Jump to content
×
×
  • Create New...

ძებნა

'მართვის' ძებნის შედეგები.

  • ტეგების მიხედვით

    Type tags separated by commas.
  • ავტორის მიხედვით

კონტენტის ტიპი


დისკუსიები

  • სადისკუსიო ბადე
    • პოლიტიკა & საზოგადოება
    • განათლება & მეცნიერება
    • ჯანმრთელობა & მედიცინა
    • ხელოვნება & კულტურა
    • გ ვ ი რ ი ლ ა
    • ზოგადი დისკუსიები
  • თავისუფალი ბადე
    • F L A M E
  • ადმინისტრაციული ბადე
    • ბადეს შესახებ

მომიძებნე მხოლოდ

ან მომიძებნე


შექმნის დრო

  • Start

    End


განახლებული

  • Start

    End


Filter by number of...

რეგისტრაციის დრო

  • Start

    End


ჯგუფი


სქესი


ჰობი

Found 2 results

  1. გარემო, რომელშიც ვცხოვრობთ, დროთა განმავლობაში სულ უფრო სწრაფად იცვლება. დროის აჩქარებამ ორგანიზაციებსაც მოსთხოვა სამუშაო პროცესის სწრაფი ტემპით წარმართვა. ახალი გამოწვევა ყველაზე მკაფიოდ პირველად პროგრამული უზრუნველყოფის სფეროში გამოიკვეთა. ამ სფეროში დასაქმებული ადამიანების ჯგუფმა დაინახა, რომ მომხმარებლების მოთხოვნები იმდენად სწრაფად იცვლებოდა, ახლის შექმნასა თუ ძველის განახლებას, მათ საჭიროებებზე მორგებას ვეღარ ასწრებდნენ. სწორედ ამ დროს ალაპარაკდნენ ორგანიზაციების ტრადიციული მმართველობის სისტემის მოუქნელობასა და ბიუროკრატიაზე. ასე მივიდნენ Agile-მდე – მმართველობის განსხვავებული პრინციპებისა და ღირებულებების მოდელამდე. Agile ცვლის ორგანიზაციის ტრადიციულ იერარქიას, რომელიც დირექტორების, დიდი განყოფილებებისა და დეპარტამენტებისგან შედგება. სანაცვლოდ თანამშრომლებს პატარა გუნდებად ჰყოფს და მათში სხვადასხვა კომპეტენციის ადამიანებს აწევრიანებს. ის არც მკაცრად განსაზღვრულ სამოქმედო გეგმას მიჰყვება. დროში გახანგრძლივებულ მიზნებს პატარა ამოცანებად ანაწილებს და თითოეულ გუნდს მოკლე ვადაში რეალურად შესრულებად დავალებებს აძლევს. მცირე დროში გაწერილი ქმედებების ჯაჭვი გუნდებსა და მენეჯერებს საშუალებას აძლევს დროულად შეაფასონ, რამდენად სწორად მიდიან დასახულ მიზნებამდე, საჭიროების შემთხვევაში შეცვალონ ისინი და სრულად მოარგონ მომხმარებლის მოთხოვნებს. Agile-ის ერთ-ერთი მთავარი პრინციპი თანამშრომლებს შორის მუდმივი ინტერაქცია, გამოცდილებებისა და მოსაზრებების ერთმანეთისთვის გაზიარებაა, რაც პროცესს უფრო საინტერესოსაც ხდის და ორგანიზაციაში სიახლეების დანერგვასაც ამარტივებს. Agile მეთოდოლოგიას ჩამოყალიბებული სახე 2000-იან წლებში მიეცა. დღეს ის უკვე ისეთ დიდ კომპანიებშია დანერგილი, როგორებიცაა Amazon, Google, Netflix, ING. საქართველოში