ძებნა
'ზოდიაქოს' ძებნის შედეგები.
-
22 დეკემბერი -20 (19) იანვარი ასტროლოგიაში მზე ზოდიაქოს ნიშანს განსაზღვრავს. მაგალითად, თუ თქვენ თხის რქა ხართ – ნიშნავს, რომ “მზე თხის რქაში გყავთ”, შესაბამისად, აქ მოცემულია თხის რქების დახასიათება სხვადასხვა ასტროლოგთა მიხედვით. წყარო: პაველ გლობა (პლანეტები ზოდიაქოს ნიშნებში) აქ ჩვენ გვაქვს მიწის სტიქია ტრანსფორმაციის მესამე ზონაში, საკუთარი გამოვლინების უფრო ფაქიზ, იდეალურ დონეზე. ძირითადი მმართველია სატურნი. თხის რქის ძველი სიმბოლო _ ეს თხაა, რომელიც მიწიდან ამოდის და ფრთებიც კი აქვს. ეს ცხოველი, რომელიც საკუთარ სტიქიასთან, მიწასთან მჭიდრო კავშირშია და ასევე საკუთარ სტიქიას აკავშირებს მომდევნო, ჰაერის სტიქიასთან. ასეთი ორმაგი თვისებები აქვს მათაც, ვისი მზეც იმყოფება მშვილდოსნის ნიშანში (რადგანაც, თხის რქის ნიშანი, მშვილდოსნის ნიშნის მომდევნო ნიშანია, და, შესაბამისად, ცეცხლის სტიქია დაკავშირებულია მიწასთან ტრანსფორმაციის ზონაში). ადამიანი, რომლის მზეც თხის რქის ნიშანშია, როგორც წესი, ხისტი ანალიტიკოსი, ძალიან დაჟინებული და მიზანმიმართულია. მიზანმიმართულობა _ ეს ყველაზე ღრმა, ყველაზე არსობრივი თვისებაა თხის რქებისთვის. ის საკუთარი თავის წინაშე აყენებს მიზანს, რომლისკენაც მიდის, იყენებს რა საკუთარ ბრწყინვალე ტაქტიკურ უნარებს, იყენებს საკუთარ მოხერხებულობას, ცუდ შემთხვევაში _ კონმფორმიზმსა და ცბიერებას. დაბალი განვითარების შემთხვევაში, საკუთარი მიზნისკენ მიმავალ გზაზე შეუძლია ყველაფრის გაწმენდვა, მოქმედებს რა საკმაოდ ხისტად, ზუსტად და განსაზღვრულად. ცუდ შემთხვევაში, ის ძალიან ცბიერი ადამიანია, ამასთანვე, ძალიან რთულია მისი მოხელთება, რადგანაც მოქმედებს ძალიან ფაქიზად და დელიკატურად. საკუთარი ჩანაფიქრებისა და მიზნების გამო თვალთმაქცობის, მოჩვენებითობის მეშვეობით ცხოვრებაში ნებისმიერი საშუალება შეუძლია გამოიყენოს. ასეთი თხის რქებს შორის იყო პოლ პოტა (მეოცე საუკუნის კომუნისტი კამბოჯელი დიქტატორი. აქვე უნდა აღინიშნოს, რომ ამ პიროვნების დაბადების თარიღი განსხვავებულია, ზოგან მითითებულია 19 მაისი 1925 წელი, მისი ბიოგრაფია საკმაოდ იდუმალია, რადგანაც თავადვე ცდილობდა საკუთარი ბიოგრაფიის დაფარვას გარკვეული მიზეზების გამო, ხოლო პ. გლობას იგი თხის რქის ნიშნის ქვეშ დაბადებულად ჰყავს მოხსენიებული, ამიტომ, ჩვენ ვეყრდნობით ასტროლოგ პ. გლობას მონაცემებს), რომელმაც გაანადგურა საკუთარი ქვეყნის რამდენიმე მილიონი ადამიანი, ასევე თხის რქა იყო მაო ძე დუნი (26 დეკემბერი 1893 წელი). თხის რქებს შორის მრავალი ადამიანია, რომელიც ცხოვრობს მიზნის შინაგანი შეგრძნებით, რომელთა ცხოვრების მიზანიც ზუსტადაც სხვებამდე ამ მიზნის შეგრძნების მიტანა ხდება. ამიტომ მაღალი განვითარების დონის თხის რქებს შორის ვპოულობთ მქადაგებლებს, მოძღვრებს, წინასწარმეტყველებს, მისიონერებს, მაგრამ, მშვილდოსნებისგან განსხვავებით, აქ უფრო პრაქტიკული