Jump to content
×
×
  • Create New...

ძებნა

'კონფლიქტი' ძებნის შედეგები.

  • ტეგების მიხედვით

    Type tags separated by commas.
  • ავტორის მიხედვით

კონტენტის ტიპი


დისკუსიები

  • სადისკუსიო ბადე
    • პოლიტიკა & საზოგადოება
    • განათლება & მეცნიერება
    • ჯანმრთელობა & მედიცინა
    • ხელოვნება & კულტურა
    • გ ვ ი რ ი ლ ა
    • ზოგადი დისკუსიები
  • თავისუფალი ბადე
    • F L A M E
  • ადმინისტრაციული ბადე
    • ბადეს შესახებ

მომიძებნე მხოლოდ

ან მომიძებნე


შექმნის დრო

  • Start

    End


განახლებული

  • Start

    End


Filter by number of...

რეგისტრაციის დრო

  • Start

    End


ჯგუფი


სქესი


ჰობი

Found 1 result

  1. ისრაელსა და პალესტინას შორის ორმხრივი სროლები გრძელდება. დაბომბვების შედეგად დაღუპულთა რიცხვი ორივე მხრიდან უკვე 200-ს მიუახლოვდა. მათი უმრავლესობა პალესტინელია. დაპირისპირების მიზეზი ამჯერადაც იერუსალიმია – ორივე მხარისთვის მნიშვნელოვანი და სადავო ტერიტორია. ახლო აღმოსავლეთში ყველაზე მწვავე საომარ მოქმედებებს ეკონომიკური ზიანი მოაქვს როგორც დაპირისპირებული ქვეყნებისთვის, ასევე, მეზობელი სახელმწიფოებისთვის. როგორ დაიწყო კონფლიქტი კონფლიქტი ისრაელის სასამართლოს მიერ რამდენიმე პალესტინური ოჯახის იერუსალიმის შეიხ–ჯარას რაიონიდან გასახლების გადაწყვეტილებამ გამოიწვია. ამ ტერიტორიაზე ახალი სახლების აშენება და ებრაელი ახალმოსახლეებისთვის გადაცემა იგეგმება. ამავე დროს, ებრაულმა მხარემ პალესტინელები ტაძრის მთაზე იერუსალიმის დღის აღსანიშნად არ დაუშვა. ამას პალესტინელების საპროტესტო გამოსვლები და პოლიციასთან შეტაკებები მოჰყვა. დაპირისპირებისას დაშავდა ასობით პალესტინელი. ებრაელმა სამართალდამცველებმა შეუტიეს ალ–აქსას მეჩეთსაც, რომელიც მუსლიმებისთვის იერუსალიმის მთავარ სიწმინდეს წარმოადგენს. ამან გააღვივა კონფლიქტი, რომელიც უკვე 70 წელზე მეტია გრძელდება. ღაზას სექტორი ისრაელის შეტევის შემდეგპალესტინურმა შეიარაღებულმა დაჯგუფება ჰამასმა მის მიერ კონტროლირებადი ღაზას სექტორიდან სარაკეტო ცეცხლი გახსნა თელ-ავივისა და სხვა ქალაქების მიმართულებით. ისრაელმა საპასუხო შეტევა მიიტანა ჰამასის პოზიციებზე ღაზაში. „ოპერაცია იმდენ ხანს გაგრძელდება, რამდენიც საჭიროა ისრაელის სახელმწიფოში მშვიდობისა და უსაფრთხოების აღსადგენად“, – განაცხადა ისრაელის პრემიერ-მინისტრმა ბენიამინ ნეთანიაჰუმ. ცეცხლის შეწყვეტას არც ჰამასი აპირებს. ისრაელ–პალესტინის ომის ისტორია კონფლიქტი 1948 წლიდან დაიწყო, როცა ისრაელი დამოუკიდებელ სახელმწიფოდ გამოცხადდა. არაბული სახელმწიფოები გაერთიანდნენ პალესტინის დასახმარებლად და ისრაელს დაუპირისპირდნენ. ომი ისრაელის გამარჯვებით დასრულდა და ძველი პალესტინის თითქმის მთელი ტერიტორია საკუთარი სახელმწიფოს ფარგლებში გააერთიანა. 