Jump to content
×
×
  • Create New...

ძებნა

'კარიერული' ძებნის შედეგები.

  • ტეგების მიხედვით

    Type tags separated by commas.
  • ავტორის მიხედვით

კონტენტის ტიპი


დისკუსიები

  • სადისკუსიო ბადე
    • პოლიტიკა & საზოგადოება
    • განათლება & მეცნიერება
    • ჯანმრთელობა & მედიცინა
    • ხელოვნება & კულტურა
    • გ ვ ი რ ი ლ ა
    • ზოგადი დისკუსიები
  • თავისუფალი ბადე
    • F L A M E
  • ადმინისტრაციული ბადე
    • ბადეს შესახებ

მომიძებნე მხოლოდ

ან მომიძებნე


შექმნის დრო

  • Start

    End


განახლებული

  • Start

    End


Filter by number of...

რეგისტრაციის დრო

  • Start

    End


ჯგუფი


სქესი


ჰობი

Found 4 results

  1. თუ თქვენ დაინტერესებული ხართ კარიერული კონსულტაციის ძირითადი არსის გაგებით და გსურთ გაიგოთ რა დადებითი გავლენა შეიძლება იქონიოს პროფკონსულტაციამ თქვენი შვილის კარიერულ და პროფესიულ განვითარებზე, გთავაზობთ მოკლე სახელმძღვანელოს, სადაც კარიერულ და პროფესიულ კონსულტაციასთან დაკავშირებულ საკვანძო საკითხებს შევეხებით . მშობლები უდიდეს როლს ასრულებენ შვილის კარიერულ განვითარებაში. მაგალითად, როდესაც ახალგაზრდები ირჩევენ პროფესიას ან იწყებენ კარიერას გადაწყვეტილებების მიღების პროცესში მშობლების პირდაპირი და არაპირდაპირი ზეგავლენა ცალსახაა. ამასთანავე, მშობლების გავლენა დიდია ისეთ საკითხებზე, როგორიცაა განათლების მიღება; ტრენინგები, ცოდნა, რომელიც მათ აქვთ სამუშაოს და სხვადასხვა პროფესიის შესახებ; რწმენები და შეხედულებები სამუშაოს შესახებ და წარმატების მიღწევის მოტივაცია. უმეტეს შემთხვევაში მშობლების ასეთი ზეგავლენა შვილებზე გაუცნობიერებელია როგორც მშობლების, ისე შვილების მხრიდან - ახალგაზრდები აქტიურად ითვისებენ მშობლების შეხედულებებსა და წარმოდგენებს კარიერასთან დაკავშირებულ სხვადასხვა საკითხზე, ხოლო ასაკის მატებასთან ერთად ეს შეხედულებები მყარდება და პიროვნულ მახასიათებლებში ინტეგრირდება. ქვემოთ ჩამოთვლილია მშობლების შვილებზე წეგავლენის რამდენიმე თვალსაჩინო მაგალითი: - მოლოდინები, რომლებიც მშობლებს აქვთ შვილების განათლებასა და კარიერაზე - მაგალითები, რომლებიც მათ წარმოუდგენიათ საკუთარი შვილების შემთხვევაში - ღირებულებები, რომლებსაც ისინი ავლენენ ოჯახში, მეგობრებსა თუ საზოგადოებაში - განათლებისა და განვითარების შესაძლებლობები, რომლებსაც ისინი შვილებს სთავაზობენ - ურთიერთობები მშობლებსა და შვილებს შორის იმისთვის, რომ იზრუნოთ შვილების კარიერულ განვითარებასა და განათლებაზე, შემდეგი რეკომენდაციების გათვალისწინებას გირჩევთ : http://myprofession.gov.ge/sites/default/files/files/rCevebi%20mSoblebisTvis.jpg- აუმაღლეთ უკეთესი განათლების მიღების მოტივაცია; - დაეხმარეთ, უკეთ გაიცნონ საკუთარი თავი; - დაეხმარეთ, მიიღონ ცოდნა სამუშაოების შესახებ; - ასწავლეთ, როგორ უნდა განივითარონ გადაწყვეტილების მიღების უნარები; - დაეხმარეთ, გენდერული და კულტურული თანასწორობა და მრავალფეროვნება წამყვან ღირებულებად ჩამოუყალიბდეთ; - დაეხმარეთ, იცოდნენ კარიერული რესურსების არსი და მათი მნიშვნელობა; - დაეხმარეთ, გახდნენ უნარების განვითარებაზე ორიენტირებულნი.
  2. კარიერული ინტერესების საკვლევი კითხვარი მეორე საფეხური: შეავსეთ ინტერესების საკვლები კითხვარი http://myprofession.gov.ge/sites/default/files/files/kariera.jpgშეავსეთ კარიერული ინტერესების საკვლევი კითხვარი, რომლის საშუალებითაც საკუთარი კარიერული ინტერესების საფუძველზე განსაზღვრავთ იმ პროფესიულ სფეროს, რომელიც ყველაზე მეტად შეგესაბამებათ. შრომითი ინტერესების გაანალიზებისათვის საუკეთესო სისტემა მომზადებულია ა.შ.შ.-ს შრომის დეპარტამენტის მიერ, რომლის მიხედვითაც: 1. საკუთარი ინტერესების გაანალიზება გეხმარებათ მოძიებული ინფორმაცია პროფესიის არჩევისას გამოიყენოთ; 2. საკუთარი ინტერესების ცოდნა გეხმარებათ გაარკვიოთ, თუ რა გამოგდით კარგად, როგორი სახის სამუშაოს კეთებისას მიიღებთ სიამოვნებას და რომელი საქმიანობა და პროფესიაა თქვენთვის ყველაზე მნიშვნელოვანი; 3. თქვენი ინტერესების გამოყოფა საშუალებას გაძლევთ, შეარჩიოთ ის პროფესიული მიმართულება, რომელიც ყველაზე მეტად შეესაბამება თქვენს საჭიროებებსა და მოთხოვნილებებს. იქიდან გამომდინარე, რომ შრომით ბაზარზე არსებული ათასობით პროფესიის თუ სამუშაოს აღწერა გამოსაყენებლად ძალიან არაპრაქტიკულია, ექსპერტებმა ისინი ინტერესების მცირე ჯგუფებში გაანაწილეს, რომლებიც მოცემულია 16 პროფესიული სფეროს ჩამონათვალში. ინტერესების მოცემული ტაქსონომია შემუშავებულია ამერიკის შრომის დეპარტამენტის მიერ. იმისთვის, რომ თქვენი ინტერესები გააანალიზოთ, საჭიროა, ინტერესთა კატეგორიებს გაეცნოთ. წაიკითხეთ ინტერესების სფეროების დეფინიციები და გააანალიზეთ, გაიტერესებთ თუ არა ისინი. თქვენთვის შესაბამისი პროფესიული სფეროს დადგენის ორი გზა არსებობს: ერთი მოკლე და მეტნაკლებად სუბიექტური, ხოლო მეორე გრძელი და უფრო ობიექტური. 1. თქვენ შეგიძლიათ უბრალოდ გაეცნოთ ა.შ.შ.-ის შრომის დეპარტამენტის მიერ გამოყოფილ 16 პროფესიულ სფეროს და მათი გაანალიზების შემდეგ შეარჩიოთ ის სფეროები, რომლებიც, თქვენი აზრით, ყველაზე მეტად გაინტერესებთ. თუმცაღა, ეს მიდგომა გამოირჩევა სუბიექტურობით, რადგან შესაძლებელია შეარჩიოთ ის პროფესიული სფერო, რომელიც ნაკლებად ან სულაც არ შეგესაბამებათ და მხოლოდ და მხოლოდ გეჩვენებათ ასე. იმისთვის, რომ უფრო სანდო ინფორმაცია მიიღოთ, ინტერესების გამორკვევის მეორე გზის გამოყენებას გირჩევთ. 2. შეავსეთ პროფესიული ინტერესების საკლევი კითხვარი, რომლის შედეგადაც დაადგენთ, თუ რომელი პროფესიული სფეროა თქვენთვის შესაბამისი. ამ შემთხვევაში დარწმუნებული იქნებით, რომ თქვენ მიერ შერჩეული პროფესიული სფერო ნამდვილად თქვენი პროფესიული ინტერესებიდან გამომდინარეობს. პროფესიული ინტერესების საკვლევი კითხვარი მესამე საფეხური: გამოარკვიეთ თქვენი შესაბამისი პროფესიული სფერო http://myprofession.gov.ge/sites/default/files/files/foto_0.jpgპროფესიული ინტერესების კითხვარის შედეგად თქვენ დაადგენთ იმ პროფესიულ სფეროებს და მიმართულებებს, რომლებიც ყველაზე მეტად შეგესაბამებათ და გაინტერესებთ. ამის შემდგომ უმჯობესი იქნება თუ მიღებულ შედეგებს დააკავშირებთ იმ შედეგებთან, რომლებიც ჰოლადის თვითსაკვლევის შევსების შედეგად მიიღეთ. უმჯობესი იქნება, თუ არ დაეყრდნობით მხოლოდ ერთი რომელიმე კითხვარის შედეგებს და ორივე მათგანს ერთობლივად გააანალიზებთ. მაგალითად, თუ თქვენ პროფესიული ინტერესების კითხვარში მიიღეთ, რომ გაინტერესებთ არქიტექტურის და მშენებლობის სფერო, დააკვირდით, რა შედეგები მიიღეთ ჰოლანდის თვითსაკვლევში, ხომ არ არის აქაც ის პროფესიები, რომლებიც შედის არქიტექტურის და მშენებლობის სფეროში? როგორც წესი, ჰოლანდის თვითსაკვლევი გთავაზობთ პროფესიათა საკმაოდ ვრცელ ჩამონათვალს, რომლებიც, სხვებთან შედარებით, მეტნაკლებად შეგესაბამებათ, თქვენ უნდა გაეცნოთ მათ და მსჯელობის შედეგად აირჩიოთ თქვენთვის შესაბამისი რომელიმე მათგანი. განსჯის დროს გირჩევთ, ასევე, ინტერესების კითხვარის შედეგებიც გამოიყენოთ და ჰოლანდის თვითსაკვლევის მიერ შემოთავაზებული პროფესიებიდან პროფესიული ინტერესების კითხვარში მიღებული შედეგების შესაბამისი პროფესია აირჩიოთ
  3. ნეთვორქინგი, როგორც კარიერული წარმატების გასაღები http://myprofession.gov.ge/sites/default/files/files/networking.jpgნეთვორქინგი არ არის ის, რაც შეიძლება უკავშირდებოდეს თქვენ განათლებასა და ცოდნას; ეს არის ის, თუ ვის იცნობთ და ვინ გიცნობთ თქვენ. თანავედროვე, მუდმივად ცვალებად შრომის ბაზარზე, წარმატების მისაღწევად არ არის საკმარისი თქვენი ცოდნა, არც ის, თუ რამდენად ხართ მუშაობის მოყვარული, რამდენად განათლებული ხართ ან რა უნარებს ფლობთ. კარიერული წარმატება მნიშვნელოვნადაა დამოკიდებული იმაზე, თუ ვის იცნობთ და როგორ იყენებთ რეალურ სიტუაციებში ამ კონტაქტებს/კავშირებს. პროფესიულ და პირად ცხოვრებაში უამრავ ადამიანთან გიწევთ შეხება. თავისმხრივ, თითეულ მათგან ყავს საკუთარი კონტაქტები, ცოდნის ბაზა და უნარები. ნეთვორქინგის მეშვეობით შეგიძლიათ ისწავლოთ როგორ გამოიყენოთ კეთილსინდისიერად სხვა ადამიანების რესურსები საკუთარი კარიერული წარმატების მისაღწევად და როგორ გამოადგეთ სხვასაც. http://myprofession.gov.ge/sites/default/files/files/17%20net.jpgიმის გათვალისწინებით, თუ როგორი ტიპის სამუშაოს ასრულებთ, წარმატების მიღწევის შანსები ყოველთვის იქნება (პირდაპირ ან ირიბად) დაკავშირებული არამარტო თქვენზე, არამედ სხვა ადამიანებზეც - მათზე, ვისთანაც გაქვთ კონტაქტები. ხელმძღვანელები, თანამშრომლები, კოლეგები, დაქვემდებარებულები, კლიენტები, მომხმარებლები, მეგობრები, ნათესავები, პროფესორები, პროფესიული ნაცნობობა, პირადი ნაცნობობა და სხვა ადამიანები, რომლებთანაც გიწევთ შეხება ყოველდღიურ ცხოვრებაში ადვილად გამოგადგებათ ნეთვორქინგის შექმნა და გაძლიერებაში. თითოეულ ადამიანს აქვს კარიერული წარმატების მიღწევის საკუთარი გზა და მიმართულება. თუ გსურთ, რომ კარიერული განვითარების გზაზე გქონდეთ მეტი შესაძლებლობა, ამის მიღწევის ერთ-ერთი საშუალება სწორედ რომ ადამიანებთან შეხვედრა და მათთან ამ შესაძლებლობების მოძებაა. მაგალითად, მთელ რიგ სამუშაოებზე არ ცხადდება ვაკანსიები საჯაროდ და კანდიდატების შერჩევა ხდება უშუალო გარემოცვიდან, ან იმ ადამიანებისგან, რომლებსაც პროფესიონალები იცნობენ და ენდობიან მათ პროფესიონალიზმსა და კვალიფიკაციას. შესაბამისად, ხშირად ვაკანტური პოზიციების შევსება ხდება ვაკანსიის საჯაროდ გამოცხადების გარეშე. http://myprofession.gov.ge/sites/default/files/files/20%20net.jpgგარდა ამისა, ნეთვორქინგი სხვა შემთხვევებშიც გამოიყენება. მაგალითად თუ თქვენ გსურთ შექმნათ მომხმარებლებისა თუ პლიენტების პორტფოლიო ან ფლობდეთ მეტ ინფორმაციას სხვადასხვა სერვისის თუ პროდუქციის მიმწოდებლების შესახებ, რათა შეარჩიოთ საუკეთესო მათგანი ფინანსური რესურსების დაზოგვის მიზნით, მაშინ ნეთვორქინგი სწორედ ისაა, რაც თქვენ გჭირდებათ. ხშირად ნეთვორქინგი ადამიანების მიერ არ აღიქმება დადებით მოვლენად და ბევრი მათგანი მას უსამართლო გადაწყვეტილებების მიღების ერთ-ერთ მნიშვნელოვან საფუძვლადაც კი განიხილავს, თუმცა პროფესიულ კონსულტაციისა და კარიერის დაგეგმვის სფეროში ის ძალიან მიღებული პრაქტიკაა. ნეთვორქინგი არ ნიშნავს იმას, რომ თქვენ მოგიწევთ ძველი, ხშირად არასასურველი კავშირების გამოყენება, არც იმას ნიშნავს რომ მოგიწევთ მლიქვნელობა ადამიანებთან ახლო კავშირის დასამყარებლად და არც იმას, რომ იყოთ არაგულწრფელი იმ ადამიანებთან, რომლებიც რეალურად არ მოგწონთ. მარტივად რომ ვთქვათ, ნეთვორქინგი არის მეტ ადამიანთან ურთიერთობა, მეტ ადამიანთან შეხვედრა/გაცნობა და მათთან საერთო სარგებლის გამონახვა.
