Jump to content
×
×
  • Create New...

ძებნა

'ინფორმაცია' ძებნის შედეგები.

  • ტეგების მიხედვით

    Type tags separated by commas.
  • ავტორის მიხედვით

კონტენტის ტიპი


დისკუსიები

  • სადისკუსიო ბადე
    • პოლიტიკა & საზოგადოება
    • განათლება & მეცნიერება
    • ჯანმრთელობა & მედიცინა
    • ხელოვნება & კულტურა
    • გ ვ ი რ ი ლ ა
    • ზოგადი დისკუსიები
  • თავისუფალი ბადე
    • F L A M E
  • ადმინისტრაციული ბადე
    • ბადეს შესახებ

Categories

  • Articles

Categories

  • Funny Quotes

მომიძებნე მხოლოდ

ან მომიძებნე


შექმნის დრო

  • Start

    End


განახლებული

  • Start

    End


Filter by number of...

რეგისტრაციის დრო

  • Start

    End


ჯგუფი


სქესი


ჰობი

Found 5 results

  1. ინფორმაცია ნადირობაზე ნადირობა დაიშვება მხოლოდ ამისათვის სპეციალურად გამოყოფილ ტერიტორიებზე (გარდა გადამფრენი ფრინველებისა) - კანონით დადგენილ შემთხვევებში (სამონადირეო მეურნეობებში). გადამფრენ ფრინველებზე ნადირობა შესაძლებელია სამონადირეო მეურნეობების გარეთაც. ნადირობა აკრძალულია: ნადირობა აკრძალულია საქართველოს ქალაქების ადმინისტრაციულ საზღვრებში, სახელმწიფო ნაკრძალებში, ეროვნულ პარკებში, ასევე სახელმწიფო ნაკრძალების გარშემო 500-მეტრიან და ეროვნული პარკების გარშემო 250-მეტრიან ზონებში. ნადირობა ასევე აკრძალულია სამინისტროს საჯარო სამართლის იურიდიული პირის - ველური ბუნების ეროვნული სააგენტოს მართვაში/სარგებლობაში არსებული საშენი მეურნეობების ფართობებზე. აკრძალულია ყველა სხვა იარაღით ნადირობა, რომელიც მითითებული არ არის „იარაღის შესახებ” საქართველოს კანონის მე-7 მუხლში, კერძოდ: სანადირო გლუვლულიანი ცეცხლსასროლი იარაღი (თოფი); სანადირო ხრახნილლულიანი ცეცხლსასროლი იარაღი (კარაბინი ან შაშხანა); სანადირო კომბინირებული ცეცხლსასროლი იარაღი (ხრახნილლულიანი და გლუვლულიანი თოფი); სანადირო ცივი და ცივი სასროლი იარაღი; სანადირო პნევმატური იარაღი. ნადირობის აკრძალული მეთოდები: აკრძალულია მთელი წლის განმავლობაში, ნადირობისას: მცენარეული საფარის დაწვა; გარეულ ფრინველთა კვერცხის შეგროვება და გაყიდვა; ცხოველთა ბუდეების, ბუნაგების, საცხოვრებელი ადგილების მოშლა ან განადგურება; ცხოველთა მასობრივი მოპოვების საშუალებებით – ყოველგვარი კუსტარული ან ქარხნული წესით დამზადებული ბადეებით, ხაფანგებით, მარყუჟებით, აგრეთვე ორმოებით, სარეგვავებით (სარეჯგველებით), ხმოვანი სიგნალების გამომცემი ელექტრონული (მათ შორის, ავტონომიურ კვების წყაროზე მომუშავე) მოწყობილობების მეშვეობით ფრინველის მოზიდვა, საწამლავით, სანადირო იარაღზე დამონტაჟებული რეფლექტორებით, ასაფეთქებელი საშუალებების გამოყენებით, თოფებისა და სხვა თვითმსროლელი იარაღების დაგუშაგება; ნადირობა და/ან ცხოველთა მოპოვება (დაჭერა) თვითმფრინავიდან, ვერტმფრენიდან, ავტომობილიდან, მოტოციკლეტიდან, კატარღებიდან, ძრავიანი ნავებიდან და სხვა მოტორიანი სატრანსპორტო საშუალებებიდან, მათ შორის, ღამით განათებული ფარებისა და პროჟექტორების მეშვეობით, ცხოველთა დევნა სატრანსპორტო საშუალებებით, წყალმცურავ ფრინველებზე ნადირობა ძრავაგამოურთველი მოტორიანი ნავებიდან და კატერებიდან (მოპოვება დევნით), ასევე ნადირობა ღამის ცეცხლის დანთებით; სტიქიური უბედურებების (წყალდიდობა, ხანძარი, დიდი თოვლი და სხვა) დროს დაუძლურებული ცხოველების მოპოვება, აგრეთვე მათზე ნადირობა წყალში გადასვლისას ან სხვა დაბრკოლებების გადალახვისას, მათ შორის, სტიქიური უბედურებისაგან თავის დაღწევის დროს. ნადირობისას დაშვებულია მონადირე ძაღლების ასევე, სანადიროდ გაწვრთნილი მტაცებელი ფრინველების გამოყენება, ამ ფრინველის ფლობის კანონიერების დამადასტურებელი დოკუმენტის არსებობის შემთხვევაში. გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის თანამშრომლები უკანონო ნადირობისა და ნადირობის წესების დარღვევის მიმართულებით, ნადირობის სეზონის ფარგლებში, 24 საათიან გაძლიერებულ კონტროლს განახორციელებენ მთელი საქართველოს მასშტაბით. მოქალაქეებმა კანონდარღვევის