ნიდერლანდების ლიბერტარიანული პარტიის თავმჯდომარემ, რობერტ ვალენტინმა ამ კვირის ბოლოს ჩასატარებელი არჩევნების წინ, კრიპტოვალუტაზე არაერთი კომენტარი გააკეთა.
რობერტ ვალენტინმა Twitter-ზე დაწერა: “ბიტკოინი მომავალია”.
”მე მინდოდა მქონოდა ისეთი რამ, რაც გამორჩეული იყო და ხალხს ვაჩვენებდი, რომ ამით ვიცავდი ბიტკოინს, როგორც რევოლუციურ საშუალებას. ჩვენ გვსურს სისტემის ფუნდამენტური ცვლილება მოხდეს. ამაში კი ბიტკოინი და Blockchain-ი დაგვეხმარება”,- აღნიშნა რობერტ ვალენტინმა კრიპტო YouTuber–თან BitcoinMeister–თან ინტერვიუში.
აღსანიშნავია, რომ წლის დასაწყისში ნიდერლანდების მარეგულირებელმა მომხმარებლებს ახალი მოთხოვნით მიმართა. იანვრიდან კლიენტებს მოეთხოვებათ, რომ წარმოადგინონ ინფორმაცია ქონების, მოქალაქეობისა და საცხოვრებელი ადგილის შესახებ.
აღნიშნული რეგულაცია კი მომხმარებელს აიძულებს გამოავლინოს ისეთი კონფიდენციალური ინფორმაცია, როგორიცაა ხელფასის ოდენობა, ან მის მიერ ადრე განხორცილებული ინვესტიციების სრული ანგარიშები.
The post ნიდერლანდების ლიბერტარიანული პარტიის თავმჯდომარე ბიტკოინს ლობირებს appeared first on ბიტკოინ & ბლოქჩეინ სიახლეები.