ძებნა
'ინდიკატორი' ძებნის შედეგები.
-
მაიერს-ბრიგსის ტიპთა ინდიკატორი 567 ნახვა მაიერს-ბრიგსის ტიპთა ინდიკატორი http://myprofession.gov.ge/sites/default/files/files/MBTI.jpgპროფესიულ ორიენტაციაში აქტიურად გამოიყენება პიროვნების შესწავლის კიდევ ერთი ინსტრუმენტი - მაიერს-ბრიგსის ტიპთა ინდიკატორი. ჩვენ უფრო დეტალურად გიამბობთ მის შესახებ, რადგან მაიერს-ბრიგსის ტიპთა ინდიკატორის საშუალებით ადამიანებს შეუძლიათ განსაზღვრონ თავიანთი პიროვნული მახასიათებლების შესაბამისი სამუშაო სფერო და აირჩიონ შესატყვისი პროფესია. მაიერს-ბრიგსის ტიპთა ინდიკატორის მიხედვით გამოიყოფა პიროვნულ მახასიათებელთა ოთხი ბიპოლარული განზომილება: ექსტროვერსია-ინსტროვერსია, შეგრძნება-ინტუიცია, აზროვნება-გრძნობა და განსჯა-პერცეფცია. ნებისმიერი ადამიანის პიროვნული მახასიათებლები თითოეული ამ ოთხი განზომილების ურთიერთსაპირისპირო მხარეებიდან ერთ-ერთს შეესაბამება. ექსტროვერსია-ინტროვერსია მოკლედ "დიდი ხუთეულის" მოდელის ფარგლებშიც განვიხილეთ. ამჯერად უფრო დეტალურ ინფორმაციას შემოგთავზებთ. გაეცანით თითოეული პიროვნული მახასიათებლების დახასიათებას და თითოეული ბიპოლარული განზომილებიდან აირჩიეთ ერთერთი მათგანი და ამოწერეთ (ის, რომელიც ყველაზე მეტად შეგესაბამებათ), რათა შემდგომ შეძლოთ გამოადიფერენციროთ ის პროფესია, რომელიც თქვენ პიროვნულ ტიპს შეესაბამება. ექსტრავერსია - ინტროვერსია http://myprofession.gov.ge/sites/default/files/files/eqtrovrsia-introversia.jpgექსტრავერტი ადამიანები საზოგადოებაში თავს კარგად გრძნობენ, მოსწონთ ადამიანებთან ურთიერთობა, ჯერ მოქმედებენ და შემდეგ ფიქრობენ, მეტს ლაპარაკობენ, ვიდრე უსმენენ და ადამიანებთან კონტაქტისაგან დიდ სიამოვნებას იღებენ. ისინი არიან აქტიურები, ენერგიულები, გახსნილები, ხშირად ხმამაღლა ფიქრობენ და სწრაფად პასუხობენ კითხვებს. როგორც წესი, ბევრი ნაცნობი ჰყავთ და ყურადღების ცენტრში ყოფნა უყვართ. უკეთესად სწავლობენ და მუშაობენ მაშინ, როდესაც აქვთ აზრის გაზიარების, დისკუსიისა და სხვებთან ერთად ინფორმაციის მოპოვების შესაძლებლობა. ინტროვერტი ადამიანების ენერგია და ყურადღება საკუთარი შინაგანი სამყაროსაკენაა მიმართული. მათ უყვართ განმარტოება, ცდილობენ სამყარო მანამ შეიცნონ, სანამ მასთან შეხება ექნებათ. არ უყვართ ყურადღების ცენტრში ყოფნა და ექსტროვერტებთან შედარებით მეტად მშვიდები და თავშეკავებულები არიან; ჯერ ფიქრობენ და შემდეგ მოქმედებენ; მეტს უსმენენ, ვიდრე ლაპარაკობენ; როგორც წესი, პირადი ცხოვრების დეტალებს ადამიანებს იშვიათად უზიარებენ. უკეთესად სწავლობენ და მუშაობენ მაშინ, როდესაც აქვთ საკმარისი დრო იმისათვის, რომ ჩაუღრმავდნენ საკითხს და თვითონ წარმართონ ინფორმაციის მოპოვების პროცესი. არცთუ მართებულია ის მოსაზრება, თითქოს ექსტროვერტი ის ადამიანია, რომელიც „ბევრს საუბრობს“, ხოლო ინტროვერტი