დაფიქსირების შემთხვევაში, უნდა მიმართონ სამინისტროს ცხელ ხაზს - 153 (ინდექსის გარეშე, ზარი უფასოა, ანონიმურობა დაცულია), რათა გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის შესაბამისმა რეგიონულმა სამმართველომ მყისიერი რეაგირება მოახდინოს. ნადირობისათვის დაშვებული გადამფრენი ფრინველების სახეობების ჩამონათვალი, ნადირობის ვადები და დღიური ლიმიტები, ნადირობის ადგილების მიხედვით № ლათინური დასახელება / ქართული დასახელება / ვადები / გადამფრენ ფრინველებზე ნადირობის დღიური ლიმიტები სახეობები, რომლებზეც ნადირობა ნებადართულია სამონადირეო მეურნეობების გარეთ წყალმცურავი ფრინველები, რომლებზეც ნადირობა, მითითებულ ვადებში და დღიური ლიმიტებით ნებადართულია საქართველოს ტერიტორიაზე, გარდა ახალქალაქის, ნინოწმინდის, წალკის და დმანისის მუნიციპალიტეტების ტერიტორიებისა 1. Anser anser რუხი ბატი 01.11 – 01.03 5 ცალი 2. Mareca strepera (Anas strepera) რუხი იხვი 01.11 – 01.03 3 ცალი 3. Anas crecca ჭიკვარა (სტვენია იხვი) 01.11 – 01.03 5 ცალი 4. Anas platyrhynchos გარეული იხვი 01.11 – 01.03 6 ცალი 5. Spatula querquedula (Anas querquedula) იხვინჯა (ჭახჭახა იხვი) 01.11 – 01.03 3 ცალი 6. Spatula clypeata (Anas clypeata) ფართოცხვირა (განიერნისკარტა) იხვი 01.11 – 01.03 3 ცალი 7 .Fulica atra მელოტა 01.11 – 01.03 6 ცალი 8 .Anas acuta კუდსადგისა (ბოლოსადგისა) იხვი 01.11 – 01.03 3 ცალი 9. Mareca penelope (Anas penelope) თეთრშუბლა იხვი 01.11 – 01.03 6 ცალი 10. Anser albifrons დიდი თეთრშუბლა ბატი 01.11 – 01.03 5 ცალი 11. Aythya ferina წითელთავა ყვინთია 01.11 – 01.03 3 ცალი 12. Aythya fuligula ქოჩორა ყვინთია 01.11 – 01.03 5 ცალი წყალმცურავი ფრინველები, რომლებზეც ნადირობა, მითითებულ ვადებში და დღიური ლიმიტებით, ნებადართულია მხოლოდ ახალქალაქის, ნინოწმინდის, წალკის და დმანისის მუნიციპალიტეტების ტერიტორიებზე 1. Anser anser რუხი ბატი 10.09 – 31.12 3 ცალი 2. Mareca strepera (Anas strepera) რუხი იხვი 10.09 – 31.12 2 ცალი 3. Anas crecca ჭიკვარა (სტვენია იხვი) 10.09 – 31.12 3 ცალი 4. Anas platyrhynchos გარეული იხვი 10.09 – 31.12 5 ცალი 5. Spatula querquedula (Anas querquedula) იხვინჯა (ჭახჭახა იხვი) 10.09 – 31.12 2 ცალი 6. Spatula clypeata (Anas clypeata) ფართოცხვირა (განიერნისკარტა) იხვი 10.09 – 31.12 2 ცალი 7. Fulica atra მელოტა 10.09 – 31.12 5 ცალი 8. Anas acuta კუდსადგისა (ბოლოსადგისა) იხვი 10.09 – 31.12 2 ცალი 9. Mareca penelope (Anas penelope) თეთრშუბლა იხვი 10.09 – 31.12 3 ცალი 10. Anser albifrons დიდი თეთრშუბლა ბატი 10.09 – 31.12 3 ცალი 11. Aythya ferina წითელთავა ყვინთია 10.09 – 31.12 2 ცალი 12. Aythya fuligula ქოჩორა ყვინთია 10.09 – 31.12 3 ცალი სხვა ფრინველები 1 Scolopax rusticola ტყის ქათამი 01.10 – 01.03 5 ცალი 2 Gallinago gallinago ჩიბუხა აგვისტოს მეოთხე შაბათიდან – 15 თებერვლამდე 5 ცალი 3 Coturnix coturnix მწყერი აგვისტოს მეოთხე შაბათიდან – 15 თებერვლამდე 20 ცალი 4 Columba palumbus ქედანი აგვისტოს მეოთხე შაბათიდან – 15 თებერვლამდე 10 ცალი 5 Columba livia გარეული მტრედი აგვისტოს მეოთხე შაბათიდან – 15 თებერვლამდე 10 ცალი 6 Columba oenas გულიო (გვიძინი) აგვისტოს მეოთხე შაბათიდან – 15 თებერვლამდე 10 ცალი 7 Streptopelia turtur ჩვეულებრივი გვრიტი აგვისტოს მეოთხე შაბათიდან – 15 თებერვლამდე 5 ცალი 8 Crex crex ღალღა აგვისტოს მეოთხე შაბათიდან – 15 თებერვლამდე 5 ცალი 9 Lymnocryptes minimus ჩიბუხელა (გარშნეპი) აგვისტოს მეოთხე შაბათიდან – 15 თებერვლამდე 5 ცალი განმარტება მოსაკრებლის გადახდისათვის: ბიუჯეტის შემოსულობების სახის განმსაზღვრელი სახაზინო კოდი 3033 წარმოადგენს 9 ნიშნიანი კოდის ბოლო ოთხ ციფრს, რომელიც უცვლელია (ერთი და იგივეა ყველა თვითმმართველი ერთეულისათვის _ ქალაქი, რაიონი). 9 ნიშნიანი კოდის პირველი ციფრი არის 3, რომელიც ასევე უცვლელია და ნიშნავს ამკრეფის კოდს, ამ შემთხვევაში არასაგადასახადო შემოსულობებს. ხოლო, შუა 4 ციფრი სხვადასხვაა იმ თვითმმართველი ერთეულის შესაბამისად (ქალაქი, მუნიციპალიტეტი), სადაც წარმოებს თანხის გადახდა. ზოგადად კოდი ასე გამოიყურება: 3 XXXX 3033. მაგალითად: თბილისისათვის ბიუჯეტის შემოსულობების სახის განმსაზღვრელი სახაზინო კოდია: 3 0077 3033; ახმეტისათვის 3 0054 3033; რუსთავისათვის 3 0006 3033; ქუთაისისთვის 3 0018 3033, ლენტეხისათვის 3 0031 3033 და ა.შ. წყარო: გარემოს დაცვის სამინისტრო როცა განახლდება, მეც განვაახლებ