კი ერთ-ერთი პირველი დიდი კომპანია, რომელმაც მენეჯმენტში Agile ტრანსფორმაცია გადაწყვიტა, თიბისია. „თიბისიმ, როგორც ლიდერმა დამსაქმებელმა, ორგანიზაციული ცვლილების საჭიროება ჯერ კიდევ ორი-სამი წლის წინ დაინახა. მივხვდით, რომ ჩვენ მიერ დასახული მიზნების მისაღწევად და ახალი გამოწვევების საპასუხოდ მას მეტი მოქნილობა სჭირდებოდა. Agile მეთოდოლოგია კიდევ უფრო ადრე IT-ის მიმართულებით პროექტების მართვის ნაწილში დავნერგეთ. შედეგებმა კარგად დაგვანახვა, ამ მიდგომის მასშტაბირება ყველა რელევანტური მიმართულებით აუცილებელი იყო, შესაბამისად, Agile ტრანსფორმაციის პირველივე ეტაპზე სრულად დავფარეთ ბიზნესისა და IT-ის მიმართულება, მოგვიანებით რისკების ნაწილიც მოვიცავით და ახლაც აქტიურად ვმუშაობთ ამ მოდელის ოპერაციულ ნაწილში გადატანაზეც. წინ ნაბიჯ-ნაბიჯ მივდივართ, გადაწყვეტილებებს ვიღებთ და ვაკვირდებით“, – ამბობს თიბისის Agile-ის ტრანსფორმაციის ლიდერი ინგა ყელაურაძე. ინგა ყელაურაძე / ფოტო: თიბისითიბისიმ ორგანიზაცია ლიგებად, გუნდებად და ლეგიონებად დაყო. ლიგა ყველაზე დიდი, 50-150 წევრისგან შემდგარი სტრუქტურაა. მისი წევრები ბიზნესმიმართულებებს განსაზღვრავენ და ძირითად მიზნებს სახავენ. გუნდი მაქსიმუმ 9 წევრისგან შედგება, მას კონკრეტული მიზანი აქვს და ამ მიზნისთვის საჭირო ყველა კომპეტენციის თანამშრომელს აერთიანებს. ლეგიონი კი 4-10 წევრისგან კომპლექტდება და ერთი კომპეტენციის თანამშრომლებს აერთიანებს. ლეგიონის წევრობა იმავდროულად რომელიმე გუნდის წევრობასაც გულისხმობს. ინგა ყელაურაძე ამბობს, რომ Agile პრინციპებისა და ღირებულებების ორგანიზაციაში ადაპტაცია მნიშვნელოვანი კულტურული ცვლილებაა. ის თანამშრომლებისგან განსხვავებული მიდგომებისა და დამოკიდებულებების ჩამოყალიბებას მოითხოვს: „ძნელია თანამშრომლებს უთხრა, რომ ორგანიზაციის ძველი მოწყობა, ძველი მიდგომები ერთიანად დაივიწყონ. პრინციპების გადააზრებას და ახალი ღირებულებების დანახვას ბევრი მუშაობა და დრო სჭირდება. ამიტომ, ორგანიზაციის მენეჯმენტის მხრიდან თანამშრომლების მხარდაჭერის, მათთვის დროის მიცემის გარეშე არაფერი გამოვა, თუმცა, ამავდროულად სიმტკიცე და პრინციპულობა გადამწყვეტია, სამწუხაროდ Agile გარემო ყველასთვის მისაღები ფორმაცია არ არის. ძალიან გავაძლიერეთ შიდა კომუნიკაცია, ყოველ პარასკევს ბანკის გენერალური დირექტორი პირადად ხვდება თანამშრომლებს, სადაც ღიად ვსაუბრობთ ყველაფერზე, რაც შესაძლოა, თანამშრომლებს აწუხებდეთ ან აინტერესებდეთ. კიდევ ერთი სირთულე Agile ტრანსფორმაციის დროს ბალანსის დაჭერაა. ფოკუსირებული და შემცირებული