ინფორმაციის წყაროები
http://myprofession.gov.ge/sites/default/files/files/informaciis%20moZieba_0.jpg
წიგნები და ბროშურები. მნიშვნელოვანი პროფესიების შესახებ ბევრი ინფორმაციის მოძიებაა შესაძლებელი წიგნებიდან და სტატიებიდან, რომლებიც შესაძლებელია ბიბლიოთეკებში, სკოლებში ან სკოლის კარიერულ კონსულტანტებთან მოიძიოთ.
ფილმები. უამრავი ფილმი ეძღვნება კონკრეტულ პროფესიასა თუ კარიერულ სფეროს. უმეტეს მათგანში, კარგად არის გადმოცემული ამა თუ იმ პროფესიით მომუშავე ადამიანების სამუშაო გარემო, სამუშაო სტილი, დავალებები, რომლეთა შესრულებაც მათ უწევთ და ა.შ. ზოგიერთი ფილმი შეიძლება გადაღებული იყოს საწარმოსა თუ ორგანიზაციაში, სადაც თქვენთვის საინტერესო პროფესიის მქონე ადამიანები არიან დასაქმებული. მსგავსი ინფორმაცია შესაძლებელია რეალობობისგან მციირედით აცდენილი, თუმცა სასარგებლო იყოს თქვენთვის.
http://myprofession.gov.ge/sites/default/files/files/Social-Networking-640x426.jpgოფისებსა და საწარმოებში ვიზიტი. ზოგიერთი საწარმო სიამოვნებით იღებს ახალგაზრდებს მათი მუშაობის სპეციფიკის შესასწავლად. ხშირად სკოლებშიც იგეგმება ექსკურსები, სადაც შესაძლებელია უშუალოდ ნახოთ თქვენთვის საინტერესო საწარმოს მუშაობა, დააკვირდეთ ტექნიკას, მოწყობილობებსა თუ დანადგარებს, რომლებსაც თქვენთვის საინტერესო პროფესიის წარმომადგენლები იყენებენ სამუშაოდ. მსგავსმა ღონისძიებებმა შესაძლებელია მნიშვნელოვნად გაამდიდროს თქვენი პრაქტიკული გამოცდილება.
პერსონალური ინტერვიუ. კიდევ ერთი გზა, თქვენთვის საინტერესო პროფესიის შესახებ ინფორმაციის მისაღებად არის იმ ადამიანებთან შეხვედრა და გასაუბრება, რომლებიც ამ პროფესიით არიან დასაქმებულნი. უმჯობესი იქნება თუ პერსონალური ინტერვიუს მომზადებაში მასწავლებელი ან კარიერული კონსულტანტი დაგეხმარებათ (თუ სკოლის მოსწავლე ბრძანდებით), რადგან მსგავსი ინტერვიუს ჩატარებისას უნდა იცოდეთ რა კითხვები დაუსვათ პროფესიონალს და რა ტიპის ინფორმაციის გაზიარება იქნება თქვენთვის სასარგებლო. დამატებითი ინფორმაციისათვის გაეცანით სტატიას საინფორმაციო ინტერვიუს შესახებ.
http://myprofession.gov.ge/sites/default/files/files/9%20dec_0.jpgისაუბრეთ პროფესიის შესახებ. ხშირად, არაერთი საგანმანათლებლო დაწესებულება თუ ორგანიზაცია გეგმავს შეხვედრებს სხვადასხვა სფეროს პროფესიონალებთან. აუცილებლად დაესწარით მსგავს შეხვედრებს, განსაკუთარებით მაშინ, თუკი სპიკერი თქვენთვის საინტერესო პროფესიის წარმომადგენელია. გარდა იმისა, რომ მათგან ღირებულ ინფორმაციას მოისმენთ, როგორც მსმენელი, ხშირად მსგავს შეხვედრებზე შესაძლებელია შეკითხვების დასმა და დისკურსია სხვადასხვა კარიერულ თემასთან დაკავშირებით, რაც თქვენთვის ნამდვილად ღირებული შეიძლება აღმოჩნდეს