Jump to content
×
×
  • Create New...

ძებნა

'კონები' ძებნის შედეგები.

  • ტეგების მიხედვით

    Type tags separated by commas.
  • ავტორის მიხედვით

კონტენტის ტიპი


დისკუსიები

  • სადისკუსიო ბადე
    • პოლიტიკა & საზოგადოება
    • განათლება & მეცნიერება
    • ჯანმრთელობა & მედიცინა
    • ხელოვნება & კულტურა
    • გ ვ ი რ ი ლ ა
    • ზოგადი დისკუსიები
  • თავისუფალი ბადე
    • F L A M E
  • ადმინისტრაციული ბადე
    • ბადეს შესახებ

მომიძებნე მხოლოდ

ან მომიძებნე


შექმნის დრო

  • Start

    End


განახლებული

  • Start

    End


Filter by number of...

რეგისტრაციის დრო

  • Start

    End


ჯგუფი


სქესი


ჰობი

Found 1 result

  1. საბჭოთა ანტირელიგიური კანონები დეკრეტი №21 სახელმწიფოდან ეკლესიის და ეკლესიიდან სკოლის გამოყოფის შესახებ: 1) სარწმუნოება კერძო საქმეა ყოველივე მოქალაქისა. ყოველ მოქალაქეს შეუძლიან აღიაროს ესა თუ ის სარწმუნოება, ან არ აღიაროს სრულებით არავითარი სარწმუნოება. 2) მიკუთვნება ამა თუ იმ სარწმუნოებისადმი არ ქმნის მოქალაქესათვის რაიმე უპირატესობას ან პრივილეგიას. 3) ეკლესია გამოყოფილია სახელმწიფოსაგან. 4) აკრძალულია გამოცემა ყოველგვარ ისეთ ადგილობრივ კანონებისა და დადგენილებათა, რომელთაც შეუძლიათ სინდისის თავისუფლების შევიწროება ან და შეზღუდვა. ყოველგვარი უფლებრივი შეზღუდვა, დაკავშირებული ამა თუ იმ სარწმუნოების აღიარებასთან ან და საზოგადო სარწმუნოების უარყოფასთან. გაუქმებულია. შენიშვნა. ყველა ოფიციალური აქტების შესრულების დროს ამა თუ იმ სარწმუნოებისადმი მიკუთვნების დასახელება უარყოფილია. 5) სახელმწიფოებრივ და სხვა საზოგადოებრივ უფლებრივ დაწესებულებათა მოქმედებას არავითარი რელიგიური წესების და ცერემონიების შესრულება თან არ ახლავს. 6) თავისუფალი შესრულება რელიგიური წესებისა უზრუნველყოფილია იმდენად, რამდენად ისინი არ არღვევენ საზოგადოებრივ წესრიგს და არ წარმოადგენენ მოქალაქეთა უფლებების შელახვის ცდას. ადგილობრივ ხელისუფლებას უფლება აქვს მიიღოს ასეთ შემთხვევაში სათანადო ზომები საზოგადოებრივ წესრიგის და მშვიდობიანობის უზრუნველსაყოფად. 7) არავის არ შეუძლიან თავისი რელიგიურ შეხედულებებზე დაყრდნობით მხარი აუხვიოს თავის მოქალაქობრივ მოვალეობათა შესრულებას. გამონაკლისი ერთი მოქალაქობრივი მოვალეობის მეორეთი შეცვლის პირობით დაშვება ყოველ კერძო შემთხვევაში სახალხო სასამართლოს გადაწყვეტილებით. 8) სარწმუნოებრივი ფიცი ისპობა, აუცილებელ შემთხვევაში უნდა დადებულ იქნას მხოლოდ საზეიმო აღთქმა. 9) მოქალაქობრივი ვითარების აქტები წარმოებულ უნდა იქნას მხოლოდ სამოქალაქო ხელისუფლების მიერ, სახელდობრ, მოქალაქეობრივ ვითარების აღნუსხვის განყოფილების საშუალებით. 10) სკოლა გამოყოფილია ეკლესიისაგან. 11) სარწმუნოებრივი საგნების სწავლება ყველა სახელმწიფო, საზოგადო და აგრეთვე კერძო სასწავლებლებში, სადაც გადიან საზოგადო განათლების საგნებს, დაშვებული არ არის. მოქალაქეთ შეუძლიანთ ასწავლონ და ისწავლონ სარწმუნოებრივი საგნები კერძოთ. 12) ყველა საეკლესიო და რელიგიური საზოგადოებები ემორ- ჩილებიან საერთო წესებს შესახებ კერძო საზოგადოებებისა და კავშირებისა და არ სარგებლობენ არავითარ უპირატესობით და სუბსიდიით არც სახელმწიფოსა და არც მისი ადგილობრივ ან სხვაგვარ ავტონომიურ და თვითმართველ დაწესებულებიდან. 13) არც იძულებითი გადასახადები საეკლესიო და რელიგიურ საზოგადოებათა სასარგებლოდ, აგრეთვე არც ძალდატანებით ან დამსჯელი ზომები ამ საზოგადოებების მხრივ მათივე თანაწევრთა მიმართ არ შეიძლება დაშვებულ იქნას. 14) საეკლესიო და რელიგიურ საზოგადოებებს არ აქვთ ნება კერძო საკუთრების ფლობისა, აგრეთვე იურიდიული პიროვნების უფლებასაც მოკლებული არიან. 15) საქართველოს რესპუბლიკაში არსებული საეკლესიო და რელიგიურ საზოგადოებათა მთელი ქონება ცხადდება სახალხო საკუთრებათ. შენობები და საგნები, რომელნიც დანიშნულნი არიან სპეციალურად საღვთისამსახურო მიზნებისათვის, უფასოდ ეძლევათ სახმარებლად სათანადო სარწმუნოებრივ საზოგადოებებს ცენტრალურ ან და ადგილობრივ სახელმწიფოებრივი ხელისუფლების განსაკუთრებული დადგენილებით. ეკლესიის სახელმწიფოდან და სკოლის ეკლესიიდან გამოყოფის დეკრეტის შესახებ ინსტრუქცია სახალხო კომისარიატის მიერ გამოქვეყნებული იქნება ცალკე. ს. ს. ს. რ. რევკომის თავმჯდომარის მოადგილემ ორახელაშვილი. რევკომის მდივანი შ. გაბრიჩიძე. 1921 წ. აპრილის 15 დღესა. ტფილისი-სასახლე. სისხლის სამართლის კოდექსის განსაკუთრებული ნაწილი თავი III. სახელმწიფოსაგან ეკლესიის ჩამოშორების წესის დარღვევა. 123. მოსატყუებელი მოქმედების ჩადენა ხალხში ცრუმორწმუნოების აღსაძრავად, აგრეთვე ამით რაიმე სარგებლობის მოსაპოვებლად გამოიწვევს თავისუფლების აღკვეთას ერთ წლამდე ან ამავე ვადით იძულებით მუშაობას. 124. სწავლება მცირეწლოვანთა და არა სრულწლოვანთათვის რელიგიური მოძღვრებისა სახელმწიფო ან კერძო სასწავლებელსა და სკოლაში გამოიწვევს იძულებით მუშაობას ერთ წლამდე. 125. ყოველივე ძალდატანება საეკლესიო და რელიგიური ორგანიზაციისა და ჯგუფის სასარგებლოდ გადასახადის აკრეფის დროს გამოიწვევს იძულებით მუშაობას ექვს თვემდე, ადგილობრივ საბჭოსთან ხელშეკრულების დადების უფლების ჩამორთმევით ორ წლამდე ღვთისმსახურებისათვის საჭირო ქონებისა და შენობის მოხმარების შესახებ და ორგანიზაციის ქონების კონფისკაციით. 126. მითვისება რელიგიური ან საეკლესიო ორგანიზაციის მიერ საადმინისტრაციო, სამოსამართლო ან საქვეყნო სამართლის ხასიათის სხვა ფუნქციისა ან და იურიდიული პიროვნების უფლებისა გამოიწვევს იძულებით მუშაობას ექვს თვემდე აღნიშნული ორგანიზაციის ლიკვიდაციით და მისი ქონების კონფისკაციით. 127. შესრულება სახელმწიფო ან საზოგადოებრივ დაწესებულებასა და საწარმოში რელიგიური წესისა, აგრეთვე მოთავსება ამ შენობაში რაიმე რელიგიური გამოხატულებისა გამოიწვევს იძულებით მუშაობას სამ თვემდე ან ჯარიმის 300 მანეთამდე (ც. ა. ლ-ის 1925 წ. ოქტომბრის 6 დადგ. № 45 (კან. კრ. 1925 წ. № 3, მუხ. 68)). 128. ხელის შეშლა რელიგიური წესის ასრულებისათვის, უკეთუ ეს წესი არ დაარღვევს საზოგადოებრივ წესიერებას, და მის შესრულებას თან არა სდევს მოქალაქეთა უფლების შელახვა, გამოიწვევს იძულებით მუშაობას ექვს თვემდე. მოქალაქობრივი მდგომარეობის აქტების შესახებ შინაგან საქმეთა სახალხო კომისარიატის განმარტება ცირკულიარი №66 მოქალაქობრივი მდგომარეობის აქტების რეგისტრაციის დამოუკიდებლად სამღვდელო პირთა მიერ სარწმუნოებრივი წესების შესრულების უფლების შესახებ მოქალაქეობრივი მდგომარეობის აქტების ჩამწერ ადგილობრივი ორგანოების შეკითხვების გამო, აკრძალული აქვთ თუ არა სამღვდელო პირთ სარწმუნოებრივი წესების (მონათვლა, დასაფლავება, ჯვრის