გუნდები მეტ თავისუფლებას, კომპეტენციის ფარგლებში გადაწყვეტილების მიღების მეტ შესაძლებლობებს ქმნის, თუმცა, საზღვრები ისე უნდა გაავლო, რომ ეს პროცესი ქაოსში არ გადაიზარდოს“. ინგა ყელაურაძე ამბობს, რომ Agile ტრანსფორმაციის სწორად წარმართვას ინტენსიური მუშაობა და მრავალმხრივი მიდგომა სჭირდება. ის არ არის მხოლოდ სტრუქტურული ან ტექნოლოგიური ცვლილება და ორგანიზაციის ბევრ ასპექტს ფარავს. თუმცა, ამ სირთულის მიუხედავად, დღევანდელ რეალობაში მმართველობის უალტერნატივო მოდელად მიიჩნევს. ის Agile-ის მთავარ ღირებულებებს გამოყოფს – მთავარ ფოკუსს მომხმარებელზე და მის უკუკავშირზე, პრობლემებისა და ხარვეზების სწრაფად აღმოჩენის შესაძლებლობას და საჭიროებებზე სწრაფად რეაგირების უპირატესობას. ამბობს, რომ მოწყობის ამ მოდელს ზედაპირზე ამოაქვს ყველა ის ნაკლი, რაც ორგანიზაციას ხელს უშლის, იყოს უფრო ეფექტიანი და მომხმარებელზე მეტად ორიენტირებული. „ორი წლის შემდეგ Agile ტრანსფორმაციის დახმარებით თიბისიმ დასახულ მიზნებს თითქმის ყველა მიმართულებით მიაღწია – ორჯერ შემცირდა ცვლილებების დანერგვის დრო, გაიზარდა თანამშრომელთა ბედნიერების ინდექსი, თიბისი ბევრად საინტერესო და მიმზიდველი დამსაქმებელი გახდა, მნიშვნელოვნად გაუმჯობესდა კომპანიის მოქნილობა დელეგირებისა და გადაწყვეტილებების სწრაფად მიღების ხარჯზე, შემცირებული ბიუროკრატიითა და ნაკლები ორგანიზაციული იერარქიით. Agile მეტ შესაძლებლობას აჩენს, თიბისის მომხმარებლებს საუკეთესო გამოცდილება შევუქმნათ და მათი ცხოვრების გამარტივება შევძლოთ“, – ამბობს ინგა ყელაურაძე. The post Agile მეთოდოლოგია – მართვის მოქნილი მოდელი სწრაფი ცვლილებების ეპოქაში appeared first on BusinessFeed.
  2. თითოეული ადამიანისთვის მნიშვნელოვანია ურთიერთგაგება ჰქონდეს ოჯახთან, მეგობრებთან, კოლეგებთან და მის გარშემო არსებულ სამყაროსთან. ამასთან, უახლოეს ადამიანებსაც კი აქვთ საკუთარი განსაკუთრებული მრწამსი, ხასიათი, განწყობა. ეს განსხვავებები ქმნის ბარიერებს სხვადასხვა კომუნიკაციურ სიტუაციებში გაგებისა და კონფლიქტების პროვოცირებაში. ბრაზი, წყენა, რისხვა - ეს ნეგატიური გამოვლინებები აფერმკრთალებს პოზიტიურ გამოვლინებებს და შესაძლებელია სრულიად წაშალონ ისინი. არაკონტროლირებადმა ემოციებმა შეიძლება ადამიანი აიძულოს ზედმეტი ილაპარაკოს და გაართულოს სიტუაცია. დაფიქრების შემდეგ კი შეიძლება მიხვდეს, რომ ამდენი არ უნდა ელაპარაკა, ასე არ უნდა მოქცეულიყო, თუმცა შედეგი უკვე სახეზეა. სწორედ ამიტომ არის მნიშვნელოვანი ემოციების მართვის უნარის განვითარება, რადგანაც სწორედ ემოციები