Jump to content
×
×
  • Create New...

ძებნა

'დოლარით' ძებნის შედეგები.

  • ტეგების მიხედვით

    Type tags separated by commas.
  • ავტორის მიხედვით

კონტენტის ტიპი


დისკუსიები

  • სადისკუსიო ბადე
    • პოლიტიკა & საზოგადოება
    • განათლება & მეცნიერება
    • ჯანმრთელობა & მედიცინა
    • ხელოვნება & კულტურა
    • გ ვ ი რ ი ლ ა
    • ზოგადი დისკუსიები
  • თავისუფალი ბადე
    • F L A M E
  • ადმინისტრაციული ბადე
    • ბადეს შესახებ

მომიძებნე მხოლოდ

ან მომიძებნე


შექმნის დრო

  • Start

    End


განახლებული

  • Start

    End


Filter by number of...

რეგისტრაციის დრო

  • Start

    End


ჯგუფი


სქესი


ჰობი

Found 2 results

  1. კრიპტოვალუტის ბირჟამ Coinbase და ფიუჩერსების სავაჭრო კომისიამ (CFTC) მიაღწიეს შეთანხმებას, რომლის მიხედვითაც ბირჟა 6.5 მილიონი დოლარის ჯარიმას გადაიხდის. შეთანხმებაში ნათქვამია, რომ CFTC-ისთვის ჯარიმის გადახდის შემდეგ, Coinbase-ს მოეხსნება ორი ბრალდება: 2016 წელს კომპანიის ერთ-ერთი თანამშრომლის მიერ 6 კვირის განმავლობაში სავაჭრო მოცულობის მონაცემების გაყალბება და პლატფორმა GDAX-ზე სავაჭრო საქმიანობის შესახებ მცდარი ინფორმაციის განთავსება. „2015 წლის იანვრიდან 2018 წლის სექტემბრამდე პერიოდში, ბირჟა Coinbase მის მიერ მართულ ელექტრონულ პლატფორმა GDAX-ზე ავრცელებდა ყალბ მონაცემებს, საეჭვო და არაზუსტ ანგარიშებს ციფრული აქტივების, მათ შორის ბიტკოინის ტრანზაქციების შესახებ.“- ნათქვამია ამერიკული მარეგულირებლის განცხადებაში. შეგახსენებთ, რომ პლატფორმა GDAX განკუთვნილი იყო ინსტიტუციონალური ინვესტორებისთვის. მოგვიანებით მას Coinbase Pro ეწოდა. GDAX-სა და პროექტ Hedger-ს შორის თანხების გადარიცხვა მიჩნეულ იქნა სავაჭრო მოცულობად, რაც CFTC-ის აზრით შეცდომაა. „CFTC- მა აღმოაჩინა, რომ 2016 წლის აგვისტოსა და სექტემბერში, ექვსი კვირის განმავლობაში Coinbase-ის თანამშრომელი BTC/LTC წყვილში ყიდვა-გაყიდვის შეკვეთების განსათავსებლად გარკვეულ მანიპულაციებს იყენებდა, რაც წყვილში ლიკვიდურობასა და სავაჭრო აქტიურობაზე არასწორ წარმოდგენას ქმნიდა. ყალბი გარიგებები დღიური სავაჭრო მოცულობის 0.62% დან 99% შეადგენდნენ. თანამშრომლის ამ ქმედებაზე პასუხისმგებლობას ჩვენ Coinbase-ს ვაკისრებთ.“- ნათქვამია განცხადებაში. ამასთან CFTC-ის კომისარმა, დოუნ სტამპმა (Dawn Stump) ხაზი გაუსვა, რომ ეს ცალკე გამოძიებაა და CFTC არ ახდენს Coinbase-ის რეგულირებას. შეგახსენბთ, რომ Coinbase საფონდო ბირჟა Nasdaq-ზე პირდაპირი ლისტინგისთვის ემზადება. წინასწარი შეფასებით კრიპტოვალუტის პლატფორმის ღირებულებად 943 მილიონი დოლარი დასახელდა. Nasdaq-ზე Coinbase-ის 115 მილიონი აქცია იქნება განთავსებული. წყარო: https://bits.media The post Coinbase ყალბი მონაცემების განთავსებისთვის 6.5 მილიონი დოლარით დაჯარიმდება appeared first on CryptoNews.Ge - ქართული კრიპტო მედია.
