Jump to content
×
×
  • Create New...

ძებნა

'მეთაურები' ძებნის შედეგები.

  • ტეგების მიხედვით

    Type tags separated by commas.
  • ავტორის მიხედვით

კონტენტის ტიპი


დისკუსიები

  • სადისკუსიო ბადე
    • პოლიტიკა & საზოგადოება
    • განათლება & მეცნიერება
    • ჯანმრთელობა & მედიცინა
    • ხელოვნება & კულტურა
    • გ ვ ი რ ი ლ ა
    • ზოგადი დისკუსიები
  • თავისუფალი ბადე
    • F L A M E
  • ადმინისტრაციული ბადე
    • ბადეს შესახებ

მომიძებნე მხოლოდ

ან მომიძებნე


შექმნის დრო

  • Start

    End


განახლებული

  • Start

    End


Filter by number of...

რეგისტრაციის დრო

  • Start

    End


ჯგუფი


სქესი


ჰობი

Found 1 result

  1. შეერთებული შტატების თავდაცვის ათი ყოფილი მდივანი, "ვაშინგტონ პოსტში" გამოქვეყნებულ სტატიაში შეიარაღებული ძალების პოლიტიზირების და არჩევნების გაყალბების უსაფუძვლო ბრალდებებში მათი ჩართვის წინააღმდეგ საუბრობენ. თავდაცვის ყოფილი მდივნები, ორივე, რესპუბლიკური და დემოკრატიული ადმინისტრაციებიდან, წერილში ამბობენ, რომ არჩევნების შედეგები ნათელია. 3 ნოემბრის არჩევნებს, ზოგიერთ შტატში შედეგების გადათვლა მოჰყვა. უმეტეს შემთხვევაში, სასამართლომ არ მიიღო განხილვაში ან არ დააკმაყოფილა პრეზიდენტ ტრამპის ბრალდებები გაყალბების თაობაზე მტკიცებულებების არ არსებობის გამო. მიუხედავად იმისა, რომ პრეზიდენტი ტრამპი წერილში ნახსენები არ არის, წერილი სწორედ მისკენაა მიმართული. „[არჩევნების] შედეგებზე კითხვების დასმის დრო გავიდა, დადგა ფორმალურად საარჩევნო კოლეგიის ხმების დათვლის, როგორც კონსტიტუცია და კანონი ითვალისწინებს“, - აცხადებენ ისინი. პენტაგონის ყოფილმა ხელმძღვანელებმა არჩევნების შედეგების შეცვლის მცდელობაში ადმინისტრაციას შეიარაღებული ძალების ნებისმიერი სახით გამოყენების წინააღმდეგ მოუწოდეს. „მცდელობა, რომ ამერიკის შეირაღებული ძალების საარჩევნო დავის გადაჭრაში ჩაერთოს, ჩვენ საშიშ, უკანონო და არაკონსტიტუციურ გზაზე გადაგვიყვანს“, - წერენ ისინი. უკანასკნელი რამდენიმე კვირის განმავლობაში, შეიარაღებული ძალების რამდენიმე მაღალჩინოსანმა, მათ შორის, გენერალური შტაბის თავმჯდომარე მარკ მილიმ, განაცხადეს, რომ შეიარაღებულ ძალებს არანაირი როლი არ აქვს არჩევნების შედეგების გადაწყვეტაში. მათი განცხადებით, ჯარი ამერიკის კონსტიტუციის ერთგულია და არა რომელიმე ინდივიდუალური ლიდერის თუ პოლიტიკური პარტიის მიმართ. „სამოქალაქო და სამხედრო პირები, რომლებიც მსგავს ქმედებებს შეასრულებენ ან ბრძანებას გასცემენ, პასუხს აგებენ, მათ შორის, სისხლის სამართლის კოდექსით, ჩვენი რესპუბლიკისთვის მათი ქმედებებით მიყენებული მძიმე ზარალის გამო“, - ნათქვამია წერილში. სტატიას "ვაშინგტონ პოსტში" ხელს დიკ ჩეინი, უილიამ პერი, დონალდ რამსფელდი, უილიამ კოენი, რობერტ გეითსი, ლეონ პანეტა, ჩაკ ჰეგელი, ეშ კარტერი, ჯეიმს მატისი და მარკ ესპერი აწერენ. მატისი პირველი თავდაცვის მდივანი იყო პრეზიდენტ ტრამპის ადმინისტრაციაში. ის 2018 წელს გადადგა. მატისი ესპერმა ჩაანაცვლა, რომელიც პრეზიდენტმა ტრამპმა თანამდებობიდან, 3 ნოემბრის საპრეზიდენტო არჩევნების შემდეგ რამდენიმე დღეში გაათავისუფლა.