Jump to content
×
×
  • Create New...

ძებნა

'ინდივიდუალური' ძებნის შედეგები.

  • ტეგების მიხედვით

    Type tags separated by commas.
  • ავტორის მიხედვით

კონტენტის ტიპი


დისკუსიები

  • სადისკუსიო ბადე
    • პოლიტიკა & საზოგადოება
    • განათლება & მეცნიერება
    • ჯანმრთელობა & მედიცინა
    • ხელოვნება & კულტურა
    • გ ვ ი რ ი ლ ა
    • ზოგადი დისკუსიები
  • თავისუფალი ბადე
    • F L A M E
  • ადმინისტრაციული ბადე
    • ბადეს შესახებ

მომიძებნე მხოლოდ

ან მომიძებნე


შექმნის დრო

  • Start

    End


განახლებული

  • Start

    End


Filter by number of...

რეგისტრაციის დრო

  • Start

    End


ჯგუფი


სქესი


ჰობი

Found 1 result

  1. რამდენიმე წლის წინ ვიყავი ბუხენვალდის საკონცენტრაციო ბანაკში გერმანელებს ბევრი რამ შემორჩენილი აქვთ და ტურისტული მიზნებისთვის მუზეუმად არის გადაკეთებული უზარმაზარ ტერიტორიაზეა გადაჭმული ეს ბანაკი გაზის კამერებიც კი პირვენადელი სახით არის შენარჩუნებული დაუწვავი ფეხსაცმელები სხვადასხვა ზომის ფერფლში რომ კიდევ გაირჩევა საკმაოდ მძიმე სანახაობა იყო ხანდახან ადამიანს მსგავსი ''შეხსენებები'' და თავში ხელის წამორტყმა ჭირდება, რომ გააცნობიერო რეალობა და მიხვედე, რომ ყველაფერი ვარდისფერი ნამდვილად არ არის. პირიქით, სამყაროში არსებობს ბოროტება. ენით გამოუთქმელი ბოროტება არსებობს, რომელიც ყოველდღე სხავდასხვა მასშტაბით რეალიზდება. ჩვენ რომ არ გვემართება არ ნიშნავს რომ არ ხდება. რაც მთავარია აცნობიერებ, რომ ეს ბოროტება რამე სხვა პლანეტიდან მოფრენილი ტიპი კი არ არის. ან რამე სასწაულებრივი , მისტიური ფენომენი, რომელსაც ვერ ახსნი და ხელს ჩაიქნევ. არა, ჩვეულებრივი ადამიანია. შენი ოჯახის წევრია, მეზობელია, თანამოქალაქეა, შენ ხარ. საკონცენტრაციო ბანაკის სისატიკის ისტორიებს რომ გადახედავ გასაგებია რომ იგრუზები, მაგრამ აქ ერთი რამეა საინტერესო. სანამ რეალურად ვნახავდი ამ ტერიტორიას მანამდე ამ ამბავს ვუყურებდი მსხვერპლის პერსპექტივიდან. რა ცოდონი იყვნენ ებრაელები და მსგავსი რომ ჩემთვის ან ჩემი ოჯახის წევრისთვის გაეკეთებინათ რა საზარელი იქნებოდა. იქ რომ მოვხვდი, გონებაშიდამარტყა შემდეგმა - ისტორია ბოროტებაზე უნდა შეისწავლოს არა მსხვეპრლის გადმოსახედიდან, არამედ თავად ამ ბოროტების ჩამდენის გადმოსახედიდან. ეს საშუალებას გაძლევს სრული სისრულით აღიქვა ადამიანის ბუნება. ის რომ ჩვენში არის პოტენციალი უსასტიკესი ბოროტება ჩავიდინოთ. პირდაპირ რომ ვთქვათ ჩვენში არის პოტენციალი აუშვიცის ყველაზე პროდუქტიული თანამშრომელი ვიყოთ. და ამის გაცნობიერება საზარელია. ისე, ყველა თანაბრად დამნაშავეა? აი ვთქვათ, საკონცენტრაციო ბანაკის ზედამზედველიც ისეთივე დამნაშავეა როგორც ამავე ბანაკის დამლაგებელი ვთქვათ?