  2. რა არის კასტრაცია-სტერილიზაცია? კასტრაცია-სტერილიზაცია მიუსაფარი ცხოველების პოპულაციის მართვის, მსოფლიოში აპრობირებული, ერთადერთი ჰუმანური და ეფექტური მეთოდია, რომელიც ქირურგიული ოპერაციის შედეგად, ცხოველის რეპროდუქციული უნარის შეწყვეტას გულისხმობს. კასტრაცია - ხვადი ცხოველისათვის რეპროდუქციული უნარის შეწყვეტა. სტერილიზაცია - ძუ ცხოველისათვის რეპროდუქციული უნარის შეწყვეტა. იხილეთ: კასტრაცია და სტერილიზაცია რატომ უნდა გავასტერილოთ ცხოველი? კასტრაცია-სტერილიზაციის შემდეგ: პოზიტიურად იცვლება ცხოველის ქცევა - მცირდება აგრესია და ტერიტორიის მონიშვნის სურვილი; მნიშვნელოვნად მცირდება სიმსივნური და სქესობრივი გზით გადამდები ინფექციური დაავადებების რისკი; დაახლოებით 3-5 წლით იზრდება ცხოველის სიცოცხლის ხანგრძლივობა; ხვადი აღარ დატოვებს სახლს ძუ ძაღლთან შეჯვარების მიზნით, რაც ამცირებს ცხოველის დაკარგვის საშიშროებას; დაგიზოგავთ თანხას - ბევრად უფრო ეფექტიანია ცხოველის სტერილიზაცია, ვიდრე არასასურველი მაკეობის თავიდან არიდება; შემცირდება ქუჩის ცხოველების რაოდენობა. რა ღირს ცხოველის კასტრაცია/სტერილიზაცია? მიუსაფარი ცხოველების კასტრაცია-სტერილიზაციას ცხოველთა მონიტორინგის სააგენტო უფასოდ ახორციელებს. ხოლო პატრონიანი ცხოველის შემთხვევაში, მომსახურების საფასურია: კასტრაცია - 60 ლარი სტერილიზაცია - 80 ლარი რას გულისხმობს ცხოველის რეგისტრაცია და იდენტიფიკაცია? რეგისტრაცია იმისათვის, რომ ცხოველის კანონიერ პატრონად ითვლებოდეთ, უნდა დაარეგისტრიროთ ცხოველი და შემდეგ, ყოველ წელს, განმეორებით მოახდინოთ მისი საკონტროლო რეგისტრაცია. თქვენს მიერ აყვანილი ცხოველის რეგისტრაციისათვის არაუმეტეს ერთი თვის ვადაში უნდა მიმართოთ ცხოველთა მონიტორინგის სააგენტოს ან შესაბამის ვეტერინარულ, კინოლოგიურ, ფელინოლოგიურ დაწესებულებას. პატრონიანის სტატუსი ენიჭება ცხოველს, რომელიც მესაკუთრის განცხადების საფუძველზე დარეგისტრირდება შესაბამისი დაწესებულების მიერ. ცხოველის რეგისტრაცია უფასოა და ამის შემდეგ გაიცემა სარეგისტრაციო მოწმობა. გთხოვთ, გაითვალისწინეთ, რომ ცხოველის რეგისტრაციისას სავალდებულოა ცხოველის იდენტიფიკაცია. (იხილეთ ველი - იდენტიფიკაცია) იხილეთ: რეგისტრაცია-იდენტიფიკაცია როგორ უნდა დავარეგისტრირო ცხოველი? ცხოველის რეგისტრაციისათვის საჭიროა, მეპატრონემ, ცხოველთან ერთად, მიმართოს ცხოველთა მონიტორინგის სააგენტოს ცენტრალურ ოფისში ან ცხოველთა მუნიციპალურ თავშესაფარში, ასევე, შეგიძლიათ მიმართოთ სხვა რეგისტრაციის განმახორციელებელ დაწესებულებას. რეგისტრაციისას თან იქონიეთ პირადობის დამადასტურებელი მოწმობა. ! გარდა პირველადი რეგისტრაციისა, ასევე სავალდებულოა, რომ ყოველწლიურად განახორციელოთ თქვენს საკუთრებაში არსებული ცხოველის საკონტროლო რეგისტრაცია (ბოლო საკონტროლო რეგისტრაციის მომენტიდან 12 თვის განმავლობაში). რატომ უნდა დავარეგისტრიროთ ცხოველი? ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 7-28 დადგენილების მიხედვით, ცხოველის პატრონი ვალდებულია, მოახდინოს თავის მფლობელობაში მყოფი ცხოველის რეგისტრაცია. ამდენად, გთხოვთ, გაითვალისწინოთ, რომ არარეგისტრირებული და არაიდენტიფიცირებული ცხოველის ყოლა იწვევს ადმინისტრაციულ პასუხისმგებლობას. ამასთან, ცხოველთა მონიტორინგის სააგენტო რეგისტრირებული ცხოველებისა და მათი პატრონების შესახებ მონაცემებს ერთიან ელექტრონულ ბაზაში აღრიცხავს. რეგისტრირებული და იდენტიფიცირებული ძაღლის ან კატის პოვნის შემთხვევაში, სააგენტო მარტივად ადგენს პატრონის ვინაობას და უბრუნებს ცხოველს. ამდენად, ცხოველის რეგისტრაცია ზრდის თქვენი