წერა და სხვა) შესრულება ამა თუ იმ მოქალაქობრივი მდგომარეობის აქტის “მმაჩ”-ის ორგანოში რეგისტრაციაში გატარებამდე, შინაგან საქმეთა და იუსტიციის სახალხო კომისარიატები განმარტავენ: “ეკლესიის სახელმწიფოსაგან გამოყოფის” დეკრეტის თანახმად სამღვდელო პირთა მიერ სარწმუნოებრივი წესების შესრულება არის კერძო საქმე და რამდენად ამ წესების შესრულება არ ეწინააღმდეგება მომქმედ კანონმდებლობას და არ არღვევს არსებულ წესრიგს, სამღვდელო პირთ უფლება აქვთ შეასრულონ იგი თავისუფლად, ყოველგვარ შევიწროების გარეშე. აღნიშნულის გამო სამღვდელო პირთ შეუძლიათ შეასრულონ მონათვლა, ჯვრის წერა, დასაფლავება და სხვა სარწმუნოებრივი წესები დაბადების ქორწინებისა და გარდაცვალების აქტების რეგისტრაციაში გატარებამდე, ამავე დროს, რადგანაც საქართველოს ს. ს. რ. კანონმდებლობით მოქალაქობრივი მდგომარეობის აქტების ამონაწერის გაცემა მიკუთვნებული აქვთ “მმაჩ”-ის ორგანოებს. დადგენილება №42 სრულიად საქართველოს საბჭოთა ცენტრალური აღმასრულებელი კომიტეტის პრეზიდიუმისა და საქართველოს სოც. საბჭ. რესპ. სახალხო კომისართა საბჭოსი მიწის კოდექსის მე-9 მუხლის შეცვლის შესახებ სრულიად საქართველოს საბჭოთა მე-2 მოწვევის ცენტრალური აღმასრულებელი კომიტეტის მე-2 სესიის 1924 წლ. მარტის 10 თარიღისა და 77 №2 დადგენილების მე-2 მუხლის თანახმად, სრულიად საქართველოს საბჭოთა ცენტრალური აღმასრულებელი კომიტეტის პრეზიდიუმი და საქართველოს ს. ს. რ. სახალხო კომისართა საბჭო ადგენენ: მიწის კოდექსის მე-9 მუხლი შეიცვალოს შემდეგნაირად: “მიწის სარგებლობის უფლება სოფლის მეურნეობის საწარმოებლად აქვს საქართველოს სოციალისტური საბჭოთა რესპუბლიკის ყველა მოქალაქეს (განურჩევლად სქესისა, ეროვნებისა და სარწმუნოებისა), ვინც მოისურვებს მიწის საკუთარის შრომით დამუშავებას. მოქალაქე, რომელიც მოისურვებს მიწის მიღებას თავისი შრომით დასამუშავებლად, მიიღებს მიწას მიწადმოქმედების სახალხო კომისარიატის სათანადო ორგანოსაგან, უკეთუ ამ ორგანოს მოეპოვება სოფლის მეურნეობისათვის გამოსადეგი სათადარიგო მიწის ფონდი. სრულიად საქართველოს საბჭოთა ცენტრალური აღმასრულებელი კომიტეტის თავმჯდომარე ფ. მახარაძე. საქართველოს სოც. საბჭ. რესპ. სახალხო კომისართა საბჭოს თავმჯდომარე – შ. ელიავა. სრულიად საქართველოს საბჭოთა ცენტრალური აღმასრულებელი კომიტეტის მდივანი – ს. თოდრია. 1925 წ. სექტემბრის 21 ტფილისი – სასახლე. “კომუნისტი”, 1925 წ. № 222 სექტემბრის 27. განმარტება სრულიად საქართველოს საბჭოთა ცენტრალური აღმასრულებელი კომიტეტისა, საქართველოს სოც. საბჭ. რესპუბლიკის მიწის კოდექსის მე-9 და 82 მუხ. შეფარდების შესახებ. საქართველოს სოც. საბჭ. რესპუბლიკის მიწის კოდექსის მე-9 მუხ. შეცვლის გამო. სრულიად საქართველოს საბჭოთა ცენტრალური აღმასრულებელი კომიტეტი აუქმებს მიწის კოდექსის მე-9 და 82 მუხლის შესახებ 1924 წ. ივნისის 4-ს თარიღით გამოცემულ თავის განმარტებას და ხელახლად განმარტავს. 