ის, ვინც უფრო „მორცხვია“. ვინაიდან ექსტროვერტები და ინტროვერტები თავიანთ ენერგიას საპირისპირო მხარეს მიმართავენ, მათ შორის ღრმა და მკაფიო განსხვავებაა. http://myprofession.gov.ge/sites/default/files/files/check_box2.pngამ ინფორმაციაზე დაყრდნობით შეაფასეთ აღნიშნული განზომილების რომელ მხარეს მიაკუთვნებდით საკუთარ თავს უფრო მეტად და მონიშნეთ შესაბამისი მათგანი. ექსტრავერსია ინსტროვერსია შეგრძნება - ინტუიცია http://myprofession.gov.ge/sites/default/files/files/shegrzneba-intuicia.jpgშეგრძნებითი ადამიანები ინფორმაციის მიღებისას ეყრდნობიან იმას, რასაც ხედავენ, ეხებიან, ესმით, ყნოსავენ, გემოს უსინჯავენ _ რისი გაზომვა და დაფიქსირებაც შესაძლებელია. ისინი ორიენტირებულნი არიან აწმყოზე და ყურადღებას მიაპყრობენ იმაზე, რაც რეალური და ნამდვილია; ეყრდნობიან ზუსტ და კონკრეტულ მონაცემებს; უყვართ ნაცადი მეთოდების გამოყენება; ახალ იდეებს იღებენ მხოლოდ მაშინ, როდესაც მათი გამოყენების აზრს ხედავენ; მუშაობენ თანმიმდევრულად და ორგანიზებულად. მიუხედავად იმისა, რომ ყველა ადამიანი გრძნობის ორგანოების მეშვეობით იღებს ინფორმაციას, ინტუიტური ადამიანები მეტ ყურადღებას შეგრძნების მიღმა არსებულ კონტექსტს, მნიშვნელობას, კავშირებსა და ურთიერთობებს უთმობენ. შეიძლება ითქვას, რომ ისინი „მეექვსე გრძნობას“, ინტუიციას უფრო უჯერებენ, ვიდრე ხუთ ძირითად გრძნობის ორგანოს. მაგალითად, ახალი ტექნიკის გამოყენებისას, ინტუიტიური ტიპი ინსტრუქციის წაკითხვის ნაცვლად ინტუიციას მიმართავს, ხოლო შეგრძნებითი ტიპი საქმეს პრაქტიკული მხრიდან მიუდგება. ინტუიტურ ადამიანებს უყვართ ახალი უნარ-ჩვევების შეძენა, ახლებური მიდგომები და იდეები, ამასთან ორიენტირებულნი არიან მომავალზე. ასევე, კარგად აქვთ განვითარებული წარმოსახვის უნარი. http://myprofession.gov.ge/sites/default/files/files/check_box2.pngამ ინფორმაციაზე დაყრდნობით შეაფასეთ აღნიშნული განზომილების რომელ მხარეს მიაკუთვნებდით საკუთარ თავს უფრო მეტად და მონიშნეთ შესაბამისი მათგანი შეგრძნება ინტუიცია აზროვნება - გრძნობა http://myprofession.gov.ge/sites/default/files/files/azrovneba-grznoba.jpgაზროვნებითი ტიპის ადამიანები გადაწყვეტილებას ლოგიკაზე დაყრდნობით, მიზეზ-შედეგობრივი კავშირების გათვალისწინებით, ობიექტური მსჯელობისა და ანალიზის შედეგად იღებენ. ურჩევნიათ განმარტოვდნენ და ისე განიხილონ პრობლემები. არიან სამართლიანები და თვლიან, რომ სიმართლის თქმა ტაქტიანობაზე მნიშვნელოვანია. სხვადასხვა საკითხის გადაწყვეტისას საერთო სტანდარტებით ხელმძღვანელობენ, კრიტიკულად აზროვნებენ და შეცდომებს იოლად ამჩნევენ. გრძნობითი ტიპები გადაწყვეტილებებს იმის მიხედვით იღებენ, თუ რამდენად გრძნობენ მათ მართებულობას. ადამიანების მიმართ კეთილგანწყობილნი არიან, ახლო ურთიერთობებში მარტივად შედიან და მოსწონთ სხვებისათვის