დაკარგული ოთხფეხა მეგობრის პოვნის შესაძლებლობას. იდენტიფიკაცია ცხოველის პატრონი ვალდებულია არაიდენტიფიცირებული ცხოველის რეგისტრაციისას, ასევე მოახდინოს ცხოველის იდენტიფიკაცია, შემდეგი საშუალებებით: ა. ჩიპირებით (კანქვეშ მიკროჩიპის ინპლანტაცია) ბ. ტატუირებით გ. ყურზე საჭდის (ბირკის) მიმაგრებითა და ყელსაბამით. სააგენტოს მიერ პირის საკუთრებაში არსებული ცხოველების იდენტიფიკაციის საფასური: ჩიპირება თავშესაფარში ან სააგენტოში - 19 ლარი მისამართზე - 32 ლარი ტატუირება თავშესაფარში - 1 ლარი ყურზე საჭდის მიმაგრება თავშესაფარში - 3 ლარი როგორ დავარეგისტრირო ცხოველი, რომლის იდენტიფიკაციაც მოხდა საზღვარგარეთ? საზღვარგარეთ იდენტიფიცირებული ცხოველის რეგისტრაციისათვის, თქვენს ცხოველთან ერთად, უნდა მიმართოთ სააგენტოს ან სხვა რეგისტრაციის განმახორციელებელ ორგანოს, სადაც შემოწმდება არის თუ არა თქვენი ცხოველი იდენტიფიცირებული (ჩიპირებული) და ამის შემდეგ გაიცემა სარეგისტრაციო მოწმობა. იდენტიფიცირებული ცხოველის რეგისტრაცია არის უფასო. როგორ უნდა მოვიქცე ცხოველის დაკარგვის შემთხვევაში? ცხოველის დაკარგვის შემთხვევაში, ცხოველის პატრონი ვალდებულია, აღნიშნული ფაქტის შესახებ დაუყოვნებლივ შეატყობინოს სააგენტოს ცხელი ხაზის საშუალებით - 032 2 421 424 და წარადგინოს შესაბამისი ინფორმაცია (ცხოველის, მისი დაკარგვის დროის, ადგილისა და გარემოებების შესახებ). იმ შემთხვევაში, თუ მეპატრონე ძაღლის დაკარგვის შესახებ დაუყოვნებლივ არ შეატყობინებს სააგენტოს და შეტყობინების დატოვებამდე, ცხოველი მოხვდება ცხოველთა მუნიციპალურ თავშესაფარში, პატრონს დაეკისრება საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 103 მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული ადმინისტრაციული სახდელი, შრომის ანაზღაურების მეხუთედ მინიმალურ ოდენობამდე, ხოლო თანამდებობის პირის შემთხვევაში - შრომის ანაზღაურების ნახევარ მინიმალურ ოდენობამდე. სავარაუდოდ დაკარგული ცხოველის მუნიციპალურ თავშესაფარში მოხვედრის შემთხვევაში, ცხოველის შესახებ ინფორმაცია გამოქვეყნდება სააგენტოს ოფიციალურ ელექტრონულ გვერდზე და გაზიარდება ფეისბუქ გვერდზე. ! ამდენად, ცხოველის დაკარგვის შემთხვევაში, გთხოვთ, შეამოწმოთ სააგენტოს ელექტრონულ გვერდზე განთავსებული ინფორმაცია და დარეკოთ თავშესაფარში - ნომერზე 032 2 421 171. რა ხდება მაშინ, თუ დავკარგე ცხოველი და ამის შესახებ არ განვაცხადე ცხოველთა მონიტორინგის სააგენტოში? თუ დაკარგული ცხოველის შესახებ დაუყოვნებლივ (ცხოველის თავშესაფარში შესვლამდე) არ განაცხადებთ სააგენტოში (ცხელი ხაზი: 032 2 421 424), დაგეკისრებათ საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 103 მუხლით გათვალისწინებული ჯარიმა: ცხოველის მუნიციპალურ თავშესაფარში გადაყვანის ხარჯი - 50 ლარი თავშესაფარში ყოველდღიური მოვლა-პატრონობის ხარჯი - 5 ლარი ცხოველის უმეთვალყურეოდ დატოვების გამო ადმინისტრაციული ჯარიმა (მაქსიმალური 8 ლარის ოდენობით). რა პროცედურებს ახორციელებს ცხოველთა მონიტორინგის სააგენტო, სავარაუდოდ, დაკარგული ცხოველის თავშესაფარში გადაყვანის შემდეგ, ცხოველის პატრონის მოძიების მიზნით? მუნიციპალურ თავშესაფარში, სავარაუდოდ, დაკარგული ცხოველის გადაყვანის შემდეგ, პატრონის მოძიების მიზნით, აღნიშნული ინფორმაცია იდება სააგენტოს ელექტრონულ გვერდსა და ფეისბუქ გვერდზე. 10 კალენდარული დღის შემდეგ, თუ ცხოველს პატრონმა არ მოაკითხა, სააგენტო ზრუნავს მის გაჩუქებაზე და ამჯერად, შესაბამისი ინფორმაცია ელექტრონულ გვერდზე გასაჩუქებელი ცხოველების ველში გამოქვეყნდება. ამდენად, 10 დღის შემდეგ, ცხოველს უტარდება კასტრაცია/სტერილიზაცია და მისი აყვანის მსურველის გამოჩენის შემთხვევაში, გაჩუქდება. სხვა შემთხვევაში, სააგენტოს მისი ბუნებრივ არეალში გაშვება მოუწევს. რა არის და როგორ ხდება ცხოველის მიკედლება? მიკედლებული ცხოველის სტატუსი ენიჭება ამავე სტატუსით რეგისტრირებულ, ურბანულ გარემოში თავისუფლად ბინადარ ცხოველს, რომლის მეთვალყურეობას ცხოველის მიმკედლებელი ახორციელებს. მიკედლებული ცხოველის რეგისტრაციას