1. კულტის მსახურს და მის ოჯახის წევრს მიწა მიეცემა საერთო წესით (მიწ. კოდ. მე-9 და შემდეგი მუხლები), ამასთანავე საკითხს მიწის მიცემის შესახებ გადასწყვეტს სამაზრო საადგილმამულო ორგანო. უკეთუ თხოვნა თავისუფალი ან სათადარიგო მიწებიდან ხელახლა მიწის გაცემის შესახებ, შემოვა ერთსა და იმავე დროს კულტის მსახურისა და ისეთი მოქალაქისაგან, რომელიც მშრომელ მიწათმომქმედ მოსახლეობას ეკუთვნის და რომელიც კულტის მსახური არ არის, პირველ რიგში მიწით დაკმაყოფილებულ უნდა იქნეს ზემოხსენებული მოქალაქე. ის კულტის მსახური და მისი ოჯახის წევრი, რომელსაც მიწის ნაკვეთი უკვე აქვს ფაქტიურ შრომის სარგებლობაში, შეინარჩუნებს მიწად სარგებლობის უფლებას სხვა მშრომელ მიწადმოსარგებლეებთან თანაბრად, შემდეგშიაც მას მიწა შეიძლება ჩამოერთვას მხოლოდ იმ წესით და იმ შემთხვევაში, რაც კანონშია აღნიშნული. ამასთანავე მღვდელმსახურებისათვის გასამრჯელოს მიღება მიწით სარგებლობის უფლებას კულტის მსახურს არ უსპობს. 2. იმავე კოდექსის 82 მუხლი, რომლითაც საქართველოს სოც. საბჭ. რესპუბლიკის ყველა მოქალაქეს, ვისაც კი სოფლად მუდმივი ცალკე მოსახლეობა აქვს, უნდა დაუტოვოს სამოსახლო ადგილი, იმისდა მიუხედავად, აქვს მას თუ არა მიწით შრომის უფლება, – ჰგულისხმობს აგრეთვე რელიგიური კულტის მსახურთაც საერთოდ. სრულიად საქ. საბჭ. ცენტრ. აღმასრ. კომიტ. თავმჯდ. ფ. მახარაძე. სრულიად საქ. საბჭ. ცენტრ. აღმასრ. კომიტ. მდივანი ს. თოდრია. დადგენილება № 124 სრულიად საქართველოს ცენტრალური აღნასრულებელი კომიტეტისა ეკლესიების გახსნა და რელიგიურ საზოგადოებათა რეგისტრაციის წესის შესახებ რათა მტკიცედ განხორციელებულ იქნეს ძირითადი კანონი სახელმწიფოსაგან ეკლესიის ჩამოშორების შესახებ (1921 წ. აპრილის 15-სა და 21 №-რის დეკრეტი), რომლითაც საქართველოს სოც. საბჭ. რესპუბლიკის მოქალაქეთათვის უზრუნველყოფილია სარწმუნოებისა და რელიგიური კულტის თავისუფლად ასრულება, სრულიად საქართველოს საბჭოთა ცენტრალური აღმასრულებელი კომიტეტი ადგენს: 1) გაუქმებულ იქნეს ყველა მომქმედი დადგენილება, ინსტრუქცია და ადმინისტრატიული განკარგულება, რაც შეეხება რელიგიურ საზოგადოებათ და ზღუდავს საქართველოს სოც. საბჭ. რესპუბლიკის მოქალაქეთა მიერ რელიგიური კულტის თავისუფლად ასრულებას. 2) შემოღებულ იქნეს ქვემოდ აღნიშნული წესი ეკლესიებისა და სამლოცველო სახლების გახსნისა და საქართველოს სოც. საბჭ. რესპუბლიკის მოქალაქეთა ხელში სარგებლობისათვის გადაცემისა, რომელთა გადაცემის შესახებ ხელისუფლების ადგილობრივ ორგანოებთან შეთანხმება ჯერ არ მომხდარა; ესევე წესი შემოღებულ იქნეს აგრეთვე წინად დახურული ეკლესიებისა და სამლოცველო სახლების გახსნისა და გადაცემისათვის, ხოლო იგი არ ვრცელდება იმ სამხედრო ტაძრებზე, რაც სახელმწიფო და საზოგადოებრივ ორგანიზაციებს გადაეცა საქართველოს სოც. საბჭ. რესპუბლიკის სახალხო კომისართა საბჭოს 1923 წ. იანვარს 8 თარიღით და 68 ნომრით გამოცემული დადგენილების ძალით: ა) საქართველოს სოც: საბჭ. რესპუბლიკის მოქალაქეთ შეუძლიანთ მიიღონ სარგებლობისათვის თავისი სარწმუნოების ტაძრები და სამლოცველო სახლები, აგრეთვე ღვთისმსახურებისა და რელიგიური წესებისათვის მიკუთვნებული ქონება, რისთვისაც უნდა დაარსონ რელიგიური საზოგადოება, რომლის დამფუძნებელ წევრთა რიცხვი შვიდზე ნაკლები არ უნდა იყოს. ბ) რელიგიური საზოგადოების წარმომადგენელნი ტაძრებს, სამლოცველო სახლებს და ქონებას მიიღებენ სარგებლობისათვის ადგილობრივ აღმასრულებელ კომიტეტისაგან ხელშეკრულებით, უსასყიდლოდ და უვადოდ თანახმად საქართველოს სოც. საბჭ. რესპუბლიკის რევოლიუციონური კომიტეტის მიერ 1921 წ. აპრილის 15 თარიღით და 21 ნომრით გამოცემული დეკრეტის მე-15 მუხლისა. გ) ხელშეკრულების დადებისას, რელიგიურ საზოგადოებას რეგისტრაცია უნდა ექნეს სათანადო მაზრისა ან ქალაქის აღმასრულებელ კომიტეტში. ვ) ადგილობრივი აღმასრულებელი კომიტეტის უარი ხელშეკრულების დადებაზე ან რელიგიურ საზოგადოების რეგისტრაციაზე შეიძლება გასაჩივრებულ იქნეს სრულიად საქართველოს საბჭოთა ცენტრალურ აღმასრულებელ კომიტეტში ერთი თვის ვადაზე იმ დრიდან, როდესაც ჩაბარებულ იქნება წერილობით დასაბუთებული დადგენილება უარის შესახებ. 