Jump to content
×
×
  • Create New...

ძებნა

'მაქს ვებერის მიხედვით' ძებნის შედეგები.

  • ტეგების მიხედვით

    Type tags separated by commas.
  • ავტორის მიხედვით

კონტენტის ტიპი


დისკუსიები

  • სადისკუსიო ბადე
    • პოლიტიკა & საზოგადოება
    • განათლება & მეცნიერება
    • ჯანმრთელობა & მედიცინა
    • ხელოვნება & კულტურა
    • გ ვ ი რ ი ლ ა
    • ზოგადი დისკუსიები
  • თავისუფალი ბადე
    • F L A M E
  • ადმინისტრაციული ბადე
    • ბადეს შესახებ

მომიძებნე მხოლოდ

ან მომიძებნე


შექმნის დრო

  • Start

    End


განახლებული

  • Start

    End


Filter by number of...

რეგისტრაციის დრო

  • Start

    End


ჯგუფი


სქესი


ჰობი

Found 1 result

  1. ,,რკინის გალია“ (Stahihartes Gehaeuse)- არის მეტაფორა, რომელიც გერმანელმა სოციოლოგმა მაქს ვებერმა ,,პროტესტანტული ეთიკასა და კაპიტალიზმის სულისკვეთების“ ბოლო გვერდებზე გამოიყენა. ვებერის მიხედვით, კაპიტალიზმი მისი ორი მახასიათებლის- ბიურიკრატიზმისისა და რაციონალიზაციის წყალობით- თავის მარწუხებში აქცევს ყველა ინდივიდს, განუსაზღვრავს ადამიანს ცხოვრების სტილს, თან არამხოლოდ იმ ადამიანების ცხოვრებას ცვლის, რომლებიც ჩართული არიან კონკრეტულ ეკონომიკურ საქმიანობაში, ,,არამედ ყველა ადამიანის ცხოვრებას ეხება, რომლებიც მოდერნული სისტემის ნაწილი არიან, დაბადებიდანვე“. ამ ყველაფრიდან გამომდინარე, ,,რკინის გალია“ ინდივიდს ათავსებს ისეთ ბიუროკრატიული სისტემაში, რომელიც დაფუძნებულია მხოლოდ განსაზღვრულ სარგებელზე და რაციონალურ გათვლაზე. ვებერის მიხედვით თანამედროვე სამყაროში კაპიტალიზმმა შექმნა სრულიად ახალი რეალობა, რომელიც დომინანტურია და აქვს ინდივიდთა ყოველდღიურობის რუტინიზაციის პერსპექტივა. როგორც ვებერი აჩვენებს, რაციონალიზაციის და ბიუროკრატიზაციის ზრდა წარმოქმნის პიროვნების თავისუფლებისთვის საფრთხეს. ტექნოლოგიური და ეკონომიკური ურთიერთობები, რომელიც კაპიტალისტური წარმოების შედეგია, საზოგადოების, სულ უფრო, ფუნდამენტურ და განმსაზღვრელ ძალებად იქცევა. ეს სოციალური სტრუქტურა კი ინდივიდს არც თუ ისე მომხიბვლელ სამყაროში ცხოვრებას სთავაზობს. სოციალური შრომის დანაწილება და სოციალური სტრუქტურის იერარქიულ კიბეზე გარკვეული ადგილის დაკავება არის ინდივიდისთვის ცხოვრების ერთადერთი შაბლონი, ინდივიდისთვის ცხოვრების სხვა ალტერნატიული ვარიანტი არ არსებობს. ამრიგად, ,,რკინის გალიაში“ დაბადებული ინდივიდები ცხოვრობენ ამ გალიის მოთხოვნებიდან გამომდინარე და ახდენენ რკინის გალიის მუდმივ კვლავწარმოებას. ცხოვრების სხვა ვარიანტებზე მათი ინფორმაცია არ აქვთ და არც თავისუფლები არიან. ამასთანავე, რაციონალიზაციას მივყავართ ,,მნიშვნელობის და შინაგანი საჭიროების დაკარგვისადმი“ (Sinnverlust und innere Not). რის შედეგადაც, თანამედროვეობაში ჩნდება ,,მნიშვნელობის არარსებობის“ პრობლემა. ანუ მუშაობ იმისათვის რომ გამოიმუშავო თანხა, დააგროვო დოვლათი, მაგრამ ამ დოვლათის მოპოვების იქით სხვა ღირებულ საქმიანობას ვე ანხორციელებ. ვებერის ,,რკინის გალიის“ კონცეფცია კარგად ჩანს ლიტერატურაში. მაგალითად, ფრანც კაფკას ,,პროცესი“ ნათლად აღწერს იმ ბიუროკრატიულ აპარატს და რაციონალიზებულ რუტინას, რომელშიც ვებერისდროინდელ, მოდერნულ ინდივიდს უწევდა ცხოვრება. ამავდროულად, თანამედროვე ადამიანებისათვის, ,,რკინის გალია“ შეხსენებაა იმ საფრთხეების, რომელიც სამეცნიერო თუ ეკონომიკურ პროგრესს და ,,განაჯადოებულ სამყაროს“ ახლავს თან.