Jump to content
×
×
  • Create New...

ძებნა

'ზეადამიანს' ძებნის შედეგები.

  • ტეგების მიხედვით

    Type tags separated by commas.
  • ავტორის მიხედვით

კონტენტის ტიპი


დისკუსიები

  • სადისკუსიო ბადე
    • პოლიტიკა & საზოგადოება
    • განათლება & მეცნიერება
    • ჯანმრთელობა & მედიცინა
    • ხელოვნება & კულტურა
    • გ ვ ი რ ი ლ ა
    • ზოგადი დისკუსიები
  • თავისუფალი ბადე
    • F L A M E
  • ადმინისტრაციული ბადე
    • ბადეს შესახებ

მომიძებნე მხოლოდ

ან მომიძებნე


შექმნის დრო

  • Start

    End


განახლებული

  • Start

    End


Filter by number of...

რეგისტრაციის დრო

  • Start

    End


ჯგუფი


სქესი


ჰობი

Found 1 result

  1. ადგილი, სადაც, ლეგენდის მიხედვით, მაიმუნი ადამიანთან შეაჯვარეს, რათა ზეადამიანი შეექმნათ. სადაც უკვდავების ელექსირს ქმნიდნენ. და ადგილი, იმ დროისთვის არნახული ექსპერიმენტი ჩაატარეს – მაიმუნები კოსმოსში გასაფრენად მოამზადეს. ჩვენი მონათხრობი აფხაზეთის იმ ექსპერიმენტული პათოლოგიის სამეცნიერო-კვლევითი ინსტიტუტის ფანტასტიკური პროექტების და დღევანდელი კვლევების შესახებაა, რომელიც უფრო სოხუმის მაიმუნების საშენის სახელით არის ცნობილი. დღევანდელი დღით დავიწყოთ. • შემზარავი ისტორიები აფხაზეთში უსახლკარო ძაღლების შესახებ – მაგრამ ოდნავი იმედიც • აფხაზეთი: როგორ უნდა დაიწყო ბიზნესი ნულიდან და არ გაკოტრდე რთული პირობები მაიმუნებისთვის მაიმუნების საშენი აფხაზეთში საშენი, რომელიც საბჭოთა ეპოქაში მნიშვნელოვან სამეცნიერო ცენტრს წარმოადგენდა, სსრკ-ს დაშლისა და განსაკუთრებით, 1990-იან წლებში მომხდარი აფხაზეთის ომის შემდეგ ძლერ დაზარალდა. უზარმაზარი სამეცნიერო ცენტრის რჩენა დამოუკიდებლად ძალიან რთული გახდა. ის სოხუმში თავლწარმტაც ადგილას, მთა ტრაპეციაზე მდებარეობს. აქ XX საუკუნის დასაწყისში რუსი ექიმისა და მეცენატის პროფესორ ალექსეი ოსტროუმოვის აგარაკი იყო. მისი სახლი, რომელიც არქიტექტურულ და ისტორიულ ძეგლადაა მიჩნეული, ინგრევა და უკვე კრიტიკულთან მიახლოებულ მდგომარეობაშია. ინსტიტუტის ნაწილი შენარჩუნებულია, და ის კვლევებს აგრძელებს. თუმცა, აქ მაიმუნებისთვის არცთუ კარგი საცხოვრებელი პირობებია. უსახლკარო ცხოველები საქართველოში. რატომ არ მცირდება მათი რიცხვი დაავადებები და ცხოველთა სიკვდილი. თითქმის დეტექტიური ისტორია ერევნის ზოოპარკიდან მაიმუნების საშენის ნაწილი ტურისტებისთვის გახსნილია. მაიმუნები გალიებში არიან, შესასვლელში მათთვის ყუთებით ხილის ყიდვა და მათთვის ხელით ჭმევა შეიძლება. საშენი საბჭოთა დროიდან არ გარემონტებულა, გალიები მცირე ზომისაა და ძველი. აფხაზეთის სხვადასხვა ტურისტულ პორტალებზე ბევრი კრიტიკული კომენტარია, მაგალითად აქ, სადაც მნახველები წერენ, რომ საშენისა და საკუთრივ მაიმუნების მდგომარეობა შეიძლება „ცხოველების