  4. რატომ არის მნიშვნელოვანი კარიერული შეფასება? http://myprofession.gov.ge/sites/default/files/files/shutterstock_57915325.jpgპროფესიის არჩევისა და ნებისმიერი კარიერული გადაწყვეტილების მიღებისას ძალიან მნიშვნელოვანია ადამიანის მახასიათებლების შესაფასებელი სხვადასხვა ფსიქოლოგიური ინსტრუმენტის გამოყენება. ასეთი ინსტრუმენტები გვეხმარება უკეთ შევისწავლოთ საკუთარი თავი, რაც მოიაზრებს საკუთარი პიროვნული მახასიათებლების, უნარების, ინტერესების, შესაძლებლობების, გამოცდილების და ღირებულებების შეფასებას. როგორც წესი, ადამიანებს ძალიან უჭირთ გამოყონ ის რამდენიმე უნარი, რომლებიც ყველაზე უკეთ აქვთ განვითარებული. როგორც საერთაშორისო კვლევები ცხადყოფს, დამქირავებლები ხშირად ჩივიან იმის შესახებ, რომ აპლიკანტები შესარჩევ გასაუბრებებზე ვერ ახერხებენ გამოყონ ის რამდენიმე უნარი ან პიროვნული მახასიათებელი, რომელიც ყველაზე უკეთ აქვთ განვითარებული და რომელთა გამოყენებითაც სამუშაოს წარმატებით ასრულებენ. სინამდვილეში ჩვენი უნიკალური მახასიათებლები ყველაზე დიდი უპირატესობაა პროფესიული წარმატების მისაღწევად, თუ მოვახერხებთ და სწორად გამოყოფთ საკუთარ ძლიერ მხარეებს და მოვახერხებთ მათ სწორად, საჭირო დროს და საჭირო ადგილას გამოყენებას. როგორ ეხმარება კარიერული შეფასება ადამიანს პროფესიის არჩევაში? - მაიას შემთხვევა http://myprofession.gov.ge/sites/default/files/files/3%20dec_0.jpgკარიერულ კონსულტანტებს კარგად აქვთ გაცნობიერებული, რამდენად მნიშვნელოვანია უნარების, ინტერესების, პიროვნული მახასიათებლების, გამოცდილების და ღირებულებების შეფასება სხვადასხვა ასაკის კლიენტებთან. მათთვის არ არის უჩვეულო კლიენტების პიროვნების შესაფასებლად ერთდროულად რამდენიმე შესაფასებელი ინსტრუმენტის გამოყენება. ასეთი შესაფასებელი ინსტრუმენტები, რომლებსაც ტესტების ბატარეებსაც უწოდებენ, როგორც პროფესიული კონსულტანტისთვის, ისე კლიენტისთვის ღირებულ ინფორმაციას იძლევა კარიერული გადაწყვეტილების მიღების პროცესის დასაგეგმად. რა მნიშვნელობა აქვს ფსიქოლოგიურ შეფასებას ჩვენ კარიერულ განვითარებაში? - ნიკოლოზის შემთხვევა როგორც ნიკოლოზის შემთხვევის ანლიზიდან ჩანს, საკუთარი პროფესიული ინტერესები არ არის ჩვენი პიროვნების ერთადერთი ასპექტი, რაც დროთა განმავლობაში იცვლება. სამუშაოსთან დაკავშირებული ჩვენი შესაძლებლობები და გამოცდილებები მუდმივად იცვლება, ასევე იცვლება შრომითი ღირებულებებიც. სწორედ ამიტომაა მნიშვნელოვანი საკუთარი უნიკალური მახასიათებლების - პიროვნული მახასიათებლები, უნარები, შესაძლებლობები, ინტერესები, გამოცდილება და ღირებულებები - დროთა განმავლობაში შეფასება, როდესაც მოგვიწევს კარიერული გადაწყვეტილებების მიღება, რაც არ მოიაზრებს მხოლოდ და მხოლოდ პროფესიის არჩევას. კარიერული ცხოვრების ყველა ეტაპზე ჩვენ გვიწევს სხვადასხვა პროფესიული გადაწყვეტილებების მიღება. http://myprofession.gov.ge/sites/default/files/files/test_-_multiple_choice_0.jpgროდესაც გიწევთ მუშაობა კარიერულ კონსულტანტთან, საგანმანათლებლო კურსის ხელმძღვანელთან და საკუთარ თავთან, გახსოვდეთ, რომ აუცილებლად უნდა გამოიყენოთ კარიერული შესაფასებელი ინსტრუმენტები. პროფესიული შესაფასებელი ინსტრუმენტები საუკეთესო ვარიანტია ინფორმაციის შესაგროვებლად, თუმცა მნიშვნელოვანია შეგროვებულ ინფორმაციას შეხედოთ კრიტიკული თვალით და გააანალიზოთ, რამდენად შეგესაბამებათ მიღებული ინფორმაცია. მაგალითად, ბევრი პროფესიული შესაფასებელი ინსტრუმენტი განსაზღვრულია ნორმების ფარგლებში, რაც იმას ნიშნავს, რომ თქვენი ტესტური შედეგები უნდა შეადაროთ სხვა ჯგუფის ტესტურ შედეგებს იგივე კითხვარში. თუ თქვენთვის საინტერესოა, რამდენად ემსგავსებით ან რამდენად განსხვავდებით ამ ჯგუფისგან, პირველ რიგში უნდა განსაზღვროთ, შედგება თუ არა ეს ჯგუფი ისეთი ადამიანებისგან, როგორიც თქვენ ხართ. მაგალითად, თუ თქვენ ხართ უნივერსიტეტის პირველი კურსის სტუდენტი გოგონა, რომელსაც არასდროს უმუშავია და ამასთანავე, კონკრეტული ტესტის გამოყენება შეუძლიათ მამაკაცებსაც, რომლებსაც დიდი სამუშაო გამოცდილება აქვთ; მოგეთხოვებათ ტესტური შედეგების კრიტიკულად განხილვა. ეს რა თქმა უნდა არ ნიშნავს, რომ ნორმირებული შესაფასებელი ინსტრუმენტების გამოყენება არ არის ეფექტური; სინამდვილეში, ასეთი ტესტები მნიშვნელოვნად გეხმარებათ იფიქროთ საკუთარ თავზე და საკუთარი მოთხოვნილებები სხვადასხვა კუთხით შეისწავლოთ. მაგრამ, ნორმირებული ტესტების შემთხვევაში მეტი დაფიქრება გმართებთ, რათა ტესტური შედეგები არ განიხილოთ როგორც მხოლოდ „ტესტის პასუხები“. ამ შემთხვევაში უმჯობესი იქნება, თუ მიმართავთ კარიერულ კონსულტანტს ან/და ფსიქოლოგს, რომელიც დაგეხმარებათ ტესტის სწორად გამოყენებაში და მოგცემთ კვალიფიციურ რჩევებს. ბევრ ადამიანს სურვილი აქვს შეავსოს ტესტი, რომელიც პირდაპირ უკარნახებს, რა გააკეთოს, როგორ იმოქმედოს, როგორ დაგეგმოს საკუთარი კარიერა. უნდა გვახსოვდეს, რომ არ არსებობს ტესტი, რომელიც მაქსიმალური სიზუსტით შეძლებს პიროვნების ყველა ასპექტის შეფასებას. კარიერის სწორად დაგეგმვა დამოკიდებულია არა მხოლოდ ტესტზე, არამედ საკუთარ თავზე. ტესტი გვეხმარება ინფორმაციის მოძიებასა და შეგროვებაში, ხოლო ჩვენ უნდა გავაანალიზოთ ტესტური შედეგები და მიღებული ინფორმაცია კეთილგონივრულად და სწორად გამოვიყენოთ.