4) ამა დადგენილების გამოცემამდე დაარსებული და რეგისტრაცია-ქმნილი რელიგიური საზოგადოება განაგრძობს თავის არსებობას ახალი რეგისტრაციის მოუხდენლად. დადგენილება ესე გავრცელება ამ საზოგადოებაზედაც. 5) რელიგიური საზოგადოება შეიძლება დახურულ იქნეს მხოლოდ შინაგან საქმეთა სახალხო კომიასრიატის განკარგულებით იმ შემთხვევაში, უკეთუ იგი საქართველოს სოც. საბჭ. რესპუბლიკის კონსტიტუციისა და კანონების საწინააღმდეგო მეთოდით იმოქმედებს. 6) დაწესებულება და თანამდებობის პირი, რომელიც ამა თუ იმ სახით წინააღმდეგობას გაუწევს ეკლესიის და სამლოცველო სახლის გახსნას და სხვ., ან დევნას აღძრავს იმ პირის წინააღმდეგ, ვინც ეკლესიის გახსნას ითხოვს, აგრეთვე ღვთის მსახურს, კულტის შესრულებისათვის დევნას დაუწყებს, პასუხს აგებს, როგორც ხელისუფლების გადამეტებისათვის. 7) მეთვალყურეობა ამა დადგენილების მტკიცედ აღსრულებისათვის დაეკისრებათ იუსტიციისა და შინაგან საქმეთა სახალხო კომისარიატებს და მათვე დაევალებათ ამა დადგენილების განსავითარებლად გამოსცენ სათანადო ინსტრუქციები. სრულიად საქართველოს საბჭოთა ცენტრალური აღმასრულებელი კომიტეტის თავჯდომარე მ. ცხაკაია. სრულიად საქართველოს საბჭოთა ცენტრალური აღმასრულებელი კომიტეტის მდივანს ს. თოდრია. 1924 წ. ნოემბრის 21. ტფილისი – სასახლე. გამოქვეყნებულია გაზ. “კომუნისტის” მე-268 №-ში 1924 წ. ნოემბრის 23. ეკლესიების გახსნისა და რელიგიურ საზოგ. რეგისტრაციის წესის შესახებ ინსტრუქცია იუსტიციისა და შინაგან საქმეთა სახალხო კომისარიატებისა სრულიად საქართველოს საბჭოთა ცენტრალური აღმასრულებელი კომიტეტის 1924 წ. ნოემბრის 21 თარითით და 124 №-ით გამოცემული დადგენილების – “ეკლესიების გახსნისა და რელიგიურ საზოგადოებათა რეგისტრაციის წესის შესახებ” – ასრულებისათვის. 1. შემოღებულ იქნეს ქვემო აღნიშნული წესი საქართველოს სოც. საბჭ. რესპუბლიკის მოქალაქეთათვის, როგორც იმ ეკლესიების გადაცემისათვის, რომელნიც წინად დახურულ იქნენ ადგილობრივი ადმინისტრატიული ხელისუფლების განკარგულებით, ისე იმ ეკლესიების გადასაცემად, რომელთა მორწმუნეთათვის გადაცემის შესახებ შეთანხმება ჯერ არ მომხდარა, (გარდა იმ სამხედრო ტაძრებისა, რაც სახალხო კომისართა საბჭოს 1923 წლ. იანვარს 8 თარიღის და 68 №-ის დადგენილებით გადაეცათ სახელმწიფო საზოგადოებრივ ორგანიზაციებს). 2. უკეთუ მოქალაქენი, რიცხვით არა ნაკლებ 7 კაცისა, მოისურვებენ რელიგიური საზოგადოების შედგენის და ეკლესიის ან სამლოცველო სახლის და ღვთისმსახურებისათვის საჭირო ნივთების უსასყიდლოდ სარგებლობისათვის მიღებას, – იმათ საამისო განცხადება უნდა შეიტანონ ადგილობრივ – მაზრის ან ქალაქის აღმასრულებელ კომიტეტში. 3. განცხადებაში აღნიშნულ უნდა იყო: ა) რელიგიური საზოგადოების დამფუძნებელთა (უკეთუ საზოგადოება ჯერ შედგენილი არ არის), ან წარმომადგენელთა სახელი, მამის სახელი და გვარი, ბ) რელიგიური საზოგადოების სახელწოდება, გ) დამფუძნებელთა საცხოვრებელი ადგილი და დ) სახელწოდება ეკლესიისა (სამლოცველო სახლისა), რომლის ღვთისმსახურებისათვის მიღება სურთ მათ. 4. ადგილობრივი აღმასრულებელი კომიტეტი ქონებას და მის აღწერილობას გადასცემს იმ მოქალაქეთ, რომელთაც განაცხადეს სურვილი ამ ქონების სარგებლობისათვის მიღებისა, ხოლო აღწერილობის მეორე ცალს მიმღებთა ხელისნაწერით დაიტოვებს თავისათვის. 5. წინა მუხლში ნახსენებ ეკლესიისა და ქონების მისაღებად საზოგადოების დამფუძნებელნი ან განკარგულებელი ორგანო დასდებენ ხელშეკრულებას სათანადო მაზრის ან ქალაქის აღმასრულებელ კომიტეტთან. შენიშვნა: სანიმუშო ხელშეკრულება ამასთანავე დართულია. 6. ხელშეკრულების დადების შემდეგ რელიგიური საზოგადოება წინასწარ გატარებულ უნდა იქნეს რეგისტრაციაში ადგილობრივ მაზრის ან ქალაქის აღმასრულებელ კომიტეტში, რის შემდეგაც მას შეუძლიან დაიწყოს მოქმედება. 7. უკეთუ ეკლესია და ქონება დამფუძნებლებმა მიიღეს, იგინი რელიგიური საზოგადოების შედგენის შემდეგ ეკლესიასა (სამლოცველო სახლს) და ქონებას გადასცემენ რელიგიური საზოგადოების განმკარგულებელ ორგანოს, და ქონების გადაცემის აქვს, აგრეთვე ცნობას რელიგიური საზოგადოების განმკარგულებელი ორგანოს შემადგენლობის შესახებ, სადაც აღნიშნულ უნდა იქნეს განმკარგულებელი ორგანოს თვითეული წევრის სახელი, მამის სახელი და გვარი, – წარუდგენენ სათანადო აღმასრულებელ კომიტეტს. 8. ხელშეკრულებით, რომელიც დაიდება საკულტო შენობის და ქონების უფასო სარგებლობის შესახებ, რელიგიური საზოგადოების წარმომადგენელნი (განმკარგულებელი ორგანო) პასუხს აგებენ, თუ მინდობილი სახალხო ქონება უკლებლად და წესიერად არ იქნება შენახული, აგრეთვე თუ ტაძარში წესიერება დარღვეული იქნება. 9. ადგილობრივი აღმასრულებელი კომიტეტის უარი ხელშეკრულების დადებაზე და რელიგიური საზოგადოების რეგისტრაციაზე შეიძლება განსაჩივრებულ იქნეს სრულიად საქართველოს საბჭოთა ცენტრალურ აღმასრულებელ კომიტეტში ერთი თვის ვადაზე იმ დღიდან, როდესაც ჩაბარებული იქნება წერილობითი დასაბუთებული დადგენილება უარის შესახებ. 10. თავის საზოგადო კრებების დადგენილებათა აღსრულებისათვის, აგრეთვე საგარეო წარმომადგენლობისათვის რელიგიური საზოგადოება თავის წრიდან აირჩევს წარმომადგენლებს (განმკარგულებელ ორგანოს), რომელნიც უძღვებიან მიმდინარე მუშაობას, იწვევენ საზოგადოების მიერ დანიშნულ ვადაზე საზოგადო კრებებს და სხვ. რელიგიური საზოგადოების ან მორწმუნეთა ჯგუფის სარგებლობაში მყოფ სადგომში მორწმუნეთა კრება ხდება თავისუფლად და ისე, რომ ყოველ ცალკე შემთხვევაში წინასწარი ნებართვა საჭირო არ არის, მიუხედავად იმისა, თუ რამდენი ხალხი მონაწილეობს ამ კრებებზე; ამრიგადვე მოხდება კრება, მოწვეული იმ საკითხების გამო, რაც შეეხება ტაძრის დაცვა-შენახვის და საკულტო ქონებების გამგებლობას. 12. ქადაგება შეიძლება თავისუფლად იმ პირობით – კი რომ თავისი შინაარსით ქადაგება იყოს მარტოოდენ რელიგიური და რელიგიურ-დამრიგებელი ხასიათისა. 13. რელიგიური საზოგადოების ან მორწმუნეთა ჯგუფის წევრებს შეუძლიათ შეაგროვონ ნებაყოფლობითი შემოწირულებანი იმ ხარჯების დასაფარავად, რაც დაკავშირებულია საკულტო ქონების სარგებლობასთან, ეკლესიის მსახურთა და მგალობელთა დაქირავებასთან და სხვ. 14. გაუქმებულ იქნეს ყველა წინად გამოცემული ინსტრუქცია რელიგიურ საზოგადოებათა რეგისტრაციის, აგრეთვე ეკლესიების და ღვთისმსახურებისათვის მიკუთვნებული ქონების სარგებლობის წესის შესახებ. იუსტიციის სახალხო კომისარი ი. ვარძიელი. შინაგან საქმეთა სახალხო კომისარი შ. მათიკაშვილი. 