ცხოველთა მონიტორინგის სააგენტო შესაბამისი ფიზიკური ან იურიდიული პირის (შემდგომში მიმკედლებლის) მიმართვის საფუძველზე ახორციელებს. ცხოველის მიმკედლებელი არის ურბანულ გარემოში თავისუფლად ბინადარი ცხოველის მეთვალყურე ფიზიკური ან იურიდიული პირი, რომელსაც უფლებამოსილ ორგანოში ცხოველის რეგისტრაციის მომენტიდან აღებული აქვს ვალდებულება ცხოველის ვეტერინარული მომსახურების განხორციელებასა და კვება-დაწყურების უზრუნველყოფაზე, ასევე, მიკედლებულ ცხოველთან დაკავშირებით დაინტერესებული პირისათვის საჭირო ინფორმაციის გაცემაზე; ! გარდა პირველადი რეგისტრაციისა, სავალდებულოა, მიკედლებული ცხოველის ყოველწლიური (12 თვეში ერთხელ) საკონტროლო რეგისტრაცია. როგორ უნდა ავიყვანო (ვიჩუქო) ცხოველი თავშესაფრიდან? მუნიციპალურ თავშესაფარში მყოფი გასაჩუქებელი ცხოველების შესახებ ინფორმაცია და ფოტომასალა პერმანენტულად ქვეყნდება ცხოველთა მონიტორინგის სააგენტოს ელექტრონულ გვერდზე, გასაჩუქებელი ცხოველების ველში. იხილეთ ბმული: გასაჩუქებელი ცხოველები ამდენად, ცხოველი შეგიძლიათ შეარჩიოთ დისტანციურად, შემდეგ დაუკავშირდეთ მუნიციპალურ თავშესაფარს - ნომერზე 032 2 421 171, აცნობოთ აღნიშნული ფაქტის შესახებ და ცხოველის წაყვანის დროზე შეუთანხმდეთ ან მიაკითხოთ ცხოველთა მუნიციპალურ თავშესაფარს და ადგილზე შეარჩიოთ თქვენთვის სასურველი ცხოველი. მუნიციპალური თავშესაფრის მისამართია: თვალჭრელიძის 17ა. რა მიზეზით შეიძლება გადაიყვანოთ ცხოველი თავშესაფარში? ცხოველთა მონიტორინგის სააგენტომ თავისი უფლებამოსილების ფარგლებში, მუნიციპალურ თავშესაფარში უნდა გადაიყვანოს: ადამიანისა ან ცხოველების სიცოცხლისა და ჯანმრთელობისთვის საფრთხის მატარებელი, აგრესიის აშკარად გამოხატული ნიშნების მქონე ცხოველები; ადამიანის ან ცხოველების სიცოცხლისა და ჯანმრთელობისათვის საფრთხის მატარებელი, საშიში დაავადებების აშკარად გამოხატული ნიშნების მქონე ცხოველები; უმეთვალყურეო ცხოველები, რომლებმაც მოახდინეს ადამიანის ან ცხოველის დაკბენა/დაკაწვრა/დადორბლა; სავარაუდოდ დაკარგული ან უპატრონოდ/მეთვალყურეობის გარეშე მიტოვებული ცხოველები, რომელთა ჯიშის გარეგანი მახასიათებლები ან/და იდენტიფიკაციის ვიზუალური ნიშნები ან/და ქცევითი თავისებურებები მიუთითებენ, რომ ცხოველს შესაძლებელია ჰყავდეს პატრონი; სიცოცხლისა და ჯანმრთელობისთვის საშიშ მდგომარეობაში აღმოჩენილი ტრავმირებული და განსაცდელში მყოფი ცხოველები; პოპულაციის მართვის პოლიტიკის ფარგლებში, ცხოველისათვის კასტრაცია/სტერილიზაციისა და ანტირაბიული ვაქცინაციის ჩატარების მიზნით. ეს ცხოველთა მონიტორინგის სააგენტოს ხდკა. მერე კიდე დავამატებ. შეგიძლიათ აქ იკითხოთ
  3. თუ გასაუბრება გაქვს დაგეგმილი, მაშინ მომზადება აუცილებლად დაგჭირდებათ. იმ ორგანიზაციის გამოკვლევა და მასზე მეტი ინფორმაციის მიღება, სადაც გასაუბრებაზე მიდიხართ, გასაუბრების წარმატებულად გავლის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი გარანტორია. კანდიდატი არაჩვეულებრივი კვალიფიკაციით, რომელიც გასაუბრებაზე უხალისო იქნება და არ წარმოაჩენს ენთუზიაზს, შეიძლება დაიჩრდილოს იმ აპლიკანტით, რომელსაც ნაკლები კვალიფიკაცია ექნება, მაგრამ გასაუბრებაზე წარმოაჩენს ენთუზიასმს, გამოხატავს დაინტერესებას სამუშაოს და ორგანიზაციის მიმართ. ამიტომ, გასაუბრების წარმატებულად წარმართვის უმნიშვნელოვანესია მოიძიოთ ინფორმაცია ორგანიზაციის და სამუშაოს შესახებ, იმის მიუხედავად როგორი კვალიფიკაცია გაქვთ. რაში გვეხმარება გამოკვლევა და ინფორმაციის მოძიება? იმ ორგანიზაციის საქმიანობის შესწავლა, სადაც გასაუბრებაზე მიდიხართ, დაგეხმარებათ საკუთარი უნარები და პიროვნული მახასიათებლები დაუკავშიროთ ორგანიზაციის საჭიროებებს და მოთხოვნებს. ინფორმაციის მოძიება დაგეხმარებათ იცოდეთ მეტი ინტერვიუერის შესახებ. ეს თავს კომფორტულად გაგრძნობინებთ გასაუბრებაზე, რადგან საკმაოდ ძნელია შეხვდე ადამიანს, რომლის შესახებად არაფერი არ იცი. მზად ხართ კვლების დასაწყებად? გაითვალისწინეთ ქვემოთ მოცემული ინფორმაციები ორგანიზაციის შესახებ ინფორმაციის