აბუჩად აგდებას“ შეადარო. მაიმუნების საშენი აფხაზეთში მაიმუნების საშენს აქვს ექსპერიმენტული ლაბორატორიები, სადაც უცხო პირთათვის შესვლა აკრძალულია. იქ კვლევები გრძელდება და მაიმუნებზე ექსპერიმენტები ტარდება, მათ შორის – სამედიცინო. როგორც ინსტიტუტის თანამშრომლები ირწმუნებიან, ეზოში მაიმუნის მსოფლიოში ერთადერთი ქანდაკება დგას. ბიუსტი სოხუმში მაიმუნების საშენის ეზოში ძეგლის პოსტამენტზე წერია: „პოლიომელიტი, ყვითელი ციებ-ცხელება, პარტახტიანი ტიფი, ტკიპისმიერი ენცეფალიტი, ყვავილი, ჰეპატიტი და სხვა ბევრი ადამიანური დაავადება შესწავლილია მაიმუნებზე ჩატარებული ცდების დახმარებით“ ქანდაკება 1997 წელს სოხუმის მაიმუნების სადგომის 50 წლისთავთან დაკავშირებით დაიდგა. და ეს თარიღი იმას შეგვახსენებს, რომ თავდაპირველად ცენტრის შექმნის იდეა და მაიმუნებზე ექსპერიმენტების დაწყება საშიში დაავადებების წინააღმდეგ წამლების ძიებას არ უკავშირდებოდა. სადგომისა და სამეცნიერო ცენტრის შექმნა საბჭოთა ბელადების დაკვეთა იყო – მას შემდეგ, რაც ლენინი გარდაიცვალა. ამოცანა „უბრალო“ იყო – მათ სიკვდილი არ სურდათ და უნდოდათ სამუდამო სიცოცხლის საშუალებისთვის მიეგნოთ. იქნებ ამიტომაცაა, რომ ადმინისტრაციული შენობის დარბაზის კუთხეში ლენინის ძეგლი ისევ დგას. როდესაც ლენინი გარდაიცვალა – საბჭოთა ბელადები მიხვდნენ, რომ სურდათ მუდმივად ეცოცხლათ „აქ ტურისტები არ მიჰყავთ, თუმცა აქ სანახავი ბევრია“, – ამბობს სადგომის სამეცნიერო-პრიმატოლოგიური ცენტრის გამგე ალდონა სალაყაია. ის ჰყვება ორი ისტორიის შესახებ, რომლებიც სავსებით შესაძლებელია, რომ სიმართლე იყოს. „ლენინის სიკვდილის შემდეგ საბჭოთა ხელისუფლების უმაღლეს ეშელონებში სიცოცხლის გახანგრძლივებაზე დაფიქრდნენ. ალბათ ამ მიზნით შეიქმნა მსოფლიოში პირველი ექსპერიმენტული პათოლოგიისა და თერაპიის ინსტიტუტი. სოხუმი მაიმუნებისთვის მშობლიური ტროპიკული კლიმატის მსგავსებისა და მათ გამოსაკვებად საჭირო ხილის სიმრავლის გამო აირჩიეს. საბოლოოდ ქალაქი საბჭოთა ექსპერიმენტული მედიცინის ცენტრად იქცა“, – ჰყვება სალაყაია. თუმცა, ეს ერთ-ერთი ვერსიათაგანია, თუ რატომ შეიქმნა ეს ინსტიტუტი. ახალი რასის შექმნა – ადამიანისა და მაიმუნის ჰიბრიდი სხვა პოპულარული თეორიაა – უნივერსალური საბჭოთა ჯარისკაცის/ მუშის სახეობის გამოყვანის მიზნით, ადამიანისა და მაიმუნის შეჯვარების ცდები. საბჭოთა ლიდერების თვლსაზრისით, ასეთ ჰუმანოიდში ორი მნიშვნელოვანი თვისება უნდა ყოფილიყო შერწყმული: ძალიან ძლიერი და ამტანი უნდა ყოფილიყო – მაგრამ, ამავდროულად – გონებრივად ნაკლებად განვითარებული. აფხაზმა მეცნიერმა ვლადიმირ ბარქაიამ, რომელმაც ამ ინსტიტუტში 1961 წელს დაიწყო მუშაობა, 2008 წლის გაზაფხულზე ბრიტანულ გაზეთ Guardian-ს ახალი რასის შექმნის ექსპერიმენტების შესახებ უამბო. მისი თქმით, 1930-იან წლებში კვლევებს