Jump to content
×
×
  • Create New...

ძებნა

'ინდუსტრიის' ძებნის შედეგები.

  • ტეგების მიხედვით

    Type tags separated by commas.
  • ავტორის მიხედვით

კონტენტის ტიპი


დისკუსიები

  • სადისკუსიო ბადე
    • პოლიტიკა & საზოგადოება
    • განათლება & მეცნიერება
    • ჯანმრთელობა & მედიცინა
    • ხელოვნება & კულტურა
    • გ ვ ი რ ი ლ ა
    • ზოგადი დისკუსიები
  • თავისუფალი ბადე
    • F L A M E
  • ადმინისტრაციული ბადე
    • ბადეს შესახებ

მომიძებნე მხოლოდ

ან მომიძებნე


შექმნის დრო

  • Start

    End


განახლებული

  • Start

    End


Filter by number of...

რეგისტრაციის დრო

  • Start

    End


ჯგუფი


სქესი


ჰობი

Found 2 results

  1. ამერიკული უფლებადამცველი გაერთიანება Blockchain Association აშშ პრეზიდენტის ადმინისტრაციასთან ქვეყანაში კრიპტოვალუტის ინდუსტრიის განვითარებისთვის ხელსაყრელი პირობების შექმნაზე იმსჯელებს. Blockchain Association-ის შემადგენლობაში შედიან კრიპტოვალუტის ბირჟები Circle, Binance.US და Kraken და ასევე საინვესტიციო კომპანია Grayscale. Blockchain Association-ის აღმასრულებელმა დირექტორმა კრისტინ სმიტმა (Kristin Smith) თეთრი სახლის წარმომადგენლებთან შეხვედრის შესახებ გამოაცხადა, რომელთა შორის იქნებიან აშშ ფინანსთა მინისტრი ჯანეტ იელენი (Janet Yellen), BlackRock-ის ყოფილი ხელმძღვანელი და აშშ სახელმწიფო მდივნის პოსტის კანდიდატი, უოლი ადეიემო (Wally Adeyemo) და ასევე აშშ ფინანსთა სამინისტროს სხვა წარმომადგენლები. ამერიკელი პოლიტიკოსების დიდი ნაწილი მიიჩნევს, რომ კრიპტოვალუტები ძირითადად უკანონო საქმიანობის დაფინანსებასა და ფულის გათეთრებას ემსახურება. სმიტის თქმით, პოლიტიკოსებთან მსგავსი შეხვედრები, ბაიდენის ადმინისტრაციას დაეხმარება გააცნობიეროს კრიპტოვალუტის ინდუსტრიის მნიშვნელობა და ის, რომ ციფრული აქტივები სცილდება კრიმინალურ საქმიანობას. ცოტა ხნის წინ იელენმა ბიტკოინს ტრანზაქციების განხორციელების უკიდურესად არაეფექტური მეთოდი უწოდა, რომელიც ენერგიის გადაჭარბებულ რაოდენობას საჭიროებს. ამის გამო ის კრიპტოვალუტის ინდუსტრიის წარმომადგენლების მხრიდან კრიტიკის ობიექტი გახდა. თუმცა, კრიპტოვალუტების მიმართ აშკარა საწინააღმდეგო დამოკიდებულების მიუხედავად, იელენი პოზიტიურად არის განწყობილი ციფრული დოლარის მიმართ. ის ფიქრობს, რომ ციფრული დოლარი უფრო სწრაფ, უსაფრთხო და იაფ გადახდებს უზრუნველყოფს ვიდრე ფიატური ვალუტა. Blockchain Association ასევე შეშფოთებულია აშშ-ს ფასიანი ქაღალდების კომისიის (SEC) თავმჯდომარის პოსტის კანდიდატის, გერი გენსლერის (Gary Gensler) განცხადებით. თავის ერთ-ერთ ბოლო გამოსვლაში მან თქვა, რომ იმუშავებს კრიპტოვალუტის ბაზრებზე თაღლითობის აღმოსაფხვრელად. წყარო: https://bits.media The post Blockchain Association ჯო ბაიდენის ადმინისტრაციასთან კრიპტოვალუტის ინდუსტრიის განვითარებას განიხილავს appeared first on CryptoNews.Ge - ქართული კრიპტო მედია.
  2. ჩინეთის ხელისუფლება ანტიმონოპოლიური წესების გამოქვეყნებას გეგმავს. წესები მიმართულია მსხვილი ტექნიკური და საგადახდო კომპანიებისკენ. ქვეყნის ხელისუფლებას, საკანნმდებლო და მარეგულირებელ ორგანოებს უკვე მზად აქვთ ახალი წესები, რითიც ხელს შეუშლიან ბაზრის მონოპოლიზებას. სახელმწიფო ადმინისტრაციამ ბაზრის რეგულირების შესახებ კანონები გამოაქვეყნა, რის მიხედვითაც შეიზღუდება ისეთი ბაზრის მონოპოლისტი გიგანტების გაფართოვება როგორიცაა Alibaba, Ant Group-ი და Tencent-ი. სახელმძღვანელო მითითებები კონკრეტულად ეხება ოპერატორებს, რომლებიც უზრუნველყოფენ ფინანსურ ვაჭრობას, ინფორმაციის გაცვლას და სხვა ინტერნეტ პლატფორმის მომსახურებას. აღნიშნული წესების შემოღება ბოლოდროინდელი ძალისხმევის შედეგია. ამ საკითხის ერთ-ერთი მთავარი მოთამაშე კი ჩინეთის სახალხო ბანკია. როგორც ოფიციალურ განცხადებაშია ნათქვამი, ბანკი ამ ნაბიჯს ტექნოლოგიური ინდუსტრიის გაჯანსაღებისთვის გადადგამს. შეგახსენებთ რომ, ჩინეთში სხვადასხვა ტიპის კომპანიები ბოლო დროს Blockchain ტექნოლოგიას აქტიურად ნერგავენ. მაგალითად, ელექტრონული კომერციის ორმა წარმომადგენელმა Alibaba-მ და Aerospace-მა ხელი მოაწერეს სტრატეგიული თანამშრომლობის შეთანხმებას. შეთანხმება მიზნად ისახავდა Blockchain-ისა და სხვა ტექნოლოგიური მომსახურების განვითარებას. The post ჩინეთის ხელისუფლება ტექნოლოგიური ინდუსტრიის გაჯანსაღებისთვის ანტიმონოპოლიურ წესებს შემოიღებს appeared first on ბიტკოინ & ბლოქჩეინ სიახლეები.