Jump to content
×
×
  • Create New...

ძებნა

'ლევან' ძებნის შედეგები.

  • ტეგების მიხედვით

    Type tags separated by commas.
  • ავტორის მიხედვით

კონტენტის ტიპი


დისკუსიები

  • სადისკუსიო ბადე
    • პოლიტიკა & საზოგადოება
    • განათლება & მეცნიერება
    • ჯანმრთელობა & მედიცინა
    • ხელოვნება & კულტურა
    • გ ვ ი რ ი ლ ა
    • ზოგადი დისკუსიები
  • თავისუფალი ბადე
    • F L A M E
  • ადმინისტრაციული ბადე
    • ბადეს შესახებ

მომიძებნე მხოლოდ

ან მომიძებნე


შექმნის დრო

  • Start

    End


განახლებული

  • Start

    End


Filter by number of...

რეგისტრაციის დრო

  • Start

    End


ჯგუფი


სქესი


ჰობი

Found 2 results

  1. რუბრიკა სამი ფილმი ლიტაგორას ვიდეოების სერიაა რომლის ფარგლებშიც ყოველ გადაცემაში კინომცოდნეები, რეჟისორები, მსახიობები და ასევე ზოგადად კინოს მოყვარული სხვა პროფესიის ადამიანები მათთვის საინტერესო ნამუშევრებზე საუბრობენ და მათ სხვადასხვა ჭრილში განიხილავენ. ლევან აბდუშელიშვილი, კინომცოდნე, რუბრიკა 3 ფილმის ფარგლებში კინოში მონტაჟის როლზე ფოკუსირდება. ამ მიმართულებით მაქსიმალურად ფართო სპექტრის აღსაწერად ის სრულიად სხვადასხვა ეპოქის ფილმებს ირჩევს და საუბრობს იმაზე თუ რა ხერხებს მიმართავენ სხვადასხვა ავტორები ამბის მოსათხრობად. ლევანის მიერ გარჩეული ფილმებია ფრიც ლანგის 1927 წლის მეტროპოლისი, მიქელანჯელო ანტონიონის 1966 წლის ფოტოგადიდება და აპიტჩატპონგ ვირასეტაკულის 2006 წლის სინდრომები და საუკუნეა
  2. ცოდნის იერარქია რუსთაველთან არის იდეა, რომ რეალობას შენ შეიძლება სხვადასხვანაირად უყურებდე – ფილოსოფიურად ან არაფილოსოფიურად. ფილოსოფიურად თუ უყურებ რეალობას, შენ მისი აბსოლუტური საზრისი უნდა გაინტერესებდეს და არა მხოლოდ ის, რაც შენთვის ხელსაყრელია რეალობაში. არა ბედნიერება, არამედ ჭეშმარიტების საფეხურებრივი შეცნობა. აბსოლუტის შეცნობის სურვილით დამუხტული ინტელექტის მაგალითი არის თინათინი – არ ყაბულდება რაღაც რეალობის ფსევდოახსნას, არ ყაბულდება იმ რელობას, რომელიც მისი კონკრეტული ყოფისთვის იქნება კარგი. ყაბულდება როსტევანიც, ავთანდილიც – ნახავენ უცხო მოყმეს და მერე აღარ ეძებენ მას – „ვნახეთ და რა ვქნათ ახლა, კარგი, ხომ არ გადავყვებით ამას?“. როგორც კი არ „გადაყვები“ რაღაც საიდუმლოს შეცნობას, აღარ ხარ უკვე ფილოსოფოსი; თინათინი „გადაყვება“, მას უნდა, რომ „გადაყვეს“ საიდუმლოს შეცნობას. არაფერი იმას არ გააბედნიერებს, ემპირიული, გასაგები, მოსაწონი; მას აღარაფერი სურს გარდა ამ ჭეშმარიტების, საიდუმლოების ამოხსნისა და შეცნობისა. ვერც პირად ბედნიერებას მოიპოვებს და მას თმობს ჭეშმარიტების შეცნობის სანაცვლოდ. ასეთი ინტელექტი აქვს თინათინს. თინათინი უფრო მაღლა დგას, ვიდრე სხვა დანარჩენი ყველა არაბეთის სამეფოში. თინათინია, ასე ვთქვათ, „აქტიური ინტელექტის“ ანუ სრულყოფილი ინტელექტის მქონე, რომელიც ეძებს ჭეშმარიტებას და დამუხტულია ჭეშმარიტების