Jump to content
×
×
  • Create New...

ძებნა

'მაალუფის' ძებნის შედეგები.

  • ტეგების მიხედვით

    Type tags separated by commas.
  • ავტორის მიხედვით

კონტენტის ტიპი


დისკუსიები

  • სადისკუსიო ბადე
    • პოლიტიკა & საზოგადოება
    • განათლება & მეცნიერება
    • ჯანმრთელობა & მედიცინა
    • ხელოვნება & კულტურა
    • გ ვ ი რ ი ლ ა
    • ზოგადი დისკუსიები
  • თავისუფალი ბადე
    • F L A M E
  • ადმინისტრაციული ბადე
    • ბადეს შესახებ

მომიძებნე მხოლოდ

ან მომიძებნე


შექმნის დრო

  • Start

    End


განახლებული

  • Start

    End


Filter by number of...

რეგისტრაციის დრო

  • Start

    End


ჯგუფი


სქესი


ჰობი

Found 1 result

  1. ლიბანელი მწერალი ამინ მაალუფი ფრანგულად წერს და 1993 წელს მიიღო საფრანგეთის უმაღლესი ლიტერატურული ჯილდო – გონკურის პრემია. ცნობილია, რომ ეს პრემია წელიწადში ერთხელ გაიცემა და ისეთივე მნიშვნელოვანი მოვლენაა ფრანგულენოვანი მწერლობისთვის, როგორც ბუკერის პრემია ინგლისურენოვანი სამყაროსთვის. ბევრი წიგნი წამიკითხავს, რომელიც გონკურის პრემიით აღნიშნულა, უამრავიც ალბათ წასაკითხი მაქვს, მაგრამ მაალუფის ,,ტანიოსის კლდე’’ ნამდვილად არ აღმოჩნდა ჩემთვის ის ლიტერატურული სიმაღლე, რომელიც განმაცვიფრებდა. იქნებ გონკურის პრემიის ჟიურიც არ არის დაზღვეული წიგნიერი ,,ცოდვისგან’’, მსგავსად ნობელის კომიტეტისა? არაა გამორიცხული. ათიქ რაჰიმიც გამხსენდა, ავღანური წარმოშობის ფრანგულენოვანი პროზაიკოსი, რომლის რომანმა ,,მოთმინების ქვა’’ ასევე მიიღო გონკურის პრემია 2008 წელს. ფაქტია, ეთნიკურად არაფრანგები აგრეთვე იღებენ ამ პრემიას. რამდენიმე წლის წინ, როდესაც ვმუშაობდი ჩემი წიგნის ,,რელიგიების ისტორიის’’ ახალ გამოცემაზე, ისლამთან დაკავშირებული ქვეთავების დამუშავებისას წავაწყდი მაალუფის წიგნს ,,დამღუპველი იდენტობები’’ (თარგმნილი აწ განსვენებული ფილოსოფოსის, ქალბატონ დოდო ლაბუჩიძის მიერ). ეს არის ერთ-ერთი საუკეთესო წიგნი, რაც კი ოდესმე დაწერილა აღმოსავლეთისა და დასავლეთის ურთიერთმიმართებაზე, ისლამურ ფუნდამენტალიზმსა და ნაციონალურ საკითხებზე. ამის შემდეგ გამიჩნდა სურვილი მაალუფის მხატვრული ნაწარმოებებიც გამეცნო. მით უმეტეს, რომ იგი ავტორია რომანისა – ,,სინათლის ბაღები’’, რომელშიც გადმოცემულია მანიქეიზმის (ჩემი პირველი წიგნი 2004 წელს სწორედ ამ ირანულ რელიგიას შეეხებოდა) ფუძემდებლის, მანის ცხოვრება. მაალუფმა თავისი ჟურნალისტური მოღვაწეობისას არაერთი ცხელი წერტილი გააშუქა დასავლეთში (ვიეტნამის ომი, ირანის რევოლუცია…). 