უდევს საფუძვლად სხვადასხვა ტიპის კონფლიქტებს. ემოციების მართვა არ არის მათი ჩახშობა. ემოციებისაგან განთავისუფლება აუცილებელია ადამიანისთვის. დადასტურებულია, რომ გრძნობების გამოხატვის შეუძლებლობა უარყოფითად მოქმედებს ადამიანის ფსიქიკურ და ფიზიკურ ჯანმრთელობაზე. ძველი წყენა, ფარული სიბრაზე, აგრესია მრავალი დაავადების ფსიქოსომატური მიზეზებია. თუ ადამიანი ნებისმიერ ფასად ცდილობს გარე სიმშვიდის შენარჩუნებას, ის საკუთარ თავს სერიოზული რისკის წინაშე ამყოფებს. ემოციები აუცილებელ მექანიზმს წარმოადგენს სხეულის სტრესზე დაუყოვნებლად რეაგირებისთვის. შიში ენერგიას აძლევს საფრთხისგან თავის დასაღწევად; გაბრაზება ააქტიურებს კუნთებს და გამორიცხავს შიშს; სიბრაზე ხელს უშლის ყველა დაბრკოლებას. ემოციების გავლენით ხდება ძალების მყისიერი მობილიზაცია. აქ ყურადღება მინდა გავამახვილო სტრესის მიმართ მდგრადობის უნარზე, რადგანაც უკვე საყოველთადო აღიარებულია, რომ წარმატებისა და ჰარმონიული ცხოვრების მისაღწევად, ერთ-ერთ უმნიშვნელოვან როლს სწორედ ეს უნარი ასრულებს. ჩემს პროფესიულ გამოცდილებაზე დაყრდნობით შემიძლია ვთქვა, რომ ადამიანს სურვილის შემთხვევაში შეუძლია დამოუკიდებლადაც გამოიმუშაოს ნებისმიერი უნარი, თუკი იცის რას მიაქციოს ყურადღება და რა ვარჯიშები გააკეთოს. ამიტომ შევეცდები ძალიან მარტივად და გასაგებად დავწერო თუ რას უნდა მიექცეს ყურადღება ამ უნარის განვითარებისათვის. მარტივად, რომ ავხსნა, სტრესის მიმართ მდგრადობა ეს არის უნარი, არ დასტრესო საკუთარი თავი რაც არ უნდა ხდებოდეს პირად ან პროფესიულ გარემოში. უნარი ეს არის ნეიროფიზიოლოგიური პროცესი ( ემოციების დროს ჩვენ მათ განვიცდით, როგორც ფიზიკურად, ისე კოგნიტურად) , რომლის განვითარებასაც ესაჭიროება ყოველდღიური მუშაობა 21-66 დღის ანუ 1-2- თვის განმავლობაში. ხშირ შემთხვევაში, სტრესის მიმართ მდგრადობას აიგივებენ მის მიმართ გამძლეობასთან ან ამტანობასთან, რაც არასოწია. გამძლეობა გულისხმობს, რომ სტრესს შეუძლია თავისი ნეგატიური ზემოქმედება მოახდინოს, თუმცა ორგანიზმი მას უძლებს. სტრესის ნეგატიური ზემოქმედება კი ძალიან დიდ ნეგატიურ ენერგიას მოიცავს, რაც დამანგრეველია როგორც პიროვნული ისე ფიზიოლოგიური თვალსაზრისით. სიღრმისეულად თუ შევხედავთ, ფსიქოლოგიური თვალსაზრისით არ არსებობს სტრესი. არსებობს სამყაროში სხვადასხვა მოვლენები, ფენომენები, ვითარებები და ჩვენ გვაქვს მათ მიმართ გარკვეული დამოკიდებულებები. სწორედ ეს დამოკიდებულებები წარმოადგენს ჩამრთველებს ჩვენი ემოციების გამოსახატად. თუ გარკვეულ სიტუაციებზე ჩვენი რეაქცია იქნება სტრესოგენული, ის