ატარებდა ცნობილი რუსი ბიოლოგი ილია ივანოვი, რომელიც პარიზში არსებულ პასტერის ინსტიტუტთან თანამშრომლობდა. მაშინ ევროპა ევგენიკის იდეის გავლენის ქვეშ იმყოფებოდა. საბჭოთა კავშირი კი განსაკუთრებულად ცდილობდა იმის დამტკიცებას, რომ დარვინიზმმა რელიგია ჩაანაცვლა. „პროფესორმა ივანოვმა ეს ექსპერიმენტები აფრიკაში დაიწყო და სოხუმში აგრძელებდა. ის მამაკაცის სპერმას იღებდა და მდედრი შიმპნაზეების ორგანიზმში შეჰყავდა, მაგრამ აქედან არაფერი გამოვიდა“, – ჰყვება ვლადიმირ ბარქაია. შეკითხვას – შეიძლებოდა თუ არა ექსპერიმენტები პირიქით ჩატარებულიყო: მაიმუნის სპერმა ქალის ორგანიზმში რომ შეეყვანათ – ბარქაიამ კატეგორიული უარყოფით უპასუხა. ეს თეორია, როგორც ინსტიტუტის შექმნის მიზეზი, დღესაც ანგარიშგასაწევად მიაჩნიათ. მაგრამ ამ პროექტის არსებობისა და მისი განხორციელების პირდაპირი მტკიცებულები არ არსებობს. ასეა თუ ისე, 1927 წელს აფხაზეთში გვინეიდან 15 მაიმუნი ჩაიყვანეს. ცხოველების უმრავლესობამ ტრანსპორტირებას ვერ გაუძლო. გადარჩა მხოლოდ ორი პავიანი, და ორი შიმპანზე. სწორედ მათ დაუდეს სათავე სოხუმში დაკვირვებებისა და ექსპერიმენტების თითქმის ასწლიან საქმიანობას. სადგომის ბაზაზე 1985 წელს დაარსდა ექსპერიმენტული პათოლოგიისა და თერაპიის ინსტიტუტი, რომელიც საბჭოთა კავშირში უდიდეს და მსოფლიოში საკმაოდ ცნობილ პრიმატების შემსწავლელ ცენტრად იქცა. მისი მნიშვნელოვანი პროფილი ონკოლოგიურ დაავდებებთან ბრძოლისთვის საჭირო წამლების დამუშავება გახდა. მაიმუნების საშენი აფხაზეთში სოხუმის მაიმუნების საშენის მაიმუნები კოსმოსში აფხაზეთის ექსპერიმენტული პათოლოგიისა და თრაპიის ინსტიტუტი ბევრი წლის განმავლობაში იყო საბჭოთა კოსმოსური პროგრამის ცენტრში. ამ საშენის მაიმუნებზე ცდები ტარდებოდა და რამდენიმე მათგანი კოსმოსური ხომალდებით გააფრინეს. ირჩევდნენ ორ-სამი წლის ასაკის, მცირე ზომის მაკა-რეზუსის ჯიშის ჯანმრთელ და გონიერ მაიმუნებს და მათზე უწონადობის ფაქტორის მოქმედებას იკვლევდნენ: მამოძრავებელი აქტივობისა და საყრდენი განტვირთვის არასებობას. კვლევების საბჭოთა დაოკუმენტაცია, დღევანდელი საზომებით, საკმაოდ სასტიკ ცდებს აღწერს: მაიმუნებს გულში, ტვინში, სახსრებსა და კუნთებში ელეტროდებს უნერგავდნენ, სპეციალურ კომბინიზონებს აცმევდნენ, ტროსებზე ჰკიდებდნენ, და მათ ამ მდგომარეობაში 60 დღე-ღამის განმავლობაში ამყოფებდნენ. საყრდენ-მამოძრავებელი აპარატისა და ნერვული სისტემის შედეგებს შეისწავლიდნენ, შემდეგ კი დაწვრილებით აღწერდნენ ცხოველების რეაბილიტაციის ვადებს. სოხუმის მაიმუნების საშენიდან უკანასკნელი წყვილი კოსმოსში 1992 წლის 29 დეკემბერს გააუშვეს. ესენი იყვნენ მაკაკები – კროშა და ივაშა. ისინი ფრენიდან 1993 წლის 10 იანვარს დაბრუნდნენ, ორივე – კეთილსაიმედო მდგომარეობაში. როგორც სადგომში ჰყვებიან, კროშა შემდეგ თავისი