Jump to content
×
×
  • Create New...

ძებნა

'კითხვები' ძებნის შედეგები.

  • ტეგების მიხედვით

    Type tags separated by commas.
  • ავტორის მიხედვით

კონტენტის ტიპი


დისკუსიები

  • სადისკუსიო ბადე
    • პოლიტიკა & საზოგადოება
    • განათლება & მეცნიერება
    • ჯანმრთელობა & მედიცინა
    • ხელოვნება & კულტურა
    • გ ვ ი რ ი ლ ა
    • ზოგადი დისკუსიები
  • თავისუფალი ბადე
    • F L A M E
  • ადმინისტრაციული ბადე
    • ბადეს შესახებ

მომიძებნე მხოლოდ

ან მომიძებნე


შექმნის დრო

  • Start

    End


განახლებული

  • Start

    End


Filter by number of...

რეგისტრაციის დრო

  • Start

    End


ჯგუფი


სქესი


ჰობი

Found 3 results

  1. 1. როგორ დავპოსტო/დავლინკო იუთუბიდან ვიდეო? - უბრალოდ აიღეთ/დააკოპირეთ ვიდეოს ლინკი ისე, როგორც ის იუთუბზე ჩანს და დაპოსტეთ. მაგ, https://www.youtube.com/watch?v=OGNRg4_fEiA - იუთუბზე ჩანს ასე. ვაკოპირებთ მთლიანად და ვპოსტვთ მთლიანად და ველოდებით ჩატვირთვას მაქს. 1 წამის საქმეა. იგივე პრინციპით მუშაობს ყველა მხარდაჭერილი საიტი - Facebook, instagram, Tik Tok, College Humor, Coub, Dailymotion, Flickr, Funny Or Die, Gfycat, Google Maps, Hulu, ReverbNation, Screencast.com, SmugMug, SoundCloud, Spotify, TED, Twitch, Twitter, Ustream, Vimeo, Vine, Wistia, YouTube + Giphy ასევე მარტივად ლინკავთ ფოტოებს თუ ინტერნეტიდან მოგაქვთ დასაპოსტად. 2. როგორ ვიყოთ ანონიმურები ბადეს ფორუმზე? - https://bade.ge/settings/account-security/ *ანონიმურ რეჟიმშიც მომხმარებელი ხედავს საკუთარ ნიკს, მაგრამ სხვა მომხმარებლები მას ვეღარ ხედავენ, სანამ რეჟიმს ისევ ხილვადს არ გახდის. 3. როგორ ხდება მონიშვნის გაუქმება თემებიდან/განყებიდან/წევრებიდან? - https://bade.ge/followed/ 4. საიდან/როგორ ხდება შეტყობინებების პარამეტრების გასწორება/ჩართვა/გამორთვა? - https://bade.ge/notifications/options/ 5. საიდან გავასწორო პროფილის პარამეტრები (სქესი, დაბადების დღე, Member Title) ? - https://bade.ge/profile/7-moor/?do=edit 6. როგორ დავაიგნორო 'აბეზარი' იუზერები? - https://bade.ge/ignore/ * ჩატში დაიგნორების ფუნქცია, ჩატშივეა 7. ხელმოწერას აკა სიგნაჩას ვერ მივაგენი და საიდან ყენდება? - https://bade.ge/settings/signature/ 8. ჩატი როგორ მუშაობს, რატომ ქრება მესიჯები, რატომ ვერ ვარედაქტირებ? - ჩატი მშვენივრად მუშაობს. მიმოწერა არ ქრება, სავარაუდოდ თანამოსაუბრებ წაშალა - როცა ჩატს შლით ბადეზე, საუბარი ორივე მოსაუბრესთან იშლება. დარედაქტირება და ცალკეული მესიჯების წაშლის ფუნქცია გამორთულია. იმჰო, ეს ჩატს უფრო უსაფრთხოს ხდის ჩატის მონაწილეებისთვის და გიცავთ პროვოკაციული შემთხვევებისგან. 