ძებნა
'ეიფელის' ძებნის შედეგები.
-
ეიფელის კოშკი (ფრანგ. Tour Eiffel) — ლითონის კონსტრუქცია მარსის ველზე, სენასთან, პარიზში. ეს პარიზის ყველაზე მაღალი სტრუქტურა და საფრანგეთის ყველაზე ცნობილი სიმბოლოა. სახელი დაერქვა პროექტის ავტორის ინჟინერ გიუსტავ ეიფელის პატივსაცემად და ის ქალაქის ყველაზე პოპულარული ტურისტული ღირსშესანიშნაობაა, რომელსაც წელიწადში 5,5 მილიონზე მეტი დამთვალიერებელი ჰყავს. სტატისტიკა კოშკის სიმაღლე 300 მეტრია, რაც დაახლოებით 75 სართულს უდრის. მის თავზე 24 მეტრის სიმაღლის ანტენაა, რაც სტრუქტურის საერთო სიმაღლეს 324 მ ნიშნულზე სწევს. აშენების დროს, 1889 წელს, ეიფელის კოშკი ყველაზე მაღალი სტრუქტურა იყო მსოფლიოში, ტიტული, რომელიც მან 1930 წლამდე შეინარჩუნა, როცა ნიუ-იორკის კრაისლერ ბილდინგის (319 მ) მშენებლობა დასრულდა, თუმცა ეიფელი სიმაღლეში მას მაინც უსწრებდა თუ სიმაღლეში ამ სტრუქტურების ანძები ჩაითვლებოდა. ამჟამად ეიფელის კოშკი საფრანგეთში სიმაღლით მეორე სტრუქტურაა, 350 მ სიმაღლის ალუის გრძელი ტალღების გადამცემი ანძის (1939) აგების შემდეგ. შემდეგ მოდის ლა ტურ მონპარნასი, პარიზის მონპარნასის უბანში (209 მ). ეიფელის კოშკიკოშკის ლითონის სტრუქტურა 7.300 ტონას იწონის, მისი საერთო წონა კი 10.100 ტონაა. ზედა პლატფორმაზე ასასვლელი საფეხურების რაოდენობა იცვლებოდა კოშკის ისტორიის განმავლობაში, რამდენიმე რენოვაციის შედეგად: აშენების მომენტში 1889 წელს 1710 საფეხური ადიოდა სამიტის პლატფორმაზე 300.65 მ ნიშნულზე; 1980 წლის რენოვაციის შემდეგ საფეხურების რაოდენობა 1920-მდე გაიზარდა; ამჟამად 1665 საფეხურია, თუმცა ზედა პლატფორმაზე საფეხურებით ასვლა შეუძლებელია და დამთვალიერებლებს მხოლოდ ლიფტების გამოყენება შეუძლიათ. ჰაერის ტემპერატურის მიხედვით ეიფელის კოშკის თავი შეიძლება მზისგან გადახურების გამო 8 სმ-მდე გადაიწიოს, მზეს მიფიცხებულ მხარეს ლითონის გაფართოებისგან. კოშკის რემონტი მოიცავს ყოველ შვიდ წელიწადში 50 ტონა სამი ფენა საღებავის წასმას კონსტრუქციის ლითონის ზედაპირის ჟანგისგან დასაცავად. დროგამოშვებით საღებავის ფერი იცვლება—ამჟამად კოშკი მოყავისფროდაა შეღებილი. პირველ სართულზე ინტერაქტიული კონსოლებია დამონტაჟებული, რომელშიც მსურველებს შეუძლიათ კენჭი ჰყარონ კოშკის მომავალი შეფერილობის შესარჩევად. ისტორია სტრუქტურა შენდებოდა 1887-1989 წლებში როგორც ექსპო-იუნივერსელის შესასვლელი (1889), მსოფლიო გამოფენა, რომელიც საფრანგეთის რევოლუციის 100 წლისთავის აღსანიშნავად იგეგმებოდა. მისი გეოგრაფიული კოორდინატებია 48°51′29″N, 2°17′40″E. კოშკის ინაუგურაცია მოხდა 1889 წლის 31 მარტს, ხოლო საზოგადოებისთვის კი ის 6 მაისს გაიხსნა. 300-მა მუშამ ააწყო 18.038 ლითონის (სუფთა სტრუქტურული ფოლადის ფორმა) ნახვრეტებიანი კონსოლი, გამოიყენეს რა 2.5 მილიონი ჭანჭიკი, მორის კოხლინის სტრუქტურის პროექტით. შეცდომის რისკი ძალიან დიდი იყო, ვინაიდან თანამედროვე ცათამბჯენთაგან განსხვავებით კოშკს ღია ჩონჩხი აქვს შუალედური სართულების გარეშე, ორი პლატფორმის გარდა. თუმცა, ვინაიდან ეიფელმა წინასწარი ზომები მიიღო მუშათა უსაფრთხოებისთვის, მშენებლობის პერიოდში მხოლოდ ერთი მათგანი დაიღუპა, ოტისის ლიფტების დამონტაჟებისას. ავდაპირველად საზოგადოების რეაქცია კოშკის მიმართ მკვეთრად უარყოფითი იყო, ვინაიდან უმრავლესობას იგი თვალში ხინჯად ხვდებოდა. თუმცა ამჟამად ის მსოფლიოში ერთ-ერთ ყველაზე წარმტაც სტრუქტურული ხელოვნების ნიმუშად მიიჩნევა. ჰოლივუდის ერთი ყველაზე დიდი კლიშეა – პარიზული ფანჯრიდან აუცილებლად უნდა ჩანდეს ეიფელის კოშკი. რეალურად, ზონური შეზღუდვების გამო პარიზში შენობათა სიმაღლეზე ზღვარი რამდენიმე სართულით შემოიფარგლება და ამიტომ მხოლოდ რამდენიმე შედარებით მაღალ შენობას აქვს კოშკზე წმინდა ხედი. თავდაპირველად ეიფელს უფლება ჰქონდა აგებული კოშკი 20 წლით მდგარიყო, საკუთარი ხარჯების ამოსაღებად, თუმცა მოგვიანებით კოშკმა საკომუნიკაციო დანიშნულებაც მიიღო და ვადის გასვლის შემდეგაც გადაწყდა მისი დატოვება. ეიფელის კოშკის მშენებლობა გიუსტავ ეიფელი ალექსანდრ გიუსტავ ეიფელი (ფრანგ. Gustave Eiffel; დ. 15 დეკემბერი, 1832 — გ. 27 დეკემბერი, 1923) — ფრანგი სამოქალაქო ინჟინერი და არქიტექტორი. პარიზის ხელოვნებისა და წარმოების ცენტრალური სკოლის დამთავრების შემდეგ, მან სახელი გაითქვა საფრანგეთის სარკინიგზო ქსელისთვის სხვადასხვაგვარი ხიდების აშენებით, რომელთა შორის ყველაზე ცნობილია გარაბიტ-ვიადუკი. თუმცა, გიუსტავი მთელ მსოფლიოში ცნობილი სახელგანთქმული ეიფელის კოშკის წყალობით გახდა, რომელიც პარიზის 1889 წლის მსოფლიო გამოფენისთვის აშენდა. ინჟინერიისგან ჩამოშორების შემდეგ, ეიფელმა თავისი ძალისხმევა მეტეოროლოგიისა და აეროდინამიკის კვლევებისკენ მიმართა და ორივე სფეროში მნიშვნელოვანი წვლილი შეიტანა. გიუსტავ ეიფელი წყარო: ბმული Rating: 6 out of 5.