იყო დრო ხელფასს ევროში ვიღებდი, 2019წლის ზაფხულშიც ბევრი 50ევროიანი დამიგროვდა, ბანკში მათ 100 ან 200 ევროიანებზე გადასაცვლელად ჩავედი და ოპერატორმა 500-ებიც გვაქვს და ხომ არ გინდაო. მეც არ მიყვარს ბევრი ქაღალდები და სიამოვნებით დავთანხმდი გადაცვლას. მერე მუთაქაშიც ჩავტენე და მთელი 2020 წელი მშვიდად ვიყავი.
ახლახანს, რაღაც ევროპულ სერიალს ვუყურებდი და იქ ახსნეს 500ევროიანი რად გინდა, კრიმინალი ხომ არ ხარო. მეც ჩემი ევროები გამახსენდა, დავგუგლე ინფო 500ევროზე, ,,კრიმინალური" რატომ არის, გავიგე რომ ბენლადენის საყვარელი ბანკნოტიც ყოფილა... მოკლედ, ზემოთ ციტირებული ამბები ამომიგდო. კიდევ ერთხელ ყველა ბანკნოტა გადავამოწმე, ვაიდა ყალბი არ ყოფილიყო. თითქოს არცერთია ყალბი. მაგრამ ქართულენოვან სივრცეებში რაც დავგუგლე, ძირითადად ინფო იმაზეა, რომ 2019წელს ბევრი ყალბი 500ევროიანი გამოჩნდა და ხალხიც დააკავეს. მეც გული შემიღონდა და თემას ვხსნი.
გულ შეღონებულზე, ვზივარ და ვფიქრობ რა ვქნა. ხვალე, ჩავიდე თიბისიში ან საქბანკში და ისევ წვრილ ბანკნოტებად დახურდავება ვთხოვო. მაგრამ ვაიდა ყალბი აღმოჩნდეს... საქბანკში კი მაქვს გადაცვლილი, მაგრამ იქნებ იქაც შემომტენეს?მაშინაც გადავამოწმე დამცავ ნიშნებზე, მაგრამ რავიცი, მაინც დიდი კუპიურაა თუ დავიკიდო და დავტოვო მუთაქაში. მაგრამ რომ დავტოვო, როდემდე? საერთოდ რომ აღარ მიიღონ ბანკებმა, ამ ჩემი რამდენიმე წლის ნაწვალები თანხა ,,გამიკუპონდეს", მერე რა ვნქა? ვთქვა რომ ცხოვრებაში ფული არ არის მთავარი და ბედნიერად გავაგრძოლო ცხოვრება თუ დიდ სინანულს მივეცე...
მოკლედ, დააფიქსირეთ თქვენი აზრი 500ევროიანზე და რამე რჩევასაც თუ მომცემთ ბედნიერი დავრჩები.