აუცილებლად აისეხება ჩვენს ვეგეტატიურ ნერვულ სისტემაზე, რომელიც აუცილებლად აისახება ჩვენს ქცევაზე და ემოციურ მდგომარეობაზე. უფრო გასაგები და მარტივი რომ გახდეს რაზე ვსაუბრობ, გთავაზობთ გააკეთოთ ერთი პატარა სავარჯიშო: დახუჭეთ თვალები. წარმოიდგინეთ კარგი ყვითელი ლიმონი. გაჭერით ლიმონი შუაში. ეხლა გაწურეთ ეს ლიმონი და დაიწვეთეთ ენაზე. კარგად წარმოიდგინეთ ლიმონის წვენი, რომელიც გეწვეთებათ ენაზე. ამ სავარჯიშოს შესრულებისას ადამიანების 90%ს ნერწყვი გამოეყოფა. ეხლა გავარჩიოთ ეს სავარჯიშო. რა მოხდა? - მიუხედავად იმისა, რომ რეალურად ლიმონი არ გაგისინჯავთ, ნერწყვი მაინც გამოიყო. ანუ ამუშავდა ვეგეტატური ნერვული სისტემა, თავის ტვინმა მიიღო ინფორმაცია გამოყოს ნერწყვი და ნერწყვიც წარმოიქმნა. ანუ რა მივიღეთ? თქვენს რეაქციებს განსაზღვრავს არა სიტუაცია ან ვითარება, არამედ კონკრეტული ხატის მიმართ ჩვენი დამოკიდებულება/რეაქცია. სხვადასხვა ადამიანისათავის სხვადასხვა ვითარებები, მოვლენები და სიტყვები სხვადასხვა დამოკიდებულებას და რეაქციას იწვევენ, შესაბამისად განსხვავებულია მათი სტრესის დონეები. ამიტომაც ამბობენ, რომ არ არსებობს სამყაროში სტრესული და არასტრესული სიტუაციები, არსებობს მოვლენები და მათ მიმართ ჩვენი დამოკიდებულებები. ცოტა უფრო სიღრმეშიც თუ წავალთც აუცილებლად უნდა შევეხოთ თუ როგორ მუშაობს თავის ტვინი. შევეხები თავის ტვინის რამოდენიმე მახასიათებელს: თავის ტვინს ბიოლოგიურ პროცესორსაც ეძახიან. ანუ რა იგულისხმება ამაში? სივრცე, სადაც ინახება ჩვენს გამოცდილებაში არსებული სხვადასხვა ხატები. მოვლენები და ვითარებები, ასევე მათ მიმართ ჩვენი დამოკიდებულებები. თავის ტვინს არ გააჩნია დრო. სწორედ ამიტომ ნებისმიერი ჩვენი წარსულში განცდილი ემოციები გვიცოცხლდება როგორც კი ვიხსენებთ. როდესაც ვინმე გეკითხებათ თქვენს ყველაზე ბედნიერ დღეზე, თქვენ ფაქტობრივად გახსენებისას თავიდან განიცდით მათ და ყვებით ღიმილით, სხეულებრივ დონეზეც კი განიცდით იმ დღისადმი დამოკიდებულებას. როგორც ზემოთ უკვე ავღნიშნე, თავის ტვინი მუშაობს ხატებით. ანუ კონკრეტული ხატი იწვევს კონკრეტულ რეაქციას. თავის ტვინი თვითონ ვერ ხედავს. მას არ შეუძლია თავის ქალიდან გამოსვლა და რაიმეს დანახვა J. ჩვენ კონკრეტული ხატების მიხედვით ვაწვდით მას ინფორმაციას. და ბოლოს, ტვინს აქვს დომინამტის ფუნქცია, მას არ შეუძლია რამოდენიმე საკითხზე ერთდროულად ფიქსირება, ფოკუსირება. აქვე დავამატებ, რომ თავის ტვინის ერთ-ერთი მთავარი ფუნქციაა გადაარჩინოს ორგანიზმი. სწორედ ამიტომ, მისი ძიირითადი მოქმედება ორიენტირებულია ნაკლები