სახეობისთვის ყველაზე ხანგრძლივი სიცოცხლის მაგალითი გახდა – 25 წელიწადი იცოცხლა. გაფრენის შემდეგ ის უკვე რუსეთის ქალაქ ადლერის სადგომში ბინადრობდა. მაიმუნების კოსმოსში გასაფრენად მოსამზადებელი ექსპერიმენტები. ფოტო: ТАСС 1990-იანი წლების საქართველო-აფხაზეთის ომის დროს მაიმუნების დაღუპვა და გადარჩენა 1992-1993 წლების საქრთველო-აფხაზეთის ომამდე სოხუმის მაიმუნების საშენში ექვს ათასზე მეტი მაიმუნი ცხოვრობდა. მდინარე გუმისთას ველზე გაიხსნა მცირე საშენი, სადაც ექსპერიმენტის სახით პავიანები და გამდრილები თავისუფლად გაუშვეს. იქვე, სოფელ ტამიშში ინსტიტუტის ფილიალი გაიხსნა. საბოლოოდ, როდესაც საომარი მოქმედებები დაიწყო, თითქმის ყველა ცხოველი დაიღუპა – მოკლეს ან სიცივეს და შიმშილს ვერ გაუძლეს. ომის შემდეგ საშენში მხოლოდ 250 მაიმუნი დარჩა. „ჩვენ მათთვის საკუთარი ბაღებიდან ხილი მიგვქონდა, სატვირთოებით მინდვრებში გავდიოდით მაიმუნებისთვის სიმინდის დასაკრეფად: რაც შეგვეძლო, ვაკეთებდით, რათა ჩვენთან შემორჩენილი სახეობები გამოგვეკვება“ – იხსენებს ომის შემდეგომ დროს ალდონა სალაყაია. ეკონომიკური ბლოკადისა და სრული ნგრევის პირობებში, განიხილებოდა საკითხი – ინსტიტუტი უნდა შენარჩუნებულიყო, თუ მისი ლიკვიდაცია მომხდარიყო? საბოლოოდ საშენისაც და ინსტიტუტის მუშაობის გაგრძელების გადაწყვეტილება მივიღეთ. ყივანა-ხველა და ახალგაზრდობის ელექსირი დღეს ინსტიტუტში დაახლოებით 200 თანამშრომელი მუშაობს. საშენში რვა სხვადასხვა სახეობის დაახლოებით 600 მაიმუნი ბინადრობს. სამეცნიერო კონტაქტები მხოლოდ რუს კოლეგებთან ნარჩუნდება. ინსტიტუტის მიერ შემუშავებული პრეპარატებიდან მნიშვნელოვანი გახდა 2017 წელს ყივანა-ხველის წინააღმდეგ შემუშავებული ახალი ვაქცინა. კვლევები ხუთ წელიწადს გრძელდებოდა, შემდეგ პრეპარატი რუსეთის ჯანმრთელობის სამინისტრომ მიიღო და ახლა მისი ტესტირება მიმდინარეობს. დღესდღეობით ინსტიტუტის ერთ-ერთი მთავარი სამეცნიერო მიმართულებაა – კვლევები გერონტოლოგიის სფეროში. კერძოდ, მიმდინარეობს ახალი ჰორმონალური პრეპარატის გამოცდა. მას მაიმუნებზე ცდიან; წინასწარი მონაცემებით – მოხუც მამრებს შთამომავლობა გაუჩნდათ, მახსოვრობა გაუუმჯობესდათ და ბეწვის ზრდაც კი დაეწყოთ. Go to top სტატია მომზადებულია სოხუმის რედაქციის მიერ და პროექტის პირობების თანახმად, დაბეჭდილია უცვლელად. ტექსტში გამოყენებული ტერმინები და ტოპონიმები, ასევე მოსაზრებები და იდეები, გამოხატავს სტატიის ავტორის პირად პოზიციას და ყოველთვის არ ემთხვევა JAMnews-ის და მისი ცალკეული თანამშრომლების მოსაზრებებსა და პოზიციას. JAMnews-ი იტოვებს უფლებას წაშალოს პუბლიკაციის ქვეშ დატოვებული კომენტარები, რომლებიც შეფასდება, როგორც შეურაცხმყოფელი, მუქარის შემცველი, ძალადობის წამქეზებელი და ასევე ეთიკურად მიუღებელი სხვა მიზეზების გამო წყარო: JAMnews