Jump to content
×
×
  • Create New...

ძებნა

'მასლოუს' ძებნის შედეგები.

  • ტეგების მიხედვით

    Type tags separated by commas.
  • ავტორის მიხედვით

კონტენტის ტიპი


დისკუსიები

  • სადისკუსიო ბადე
    • პოლიტიკა & საზოგადოება
    • განათლება & მეცნიერება
    • ჯანმრთელობა & მედიცინა
    • ხელოვნება & კულტურა
    • გ ვ ი რ ი ლ ა
    • ზოგადი დისკუსიები
  • თავისუფალი ბადე
    • F L A M E
  • ადმინისტრაციული ბადე
    • ბადეს შესახებ

მომიძებნე მხოლოდ

ან მომიძებნე


შექმნის დრო

  • Start

    End


განახლებული

  • Start

    End


Filter by number of...

რეგისტრაციის დრო

  • Start

    End


ჯგუფი


სქესი


ჰობი

Found 1 result

  1. მასლოუს ადამიანური მოთხოვნილებათა პირამიდის თეორია ადამიანის მოთხოვნილებებში გასარკვევად დღემდე ყველაზე პოპულარული და აპრობირებული მასლოუს თეორიაა, რომელიც საშუალებას გვაძლევს უკეთ ჩავწვდეთ საკუთარი ქმედებების საფუძველს და საკუთარი მოთხოვნილებების შესახებ ცოდნა რეალურ კარიერულ სიტუაციებში გამოვიყენოთ. მასლოუ ადამიანს განიხილავს, როგორც ერთ, ინტეგრირებულ და ორგანიზებულ მთლიანობას. მისი თეორია ადამიანზეა ცენტრირებული და განიხილავს ადამიანის ბაზისულ მიზნებს - ზოგად მიზნებსა და მოთხოვნილებებს და არა კონკრეტულ საგნებსა თუ ობიექტებზე მიმართულს. ეს ფუნდამენტური მიზნები თუ მოთხოვნილებები ხშირად არის ამოუცნობი ადამიანისათვის, თუმცა ქვეცნობიერად წარმართავს მთელ მათ ცხოვრებას. http://myprofession.gov.ge/sites/default/files/files/2.pngმასლოუს თეორიის მნიშვნელოვნება პროფესიის ფსიქოლოგიაში, მდგომარეობს თეორიის იერარქიულობაში. ავტორი ერთმანეთისაგან განარჩევს მაღალი და დაბალი რანგის მოთხოვნილებებს. თეორიის თანახმად, ადამიანის მოთხოვნილებები იერარქიულია. როდესაც ერთი მოთხოვნულებაა დომინანტური, ის განსაზღვრავს ადამიანის ქცევას და თუ აქტიური მოთხოვნილება არ დაკმაყოფილდა, ადამიანს ნაკლებად უჩნდება სხვა მოთხოვნილების დაკმაყოფილების სურვილი. სწორედ ამაში მდგომარეობს მოთხოვნილებების იერარქიულობის არსი. მოცემული იერარქიული მოდელი სასარგებლოა ადამიანის ნორმალური თუ ნევროტიკური ქცევის ასპექტების ასახსნელად. ქვემოთ წარმოდგენილია მასლოუს მოთხოვნილებები, რომლებიც იერარქიულობის პრინციპით არის დალაგებული: ფიზიოლოგიური, ბიოლოგიური მოთხოვნულებები უსაფრთხოების მოთხოვნილება სიყვარულისა და მიკუთვნებულობის მოთხოვნილებები მნიშვნელოვნების, პატივისცემის, თვითპატივისცემისა და დამოუკიდებლობის მოთხოვნილებები ინფორმირებულობის მოთხოვნილება გაგების/წვდომის მოთხოვნილება სილამაზით/ესთეტიკით ტკბობის/სიამოვნების მიღების მოთხოვნილება თვითაქტუალიზაციის მოთხოვნილება ზემოთ ჩამოთვლილი მოთხოვნილებების დაკმაყოფილება/არ დაკმაყოფილება განსაზღვრავს ჩვენ სიძლიერესა და მოქმედების სპეციფიკას. უმარტივეს შემთხვევაში, ადამიანის ქცევას განსაზღვრავს ფიზიოლოგიური/ბიოლოგიური მოთხოვნილებები: თუკი ადამიანს არ აქვს დაკმაყოფილებული შიმშილისა და წყურვილის მოთხოვნილება, მას ნაკლები ალბათობით გაუჩნდება სხვა მოთხოვნილების დაკმაყოფილების სურვილი. ასევე, თუკი ადამიანი არ არის უზრუნველყოფილი თავშესაფრით, შესაბამისად, არ აქვს დაკმაყოფილებული ელემენტარული უსაფრთხოების მოთხოვნილებები, თეორიის თანახმად, ნაკლებად უჩნდება სიყვარულისა და მიკუთვნებულობის მოთხოვნილებები. შესაძლებელია, გამონაკლის ადამიანს დათრგუნული ჰქონდეთ ქვედა რანგის მოთხოვნილებები, თუმცა ნაკლებად მოსალოდნელია, რომ მშიერი ადამიანის მთავარი მიზანი თვითრეალიზაცია იქნება. http://myprofession.gov.ge/sites/default/files/files/12%20needs.pngმასლოუ საკუთარ თეორიაში არ საუბრობს იმაზე, თუ რამდენად განსხვავდებიან ადამიანები კონკრეტული მოთხოვნილების აქტუალობის სიძლიერით, თუმცა თეორიის გარეშეც უნდა დავუშვათ, რომ ეს ნამდვილად ასეა. სავარაუდოა, რომ ისეთი მაღალი რანგის მოთხოვნილებები, როგორიცაა ინფორმირებულობა ან/და სილამაზით ტკბობის მოთხოვნილებები, ყველა ადამიანისათვის თანაბრად აქტუალური არ არის. შესაძლებელია, სწორედ კონკრეტული მოთხოვნილების დაკმაყოფილების ძლიერი სურვილი განსაზღვრავს ადამიანის კარიერულ არჩევანს.