1967 წელს ექვსდღიანი ომის შედეგად ისრაელმა საკუთარი კონტროლირებადი ტერიტორია კიდევ გაზარდა. დაიპყრო ღაზას ზონა და ადრე გაყოფილი ქალაქი იერუსალიმი საკუთარ კონტროლს დაუქვემდებარა, ხოლო 1980 წელს ისრაელმა იერუსალიმი თავის სამუდამო დედაქალაქად გამოაცხადა. თავის მხრივ, პალესტინელები აღმოსავლეთ იერუსალიმს (რომელიც დიდწილად პალესტინელებით არის დასახლებული), თავისი ჯერ არარსებული სახელმწიფოს მომავალ დედაქალაქად აცხადებენ. Thesun.co.ukმხარეებს შორის იდებოდა სამშვიდობო შეთანხმებები. აშშ, რომელიც ისრაელის მთავარი პარტნიორია, მხარეებს პერიოდულად სამშვიდობო გეგმას სთავაზობს. თუმცა, მცდელობებს ამ დრომდე შედეგი არ მოაქვს, რადგან არცერთ მხარეს საკუთარი პოზიციის დათმობა არ სურს. პალესტინური ტერორისტული დაჯგუფებები – ჰამასი, ისლამური ჯიჰადი, რომელთა მთავარ მიზანს ისრაელზე თავდასხმები წარმოადგენს, მუდმივად შლიან სამშვიდობო შეთანხმებებს. ბიზნესი – ომის რეალური მიზეზი?! კონფლიქტი ხშირად ახსნილია, როგორც რელიგიური ომი მუსლიმ და ებრაელ ხალხებს შორის. რეალობა განსხვავებულია. მიწების შეძენა რესტიტუციის გარეშე და იქ ინფრასტრუქტურის განვითარება დასახლების გაფართოების მიზნით, მომგებიან ბიზნესს წარმოადგენს. ისრაელელებსა და პალესტინელებს შორის არსებული ეკონომიკური და პოლიტიკური უთანასწორობა, რაც ყველაზე აშკარად ღაზაში ჩანს, მათ შორის კონფლიქტს კიდევ უფრო ამძაფრებს. ისრაელს ღაზას სექტორისთვის შეზღუდვები აქვს დაწესებული. რეგიონიდან მრავალი ძირითადი შიდა წარმოების პროდუქტის იმპორტი შეზღუდულია. ღაზა ზღვასთანაა, თუმცა, მათთვის თევზაობა აკრძალულია. მეზობელი და საერთაშორისო ბაზრებისგან გამიჯვნა ამ რეგიონს ეკონომიკურად აზარალებს. ღაზას სექტორში სიღარიბის მაჩვენებელი 40%-ზე მაღალია, უმუშევრობის დონე კი 70%-ს აღწევს. ღაზაში წყალი უმეტესად სასმელად უვარგისია. სასმელი წყალი დიდი პრობლემაა, რადგან ისრაელის მთავრობა ხშირად ზღუდავს პალესტინელების წყალმომარაგებას. პალესტინისგან განსხვავებით, ისრაელის მრავალდარგოვანი, დივერსიფიცირებული, უახლესი ტექნოლოგიების მქონე ეკონომიკა ყოველწლიურად სწრაფი ტემპით იზრდება. ახლო აღმოსავლეთის ქვეყნებში ისრაელს ცხოვრების ყველაზე მაღალი დონე და განვითარებული ჯანდაცვის სისტემა აქვს. როგორი იქნება ომის ეკონომიკური შედეგი ათწლეულების განმავლობაში მიმდინარე კონფლიქტის ეკონომიკური და ადამიანური დანაკარგი ძალიან დიდი იყო. ისრაელი მილიარდებს ხარჯავს შეიარაღების გასაძლიერებლად. 2019 წელს ისრაელის მიერ თავდაცვაზე გამოყოფილმა დაფინანსებამ $73 მილიარდს მიაღწია (სახელმწიფო ბიუჯეტის 11,5%). პალესტინაში მოქმედი შეიარაღებული ფორმირებები, თავის მხრივ, არაბული ქვეყნებისგან მიღებული ფინანსური და სამხედრო დახმარებით რაკეტებს იძენენ. სამხედრო ოპერაციები პალესტინელების კიდევ უფრო გაღარიბებას ნიშნავს. ექსპერტების წინასწარი გათვლებით, საომარი ოპერაციების გააქტიურების შედეგად პალესტინის დანაკარგი დასავლეთ სანაპიროსა და ღაზაში 2024 წლისთვის