1924 წ. დეკემბრის 2. ქ. ტფილისი. “კომუნისტი” №280 1924 წ. დეკემბრის 7. ხელშეკრულება (დანართი) ჩვენ, ქვემორე ამისა ხელის მომწერთ, წარმომადგენელთ (ამა და ამ) რელიგიური საზოგადოებისა, (ამა და ამ ადგილას ან ამა და ამ ქალაქში მცხოვრებთ), დავდეთ ეს ხელშეკრულება (ამა და ამ) აღმასრულებელ კომიტეტთან, (მისი რწმუნებულის თანამდებობა, სახელი და გვარი) ამ სახით მას შინა, რომ 192.. წელს… თვე… დღეს… აღმასრულებელი კომიტეტისაგან უვადო და უფასო სარგებლობისათვის მივიღეთ (აქა და აქ) მდებარე (ესე და ეს ღვთისმსახურების შენობა) და ღვთისმსახურების საგნები ჩვენი ხელმოწერით შემოწმებული განსაკუთრებული აღწერილობით, შემდეგი პირობით: 1. მთელი ჩვენი (ესა და ეს) რელიგიური საზოგადოება მოვალედ რაცხს თავს გაუფრთხილდეს მასზე გადაცემულ სახალხო ქონებას და ისარგებლოს ამ ქონებით ამრტოოდენ მისი დანიშნულების შესაფერისად, ამასთან საზოგადოება კისრულობს მთელ პასუხისმგებლობას ჩაბარებული ქონების სიმრთელისა და შენახვისათვის, აგრეთვე ამ ხელშეკრულებით ნაკისრი ყველა სხვა მოვალეობის შესრულებისათვის. 2. საზოგადოება მოვალეთ რაცხს თავს ტაძრებითა და იქ შენახულ ღვთისმსახურების საგნებით ისარგებლოს და ასარგებლოს ყველა ერთმორწმუნე მარტოოდენ რელიგიური მოთხოვნილებათა დასაკმაყოფილებლად. 3. საზოგადოება მოვალეთ რაცხს თავს მიიღოს ყოველი ღონისძიება იმისთვის, რომ მისთვის ჩაბარებული ქონება არ მოხმარდეს ისეთ მიზანს, რომლიც არ შეეფერება ამა ხელშეკრულების 1-ლ და 2 მუხლს. კერძოდ საზოგადოება მოვალეა აკრძალოს მის გამგებლობაში გადასულ ღვთისმსახურების სადგომში: ა) საბჭოთა ხელისუფლების სამტროდ მიმართული პოლიტიკური კრებების გამართვა; ბ) საბჭოთა ხელისუფლების ან მისი ცალკე წარმომადგენლის წინააღმდეგ მიმართული წიგნების, ბროშურების, ფურცლების და ეპისტოლების დარიგება და გაყიდვა; გ) საბჭოთა ხელისუფლების ან მისი ცალკე წარმომადგენლის წინააღმდეგ მიმართული ქადაგების და სიტყვების წარმოთქმა; დ) მცხოვრებთა საბჭოთა ხელისუფლების წინააღმდეგ ამხედრების მიზნით ზარის რეკვით განგაშის ატეხა და ხალხის მოგროვება. 4. საზოგადოება მოვალეა თავისი საღსრით გასწიოს… ტაძრის (ან სხვა ღვთისმსახურების შენობის) და ამ ტაძარში დაცული საგნების შენახვისათვის საჭირო მიმდინარე ხარჯები, სახელდობრ: რემონტი, გათბობა, დაზღვევა, დაცვა, გასტუმრება ვალებისა, გადასახადებისა, ადგილობრივი შენაწერისა და სხვ. 5. საზოგადოება მოვალეა იქონიოს ღვთისმსახურების ქონებისა საინვენტარო აღწერილობა, სადაც შეტანილი უნდა იქნას რელიგიური კულტის ყოველი ახლად შესული (შეწირულებით, სხვა ტაძრებიდან გადაცემით ან სხვა გზით) საგანი, რომელიც ცალკე მოქალაქეების კერძო საკუთრებას არ შეადგენს. 6. საზოგადოება მოვალეა, როცა ღვთისმსახურება არ სწარმოებს, შეუშვას ტაძარში აღმასრულებელი კომიტეტის წარმომადგენელნი ქონების დროგამოშვებით შესამოწმებლად და დასათვალიერებლად. 7. მიღებული ქონების დაკარგვის ან გაფუჭებისათვის საზოგადოება პასუხს აგებს იმ ზარალის ფარგლებში, რომელიც ქონებას მოუვა. 8. საზოგადოება მოვალეა, უკეთუ საჭირო იქნება მიღებული ქონების უკანვე ჩაბარება, ჩააბაროს იგი იმ სახით. რა სახითაც მან მიიღო სასარგებლოდ და შესანახად. 