Jump to content
×
×
  • Create New...

ძებნა

'იორდანია' ძებნის შედეგები.

  • ტეგების მიხედვით

    Type tags separated by commas.
  • ავტორის მიხედვით

კონტენტის ტიპი


დისკუსიები

  • სადისკუსიო ბადე
    • პოლიტიკა & საზოგადოება
    • განათლება & მეცნიერება
    • ჯანმრთელობა & მედიცინა
    • ხელოვნება & კულტურა
    • გ ვ ი რ ი ლ ა
    • ზოგადი დისკუსიები
  • თავისუფალი ბადე
    • F L A M E
  • ადმინისტრაციული ბადე
    • ბადეს შესახებ

მომიძებნე მხოლოდ

ან მომიძებნე


შექმნის დრო

  • Start

    End


განახლებული

  • Start

    End


Filter by number of...

რეგისტრაციის დრო

  • Start

    End


ჯგუფი


სქესი


ჰობი

Found 1 result

  1. თავდაპირველად მთავრობამ თითქმის ყველაფერი დახურა: საზღვრები, სკოლები, აკრძალა ბიზნესსაქმიანობა, ქუჩებში მოქალაქეების სიარული. ტანკები და საბრძოლო მანქანები სადღეღამისო იძულებით იზოლაციას უზრუნველყოფდნენ – გამონაკლისების გარეშე, საკვებისა და წამლის საყიდლადაც კი არ შეიძლებოდა გასვლა. გორაკებზე გაშენებულ ამანში, ფოტოგრაფ მოისეს სამანს, საკუთარ სამზარეულოში ესმოდა სირენების ყოვლისმომცველი ექო. როდესაც კომენდანტის საათი შემსუბუქდა და დღის გარკვეულ მონაკვეთებში, წინასწარი შეთანხმების საფუძველზე დაუშვეს გარეთ გასვლა, სამანი ლტოლვილთა საცხოვრებელი ადგილების მოსაძებნად წავიდა. სირიელი ლტოლვილი ქალები სათანადო დისტანციას იცავენ უდაბნოს რიგში და UNICEF-ის შეწირულობას ელიან. მათი ოჯახები კარვების დასახლებებში ცხოვრობენ ალ-მაფრაქის მისადგომებთან, ასიათასობით სხვა ლტოლვილი კი სპეციალურ ბანაკებსა ან ქალაქის უბნებში ცხოვრობს. ამ უკიდურესად ხალხმრავალ ადგილებში სოციალური დისტანცირება მიუწვდომელი ფუფუნებაა. იორდანიაში ახლა 750 000-მდე ახალი ლტოლვილია, რომლებიც ან სპეციალურ ბანაკებში არიან დაჯგუფებულნი, ან სხვადასხვა დასახლებასა თუ უბანში მიმოფანტულნი. ზოგიერთი მათგანი ძალიან შორიდანაა მოსული – სომალიდან, სუდანიდან, თუმცა უმეტესობა სირიელია – სამოქალაქო ომს გამოქცეული. წლევანდელ გაზაფხულზე, როდესაც სამანი, ძირითადად UNICEF-ის თანამშრომლების თანხლებით იღებდა ფოტოებს, დაინახა, რომ მოსალოდნელი საზარელი სცენარი – ამ დასახლებების გადაჭედილ ბინებში კორონავირუსით გამოწვეული დაავადების უკონტროლოდ გავრცელება და სიკვდილიანობა – თავიდან იქნა არიდებული. იორდანიის იზოლაციის მკაცრმა ზომებმა და კონტაქტთა აქტიურმა კვლევამ, როგორც ჩანს, პანდემია შეაკავა: აგვისტოს ბოლოსთვის COVID-19-ის მიზეზით მხოლოდ 15 ადამიანი გარდაიცვალა. გალერეის გახსნა გალერეის გახსნა გალერეის გახსნა მინაწერის გახსნა მინაწერის დახურვა ლტოლვილი და სხვა მარგინალიზებული ბავშვებისთვის, რომელთა რიგშიც იორდანიის ბოშათა ეთნიკური უმცირესობის თემის წევრი გოგონებიც არიან, დახურვამდე სკოლები და დამხმარე ცენტრები ხსნისა და თანადგომის იმედს წარმოადგენენ. სირიელი ლტოლვილების ისედაც რთულ ყოფას კიდევ ერთი ტვირთი შეემატა პანდემიის დანატოვრის სახით. მაფრაქის დასახლებაში დედა თავის ვაჟიშვილებს უყურებს. შეზღუდვების დაწესებასთან ერთად, მათი მამა, რომელიც დღიური მუშაა, უსამსახუროდ დარჩა. „ექიმები საზღვრებს გარეშე“-ს ექთანი შემოვლამდე უსაფრთხოების ახალ ზომებს იღებს – დამატებით ფენას იცვამს ამანის სასტუმროში. გააზიარეთ ფოტო მინაწერის გახსნა მინაწერის დახურვა ლტოლვილი და სხვა მარგინალიზებული ბავშვებისთვის, რომელთა რიგშიც იორდანიის ბოშათა ეთნიკური უმცირესობის თემის წევრი გოგონებიც არიან, დახურვამდე სკოლები და დამხმარე ცენტრები ხსნისა და თანადგომის იმედს წარმოადგენენ. სირიელი ლტოლვილების ისედაც რთულ ყოფას კიდევ ერთი ტვირთი შეემატა პანდემიის დანატოვრის სახით. მაფრაქის დასახლებაში დედა თავის ვაჟიშვილებს უყურებს. შეზღუდვების დაწესებასთან