ძიებით; შეიძლება ტერმინი „თინათინიც“ ამას ნიშნავს – თინათინი არ არის თვითონ მზე, მაგრამ არის მზის ანარეკლი კედელზე; ანუ თინათინი არის ისეთი ვინმე, ვისშიც არის მზის ანარეკლი და ეს არის ჩართული მზის, ანუ საზრისის, ჭეშმარიტების ძიებაში; უამისოდ ვერ ცხოვრობს, ეს არის მისთვის მთავარი. სხვებისთვის მთავარი ეს არ არის; მაგრამ რადგან თინათინია ასეთი, იგი მუხტავს სხვებსაც რათა ისინიც მისნაირნი გახდნენ. ავთანდილი „გამოიჭირა“ მიჯნურობით და ეუბნება „წადი, იგი მოყმე ძებნე!“… ხომ იცი შენ თვითონაც, გულის სიღრმეში ხომ გრძნობ, რომ არ არის ის ახსნა, რომელიც შენ და როსტევანმა მოუძებნეთ. წადი, „შეტოპე“ ამ რეალობაში, გაიგე, ვინ იყო და მერე მოდი ჩემთან. ავთანდილის პირველი მოტივაცია არ არის ჭეშმარიტების შეცნობა, ავთანდილის მოტივაცია არის მიჯნურობა, მაგრამ მერე ავთანდილიც იცვლება. რუსთაველის იდეა არის, რომ ჩვენ ვიცვლებით, როცა ვიწყებთ მოგზაურობას – ფილოსოფია არის მოგზაურობა; ჭეშმარიტების შეცნობა იწყება დიდი მოგზაურობით. ამ მოგზაურობით შეიძლება გახვიდე სიტუაციიდან, რათა ახალ ცოდნას რომ ეზიარო; უნდა გაბედო და გახვიდე იქიდან, სადაც ხარ და უნდა გახვიდე რადიკალურად. ნახევრად კი არ უნდა გახვიდე – უნდა გადაიხვეწო; უამისოდ ვერ გაიზრდები. უნდა მოწყდე რაღაცას – ეს ძალიან ცნობილი ტოპოსია ფილოსოფიაში: პლატონის გამოქვაბულის მითიდან არის, რომ უნდა გახვიდე გამოქვაბულიდან, რომ გაიგო გამოქვაბულში რა ხდება. თუ არ გახვედი საერთოდ, რადიკალურად თუ არ გახვედი, თუ კიდევ მაინც დარჩი გამოქვაბულში, ვერ გაიგებ გამოქვაბულში რა ხდება. ანუ „გარდახვეწა“ სიმბოლოა ამ სრული გასვლის და ავთანდილიც უნდა გადაიხვეწოს. გადაიხვეწება და მარტო იქ შეიძლება გაიგოს რაღაცა, ახლებურად გაიგოს. არა თავისი კონტექსტის მიხედვით გაიგოს, არამედ თავისი კონტექსტის მიღმა გაიგოს. შენ თუ ყველაფერს დაახურდავებ შენს კონტექსტზე, ვერაფერსაც ვერ გაიგებ. შენ უნდა გამოხვიდე შენი კონტექსტიდან, რომ რაღაც ახალი გაიგო და შენ თვითონაც სხვანაირი გახდე. ავთანდილი ამას აკეთებს და აქ რუსთაველი გვეუბნება ისეთ რამეს, რაც არ არის უბრალო ინფორმაცია. ზოგი ინფორმაცია გტოვებს იქ, სადაც იყავი, ზოგი ინფორმაცია არის ისეთი, რომელსაც ვერც გაიგებ, თუ არ გამოხვედი შენივე თავიდან. ვინც განდობილია თვითონ ამ ჭეშმარიტებას, ნაზიარებია ამას, თვითონ უნდა მოგიყვეს, თორემ ეს ცოდნა ინფორმაციული არ არის. შენ ვერ გაიგებ რაღაცებს, ვერ დაიზეპირებ, შენ თანამონაწილე უნდა იყო; ანუ სახიფათო ცოდნაც არსებობს, როცა შენ მოგიყვებიან რაღაცას და შენ ვეღარ რჩები იქ, იმავე სიტუაციაში, რომელშიც აქამდე იყავი. შენ გაიზარდე, სხვაგანა ხარ უკვე. პლატონური იდეებია, პლატონური მეტაფორებია გამოყენებული – „ცეცხლის მეტაფორა“; პლატონი ამბობს, რომ დიონისეს ვასწავლე რაღაცები, ჩემი წიგნები წაიკითხა და ამბობს – აწი პლატონის ფილოსოფია კარგად ვიცი და წიგნიც კი დაწერა ჩემს ფილოსოფიაზეო; მე ვამბობ, რომ არაფერიც არ დამიწერიაო. პლატონს როგორ არ დაუწერია, მაგრამ, ამ „უარყოფით“ იგი ამბობს, რომ შეუძლებელია ფილოსოფია წიგნებით ისწავლოს კაცმა ანუ ინფორმაციულად იცოდეს ადამიანმაო. აქ ხომ სხვა ცოდნაზეა ლაპარაკი – ცოდნა როგორც მონაწილეობა. ფილოსოფოსი, რომელიც ბედნიერია მიწიერი ურთიერთობის გარეშეც, ონტოლოგიურად სხვა საფეხურზე დგას, ვიდრე სხვა ადამიანები, ვისაც მიწიერი ურთიერთობა სჭირდება აუცილებლად ბედნიერებისთვის. ფილოსოფოსს სიამოვნებს უკვე ის, რაშიც ის არის მიწიერი ურთიერთობის გარეშე და გემოვნება აქვს ისეთი განვითარებული , რომ თავისუფალია დროისა და სივრცისგანაც კი… და ბედისწერისგანაც; ამიტომ ეს ცოდნა არ არის ინფორმაცია, ეს არის ონტოლოგიური მდგომარეობა და „ცეცხლის მეტაფორითაა“ გამოხატული პლატონთან. პლატონი ამბობს, რომ მისი ფილოსოფია ჰგავს ასეთ რამეს: – როცა დიდხანს ლაპარაკობ მასწავლებელთან რაიმე საკითხზე, დიდხანს არჩევთ, მასთან ერთად მსჯელობთ ხანგრძლივი ცხოვრების განმავლობაში და მერე ის ცეცხლი, რომელიც მასწავლებელში ანთია, ჩემშიც გადმოენთება, არასდროს აღარ ქრებაო. მოკლედ, რეალური ცოდნა სხვა განზომილებაა და ეს არ არის მხოლოდ ინფორმაციის ფლობა და დაზეპირება. „ვეფხისტყაოსანში“ ავთანდილი ამბობს, რომ ტარიელი მომიყვება თავის ისტორიას და ეს ცეცხლი მედება – „მის ყმისა ცეცხლი მედების“ ანუ ის ცოდნა გადმომედოო – როგორც პლატონის მეშვიდე წერილშია ცეცხლის ეს ანალოგია.გავიხსენოთ ავთანდილი ამის მერე რას ამბობს თინათნზე: „ამა დღემან დამავიწყა გული ჩემი ვინ დაბინდა/ დამიგდია სამსახური, მისი იქმნას, რაცა გინდა“-ო. ესე იგი მე დავაგდე მისი სამსახური და, რაც უნდა მიბრძანოს ან რომ მითხრას, ხომ გაიგე უცხო მოყმის ამბავი, ახლა მოდი, დაბრუნდი არაბეთში და ვიქორწინოთ და ვიცხოვროთ ბედნიერად, არ შევასრულებ ამ ბრძანებასო; ავთანდილი თინათინის ბრძანებით აღარ მოქმედებს და იგი უკვე თავისუფალი აგენტია საკუთარი მოქმედებების. მან ისეთი რამ შეიტყო, რომ მბრძანებელი აღარ სჭირდება, თავადვე უბრძანებს საკუთარ თავს და ამიტომაც „დამიგდია სამსახური“-ო, ამბობს უკმეხად. თინათინი მონარქია, მეფეა, მაგრამ მისი სამსახურიც დამიგდია და მისით შთაგონებული ისეთ ღირებულებას ეზიარა, რომელიც აღარ დაიყვანება სხვა, ემპირიულ ღირებულებებზე. ეს აბსოლუტური რაღაცა ღირებულებებია, სადაც ემპირიული წესები, სხვა რამ აღარ აინტერესებს. იყო პრეზენტირებული, თუმცა არცთუ გამოკვეთილად, მაგრამ შემდეგ ეს მთავარი გახდა. ამ ცოდნას გამოჰყავხარ ძველი სტატუსქვოდან, სხვაგვარად დაგანახებს, სხვა ღირებულებებს შეგატანინებს შენსავე კონტექსტში, ამიტომ ასეთი გმირები სხვა სამყაროდან, სხვა კონტექსტიდან შემოიტანენ ღირებულებას და ამით ცვლიან თავიანთ რეალობას. ფილოსოფოსი ლევან გიგინეიშვილი Onlineacademia.ge პროექტები მოზარდებისთვის პროექტები ზრდასრულებისთვის The post „ცოდნის იერარქია რუსთაველთან“ – ფილოსოფოსი ლევან გიგინეიშვილი appeared first on აზროვნების აკადემია. View the full article