9. ვის აქვს წვდომა ჩემს მონაცემებზე (მაილი, IP, ადგილმდებარეობა, დივაისი და ა.შ.) ? - მხოლოდ ადმინისტრატორს. არც მოდერებს და არც არავის სხვას არ აქვთ წვდომა თქვენს პირად მონაცემებზე. 10. თემის გახსნა მინდა, მაგრამ შესაბამისი განყოფილება ვერ ვნახე. - ბადე აპირებს, რომ დროთა განმავლობაში, მაქსიმალურად მრავალფეროვანი და თემატური ფორუმი შემოგთავაზოთ და შეძლებისდაგავარად ყველა დისკუსიით დაინტერესებული ჯგუფი მოიცვას და განყოფილებებიც დაამატოს. მაგრამ მანამ, სანამ ეს ასე არ არის, და თუ შესაბამის თემას/განყს ვერ მიაგენით, შეგიძლიათ გამოიყენოთ თავისუფალი თემა https://bade.ge/forum/36-თავისუფალი-თემა/ 11. სად ვნახო ბადეს წესები? - ფორუმზე დარეგისტრირებისას, თქვენ ეთანხმებით ბადეს წესებს და პირობებს. ის ასევე შეგიძლიათ ნახოთ ადმინისტრაციულ ბადეში შემოსვლისას. https://bade.ge/forum/64-administratsiuli-bade/ ყოველი შემთხვევისთვის აქაც დავდებ სპოილერით 12. იუზერი როგორ მოვნიშნო დაციტირების გარეშე? - ნიკს ნიშნავთ ძაღლუკათი, როგორც პოპულარული სოციალური ქსელების უმეტესობაში. ასევე შეგიძლიათ, დააკლიკოთ ძაღლუკას შესაბამისი იუზერის პოსტის ქვემოთ და იუზერი დაითაგება მარტივად. ნელნელა კიდევ დავამატებ, რა კითხვებსაც შევამჩნევ რომ ასგვერდიან თემაში არ გიწევდეთ ძებნა ან ყველა ცალკე არ მისვამდეს. რამეს თუ ვერ იპოვით, იკითხეთ აქვე
  2. დიახ მილორდ და ამ მხრივ ძალიან საინტერესოა იოანეს გამოცხადება : თავი 13 1. დავდექი ქვიშაზე ზღვისა და ვიხილე მხეცი, ზღვიდან ამომავალი, ათრქიანი და შვიდთავიანი: და მის რქებზე - ათი გვირგვინი, თავებზე კი - გმობის სახელნი. 2. მხეცი, რომელიც მე ვიხილე, ჯიქს მიაგავდა, მისი ფეხები - დათვის ტორებს, ხახა კი - ხახას ლომისას: და მისცა მას ურჩხულმა თავისი ძალა, თავისი ტახტი და უსაზღვრო ხელმწიფება. 3. ვიხილე მისი ერთ-ერთი თავი, თითქოს სასიკვდილოდ მოწყლული, მაგრამ განიკურნა სასიკვდილო წყლულება მისი, და განცვიფრდა მთელი ქვეყანა მხეცის კვალდაკვალ. 4. და თაყვანი სცეს ურჩხულს, რომელმაც მისცა მხეცს ხელმწიფება, თაყვანი სცეს მხეცს და ამბობდნენ: ვინ შეედრება ამ მხეცს? ვის შეუძლია შეებას მას? 11 … ვიხილე სხვა მხეცი, მიწიდან ამომავალი, რომელსაც ჰქონდა კრავის ორი რქა, მაგრამ ლაპარაკობდა, როგორც ურჩხული. თავი 17 1. მოვიდა ერთი ანგელოზი იმ შვიდთაგან, რომელთაც ჰქონდათ შვიდი თასი, და მითხრა: მოდი და გიჩვენებ სამსჯავროს დიდი მეძავისას, რომელიც ზედ აზის მრავალ წყალს; 2. რომელთანაც ისიძვეს ქვეყნიერების მეფეებმა და ქვეყნის ყოველი მკვიდრი დაითრო ღვინით მისი სიძვისა. 