  2. კრიპტოვალუტის ბირჟამ Coinbase და ფიუჩერსების სავაჭრო კომისიამ (CFTC) მიაღწიეს შეთანხმებას, რომლის მიხედვითაც ბირჟა 6.5 მილიონი დოლარის ჯარიმას გადაიხდის. შეთანხმებაში ნათქვამია, რომ CFTC-ისთვის ჯარიმის გადახდის შემდეგ, Coinbase-ს მოეხსნება ორი ბრალდება: 2016 წელს კომპანიის ერთ-ერთი თანამშრომლის მიერ 6 კვირის განმავლობაში სავაჭრო მოცულობის მონაცემების გაყალბება და პლატფორმა GDAX-ზე სავაჭრო საქმიანობის შესახებ მცდარი ინფორმაციის განთავსება. „2015 წლის იანვრიდან 2018 წლის სექტემბრამდე პერიოდში, ბირჟა Coinbase მის მიერ მართულ ელექტრონულ პლატფორმა GDAX-ზე ავრცელებდა ყალბ მონაცემებს, საეჭვო და არაზუსტ ანგარიშებს ციფრული აქტივების, მათ შორის ბიტკოინის ტრანზაქციების შესახებ.“- ნათქვამია ამერიკული მარეგულირებლის განცხადებაში. შეგახსენებთ, რომ პლატფორმა GDAX განკუთვნილი იყო ინსტიტუციონალური ინვესტორებისთვის. მოგვიანებით მას Coinbase Pro ეწოდა. GDAX-სა და პროექტ Hedger-ს შორის თანხების გადარიცხვა მიჩნეულ იქნა სავაჭრო მოცულობად, რაც CFTC-ის აზრით შეცდომაა. „CFTC- მა აღმოაჩინა, რომ 2016 წლის აგვისტოსა და სექტემბერში, ექვსი კვირის განმავლობაში Coinbase-ის თანამშრომელი BTC/LTC წყვილში ყიდვა-გაყიდვის შეკვეთების განსათავსებლად გარკვეულ მანიპულაციებს იყენებდა, რაც წყვილში ლიკვიდურობასა და სავაჭრო აქტიურობაზე არასწორ წარმოდგენას ქმნიდა. ყალბი გარიგებები დღიური სავაჭრო მოცულობის 0.62% დან 99% შეადგენდნენ. თანამშრომლის ამ ქმედებაზე პასუხისმგებლობას ჩვენ Coinbase-ს ვაკისრებთ.“- ნათქვამია განცხადებაში. ამასთან CFTC-ის კომისარმა, დოუნ სტამპმა (Dawn Stump) ხაზი გაუსვა, რომ ეს ცალკე გამოძიებაა და CFTC არ ახდენს Coinbase-ის რეგულირებას. შეგახსენბთ, რომ Coinbase საფონდო ბირჟა Nasdaq-ზე პირდაპირი ლისტინგისთვის ემზადება. წინასწარი შეფასებით კრიპტოვალუტის პლატფორმის ღირებულებად 943 მილიონი დოლარი დასახელდა. Nasdaq-ზე Coinbase-ის 115 მილიონი აქცია იქნება განთავსებული. წყარო: https://bits.media The post Coinbase ყალბი მონაცემების განთავსებისთვის 6.5 მილიონი დოლარით დაჯარიმდება appeared first on CryptoNews.Ge - ქართული კრიპტო მედია.