ერთად, მათი მამა, რომელიც დღიური მუშაა, უსამსახუროდ დარჩა. „ექიმები საზღვრებს გარეშე“-ს ექთანი შემოვლამდე უსაფრთხოების ახალ ზომებს იღებს – დამატებით ფენას იცვამს ამანის სასტუმროში. თუმცა ლტოლვილთათვის იზოლაციის შედეგები განსაკუთრებულად რთული აღმოჩნდა – პანდემიამ ეკონომიკა დაანგრია და გააქრო არაოფიციალური სამუშაოები. დახურვამდე სკოლები და საზოგადოებრივი ცენტრები ლტოლვილი ბავშვების მხარდასაჭერი დაცული სივრცეები იყო – განსაკუთრებით გოგონებისთვის, რომელთაც უწყვეტი განათლება ყველაზე საიმედოდ იცავს ნაადრევი ქორწინებისგან. როდესაც გაკვეთილებმა ონლაინსივრცეში გადაინაცვლა, ბავშვები, რომელთაც კომპიუტერთან წვდომა არ ჰქონდათ, სწავლას სახლში არსებული ერთადერთი ეკრანის გამოყენებით ცდილობდნენ – ოჯახის მობილური ტელეფონით. გალერეის გახსნა გალერეის გახსნა გალერეის გახსნა მინაწერის გახსნა მინაწერის დახურვა ირბიდის ბანაკის დასახლებაში, რომელიც იორდანიაში მცხოვრები 2 მილიონზე მეტი პალესტინელის თავშესაფარია, ეროვნული ჯანდაცვის სამინისტროს თანამშრომლები მოხალისეებს COVID-19-ზე უღებენ ტესტს. ზაფხულის ბოლოსთვის ამ 10-მილიონიან ქვეყანაში კორონავირუსის მიზეზით მხოლოდ 15 გარდაცვალების შემთხვევა იყო დადასტურებული. როდესაც ამანის ჰუსეინის დიდი მეჩეთი ისევ გაიხსნა, იმდენი ხალხი მოგროვდა, რომ ნაწილს გარეთ მოუხდა ლოცვა. შიგნითაც და გარეთაც მლოცველთა ხალიჩებს შორის ზუსტი დისტანცია იყო დაცული. სოციალური დისტანცირების საჭიროებამ ჯგუფური ლოცვის ისლამური ადათი შეცვალა, რომლის მიხედვითაც მლოცველები მხარდამხარ უნდა იდგნენ. მსუბუქი ნიავი, სახურავი და ფრანი: ახალგაზრდა იორდანიელი კარანტინში საკუთარი თავისთვის პოულობს მომენტს. იზოლაციის პერიოდში ამანის ცა ხშირად იყო გადაპენტილი ხელნაკეთი ფრანებით. გართობის უსაფრთხო ფორმის წასახალისებლად კომპანიებმა დაარიგეს ფრანები საკუთარი ლოგოებითა და დარიგებით: დარჩი სახლში. გააზიარეთ ფოტო მინაწერის გახსნა მინაწერის დახურვა ირბიდის ბანაკის დასახლებაში, რომელიც იორდანიაში მცხოვრები 2 მილიონზე მეტი პალესტინელის თავშესაფარია, ეროვნული ჯანდაცვის სამინისტროს თანამშრომლები მოხალისეებს COVID-19-ზე უღებენ ტესტს. ზაფხულის ბოლოსთვის ამ 10-მილიონიან ქვეყანაში კორონავირუსის მიზეზით მხოლოდ 15 გარდაცვალების შემთხვევა იყო დადასტურებული. როდესაც ამანის ჰუსეინის დიდი მეჩეთი ისევ გაიხსნა, იმდენი ხალხი მოგროვდა, რომ ნაწილს გარეთ მოუხდა ლოცვა. შიგნითაც და გარეთაც მლოცველთა ხალიჩებს შორის ზუსტი დისტანცია იყო დაცული. სოციალური დისტანცირების საჭიროებამ ჯგუფური ლოცვის ისლამური ადათი შეცვალა, რომლის მიხედვითაც მლოცველები მხარდამხარ უნდა იდგნენ. მსუბუქი ნიავი, სახურავი და ფრანი: ახალგაზრდა იორდანიელი კარანტინში საკუთარი თავისთვის პოულობს მომენტს. იზოლაციის პერიოდში ამანის ცა ხშირად იყო გადაპენტილი ხელნაკეთი ფრანებით. გართობის უსაფრთხო ფორმის წასახალისებლად კომპანიებმა დაარიგეს ფრანები საკუთარი ლოგოებითა და დარიგებით: დარჩი სახლში. საშინაო დავალების სმარტფონით შესრულებას მობილური ინტერნეტი სჭირდება, მის შევსებას კი – ფული. UNICEF-მა, შეწირულობათა სიას, რომელშიც პანდემიის დროს სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი ნივთები შედის, დისტანციურად შევსებული მობილური ინტერნეტის მარაგიც დაუმატა, რომელიც მონდომებულ ბავშვებს სწავლის გაგრძელებაში დაეხმარება. რეაგირება დაავადების აფეთქებაზე იორდანიაში COVID-19-ის გავრცელების თარიღად 3 მარტი ითვლება. მკაცრი სამთავრობო პოლიტიკა პანდემიის მეთექვსმეტე დღეს დაიწყო, ხოლო სადღეღამისო კომენდანტის საათი მეცხრამეტე დღეს დაინიშნა 3 დღით. დანაკარგი მეასე დღისთვის: 9 გარდაცვლილი. The post იორდანია appeared first on National Geographic Magazine - საქართველო. View the full article