მოსაძიებლად. ორგანიზაციის ოფიციალური ვებგვერდი http://myprofession.gov.ge/sites/default/files/files/19%20job.jpgთქვენი პირველი გაჩერება შეიძლება სწორედ ორგანიზაციის ოფიციალური ვებგვერდი იყოს. ყურადღება განსაკუთრებით გაამახვილეთ ისეთ ინფორმაციაზე, რომელიც ეხება ორგანიზაციის მიერ წარმოებულ პროდუქციას ან მიწოდებულ მომსახურებას. გაეცანით ვებგვერდის პუნქტს „ჩვენ შესახებ“ და ეძებეთ ყველა ის ინფორმაცია, რომელიც ეხება თქვენ სამიზნე პოზიციას/სამუშაოს. გადახედეთ შერჩევის (რეკრუიტინგის) სექციას - ორგანიზაციები ხშირად ანთავსებენ ვებგვერდზე ინფორმაციას, თუ როგორ კადრებს ეძებენ. სოციალური მედია ორგანიზაციის Twitter-ის ან Facebook-ის ოფიციალური გვერდები ხშირად მნიშვნელოვანი ინფორმაციის მომცემი შეიძლება იყოს ორგანიზაციული კულტურის შესახებ. შესაძლებელია აქ ინტერიუერის შესახებაც მოიძიოთ ინფორმაცია, იპოვოთ ის LinkedIn-ზე, გაეცნოთ მის სამუშაო ისტორიას იმ მიზნით, რომ აღმოაჩინოთ საერთო თემები/საკითხები. სხვა ვებგვერდები http://myprofession.gov.ge/sites/default/files/files/17%20job.jpgგამოიყენეთ საძიებო სისტემები, სადაც შეიძლება ფასეული ინფორმაცია იყოს ორგანიზაციის შესახებ. ხშირად ინტერნეტში მოიძებნება ორგანიზაციის პროფილები, მათზე მიძღვნილი მიმოხილვა ან შეიძლება წააწყდეთ ორგანიზაციის ყოფილი თანამშრომლების მიერ გაზიარებულ ინფორმაციას. რეალური ადამიანები ხომ არ იცნობთ ადამიანს, რომელიც იმავე სფეროში მუშაობს? გამოკითხეთ ის და მიიღეთ თქვენთვის საჭირო ინფორმაცია. სიახლეები გაეცანით ნებისმიერ ინფორმაციას ტელევიზიაში, ჟურნალ-გაზეთებში, ინტერნეტში, დარწმუნდით რომ ფლობთ უახლეს ინფორმაციას ორგანიზაციაში ან ინდუსტრიაში მიმდინარე სიახლეების, ფინანსური მდგომარეობის და ბიზნესის შესახებ. მაინცდამაინც ნუ გაამახვილებთ ყურადღებას გასაუბრებამდე ორგანიზაციის მიმართ გავრცელებულ ნეგატიურ ამბებზე, თუ გსურთ რომ გასაუბრებაზე ენთუზიაზმით და დადებითი ემოციებით წარსდგეთ. მსგავსი სერვისები და პროდუქტები http://myprofession.gov.ge/sites/default/files/files/2016_01_24_65109.jpgმცირე მასტაბის ორგანიზაციის შემთხვევაში შესაძლებელია ეს გაგიჭირდეთ, მაგრამ გასაუბრებამდე აუცილებლად მოიძიეთ ინფორმაცია და გაეცანით იმ პროდუქციასა და სერვისებს, რომელსაც ორგანიზაცია აწარმოებს/სთავაზობს მომხმარებლებს. მაგალითად, თუ თქვენ გასაუბრებაზე მიდიხართ სარესტორნო მომსახურების მომწოდებელ ორგანიზაციაში, მაშინ მოიძიეთ ინფორმაცია საკვების მომზადების ან კვების წარმოების შესახებ. კონკურენტები კარგი იქნება თუ გეცოდინებათ ორგანიზაციის მთავარი კონკურენტების შესახებ. შეეცადეთ მოიძიოთ იმ კომპანიების შესახებ, რომლებიც მსგავს პროდუქტს სთავაზობენ მომხმარებელს. ეს ბაზრის შესახებ მეტი ინფორმაციის მოძიებაში დაგეხმარებათ, ეს ინფორმაცია კი მაშინაც გამოგადგებათ, თუკი სასურველ ორგანიზაციაში არ აგიყვანენ.
  4. როგორ მოვიძიოთ ინფორმაცია პროფესიების შესახებ? http://myprofession.gov.ge/sites/default/files/files/1%20profesiis%20archeva.pngგაიგეთ მეტი პროფესიების შესახებ. ადამიანი არასდროს არის კმაყოფილი, სანამ არ იპოვის იმ სამუშაოს, რომლის შესრულებაც სიამოვნებას ანიჭებს - იპოვის პროფესიას, რომელიც მას ყველაზე მეტად შეესაბამება. თანამედროვე სამყაროში პროფესიებისა თუ სამუშაოების ძალიან ფართო არჩევანი არსებობს, რაც ერთგვარად ურთულებს საქმეს პროფესიის არჩევისა და შეცვლის მსურველებს. თანამედროვე სამყაროში უამრავი გზა არსებობს ჩვენთვის საინტერესო პროფესიის შესახებ ინფორმაციის მოსაძიებლად: შესაძლებელია წაიკითხო წიგნები, სტატიები ან სხვა ლიტერატურა, დააკვირდე ან დაუსვა შეკითხვები იმ ადამიანებს, რომლებიც დასაქმებულნი არიან თქვენთვის საინტერესო პროფესიით და ა.