3. და წამიყვანა უდაბნოში სულით, და ვიხილე ქალი, ზურგზე რომ აჯდა წითელ მხეცს, რომელსაც, გმობის სახელებით სავსეს, შვიდი თავი და ათი რქა ჰქონდა. 4. ხოლო ქალს ემოსა პორფირი და ძოწეული, ოქროთი, პატიოსანი თვლებითა და მარგალიტებით შემკული, და ხელთ ეპყრა სიბილწითა და მისი სიძვის უწმინდურებით სავსე ოქროს ბარძიმი. 5. და ეწერა შუბლზე საიდუმლო სახელი: დიდი ბაბილონი, მეძავთა და მიწიერ სიბილწეთა დედა. 6. და ვიხილე, რომ მთვრალი იყო წმიდათა და იესოს მოწამეთა სისხლით, და მიკვირდა, მის მხილველს, ესოდენ დიდი საკვირველება. 7. მაშინ ანგელოზმა მითხრა: რად გიკვირს? მე გეტყვი საიდუმლოს ქალისას და მისი მტვირთველი მხეცისას, რომელსაც აქვს შვიდი თავი და ათი რქა. 8. მხეცი, რომელიც იხილე, იყო და აღარ არის, მაგრამ ამოვა უფსკრულიდან და წარსაწყმედლად წავა, და დედამიწის მკვიდრნი, რომელთა სახელებიც ჩაწერილი არ არის სიცოცხლის წიგნში ქვეყნიერების დასაბამიდან, განცვიფრდებიან, როდესაც იხილავენ მხეცს, რომელიც იყო და აღარ არის, მაგრამ კვლავ მოვა. 9. აქ საჭიროა გონება, რომელსაც აქვს სიბრძნე: შვიდი თავი შვიდი მთაა, რომლებზედაც ზის ქალი, - და შვიდი მეფე, 10. რომელთაგანაც ხუთი დაემხო, ერთი არის, სხვა კი ჯერაც არ მოსულა, მაგრამ როდესაც მოვა, დიდხანს ვერ გაძლებს. 11. ხოლო მხეცი, რომელიც იყო და აღარ არის, მერვეა შვიდთაგან, და წარსაწყმედლად მიდის. 12. ათი რქა, შენ რომ იხილე, ათი მეფეა, რომელთაც ჯერ არ მიუღიათ მეფობა, მაგრამ, როგროც მეფენი, მხეცთან ერთად მიიღებენ ხელმწიფებას, ერთი საათით. 13. ერთი აზრი აქვთ და თავიანთ ძალას და ხელმწიფებას მისცემენ მხეცს. 14. ერთადვე შეებრძოლებიან კრავს, მაგრამ კრავი იმძლავრებს მათზე, რადგანაც ის არის უფლებათა უფალი და მეუფეთა მეუფე, ხოლო მასთან მყოფნი ხმობილნი, რჩეულნი და სარწმუნონი არიან. 15. კვლავ მითხრა მე: წყალნი, რომელნიც იხილე, სადაც ზის დიდი მეძავი, ხალხები არიან და ბრბონი, ერები და ენანი. 16. ათი რქა, შენ რომ იხილე, და მხეცი მოიძულებენ, გაძარცვავენ და გააშიშვლებენ მეძავს, შეჭამენ მის ხორცს და ცეცხლს მისცემენ მას. 17. რადგანაც ღმერთმა ჩაუდო გულში, აღასრულონ მისი ნება, ყონ ერთი ნება და მისცენ თავიანთი მეფობა მხეცს, ვიდრე არ აღსრულდება ღვთის სიტყვა. 18. ხოლო ქალი, შენ რომ იხილე, დიდი ქალაქია, რომლის მეუფებასაც ჰმორჩილებს ქვეყნის ყოველი მეფე.
  3. ენერგოეფექტურობის თვალსაზრისით 3 ვე თემას აქ იმასვიზამ. 1, რა მავნე ჩვევები გაქვთ და ებრძვით? არ თუ ვერ? 2. დილას რა ლაიფჰაკები გაქვთ ჩამოწერეთ. ადამიანებს როგორ ემაგავსებით ან დილიდანვე ანაშებულები აღზევებულები და ბედნიერები რანაირად ხართთთთ? 3. კიდე მქონდა 1 კითხვა მარა დამავიწყდა და ამას ვიკითხავ: პლატფორმიანი ფეხსაცმელები მოგტსონთ? ხო გოიმობაა?