9. უკეთუ საზოგადოება მოისურვებს ხელშეკრულების მოსპობას, იგი მოვალეა ამის შესახებ წერილობით აცნობოს აღმასრულებელ კომიტეტს, ამასთან ამ განცხადების შეტანიდან ერთი კვირის განმავლობაში ეს ხელშეკრულება ძალაში რჩება და საზოგადოება პასუხს აგებს აღსრულებისათვის; საზოგადოება მოვალეა აგრეთვე ამ ხნის განმავლობაში ჩააბაროს მის მიერ მიღებული ქონება. 10. საზოგადოების ყოველ წევრს, რომელსაც ხელშეკრულებაზე ხელი უწერია, შეუძლია გავიდეს ხელშეკრულების მონაწილეთა რიცხვიდამ; ამისთვის მან წერილობითი განცხადება უნდა შეიტანოს აღმასრულებელ კომიტეტში, ამგრამ ეს ვერ იხსნის გასულ პირს პასუხისმგებლობისაგან მთელი იმ ზარალისათვის, რომელიც სახალხო ქონებას მოუვიდა იმ ხნის განმავლობაში, როდესაც გასული წევრი მონაწილეობას იღებდა იმ ქონების სარგებლობაში და გამგებლობაში, იმ დრომდე, ვიდრე იგი სათანადო განცხადებას შეიტანდა. ამ ხელშეკრულების დედანი ინახება… აღმასრულებელი კომიტეტის საქმეებში, ხოლო სათანადოთ შემოწმებული ასლი გვეძლევა ჩვენ, საზოგადოების წარმომადგენელთ, რომელთაც ამ ხელშეკრულებაზე ხელი გვიწერია და რომელთაც 1924 წ…. აღწერილობით რელიგიურის მიზნით სასარგებლოდ მივიღეთ ღვთისმსახურების შენობანი და მათდამი დაცული საგნები. 11. უკეთუ საზოგადოება ამ ხელშეკრულებიდან გამომდინარე მოვალეობათა შესასრულებლად არ მიიღებს ყველა შესაძლებელ ღონისძიებას, ხელშეკრულება ესე სათანადო აღმასრულებელ კომიტეტის მიერ შეიძლება მოსპობილ იქნას ხოლო იმ შემთხვევაში, როდესაც ხელშეკრულება აშკარად იქნება დარღვეული, დამნაშავენი პასუხს აგებენ სისხლის სამართლის წესით. საქართველოს ს. ს. რესპუბლიკის კანონმდებლობა ეკლესიის შესახებ საქართველოს სოციალისტურ საბჭოთა რესპუბლიკაში ეკლესია ჩამოშორებულია სახელმწიფოს, სკოლა ეკლესიას, თუმცა სარწმუნოებრივი და ანტისარწმუნოებრივი პროპაგანდის თავისუფლება მინიჭებული აქვს ყველა მოქალაქეს იმ აუცილებლის პირობით, რომ პროპაგანდა ხდებოდეს პოლიტიკურ და სოციალისტურ მიზანთა გარეშე. ს. ს. ს. რესპუბლიკის კონსტიტუცია. მუხ. 11. ოფიციალური განყოფილება სრულიად საქართველოს საბჭოთა ცენტრალური აღმასრულებელი კომიტეტის ახსნა–განმარტება საქართველოს სოც. რესპ. ძირითადი კანონის (კონსტიტუციის) 11 მუხლისა საქართველოს სოც. საბჭ. რესპუბლიკის ძირითადი კანონის (კონსტიტუციის) მე-11 მუხლ. ანიჭებს ყველა მოქალაქეს რელიგიური პროპაგანდის თავისუფლებას. 11-მუხლი მოქალაქედ გულისხმობს მხოლოდ საბჭოთა მოქალაქეს და არა უცხოელს, რაც სჩანს ძირითადი კანონის მერვე მუხლიდან. აქ, სხვათა შორის აღნიშნულია, რომ ყველა ის მოქალაქობრივი უფლება-მოვალეობა, რაც კი საქართველოს ს. ს. რ. კონსტიტუციით დაწესებულია საქართველოს სოც. საბჭ. რესპ. მოქალაქეთათვის, ვრცელდება რესპუბლიკის ტერიტორიაზე მყოფ სხვა საბჭოთა რესპუბლიკების ყველა მოქალაქეზე. ამის გამო სრულიად საქართველოს საბჭოთა ცენტრალური აღმასრულებელი კომიტეტი განმარტავს, რომ საქართველოს ტერიტორიაზე რელიგიური “პროპაგანდის თავისუფლება ეკუთვნის მარტოოდენ საბჭოთა მოქალაქეთ, და არა უცხოელთ. სრულიად საქართველოს საბჭოთა ცენტრალური აღმასრულებელი კომიტეტის თავმჯდომარე ფ. მახარაძე. სრულიად საქართველოს საბჭოთა ცენტრალური აღმასრულებელი კომიტეტის მდივანი ს. თოდრია. 1927 წ. თებერვლის 18. ტფილისი – სასახლე.