ერთ სულ მოსახლეზე მშპ-ის 46%-ს გაუტოლდება. ხოლო ისრაელს მშპ-ის 10%-ის ზარალი მიადგება. თუმცა, ორივე მხარისთვის დაკარგული ეკონომიკური შესაძლებლობების ღირებულება გაცილებით მეტი იქნება. პოლიტიკური ინტერესები კონფლიქტის უკან პოლიტოლოგების ნაწილი მიიჩნევს, რომ ისრაელის პრემიერ-მინისტრს – ბენიამინ ნეთანიაჰუს, შესაძლოა, ხელს აძლევდა საბრძოლო მოქმედებები. ამგვარად მას შეუძლია საზოგადოების ყურადღება გადაიტანოს მის წინააღმდეგ მიმდინარე სასამართლო პროცესიდან და ქვეყანაში ამჟამად არსებული პოლიტიკური კრიზისიდან. ისრაელის სასამართლო ამჟამად ნეთანიაჰუს წინააღმდეგ კორუფციის ბრალდებებს განიხილავს. ნეთანიაჰუმ 2021 წლის მარტის არჩევნებში გამარჯვების შემდეგ ვერ შეძლო მთავრობის ჩამოყალიბება. მისი ოპონენტები აქტიურად ცდილობენ მისი ხელისუფლების შეცვლას. თავის მხრივ, ისრაელთან დაპირისპირება ხელს აძლევს ჰამასს, რომელიც პალესტინის პრეზიდენტის – მაჰმუდ აბასის დასუსტებასა და საკუთარი გავლენის გაზრდას ცდილობს. პალესტინის პოლიტიკური ხელმძღვანელობა და ხალხი გაყოფილია ღაზაში – დასავლეთ სანაპიროზე ფათას ხელმძღვანელობით პალესტინის მთავრობასა და ექსტრემისტულ ჰამასს შორის. საქართველო–ისრაელის ეკონომიკური კავშირი 2020 წელს საქართველოსა და ისრაელს შორის სავაჭრო ბრუნვამ $33 მილიონი შეადგინა. საქართველოდან ექსპორტი ისტორიულ მაქსიმუმამდე – $21.3 მილიონამდე გაიზარდა და გადააჭარბა იმპორტს, რომელიც ბოლო წლების განმავლობაში მცირდება. 2018 წელს, ისრაელში შეხვედრისას, ქვეყნების ეკონომიკის მინისტრები ხუთი წლის განმავლობაში ორმხრივი ვაჭრობის $1 მილიარდამდე გაზრდაზე შეთანხმდნენ. ასევე, დაგეგმილი იყო საქართველოსა და ისრაელს შორის თავისუფალი ვაჭრობის რეჟიმის ამოქმედება. თუმცა, ეს გეგმა ჯერ არ არის შესრულებული. საქართველოდან ისრაელში ექსპორტზე უმეტესად საფრენი აპარატის ნაწილები, სპირტიანი სასმელი და ეთილის სპირტი, რადიოსატელეფონო და სატელევიზიო გადამცემი აპარატურა, ლუდი, მინერალური და მტკნარი წყლები, ყურძნის ნატურალური ღვინოები გადის. ხოლო ისრაელიდან ძირითადად სარეცხი და საწმენდი საშუალებების, ავეჯისა და მისი ნაწილების, ელექტროაპარატურის, კოსმეტიკური საშუალებების იმპორტი ხორციელდება. საქართველოსთვის მნიშვნელოვანი შემოსავალი მოაქვთ ისრაელიდან ჩამოსულ ტურისტებს. ისრაელი მე-7 ადგილს იკავებს ტოპ 15 ვიზიტორ ქვეყანას შორის. მნიშვნელოვანია ემიგრანტების მიერ ისრაელიდან საქართველოში გადმორიცხული თანხების მოცულობა, რამაც 2021 წლის აპრილში $15,5 მილიონს მიაღწია (მთლიანი გზავნილების 8%). ბოლო ერთ წელიწადში გზავნილების მოცულობა 125%-ით არის გაზრდილი. ისრაელი შემოსავლიანი ბაზარია ქართული შოუბიზნესისთვის, სადაც ქართველ მომღერლებს მაღალ ჰონორარს უხდიან. ამ დროისთვის ისრაელში საქართველოს 30 ათას მოქალაქეზე მეტი ცხოვრობს. The post ისრაელ-პალესტინის კონფლიქტი appeared first on BusinessFeed.