შ.. შესაძლებელია პროფესიის მორგებისათვის საუკეთესო გზა მცირე სამუშაო გამოცდილების მიღებაა, თუმცა შეუძლებელია ამგვარი გამოცდილება მიიღო ყველა იმ პროფესიაში, რომელსაც სამომავლო ალტერნატივად განიხილავ. მით უფრო, თუ გავითვალისწინებთ, რომ გარდატეხის ასაკში ადამიანებს მრავალმხრივი ინტერესები აქვთ და ბევრი განსხვავებული პროფესია აინტერესებთ. სწორედ ამიტომ არის მნიშვნელოვანი ჯერ კიდევ სკოლაში ყოფნის პერიოდშივე მოსწავლეებმა გაიგონ მეტი პროფესიების, სამუშაოებისა და შრომის ბაზრის შესახებ. პროფესიების შესახებ ინფორმაციის მოძიების პროცესში სასარგებლო იქნება თუ გეცოდინებათ რას ეძებთ, რა კითხვები გაქვთ და როგორ აპირებთ მიღებული ინფორმაციის გამოყენებას რეალურ ცხოვრებაში. პროფესიის გაანალიზება http://myprofession.gov.ge/sites/default/files/files/20%20pro_0.jpgპროფესიის რაობა. პირველი კითხვა, რომელიც შეიძლება პროფესიის შესახებ დასვათ, შემდეგში მდგომარეობს - „რა არის/რას წარმოადგენს ეს პროფესია?“. მაგალითად, თქვენ შეიძლება სამომავლოდ ინჟინრის პროფესიის დაუფლება გსურდეთ. შესაძლებელია სხვადასხვა ლიტერატურაში ან/და განმარტებათა ლექსიკონში ამოიკითხოთ, რომ „ინჟინერი არის ადამიანი, რომელიც მართავს/შეაკეთებს ძრავებს“. თუმცა თქვენ არ გსურთ იყოთ ამ პროფილის ინჟინერი და შეასრულოთ მსგავსი ტიპის სამუშაოები. შესაძლებელია უპირატესობას ანიჭებდეთ ხიდების, სარკინიგზო ხაზების ან აეროდრომების მშენებლობას. შედეგად, პროფესიების გაანალიზებისას არ უნდა დაეყრდნოთ მხოლოდ მათ მოკლე აღწერას, რადგან პროფესიათა უმეტესი ნაწილი ძალიან ფართო და კომპლექსურია; შესაბამისად, მოკლე აღწერილობა მისი შინაარსის სრულად წვდომის შესაძლებლობას არ იძლევა. თუ გსურთ მეტი გაიგოთ ინჟინერიის შესახებ, რაც შეიძლება მეტ სტატიას, ლიტერატურას თუ დამატებით მასალას უნდა გაეცნოთ. სასურველია, თუ პროფესიონალს შეხვედებით, რომელიც ინჟინერიის თქვენთვის სასურველი მიმართულებით მუშაობს და თქვენთვის საინტერესო კითხვებს დაუსვამთ. იდეალურ შემთხვევაში, შესაძლებელია დააკვირდეთ მას რეალურ სამუშაო სიტუაციაში, რათა უფრო ახლოდან შესძლოთ სამუშაო გარემოსა და შესასრულებელი სამუშაოების/დავალებების შეფასება და გაცნობა. პროფესიის უკეთ გასაცნობად სასარგებლოა მცირეხნიანი სტაჟირების გავლაც. ჩამოთვლილი გზების საშუალებით მეტს გაიგებთ თქვენთვის საინტერესო პროფესიის შესახებ, რაც დაგეხმარებათ მიღებული ინფორმაცია რეალურ კარიერულ სიტუაციაში გამოიყენოთ და გააზრებული არჩევანი გააკეთოთ. http://myprofession.gov.ge/sites/default/files/files/8%20car_1.jpgსაჭირო ინფორმაცია პროფესიების შესახებ. არსებობს რიგი თემები, რომლებსაც აუცილებლად უნდა ჩაუღრმავდეთ პროფესიის შესახებ ინფორმაციის მოძიებისას, სანამ ამ პროფესიას აირჩევთ. მაგალითად, აუცილებლად უნდა დაინტერესდეთ პროფესიის მნიშვნელოვნებით, რისი განსაზღვრაც რამდენიმე გზით შეიძლება. მათგან ერთ-ერთი გზაა, გაარკვიოთ რამდენი ადამიანია დასაქმებული ამ პროფესიით თქვენს ქვეყანაში, რეგიონსა თუ ქალაქში. ამგვარად შეგიძლიათ დაადგინოთ, რომ თქვენს რეგიონში ძალიან ბევრი ადამიანია დასაქმებული სოფლის მეურნეობის ერთ-ერთ მიმართულებაში, რაც მნიშვნელოვანწილად მეტყველებს მის მნიშვნელოვნებაზე. პროფესიის მნიშვნელოვნების განსაზღვრის კიდევ ერთი გზაა, შეაფასო რამდენი ადამიანი სარგებლობს თქვენთვის საინტერესო პროფესიის მომსახურებით. მაგალითად, თუ განვიხილავთ ისევ სოფლის მეურნეობის ერთ-ერთ დარგს - კვების წარმოებას, აღმოვაჩენთ, რომ ქვეყანაში ყოველი ადამიანი სარგებლობს ამ დარგის მიერ წარმოებული პროდუქციით; შესაბამისად, ამ დარგის მომსახურებით. ამასთანავე, შესაძლებელია ზოგიერთი პროფესია ძალიან მნიშვნელოვანი იყოს და მისი მომსახურებით ძალიან ბევრი ადამიანი სარგებლობდეს, მაგრამ მასში ცოტა ადამიანი იყოს დასაქმებული. ეს ერთი მხრივ მიანიშნებს პროფესიის მნიშვნელოვნებაზე, ხოლო ხოლო მეორე მხრივ სამომავლოდ მისი განვითარების პოტენციალზე