1983 გამოვიდა მისი წიგნი ,,არაბების თვალით დანახული ჯვაროსნული ომები”. ,,ტანიოსის კლდე’’ კი ის რომანი აღმოჩნდა, რომელმაც საყოველთაო სიმპათია დაიმსახურა. ,,იმ დროს, ცა იმდენად დაბლა ყოფილა, რომ ადამიანები მთელი ტანით გამართვას ვერ ბედავდნენ. თუმცა არსებობდა სიცოცხლე, იყო სურვილები და დღესასწაულები. და თუ ცხოვრებისგან საუკეთესოს არავინ არასოდეს ელოდა, სიცოცხლეს იმ იმედით აგრძელებდნენ, რომ თავს ყველაზე იუარესი არ დაატყდებოდათ”. – ამგვარი შესავლით იწყება ნაწარმოები და თითქოს მკითხველი წარსულის იდეალიზაციას განიცდის. ზღაპრის მსგავსად აქაც ყველაფერი ძველ დროში მოხდა. ძველად ხომ ყველაფერი უფრო კარგად იყო, ვიდრე დღეს? ეს განწყობა თანამედროვე ადამიანებშიც შესამჩნევია. ,,ტანიოსის კლდე’’ გვიამბობს ლიბანის ისტორიის იმ ხანაზე, როდესაც დრუზები, ქრისტიანები, მუსლიმები მეგობრულად, ხანაც მტრულად ცხოვრობდნენ ერთმანეთისადმი. ტანიოსს ეჭვი ღრღნიდა, ვინ იყო მისი ბიოლოგიური მამა სინამდვილეში? რატომ მოხდაბ მისი წასვლა კვიპროსზე და ბოლოს რატომ ერგო ტრაგიკული ხვედრი? თავად ავტორისთვის, ეს ამბები ისეთივე ლეგენდარულია, როგორც მკითხველისთვის. ჩვენს თვალწინ ცოცხლდება პატრიარქალური ტრადიციები, ცრურწმენები, განცდები, მოკლედ ნამდვილი აღმოსავლეთი. ,,შეგვიძლია ვიფიქროთ, რომ ნადერთან საუბრის შემდეგ, რომელიც ამჯერადაც არწმუნებდა, მთიანი მხარე დატოვეო, ბიჭი ყოყმანობდა. შეგვიძლია ის მიზეზებიც ჩამოვთვალოთ, რომლებიც წაახალისებდა, იქაურობა დაეტოვებინა და პირიქით, რომლების გამოც ვერ დათმობდა… რა აზრი აქვს? წასვლის გადაწყვეტილებას ასე არ იღებენ. არავინ ჩამოამწკრივებს ცუდსა და კარგს და მოჰყვება მათ შეფასებას. ადამიანი წამში წყვეტს. სიცოცხლე თუ სიკვდილი. დიდება თუ დავიწყება. ვის შეუძლია თქვას, რომელი მზერის, რომელი ნათქვამი სიტყვის, რომელი დაცინვის შემდეგ იგრძნობს უეცრად ადამიანი, რომ თავისიანების წიაღში უცხოა? რა წარმოშობს მასში აუცილებლობას, იქაურობას გაეცალოს ან გაქრეს?’’ – ,,ტანიოსის კლდე’’ ამგვარად უტრიელებს გარიყული და მარტოსული გმირის ცხოვრებას, რომელიც ისტორიამ შთანთქა, მაგრამ კლდემ სამუდამოდ დაიმკვიდრა მისივე სახელი. რამდენი ტოპონიმი სოფლებისა, ხეობებისა თუ ადგილებისა იკარგება მივიწყებულ ლეგენდებში? ვფიქრობ, ლეგენდის გაცოცხლება თანამედროვე ლიტერატურაში საკმაოდ კარგი გათვლაა მკითხველზე. წიგნში ერთგან თამარ მეფეცაა ნახსენები. სახელი თამარი, მაალუფის შენიშვნით ,,ხილს’’ ნიშნავდა’’ და ქართველი მონარქი არაბულადაც და თურქულადაც საუბრობდა, რომელიც თავის მხრივ ქცეულა არაერთი ლეგენდის გმირად. ვისაც აღმოსავლური ამბები იზიდავს, ტანიოსის ამბავიც ათასმეერთე ნუგბარად მოიტოვოს წასაკითხი წიგნების კრიალოსანში.