ენერგიის დახარჯვაზე. ანუ ნებისმიერ გამღიზიანებელზე ცდილობს უკვე არსებული გამოცდილება გამოიყენოს. სწორედ ამიტომ ეძახიან ფსიქოლოგები ტვინს ზარმაცს. ახალ გამოცდილებას, ხომ მეტი ენერგიის დახარჯვა ესაჭიროება? ამიტომაც ადამიანისათვის დამახასიათებელია სიზარმაცე J და მხოლოდ დიდი ძალდატანების გაღებით შეიძლება ამ სიზარმაცის დაძლევა. თუ ჩემს მიერ ზემოთ ხსენებულ მსჯელობას ეთანხმებით, მაშინ ემოციების მართვის სისტემის მდგენელებიც ცხადი ხდება. ანუ, არსებობს გარვეული ვითარება, მოვლენა, ვაკეთებთ ამ მოვლენის ინტერპრეტაციას (ეს უმეტეს შემთხვევაში ავტომატურად ხდება) და გამოვხატავთ რეაქციას მის მიმართ. ემოციების უმართავობის მთავარი გასაღები არის ის, რომ ამ პროცესში (სტიმული-ანალიზი-რეაქცია) ინტერპრეტაციის, ანალიზის ნაწილი ამოვარდნილია. როდესაც ემოციების მართვაზე ან მდგრადობაზე ვსაუბრობთ, არ ვგულისმობთ იმას, რომ არასასიამოვნო შეგრძნებები არ გვაქვს, უნდა ვისწავლოთ მართვა ისე, რომ დამანგრეველი განცდები მაქსიმალურად განეიტრალდეს. აქვე მინდა დავამატო ერთი პატარა საკითხი: ადამიანებს ახასიათებთ გამოცდილების საფუძველზე გარკვეული მოლოდინების შექმნა. გადაჭარბებული მოლოდინები (არ აქვს მნიშვნელობა პოზიტიურია ის თუ ნეგატიური) განსაზღვრავს ჩვენი დასტრესვის მასშტაბს. ამიტომ, მნიშვნელოვანია ემოციების გააზრების პროცესში გავიაზროთ თუ ფსიქოლოგიური მტკიცებულების რა მასშტაბთან გვაქვს საქმე. აქ ვგულისხმობ, როდესაც ვინმეს (საკუთარ თავს, სხვას, სამყაროს) რაიმეს ვუმტკიცებთ (მაგალითად, ახლა ვაჩვენებ რა დაკარგა ჩემი სახით, ან ახლა ვაჩვენებ ვინ არის იდიოტი და ა.შ.). დამტკიცებულია, რომ თუ ადამიანს თავის მოლოდინში შეაქვს რაიმეს დამტკიცება, მაშინ ნებისმიერი წინააღმდეგობა ამ ამოცანის შესასრულებისას შეიძლება აღქმული იყოს პიროვნულ, პირად წაგებად. ამ სიტუაციაში კი ადამიანმა შესაძლოა მოიგოს მხოლოდ და მხოლოდ ნევროზი . ეს კი არც თუ ისე კარგი საჩუქარია. ასევე მნიშვნელოვანია ავღნიშნოთ, რომ მოლოდინები და რწმენა-წარმოდგენები, რომლებიც ჩამოყალიბებას ჯერ კიდევ ძალიან პატარა ასაკიდან იწყებს, ვითარდება აღზრდა-განათლების, სოციალური ურთიერთობების პროცესში, მნიშვნელოვანწილად განსაზღვვრავენ ჩვენს დამოკიდებულებებს სხვადასხვა ვითარებების მიმართ. ზოგიერთი ეს უკვე კარგად ჩამოყალიბებული, ავტომატიზმამდე დასული რწმენა-წარმოდგენა კი თავის ტვინისათვის გამზადებულ პასუხებად გვევლინება გამღიზიანებელზე. მინდა მოგიყვეთ 7 არასწორ რწმენა-წარმოდგენის (მოსაზრების) შესახებ, რომლებიც ზემოქმედებას ახდენს ჩვენზე, თუმცა ძალიან ცოტას გვესაუბრებიან