http://www.ambioni.ge/files/xorblis-katleti.jpg
სამარხვო რეცეპტები
მასალა: 500 გ ხორბალი, ზეთი, 3 ც. ხახვი, მწვანილი (თითო კონა ქინძი, ოხრახუში და კამა), 2 კბილი ნიორი, მარილი.
მომზადების წესი:
გარჩეული ხორბალი მოვხარშოთ, გადავწუროთ და გავატაროთ ხორცის საკეპ მანქანაში. მასთან ერთად გავატაროთ ხახვი, მწვანილი, ნიორი, მარილი. ყველაფერი კარგად ავურიოთ ერთმანეთში, გავაკეთოთ ამ მასისგან ოვალური ფორმის კვერები, ამოვავლოთ პურის ფქვილში და შევწვათ ადუღებულ ზეთში. სუფრაზე მიტანის წინ შეგვიძლია მოვაყაროთ ალყა-ალყად დაჭრილი ხახვი და წვრილად დაკეპილი ოხრახუში.
ავტორი: ირმა ტუხაშვილი წიგნი “სამარხვო რეცეპტების კრებული”