მიმართულებაა. მას შეუძლია არამარტო მაღალი იდეის მიცემა, არამედ მისი მიღწევის საშუალებების, პრაქტიკული საშუალებების, რეალური სქემებისა და შესაძლებლობების ჩვენება. მისი განვითარების მაღალი დონე დაკავშირებულია შინაგანი, მაღალი მიზნის შეგრძნებასთან. ხანდახან ეს შეგრძნება დასულია მისტიციზმამდეც კი, ურყევ სურვილამდე მიიტანოს საკუთარი მაღალი მიზანი ერებამდე, ხალხებამდე. იდეალში _ ეს სამყაროს და კაცობრიობის გადამრჩენელები არიან _ ზარატუსტრა, იესო ქრისტე. ისტორიაში ვპოულობთ სხვა თხის რქებსაც: ჟანა დ’ არკი (6 იანვარი), ფილოსოფოსი ალბერტ შვეიცარი (14 იანვარი), ნოსტრადამუსი (14 დეკემბერი). თხის რქებს შორის ასევე იყვნენ გურჯიევი (14 იანვარი), თავისი სისტემით “ადამიანი-მანქანა”, ჟოზეფ სმიტი (11 იანვარი), მორმონების რელიგიის დამფუძნებელი. თხის რქებს შორის ასევე ვხდებით მრავალ პესიმისტსაც, ადამიანებს უკიდურესად დაფარულებს, რომლებიც არავის უშვებენ ახლოს. მრავალი მათგანი ასკეტია, სქიმოსანია* (სქიმონაზონი),ადამიანები, რომლებსაც შეუძლიათ საკუთარი თავების ყველაფერში შეზღუდვა. თუ ვისაუბრებთ თხის რქის განვითარების დინამიკაზე, ეს უშუალოდ საკუთარი მიზნისკენ მისწრაფებაა და მისი მიღწევისთვის ლავირების უნარია. ის ხან მთაზე მიბობღავს, ხან კი, როგორც ჩიტი, ისე გადაფრინდება ქარაფიდან ქარაფზე, რაც სხვებისთვის მიუღწეველია, მაგრამ ეს გამოვლინება ხდება უმაღლესი სულიერი განვითარების დონეზე. გარეგან დონეზე მიწა ვლინდება როგორც მიზნისკენ სწრაფვა. მისი პრობლემები _ ეს შინაგანი სამყაროსა და ემოციონალური ცხოვრების (მთვარის განდევნის გამო) წამახვილებული პრობლემებია. ის ხშირად იქნება ჩაკეტილი და ადამიანებისგან გარიყული (ასოციალურიც კი), მაგრამ ეს ჩაკეტილობა მოდის მისი ტრავმებიდან, შინაგანად ძალიან ტრავმირებულია, ხოლო გარეგნულად ჩაკეტილობა წარმოადგენს მის დაცვას, ფარს. მისთვის არსებობს საკუთარი შინაგანი ენერგიის გამოყენების და მისი კონსტრუქციულ არხში მიმართვის პრობლემა. შესაძლებელია, მისი ყველაზე ღრმა და რთული პრობლემა იყოს შინაგანი სულიერი ორიენტაცია, რადგანაც ის _ პრაქტიკულად ხელმღვანელია და უნდა ჰქონდეს მაღალი იდეა და ცხოვრებაში ამ იდეით იხელმძღვანელოს, იდეის დახმარებით გამოხატოს პრაქტიკული, მწყობრი სისტემა და იგი მისცეს ადამიანებს. თხის რქის ქვეყანა _ ჩინეთი. აქ არის თხის რქის ისეთი შტრიხები, როგორიცაა: სიზუსტე, გეგმაზომიერება, სტაბილურობა, მიზანმიმართულება, რაც არ უნდა მოხდეს კონსერვატიზმისკენ, ტრადიციებისკენ, სიმყარისკენ, მიზნისკენ სწრაფვა. ცუდ შემთხვევაში აქ ვპოულობთ ეშმაკობის და მორგების უნარს. მისი კარმული ამოცანაა, სხვებს მაღალი სულიერი მიზნის მისაღწევად პრაქტიკული სისტემა მისცეს. * სქიმა _ ბერძნულად – σχημα _ სახება, შინაგანი მხარე, უმაღლესი საფეხური მართმადიდებლური ქრისტიანობის ბერ-მონაზვნობისა, ის სამყაროსგან გარიყვის, მატერიალურ სამყაროზე უარი თქმის უფრო ღრმა საფეხურია.