ამ საკითხებზე: 1. მე ამ წარმოდგენას „უნდა“ ან „უნდაობა“ დავარქვი J. ეს წარმოდგენა შედგება 3 კატეგორიისაგან: 1. მე უნდა - მე არ უნდა; 2. სამყარო უნდა... - სამყარო არ უნდა... 3. ადამიანებმა უნდა - ადამიანებმა არ უნდა... შევეცდები ავხსნა ეს წამოდგენები. ეს არის ის მდგომარეობა როდესაც საკუთარი თავის ან გარემოს მიმართ მოთხოვნა კატეგორიულია და ვალდებულებითია, თავის თავში არ ტოვებს სხვა ალტერნატივის საშუალებას (კატეგორიული მოთხოვნაა). მაგალითად, მე არ უნდა მეშლებოდეს, არ უნდა ვცდებოდე. ეს შინაარსი უკვე თავისთავად მოიცავს შინაგან დაძაბულობას, შფოთვას. როდესაც „უნდაობა“ საკუთარი თავის მიმართ არის მიმართული ფორმირდება შინაგანი შფოთვა, როდესაც ის გარემოსკენ არის მიმართული (სამყარო, ხალხი), მაშინ ფორმირდება წყენა, აგრესია, რისხვა. 2. შეფასებითი დამოკიდებულება (თუ ეს მოხდა, მაშინ ეს ამას ნიშნავს). მაგალითად. თუ უნივერსიტეტში არ ჩავაბარე, მაშინ უცოდინარი ვარ. 3. კატასტროფიზაცია, როდესაც ვითარების შეფასება ხდება ყველაზე საშინელი დასასრულით. - თუ უნივესიტეტში არ ჩავაბარე, ჩემი ცხოვრება დასრულდება. თუ სამსახურში დავაგვიანე - გამაგდებენ და შიმშილით მოვკვდები. 4. პერფექციონიზმი - ყველა დეტალი მნიშნელოვანიც და უმნიშვნელოც უნდა იყოს იდეალურად გაკეთებული. 5. განზოგადება - თუ გამოცდა ვერ ჩავაბარე, ჩემი ცხოვრება დასრულდება, თუ ქმარს გავშორდი, ვერასოდეს შექმნი ახალ ოჯახს. „ყველა კაცი ერთნაირია“ 6. აზრების/ფიქრების კითხვა (მკითხაობა) - უნდა მივხვდე, ვიცოდე, უნდა მიხვდეს უთქმელად. 7. დისკომფორტის აუტანლობა - არ შემიძლია ამ დავალების შესრულება. არ შემიძლია მის გარეშე ყოფნა. ფიზიკურად ვერ გავაკეთებ ამას... ემოციების მართვის, გააზრების პროცესში მნიშვნელოვანია ამ არასწორი რწმენა-წარმოდგენების შერბილება. ეს საშუალებას მოგვცემს დავინახოთ სხვა ალტერნეტივები, რაც აღგზნებულ ემოციურ ფონს შერბილების საშუალებას აძლევს და რაციონალიზაციის ადგილს აჩენს. თუ ზემოთ ჩემს მიერ აღწერილი მსჯელობა თქვნთვის გასაგებია და მისაღებია, მაშინ გამოდის რომ არ შეიძლება რაიმე, საგანმა, მოვლენამ ან სიტყვამ გაგვაბრაზოს, გვაბრაზებს ჩვენი ინტერპრეტაცია, შესაბამისად ვბრაზობთ და ვისტრესებით იმით, თუ რამდენადაც შეგვიძლია თავი გავიბრაზოთ და დავისტრესოთ. ამის დასადასტურებლად კიდევ ერთი მარტივი მაგალითი შეიძლება იყოს ის, რომ თუ ვინმე ადამიანი თქვენთვის გაუგებარ ენაზე რაიმე ცუდს გეუბნებათ, ეს ვითარება არ იწვევს თქვენში ემოციას, რადგანაც თქვენი ტვინი ვერ აღიქვამს ამ ინფორმაციას, ხოლო, თუ თქვენთვის გასაგებ ენაზე