სიამოვნების მინიჭება. სხვათა ქმედების შედეგებს დიდ მნიშვნელობას ანიჭებენ და თვლიან, რომ ტაქტიანობა სიმართლის თქმაზე მნიშვნელოვანია. ეფექტიანად მუშაობენ კეთილგანწყობილ ადამიანთა გარემოცვაში. როგორც წესი, კარგად აცნობიერებენ სხვათა ღირებულებებსა და შეხედულებებს, თუმცა გადაწყვეტილებებს ხშირად მაინც სუბიექტურად იღებენ. ცხადია, აზროვნებით და გრძნობით ტიპებს განსხვავებული პრიორიტეტები აქვთ. აზროვნებითი ტიპები იმდენად არიან დამოკიდებულნი ანალიზსა და ლოგიკურ მსჯელობაზე, რომ შეიძლება გულცივებიც კი ჩანდნენ, გრძნობითი ტიპები კი _ ისეთი ემოციურები, რომ შეიძლება ზედმეტად მგრძნობიარენიც კი მოგეჩვენოთ. http://myprofession.gov.ge/sites/default/files/files/check_box2.pngამ ინფორმაციაზე დაყრდნობით შეაფასეთ აღნიშნული განზომილების რომელ მხარეს მიაკუთვნებდით საკუთარ თავს უფრო მეტად და მონიშნეთ შესაბამისი მათგანი აზროვნება გრძნობა განსჯა - პერცეფცია http://myprofession.gov.ge/sites/default/files/files/gansja-percefcia.jpgგანსჯითი ტიპები ორგანიზებულები და მოწესრიგებულები არიან, ყველაზე უკეთ თავს გრძნობენ მაშინ, როდესაც ყველა საქმე მოგვარებული აქვთ, ცხოვრება კი დალაგებული. მოსწონთ გადაწყვეტილების მიღების პროცესი. ისახავენ მიზნებს, იღწვიან დროულად მათ მისაღწევად და შედეგზე ორიენტირებულნი არიან. ურჩევნიათ, როდესაც მათი როლი ნათლად და მკაფიოდ არის განსაზღვრული და იციან - რას ელიან სხვები მათგან, შესაბამისად ცვლილებებისა და გაურკვევლობის დროს თავს არაკომფორტულად გრძნობენ. პერცეფტული ტიპები კი აღქმაზე დაყრდნობით მოქმედებენ. ისინი არანაირი შესაძლებლობების წინაშე არ იხევენ უკან. თავს ყველაზე კარგად გრძნობენ მაშინ, როდესაც თავისუფალი არჩევანის საშუალება აქვთ. ახალი ინფორმაციის მიღების შემთხვევაში შეიძლება გეგმიდან გადაუხვიონ. სიამოვნებით ეგუებიან ახალ გარემოს. განსჯით ტიპებთან შედარებით, ნაკლებად მოწესრიგებულები და პუნქტუალურები არიან. ვერ ეგუებიან რუტინასა და შეზღუდულ დროში შესასრულებელ მოვალეობებს. განსჯით და პერცეპტულ ტიპებს შორის განსხვავება იმაში მდგომარეობს, რომ პირველნი განიცდიან გარკვეულ დაძაბულობას, როდესაც საკითხი არაა გადაწყვეტილი, ხოლო, პერცეპტული ადამიანები კი პირიქით, დისკომფორტს განიცდიან გადაწყვეტილების მიღების აუცილებლობის შემთხვევაში, შესაბამისად, ისინი მაქსიმალურად ცდილობენ გაექცნენ ამგვარ პასუხისმგებლობას და თავისუფალი არჩევანი დაიტოვონ. http://myprofession.gov.ge/sites/default/files/files/check_box2.pngამ ინფორმაციაზე დაყრდნობით შეაფასეთ აღნიშნული განზომილების რომელ მხარეს მიაკუთვნებდით საკუთარ თავს უფრო მეტად და მონიშნეთ შესაბამისი მათგანი განსჯა პერცეფცია საკუთარი პიროვნული მახასიათებლების შესაფასებლად შეავსეთ პიროვნების საკვლევი კითხვარი
-
- მაიერს-ბრიგსის
- ტიპთა
-
(and 1 more)
Tagged with: