო კომპანიები: ილონ მასკის SpaceX, ჯეფ ბეზოსის Blue Origin და რიჩარდ ბრენსონის Virgin Galactic, რომელთა მიზანი კოსმოსის კომერციალიზაციაა. მიმდინარე წლის აპრილში NASA-მ SpaceX-თან $2.9-მილიარდიანი კონტრაქტი გააფორმა, რომლის ფარგლებშიც მასკის კომპანია Artemis-ის პროგრამისთვის მთვარეზე დასაჯდომ მოდულს შექმნის. The post რატომ აღარ ვყოფილვართ მთვარეზე appeared first on BusinessFeed.