ვინ იყო თქვენი ფავორიტი?
ევროვიზია 2021-ის გამარჯვებულია იტალია, რამშტაინის პაროდიისმაგვარი ჯგუფით:
მე ესენი მომეწონა:
*1* შვედეთი - ტუსე.
(მცირე ინფო მასზე: ნიგერიული წარმოშობის 19 წლის ბიჭი. როცა ტუსე 8 წლის იყო, მისი ოჯახი ნიგერიაში ატეხილ ომს გამოექცა. მშობლები გზაში დაიღუპნენ. მარტოხელა ბიჭი კი ერთმა შვედურმა ოჯახმა იშვილა. სადაც დღემდე ცხოვრობს.
ტუსე შვედურ ვოისსა და აიდოლში მონაწილეობდა. აიდოლი მოიგო კიდეც. ვოისში რა ქნა, არ ვიცი.
ვინც ტუსეს შეხვედრია, მას უსაყვარლეს ადამიანად აღწერს. ანუ ისეთად, როგორ შთაბეჭდილებასაც ქმნის.
*2*
ნორვეგია - Tix
კლიპს იმიტომ ვდებ, რომ მისი ნახვისას მიხვდებით, თუ რატომ აქვს ასეთი იმიჯი.
არ ვიცი, ფეიკი-პიარ ისტორიაა თუ ნამდვილი: ტიქსს აზერბაიჯანელი გოგო, ეფენდი დაევასა. მათი ისტორიის პატარა ვიდეოსაც დავდებ. ((სხვათა შორის, წელს აზერბაიჯანი კატასტროფული სიმღერით იყო წარდგენილი)).
სადავოა, ტიქსს უნდა გაემარჯვა თუ არა. თუმცა შვედი ტუსე კი ღირსეული გამარჯვებული იქნებოდა.
კიდევ მომეწონა რამდენიმე. მათ შორის, გამარჯვებული იტალია და ბოლო წუთებამდე საწყის პოზიციაზე მყოფი შვეიცარიაც.
კიდევ ერთ მოწინავე - საფრანგეთზე იმას ვიტყვი, რომ კი, მაღალი ხარისხის შესრულება და რამე. ჩემი დასაწუნი არაფერი იყო, მაააგრამ მაგ სიმღერას ევროვიზიაზე არც უნდა გაემარჯვა.