ვინმე თქვენთვის არასასურველ შეფასებას გიკეთებთ, თქვენი რეაქცია შესაძლოა ძალიან მწვავე აღმოჩნდეს. ჩემი აზრით ზემოთ დეტალურად ავღწერე სტრესის მართვის მექანიზმი, ეხლა კი შეგვიძლია საყოველთაოდ ცნობილ რეკომენდაციებზეც გადავიდეთ. როგორ ვმართოთ ემოციები? გვახსოვდეს, რომ ყველა ადამიანს შეუძლია იყოს ისეთი, როგორიც უნდა. ნებისმიერი ბარიერი და წინააღმდეგობა არის გამოწვევა, რომელიც გადასალახია/გადასაწყვეტია. ეხლა კი რეკომენაციები. მანამ სანამ სტრესის მიმართ მდგრადობის უნარს ივარჯიშებთ, ემოციურად დაძაბულ სიტუაციაში დაუსვით თქვენს თავს შეკითხვები: ამ სიტუაციაში რომელი ჩემი მოლოდინის რეალიზება არ ხდება? რომელი რწმენა-წარმოდგენა მაქვს ჩართული? ამ სიტუაციის როგორ ინტერპრეტირებას ვთავაზობ საკუთარ თავს? როგორ ვსტრესავ ეხლა საკუთარ თავს? ასევე, ემოციურად დაძაბულ სიტუაციაში, ვითარების რაციონალურად გაანალიზებისათვის, აუცილებელია დრო, ამიტომ, სანამ პასუხს, რეაქციას გამოხატავთ კონკრეტული მოვლენის მიმართ, გააკეთეთ პაუზა. პაუზა თქვენ საშუალებას მოგცემთ ვითარების მაღალი ტემპერატურა დაწიოთ. იმ შემთხვევაში, თუ თქვენ თვითონ გადაწყვიტავთ ამ უნარზე მუშაობას, გთავაზობთ შემდეგ მეთოდს, რომელიც ყოველ დღე უნდა შეასრულოთ 1-2 თვე. გამოყავით 1 დღიური. ყოველ დღე გაანალიზეთ თქვენი სიტუაციები, როდის რა ვითარებაში რა ემოციას განიცდიდით. 1. სიტუაცია - აღწერეთ გარემოებები, რომლებმაც გამოიწვია თქვენში ემოცია; 2. რეაქცია - აღწერეთ დეტალურად თქვენი ყველა რეაქცია ამ სიტუაციაში, სხეულებრივი, ემოციური, ქცევითი და ა.შ. 3. იპოვეთ ყველა ის 7 მცდარი რწმენა-წარმოდგენა და დეტალურად აღწერეთ ისინი. 4. ახალი რაციონალური პასუხი - გაიაზრეთ ეს სიტუაცია, დაწერეთ როგორი რეაქცია უნდა გქონდეთ ამ სიტუაციაში, მოახდინეთ არასწორი ინტერპრეტირების კორექტირება და აუცილებლად დაასრულეთ სამოქმედო გეგმით. იმედი მაქვს ეს სისტემა თქვენთვის საინტერესო და გამოსადეგი აღმოჩნდება. კიდევ ერთხელ შეგახსებენთ, რომ უნარის განვითარება ხდება ყოვედღიური გამეორებების შედეგად, შესაბამისად თუ გნებავთ ემოციური ინტელექტი და სტრესის მიმართ მდგრადობის უნარი განივითაროთ, ყოველ დღე ავარჯიშეთ საკუთარი თავი და 2 თვის თავზე რეალურ შედეგსაც იგრძნობთ. ხოლო მათთვის ვისაც უჭირს საკუთარ თავზე დამოუკიდებლად მუშაობა, ჩვენ შექმნილი გვაქვს სხვადასხვა ტრენინგები და პროგრამები. წარმატებულ და თავგადასავლებით სავსე გზას გისურვებთ საკუთარი თავის განვითარების მიმართულებით. შეკითხვების შემთხვევაში კი მოგვმართეთ, მოგვწერეთ და შევეცდებით დეტალური ინფორმაცია მოგაწოდოთ.