  5. მთავრობის მიერ შექმნილ სპეციალურ ვებ-გევრდზე stopcov.ge-ზე განთავსებული ინფორმაციის თანახმად ქვეყანაში 66 ინფიცირებულია. პირველი 34 ინფიცირებულის შესახებ საჯარო ინფორმაციას შეგიძლიათ ამავე პოსტში გაეცნოთ: ფოტო: ნეტგაზეთი #1 – 26 თებერვალი, ირანიდან ჩამოსული 50 წლის მამაკაცი, შიდა კონტაქტი არ ქონია. 14 მარტს პაციენტი გამოჯანმრთელდა და გაწერეს. #2 – 28 თებერვალი, იტალიიდან ჩამოსული 31 წლის ქალი, ქონდა შიდა კონტაქტები, გავიდა სამსახურში (საქ. ბანკის ნაძალადევის ფილიალი). კონტაქტები გამოავლინეს და იზოლაციაში მოათავსეს. #3 – 29 თებერვალი, ირანიდან ჩამოსულ N1 ინფიცირებულთან ქონდა კონტაქტი ირანში, ასევე საზღვარზე გამოვლინდა და შიდა კონტაქტი არ ქონია. #4 , #5, #6, #7, #8 , #9 – კლასტერი (ერთი ჯგუფი), 5 მარტი, მოგზაურობდნენ იტალიაში და ვენის გავლით თბილისში ჩამოფრინდნენ 2 მარტს გამთენიისას. დეტალურად: #4 – 44 წლის მამაკაცი, პროფესიით ექიმი, ჩამოსვლიდან მეორე დღეს თავი ცუდად იგრძნო, თვითიზოლაციას მიმართა 2 დღე. ხოლო მას შემდეგ რაც უარესად გახდა, მიაკითხა ინფექციურს. ის დღემდე ყველაზე მძიმე პაციენტია. #5 – ფარმაცევტული კომპანია სს გეფა-ს საოპერაციო დირექტორი მიხეილ აბრამიძე. არ იმყოფებოდა თვითიზოლაციაში, დადიოდა სამსახურში, ჩაატარა შეხვედრები, იყო პანაშვიდზე და აშ. ჯერ-ჯერობით მის ანგარიშზე ვირუსის 5 დადასტურებული შიდა გადაცემაა. #6, #7, #8 , #9 – კლასტერის სხვა წევრები, რომლებსაც ასევე 5 მარტამდე ქონდათ შიდა კონტაქტები. #10 – 7 მარტი, პირველი შიდა, მეორეული ინფიცირება, ევექსის გენერალური დირექტორი ნიკა გამყრელიძე, ქონდა კონტაქტი #5-თან, ვისგადან გადედო და ვირუსის დადასტურებამდე ასევე ჰონდა შიდა კონტაქტები; #11 – 7 მარტი, შიდა ინფიცირება. მამაკაცი სს გეფა-ს თანამშრომელია, დაინფიცირდა #5 -ის მიერ სამუშაო შეხვედრაზე. გამოვლენამდე ქონდა შიდა კონტაქტები. #12 – 7 მარტი, დაფიქსირდა საჩხერეში. სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილის, იური ნოზაძის შვილი. კონტაქტი ქონდა ინფიცირებულ იტალიელთან, რომელმაც მალევე დატოვა ქვეყანა. #13 – 7 მარტი, ასევე შიდა ინფიცირება. ქალი სს გეფა-ს თანამშრომელია და ინსაიდერული ინფორმაციით, დაინფიცირდა თანამშრომლის, მიხეილ აბრამიძის (#5) ნაჩუქარი კანფეტით. ქალბატონს გამოვლენამდე ქონდა მრავალი შიდა კონტაქტი. #14 – 9 მარტი, შიდა ინფიცირება, დაინფიცირდა #5 -ის მიერ. გამოვლენამდე ქონდა შიდა კონტაქტები. მისმა მეუღლემ სოც, ქსელში დაწერა, რომ ოჯახი არის თვითიზოლაციაში. #15 – 9 მარტი, პაციენტი ჩამოფრინდა ესპანეთიდან, თუმცა ქონდა კონტაქტი იტალიელებთანაც. გამოვლენამდე არც ეს ადამიანი იმყოფებოდა თვითიზოლაციაში. N16 – 10 მარტი, შიდა გადედება ისევ #5 ინფიცირებულისგან. როგორც პაციენტი აცხადებს, გასამრჯელო აიღო ბანკნოტებით, რის შედეგადაც დაინფიცირდა. როდესაც #5-ის კონტაქტებს იკვლევდნენ, სავარაუდოდ ეს პიროვნება გამორჩათ, რადგან ცნობილია, რომ ის ცუდად გახდომამდე არ იმყოფებოდა იზოლაციაში. #17, #18, #19, #20 – 10 მარტი, ოთხივე პიროვნება #2 ინფიცირებულთან ერთად მოგზაურობდა იტალიაში, ისინი 28 თებერვლის შემდეგ იზოლაციაში იყვნენ. ამ ადამიანებს 10 მარტამდეც ჩაუტარდათ ტესტი ვირუსზე, თუმცა უარყოფითი იყო; #21 – 10 მარტი, შიდა ინფიცირება, #20 ინფიცირებულის 12 წლის შვილია, რომელსაც მშობელმა იზოლაციამდე გადასდო; #22 – 10 მარტი, საქართველოს გარემოს დაცვის და სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილე იური ნოზაძე, რომელიც #12 პაციენტის მამაა და 6 მარტიდან იყო თვითიზოლაციაში; #23 – 10 მარტი, მასზე მხოლოდ ის არის ცნობილი, რომ იმოგზაურა იტალიაში, გამოვლენამდე არ ყოფილა თვითიზოლაციაში და ახლა მკურნალობს დასავლეთ საქართველოში. #24 – 11 მარტს ვირუსი მხოლოდ #20 ინფიცირებულის 19 წლის შვილს დაუდასტურდა. ის გარკვეული პერიოდი იზოლაციაში იმყოფებოდა. #25 – 12 მარტი, ინფიცირებული #4 , #5, #6, #7, #8 , #9 – კლასტერს უკავშირდება და მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა სტაბილურია. #26, #27, #28, #29 და #30 – პირდაპირ უკავშირდება იტალიას, კერძოს, #5 პაციენტს. ამ 5 პაციენტში ფიქსირდება მესამეული გადაცემაც, რადგან არიან ერთი ოჯახის წევრები. #31, #32, #33 – რისკ ჯგუფში შემავალ ქვეყანასთან დაკავშირებული ახალი კლასტერი. ერთ-ერთი იმყოფებოდა ბათუმში თვით-იზოლაციაში. მათთან არის კავშირში ასევე #34 შემთხვევაც. (ინფორმაცია განახლებადია, ბოლო განახლება 17 მარტი 17:04)